აქცენტი ლინგვისტური თვალსაზრისით

58517_154607567899276_100000501025127_418286_6105319_s 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის

მაგისტრატურის I კურსის სტუდენტნათია კენჭიაშვილი

რეფერატი

აქცენტი ლინგვისტური თვალსაზრისით

საგანი: ექსპერიმენტული ფონეტიკა

ხელმძღვანელი: ივანე ლეჟავა

თბილისი 2014

აქცენტი ლინგვისტური თვალსაზრისით

აქცენტი განეკუთვნება მეტყველებისა და ენის სფეროს და შესაბამისად, წარმოადგენს ლინგვისტიკისა და მისი მომიჯნავე დარგების[1] შესწავლის საგანს:

  • აქცენტი (სოციოლინგვისტიკა)
  • აქცენტი (ფონეტიკა)
  • მახვილი (ლინგვისტიკა), დინამიკური მახასიათებელი
  • აქცენტის სიმაღლე, ტონური მახასიათებელი
  • აქცენტი (პოეტიკა)
  • დიაკრიტიკა, ანუ აქცენტის ნიშანი, ნიშანი ედება ბგერას, რათა შესაძლებელი იყოს მისი ღირებულებისა და ხანგრძლივობის განსაზღვრა

ჩვენი შესწავლის საგანია აქცენტი, რომელსაც ჩვენ  განვიხილავთ სამი თვალსაზრისით (თუმცა მას ლინგვისტიკის ისეთი მომიჯნავე დარგებიც იკვლევს, როგორიცაა სოციოლინგვისტიკა, ლოგოპედია, პოეტიკა და სხვ.):

  1. არტიკულაციური ფონეტიკა;
  2. აკუსტიკური ფონეტიკა;
  3. პერცეფციული ფონეტიკა.

ზოგადი განმარტებით, აქცენტი არის თავისებური წარმოთქმა, უნებური დამახინჯება ამა თუ იმ ენის ბგერებისა იმის მიერ, ვისთვისაც ეს ენა არ არის მშობლიური[2];

  1. აქცენტი არტიკულაციური ფონეტიკის თვალსაზრისით

საწარმოთქმო ჩვევების ერთობლიობას, რომელიც მოცემული ენისათვის არის დამახასიათებელი, ეწოდება საარტიკულაციო ბაზისი. სწორედ ეს უკანასკნელია განსხვავებული ყოველი ენისათვის, ხოლო ფიზიოლოგიური თვალსაზრისით, სამეტყველო აპარატი უცვლელია ყოველ მეტყველ ადამიანში. ნებისმიერ ინდივიდს ერთნაირი სამეტყველო აპარატი აქვს, რომელიც ცალკეული ენის მაგალითზე სხვადასხვაგვარად ფუნქციონირებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სამეტყველო ორგანოები (მაგ., ბაგეები, კბილები, ენა, სახმო სიმები (მბგერი იოგები), სასა (რბილი და მაგარი), ფილტვები და სხვ.) ყველა ადამიანს ერთნაირი აქვს თავისი ფიზიოლოგიურ-ანატომიური აგებულებით, მაგრამ განსხვავებულია მათი ფუნქციონირება ყოველი კონკრეტული ენის მაგალითზე, უფრო მეტიც, ჩვენი აზრით, საარტიკულაციო ბაზისი არა მხოლოდ სხვადასხვა ენის, ანდა ერთი ენის დიალექტების მაგალითზე ავლენს თავისებურებებს, არამედ, შეიძლება ცალკეული ინდივიდიც მეტად სპეციფიკურ მეტყველების სტილს ამჟღავნებდეს, რაც ნამდვილად არაა უყურადღებოდ დასატოვებელი შემთხვევა.

რაც შეეხება ენებს, მაგალითად, ქართული ენის საარტიკულაციო ბაზისი განსხვავებულია რუსულის ან ინგლისურის საარტიკულაციო ბაზისისაგან. სხვადასხვა საარტიკულაციო ბაზისი აქვს ერთი ენის დიალექტებსაც კი, ამიტომ განსხვავება შეინიშნება მაგალითად, ქართლელისა და კახელის საწარმოთქმო ჩვევებს შორის, რაც ქართული ენის მცოდნეს (და არა მარტო მას) საშუალებას აძლევს მისი მეტყველების საფუძველზე დაადგინოს რომელ ეთნიკურ ჯგუფს მიეკუთვნება ის [გ. ნებიერიძე, 2003:70].

ყოველ ცალკეულ ენას ახასიათებს მასში ხმარებულ ბგერათა თავისებური წარმოთქმა, რომლითაც ის განსხვავდება და განირჩევა სხვა ენისაგან/ენებისაგან. მაგალითად, რუსული ენის т განსხვავებულია ფიზიოლოგიურად და აკუსტიკურად როგორც ქართული ტ-ს, ისე ქართულისვე თ-საგან; ასევე ითქმის დანარჩენ ბგერებზეც, რომლებიც ყოველ კონკრეტულ ენაში განსხვავდება ერთმანეთისაგან ფონეტიკის თვალსაზრისით. მაგალითად, ქართულის ბ, გ, დ განსხვავდება რუსული ენის б, г, д ბგერებისაგან [გ. ახვლედიანი, 1999:49].

ზოