ირანულ-ქართული ენობრივი კავშირები

58517_154607567899276_100000501025127_418286_6105319_s

ივანე ჯავახიშვილის სახელობის

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის

მაგისტრატურის II კურსის სტუდენტი ნათია კენჭიაშვილი

საგანი: ენათა კონტაქტები

ხელმძღვანელი: თინათინ ბოლქვაძე

ირანულ-ქართული ენობრივი კავშირები

თბილისი 2015

სიტყვათა სესხება ენის ლექსიკური ფონდის შევსებისა და გამდიდრების ერთ-ერთი ძირითადი წყაროა. უცხო ენებიდან შეთვისებული ელემენტების გამოვლინება ჩვენ გვეხმარება:

  1. შევისწავლოთ ყოველი ენა მისი ისტორიული განვითარების ამა თუ იმ ეტაპზე და რაც მტავარია არა იზოლირებულად, არამედ ენათა შორის არსებული ენობრივი კავშირების დასადგენად;
  2. შევძლოთ მონათესავე ენათა შედარებითი კვლევა, განსაკუთრებით კი მონათესავე ენათა შორის კანონზომიერი ფონეტიკური შესატყვისობის დადგენისას. აღნიშნული შესატყვისობის შეუსაბამო დარღვევანი, ხშირად, სესხების შესაძლებლობის გაუთვალისწინებლობის შედეგია.

ნასესხები მასალის მკვიდრისაგან გამიჯვნა ხშირად მრავალ სირთულესთან არის დაკავშირებული, განსაკუთრებით ეს ეხება უძველეს ნასესხობებს, რადგან შეთვისებული სიტყვების მსესხებელ ენასთან შეგუების პროცესი ძალიან შორს არის წასული. მაგრამ ენობრივი ანალიზი მაინც შესაძლებელია: მსესხებელი და გამსესხებელი ენის ისტორიისა და გრამატიკული სტრუქტურის საფუძვლიანი ცოდნა, უმეტეს შემთხვევაში, საშუალებას გვაძლევს გამოვნახოთ კრიტერიუმი ნასესხები მასალის გამოსავლენად. კვლევა მოიცავს:

  • ე.წ. „შინა ფორმის“ დადგენას
  • გავრცელების არეალის შესწავლას
  • ნაწარმოებ ფორმათა შეპირისპირებას ორივე ენაში
  • კულტურულ-ისტორიული ურთიერთობის გათვალისწინებას

ამ თვალსაზრისით საინტერესოა ქართული ენა, რომელსაც საუკუნეთა განმავლობაში მჭიდრო პოლიტიკური და კულტურული ურთიერთობა ჰქონდა ირანულ ენებთან, რომლებიც წარმოადგენდნენ ერთ-ერთ ყველაზე უფრო დიფერენცირებულ მონათეავე ენათა ჯგუფს როგორც ქრონოლოგიური, ისე დიალექტოლოგიური თვალსაზრისით, თუმცა მათ შორის რეგულარული ფონტიკური შესატყვისობანი ზუსტად არის დადგენილი.

აღნიშნული რეგულარული ფონეტიკური შესატყვისობების გათვალისწინება საშუალებას გვაძლევს ქართული ენის ლექსიკაში გამოვავლინოთ ირანულიდან შეთვისებული ისეთი სიტყვები, რომლებიც რამდენჯერმე არიან ნასესხები სხვადასხვა ეპოქაში ან თავისი ფონეტიკური სახის მიხედვით წარმოადგენენ ირანულ ენათა განსხვავებულ დიალექტურ წრეებს.

ქართული და ირანული ენების ლექსიკური ურთიერთობის კვლევას აქვს ზოგადენათმეცნიერული ინტერსი სესხების პრობლემის თვალსაზრისით, რამდენადაც ქართული და ირანული ენები წარმოადგენენ ისეთ სხვადასხვა სისტემის ენებს, რომელთაც საუკუნეთა განმავლობაში მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან, როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ტრადიციის მხრივ.

ქართულ ენაში ირანულიდან შეთვისებული სიტყვები სხვადასხვა დროისა და ხასიათისანი არიან და მომდინარეობენ სხვადასხვა დიალექტური წრიდან. აქ შეიძლება შევხვდეთ სესხების ყველა სახეს, მათ შორის

  • ცოცხალი ენობრივი ურთიერთობის შედეგად შეთვისებული სიტყვები
  • ხელოვნური, წიგნური გზით შემოსული სიტყვები
  • ირანული ენის გავლით და მისი მეშვეობით შემოსული ე.წ. ინტერნაციონალიზმები
  • ირანული წარმოშობის სიტყვები, სემოსული სულ სხვა ენის მეშვეობით (სომხურის, ბერძნულის, თურქულისა და სხვ. )
  • ე.წ. შებრუნებული ნასესხობები

ირანულ-ქართული ნასესხობების შესწავლა საინტერესო მასალას გამოავლენს ქართული ისტორიულ-ეტიმოლოგიური ლექსიკონისათვის, აგრეთვე, ქართველური და კავკასიური ენების შედარებითი შესწავლის საქმესაც მნიშვნელოვან სამსახურს გაუწევს.

ირანული წარმოშობის ლექსიკური ელემენტების შესწავლა ქართულში დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე თვითონ ირანული ენების ისტორიის შესწავლის საქმეში. ქართულ ენაში ირანული სიტყვები დამოწმებულია ამ ენათა განვითარების ყველა საფეხურზე (ძველი, საშუალო და ახალი), დამოწმებულია უმეტეს შემთხვევაში კარგად შენახული ფონეტიკკური სახით. მაგალითად, ირანული ნასესხობები ქართულ ენაში, სომხურთან შედარებით, ზოგჯერ მეტ არქაულობას ამჟღავნებენ, ზოგჯერ უფრო ახლო ფორმით არიან წარმოდგენილი და მეტ მსგავსებას ავლენენ ირანულ ფორმებთან, რაც განსაკუთრებით ეხება ირანული ენების ხმოვანთა სისტემის ასახვას ქართულში. ქართულს თავისი მდიდარი თანხმოვანთა სისტემით, ისევე როგორც სომხურს, საშუალება აქვს საკმაოდ ზუსტად გადმოსცეს ირანული თანხმოვნები და დიალექტური დაპირისპირებანი, დამყარებული სისინა და შიშინა თანხმოვანთა განსხვავებაზე. ამ მხრივ ქართულ ენას ბერძნულთან და არამეულთან შედარებით მეტი უპირატესობა აქვს, რადგან, როგორც ცნობილია, ბერძნულს არ გააჩნია ირანული š, ž, č, Jˇ ბგერები, ხოლო არამეული დამწერლობა ერთი ნიშნით გადმოსცემს ირანულ š, ž, č, Jˇ ბგერებს.

მზია ანდრონიკაშვილის ნაშრომში წარმოდგენილია ქართულ ენაში არსებული ირანული ელემენტები მისი განვითარების მთელ გზაზე და შეძლებისდაგვარად განსაზღვროს მათი შემოსვლის გზები. ძირითადი მასალა, რომელსაც ავტორი ეყრდნობა და რომელიც მოჰყავს ირანული წარმოშობის ნასესხომების საილუსტრაციოდ არის ძველ ქართულ ლიტერატურულ ძეგლები, რომლებიც განეკუთვნებიან V-XVI საუკუნეებს. აღნიშნულ ნაშრომში ასევე გამოყენებულია დიალექტური და მონათესავე ქართველური ენების მასალა ძველ ქართულთან შედარება-შეპირისპირების მიზნით. უნდა აღინიშნოს, რომ ირანულიდან ქართულში შემოსული სიტყვეი არ შეიძლება განვიხილოთ როგორც უბრალო ნასესხობები, რადგან ისინი ქართული ენის ორგანულ ნაწილს შეადგენენ, ისინი შედიან მისი ლექსიკის ძირითად ნაწილში; ბევრ მათგანს შესატყვისიც კი აქვს მონათესავე ქართველურსა და კავკასიურ ენებში, რაც მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ისინი შეთვისებუნი უნდა იყვნენ ჯერ კიდევ საერთო ქართველური ენის მიერ მის დიფერენციაციამდე.

კვლევის შედეგად გამოირკვა, რომ ქართულში შემონახულ ირანულ ელემენტებს შორის შეიძლება შევხვდეთ სიტყვებს, რომლებიც განეკუთვნებიან ძველ, საშუალო და ახალ ირანულ ეპოქებს, ამავე დროს შეიძლება გარეკუთვნებოდნენ სხვადასხვა დიალექტურ წრეს. დიალექტურ წრეებში კი იგულისხმება:

  • ჩრდილო-ირანული: სკვითურ-ალანურ-ოსური)
  • ჩრდილო-დასავლური (ე.წ. პართული)
  • სამხრეთ-დასავლური (სასანური, ფალაური და ახალი სპარსული

ირანულ-ქართული ლექსიკური ურთიერთობის საკითხს არაერთი მკვლევარი შეხებია თავის შრომებში. მათ შორის არიან

  • აღმოსავლეთმცოდნეები და ირანისტები: ფ. იუსტი, ჰ. ჰიუბშმანი, კ. ზალემანი, ა. მეიე, ე. ბენვენისტი, ჰ. ბეილი, იუსტ. აბულაძე, გ. ახვლედიანი, ვ. აბაევი, გ. წერეთელი, მ. ხუბუა, დ. კობიძე, ვ. ფუთურიძე;
  • არმენისტები: ჰ. აჭარიანი, ლ. მელიქსეთ-ბეგი, ილ. აბულაძე;
  • ქართველოლოგები: ნ. მარი, ივ. ჯავახიშვილი, აკ. შანიძე.

ძველი ირანული და ქართული ენობრივი კავშირი

ისტორიული ცნობები საშუალებას იძლევა ვიგულისხმოთ ქართველი ტომების ენობრივი ურთიერთობა ე.წ. ძველ ირანულ დიალექტებზე მოლაპარაკე ტომებთან. სახელწოდებაში „ძველი ირანული“ იგულისხმება გარდა წერილობითი ძეგლებით დადასტურებული ძველი სპარსულისა და ავესტურისა, სკვითური, მიდიური, უძვეესი საფეხური პართულისა, პაშტოსი და სხვ. ისინი ძირითადად მხოლოდ საშუალო და ახალი ირანული ფორმებითღა არიან წარმოდგენილნი. ისტორიულ-ენობრივ მონაცემებთან ერთად ამაში გვარწმუნებს ქართულში დადასტურებული ზოგიერთი უძველესი ირანული ლექსიკური და ონომასტიკური ელემენტის ფორმა, რომელიც ამა თუ იმ ძველი ირანული დიალექტის კვალს ატარებს. უნდა აღინიშნოს მიდიელებისა და სკვითების უშუალო ტერიტორიული კონტაქტების არსებობაც ქართველურ ტომებთან.

ძველი ირანული ელემენტები, რომლებიც დაცულია ქართულ ენაში, ხშირად ძნელი გასამიჯნია როგორც დიალექტური თვალსაზრისით (მიდიური, სკვითური, ძველი სპარსული, ავესტური), ისე ქრონოლოგიური თვალსაზრისით (ძველი და საშუალო ირანული ეპოქების მიხედვით). მხოლოდ ზოგიერთ ირანულ ნასესხობაზე შეიძლება დაბეჯითებით ითქვას თუ რომელ დიალექტურ წრეს და რომელ ეპოქას განეკუთვნება ის; განსაკუთრებით ეს ითქმის ძველი სპარსულისა და ავესტურის შესახებ.

მიდიურ-ქართული ენობრივი კავშირი

მიდიურიდან შეთვისებულად უნდა მივიჩნიოთ მაგალითად, ქართულში დადასტურებული საკუთარი სახელები: ფარნავაზ და არტავაზ.

მიდიური წარმოშობისად შეიძლება ჩავთვალოთ აგრეთვე სიტყვები ბაგინი, მოგვი, განძი სპილენძი, მასპინძელი.

ძველი სპარსული და ქართული ენობრივი კავშირი

საკუთარი სახელები: სპარსეთი, სპარსი, არტაბან, ამაზასპ, ვაშტაშაბ, არმაზი, ზადენი.

ზოგადი სახელები:

  1. მართ-, მართ-ალი;
  2. არჯ-
  3. ვანი, სა-ვან-ე
  4. მონა
  5. კირთ-, კირთ-ებ-ა.

ავესტურ-ქართული ენობრივი კავშირი

ქართულში შემონახულია რამდენიმე ისეთი საკუთარი სახელი და სიტყვა, რომელიც თავისი ფორმით უეჭველს ხდის მათ წარმომავლობას ავესტური დიალექტიდან. გარკვეული ნაწილი ამ სიტყვებისა არის საკულტო, რელიგიური ხასიათის ტერმინები, რომლებიც ირანულ წარმომავლობას ამჟღავნებენ, ძველ ირანულ ეპოქას ეკუთვნიან და ავესტურ ტრადიციასთან არიან დაკავშირებულნი. შემთხვევითი არ არის ირანული საკუთარი სახელების სიმრავლე, რომლებიც მეტწილად საკულტო ცნებებს შეიცავენ. სახელის დარქმევა, როგორც ცნობილია, ყოველთვის რელიგიასთან და კულტთან არის დაკავშირებული. ისტორიული წყაროების ცნობით, ქრისტიანობის შემოსვლამდე ირანელთა რელიგია – ცეცხლთაყვანისმცემლობა – საქართველოში გავრცელებული ყოფილა. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, იგი სახელმწიფო რელიგია უნდა ყოფილიყო ქრისტიანობამდელ საქართველოში (ნ. მარი[1], ო. ვეზენდონკი, კ. კეკელიძე[2]).

ი. ჯავახიშვილის აზრით, ცეცხლთაყვანისმცემლობა გავრცელებული იყო არა მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოში, არამედ დასავლეთ საქართველოშიც (მას მოჰყავს აპოლონიოს როდოსელის ცნობა, რომლის მიხედვითაც კოლხეთში აკრძალული იყო მიცვალებულის დაწვა და მიწაში დასაფლავება, რაც მაზდეანიზმისათვის არის დამახასიათებელი). მისივე თქმით, „მაზდეანობას იმდენად ღრმა კვალი დაუტოვებია ჩვენი ერის რწმენასა და ზნეჩვეულებებზე, რომ დღესაც შეიძლება მისი ნათლად დანახვა“.

კ. კეკელიძის შეხედულებით, ცნობილი და პოპულარული ყოფილა საქართველოში ირანული რელიგიური მოზღვრება მითრაიზმიც. კ. კეკელიძე წერს: „ქრისტიანობის ერთ-ერთი მძლავრი და მნიშვნელოვანი წინამორბელი, როგორც რომის იმპერიაში, ისე საქართვლოში, იყო ღვთაება მითრა…“. მითრაიზმის ოფიციალურად დამარცხებისა და ქრისტიანობის გაბატონების შემდეგ მითრაიზმი ქრისტიანობასთან შეგუების გზას დაადგა და წმინდა გიორგის სახით მოგვევლინა.

ივ. ჯავახიშვილის აზრით, საქართველოში გავრცელებული უნდა ყოფილიყო მანიქეველობაც, რომელიც III-IV საუკუნეებში საკმაოდ დიდი გავლენით სარგებლობდა აღმოსავლეთში. ივ. ჯავახიშვილს მანიქეველად მიაჩნია ჯუანშერის მიერ აღწერილი მობიდან ეპისკოპოსი, რომლის შესახებ ნათქვამია, რომ „იგი იყო ნათესავად სპარსი და აჩვენებდა მართლ-მადიდებლობასა, ხოლო იყო ვინმე მოგვი, უსჯულო და შემშლელი წესთა“[3].

ყოველივე ზემოთთქმულის შემდეგ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ თვით ქრისტიანობასთან დაკავშირებულ ლექსიკაში ჩვენ ვხვდებით ირანული წარმოშობის სიტყვებს ისეთი ძირითადი რელიგიური ცნებების გამოსახატავად, როგორიც არის მართალი, ცოდვილი, ცრუ, ნეტარი, წმინდა, ჯოჯოხეთი, ეშმა, ეშმაკი, ბარძიმი, ფეშხვენი, ზორვა, ზუარაკი, ტაძარი, კერპი, წარმართი, ბაგინი, ჯვარი და სხვ.

საკუთარი სახელები

თრითინოსი – ძვ. ირანული, ანუ ავესტური წარმომავლობის საკუთარი სახელი. ირანული ეპოსის ამ სახელგანთქმული გმირის სახელი სხვა უფრო ახალი (საშუალო და ახალი სპარსული) ფორმებიტაც არის ცნობილი, სახელდობრ, ქართლის ცხოვრებაში, ლეონტი მროველთა ცნობილია აფრიდონის სახით:

სავარსამ – შდრ. ავ. Syāvaršan – ირანელი მთავარი ქავიანთა დინასტიიდან, კავატას შვილიშვილი, Haosravah-ის (ხოსროს) მამა, აფრასიაბის ძმა. სახელი კომპოზიტს წარმოადგენს და შედგენილია სიტყვებისაგან: Syāva „შავი“ + aršan „მამრი, მამაცი“ (რომელიც იხმარება ცალკე საკუთარ სახელადაც.

საზოგადო სახელები

წმიდა – უძველესი ნასესხობაა ირანულიდან ქართულ ენასი, ერთნაირად გავრცელებული, როგორც ძველ, ისე ახალ ქართულში, მოძმე ქართველურ ენებში შესატყვისი არ მოეპოვება. ფონეტიკურადაც და სემანტიკურადაც იგი ძალიან ახლოსაა შესაბამის ავესტურ ფორმასთან.

ამოსავლად მიიჩნევა ავესტური ფორმა spentō (ადიექტივი ta-ზე), „წმიდა“ ერთ-ერთი ძირითადი საკულტო ტერმინი, ეპითეტი, რომელიც იხმარება ღვთაებათა და სხვა საკულტო ცნებათა მიმართ. ნაწარმოები ფორმაა spanah, spanyah (ადიექტივი), spaništa „უწმინდესი“, გავრცელებულია მთელ რიგ ინდოევროპულ ენებში.

ს-ს გადასვლა წ-დ მკვეთრის წინ არ არის მოულოდნელი წპ-წმ (n-ს გავლენით).

spannak, ახალი სპარსული, „წმინდა“, შდრ. „სპეტაკი“ (რომელიც არაა ქართული წარმომავლობის) და ახ. სპარსული „spannak“.

ერთ-ერთი ძირითადი საკულტო ტერმინი, ეპითეტი, რომელიც იხმარება ღვთაებათა და სხვა საკულტო ცნებათა მიმართ.

ეშმა (ეშმაკი) – „ბოროტი გენია, ავი სული, სატანა“. ქართულში ეს სიტყვა ორი სახით არის წარმოდგენილი:

ეშმაკი – უფრო გავრცელებული სახით, რომელიც ფორმის მიხედვით საშუალო სპარსულიდან არის შეთვისებული (დაბოლოება -ak მიუთითებს საშუალო ირანულ ეპოქაზე);

ეშმა – უფრო არქაული ფორმა, რომელიც უმთავრესად დიალექტებსა და საშუალო ქართულის ძეგლებში გვხვდება, მაგრამ დაბოლოების მიხედვით უფრო ძველ ირანულს უნდა განეკუთვნებოდეს.

ავესტაში დადასტურებულია ფორმა aēšma  – ზოგადი მნიშვნელობით „ავი, ბოროტი, ცოფიანი, მრისხანე“. იგი ასევე წარმოადგენს დემონის სახელს (პერსონიფიცირებული შური, ბოროტება, ბრაზი), ე.წ. daeva (ქართ. დევი). ერთ-ერთი სამ უბოროტეს სულთაგან: Aka Manah, ahramanyn და Aišma/aēšma.

ფართო – ფართო – „ვრცელი, განიერი, თავისუფალი, მსუბუქი, მჩატე“[4].

სიტყვა ფართო ძალიან ახლოს არის თავისი ფორმითაც და შინაარსითაც ავესტურ სიტყვასთან pereθav (pereθu) „ფართო, ვრცელი, განიერი“. ძვ. ინდ. pr˳thuh, შდრ. ბერძნ. πλατύς „ფართო, განიერი“.

დროშა – „მწყობრთ ნიშანი, ფერად-ფერადი გუნდთა და გუნდთა საცნობელი“ (საბა).

ძველ ქართულ ძეგლებში გვხვდება საშ. ირანული ფორმა დრაუჟი, რომელიც სომხურის მეშვეობით არის შემოსული ქართულში.

ჯოჯოხ-ეთ-ი – „ქუესკნელი, გეენია“.

ქართულ სიტყვაში ჯოჯოხეთი ფუძეა ჯოჯოხ-, რომელიც უკავშირდება ამავე ცნების გამომხატველ ძველ ირანულ სიტყვას. ამოსავლად უნდა მივიჩნიოთ ავესტური daožahva „ჯოჯოხეთი“.

ქართულ ფორმაში ირ. Ž გადავიდა ჯ-დ და შემდეგ ასიმილაციით თავკიდური d-ც ჯ-დ.

სკვითურ-სარმატული და ალანურ-ოსური და ქართული ენობრივი კავშირი

შედარებით უფრო ხელშესახელი ენობრივი ფაქტები შეიძლება დადგინდეს ქართველი ტომების ისტორიული და ენობრივი კავშირების შეახებ ძველ ირანულ დიალექტზე მოლაპარაკე სკვითებთან და სარმატებთან. ირანული ელემენტის არსებობა სამხრეთ რუსეთის სტეპებში, ჩრდილო კავკასიაში, შავი ზღვის ჩრდილო სანაპიროებზე დასტურდება ძვ. წ. VIII-VII საუკუნეებიდან ახ. წ. IV-V საუკუნეებამდე. ანტიკური მწერლების ცნობით, ეს რეგიონები დასახლებული ყოფილა იმ ხალხით, რომელიც ცნობილია სკვითებისა და სარმატების სახელწოდებით (Σκύθαι და Σαρμάται, ლათ. Sarmatae) უკვე მიულენჰოფის, მილერის, ტომაშეკის, ფასმერისა და სხვათა შრომებში სავსებით დამტკიცებულია ირანული ენობრივი ელემენტების არსებობა მათ ენაში.

ივ. ჯავახიშვილი სკვითებსა და სარმატებეს კავკასიელთა (ადიღეურ-ჩაჩნურ-ავარულ ხალხთა) წინაპრებად თვლის და ქართველებთან მათ გენეტურ კავშირს ამტკიცებს; ირანული, მისი აზრით, გარედან შემოსული ელემენტია, ირანელებთან მეზობლური ურთიერთობის შედეგად შეთვისებული.

გ. ახვლედიანისა და ვ. აბაევის მიერ ქართულსა და ქართველურში (მეგრული, სვანური) გამოვლინდა რამდენიმე ათეული (30-მდე) ოსური წარმოსობის სიტყვა, მათ შორის ყოველდღიური ხმარების სიტყვები: ქუდი, ხიდი, ორმო, ბევრი, ქადილი, ქადაგი, შავი, ძნელი, მკაცრი, დოღი და სხვ.

საკუთარი სახელები: საურმაგი, აღსართანი, ვახტანგი, იაღსარი, ალუდა, აფშინა;

არმაზსა და მცხეთაში აღმოჩენილი ბერძნული და არმაზული წარწერების სახელებიდან: ქსეფარნუგი, იოდმანგანი, შარგასი, ზევახი, ბევრაზურია.

გ. ახვლედიანის აზრით, „ოსურ-ქართული ენობრივი ურთიერთობის სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ აქ გვაქვს ხანგრძლივი საურთიერთო გავლენა, რომელიც სცილდება ჩვეულებრივი გავლენის ფარგლებს“. აღნიშნულ ენებს შორის ურთიერთდამოკიდებულებას, მისი აზრით, შეიძლება ვუწოდოთ უფრო ურთიერთგამსჭვალვა. მისივე თქმით, ქართული სიტყვები ოსურში და ოსური ქართულში ვერ მოხვდებოდნენ ამ ენებში იზოლირებულად, ცალკეული ნასესხობების სახით, ისინი უთუოდ შეადგენდნენ მრავალრიცხოვან სიტყვათა სისტემის უმნიშვნელო ნაწილს, რომელიც ორივე ენისათვის საერთო იყო და რომელიც ურთიერთკავშირის შედეგად იწვევდა ამ ენათა სტრუქტურაში შესაბამის ცვლილებებს გრამატიკულ და ფონეტიკურ დონეზე.

ოსურისა და ქართული ენების ასეთი ურთიერთგავლენისა და ურთიერთგავმსჭვალვისა, როგორც გ. ახვლედიანი წერს, თავს იჩენს, ამ ენათა ფონეტიკური სისტემების მსგავსებაში. თანამედროვე ოსურ თანხმოვანთა სისტემას ქართულისაგან განასხვავებს მხოლოდ ერთი თანხმოვანი, ეს არის f.


გამოყენებული ლიტერატურა:

  1. მზია ანდრონიკაშვილი, ნარკვევები ირანულ-ქართული ენობრივი ურთიერთობებიდან, თსუ, თბილისი, 1966.

[1] ნ. მარი; ი. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, ტ. I, გვ. 97.

[2] კ. კეკელიძე, ქრისტიანიზმი და მითრაიზმი, ეტიუდები, II, 1945, გვ. 351-353.

[3] ივ. ჯავახიშვილის აზრით, ქრისტიანულ მოძღვრებათა შორის მხოლოდ მანიქეველობას ჰქონდა შეთვისებული მაზდეანობა და მხოლოდ მასში იყო შერწყმული მოგვობისა და ქრისტიანობის ელემენტები ერთ მთლიან აღსარებად და ამით აიხსნება, რომ „ვერა უგრძნეს უსჯულოება მობიდანისა“, იხ. „ქართველი ერის ისტორია“, ტ. I, გვ. 282-285.

[4] სინური მრავალთავი, გვ. 329.

Innovations in Scholarly Communication

Changing Research Workflows

gypsyrepresent

Thinking critically about Romani representation in pop culture

ფილოლოგი

ქართული ფილოლოგია

Global Hinduism

Way of living Life

Magical Methods

World Leader in Vedic Mathematics

Defenders of Ma'at

Teach, Coach, Live, Learn, Train, Help, Inspire

Asheville Vedic Astrology

Vedic Astrology brought to you by Ryan Kurczak

Hamro dharma

Just another WordPress.com weblog

janeadamsart

An illustrated Journal of eastern and western wisdom

Sathya Sai Baba - Life, Love & Spirituality

Guru Bhagavan Sri Sathya Sai Baba Of Puttaparthi India

Soolaba's Blog

Ultimate Questions, Ultimate Answers

პიროვნული ზრდის სამყარო

მიმღებლობა, მადლიერება, სიყვარული აგავსებს ნათელი ენერგიით და შენ სამყაროში დაამკვიდრებს ჰარმონიას

მკითხველის ბლოგი

შთაბეჭდილებები კითხვის შემდეგ

ნათია კენჭიაშვილი

natiakentchiashvili.WordPress.com site

კეჟერაძის ბლოგი

სამშობლოს, ადამიანებისა და ლიტერატურის მოყვარული რიგითი კლიმი

აჭარა დღეს!

ჩვენ გვიყვარს ჩვენი კუთხე, საქართველოს ერთ–ერთი ულამაზესი მხარე, ჩვენი აჭარა.

Molly Bloom's Day™

ასტრიდ ლინდგრენი – 111

მარო მაყაშვილის დღიური

გაფითრებული თებერვლის ლანდი

ბურუსი - BURUSI

თენგიზ ვერულავა - TENGIZ VERULAVA

Free Yourself

Just say "I am free!"

LILLIEVE

About Art & Culture & Myself

konspace

კოტეს ბლოგი ყველაფერზე

Barcelonisimo's Blog

ბლოგი მეგობრებისთვის და მათი მეგობრებისთვის...

ბაბუაწვერა

ოცნებებში გაფანტული ბლოგი ☮

kalatozishvili

КРИТИК - Мы страшные, потому что работаем над этим.

აღმოაჩინე შენთვის საინტერესო / Discover Things That Interest You

აღმოაჩინე შენთვის საინტერესო – ამოუცნობი,არქიტექტურა, აღმოჩენა ,ახალი ამბები, ბუნება, გასართობი, დიზაინი ,დოკუმენტური, ვიდეო ,თამაშები ,ივენთები, კინო / თეატრი ,კოსმოსი, კრეატივი ,მედიცინა ,მეცნიერება ,მისტიკა, მოგზაურობა, მოდა ,მუსიკა ,ნოვაცია ,პიროვნებები ,რელიგია ,სასარგებლო, საჭმელ / სასმელი ,სპორტი, სურათები, ტექნოლოგია ,ფოტოები, ფუფუნების საგნები ,შპალერები, წიგნები, ხელოვნება

Savidge Reads

The Chronicles of a Book Addict

geoRobot

საიტი რობოტების შესახებ დამწყებთათვის

კიჩი

ბლოგი ბევრ რამეზე

სხვამეფო

ყოველი წიგნი კარია პარალელურ სამყაროში

ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

Art-იდეა

პირველი ქართული შემოქმედებითი ბლოგი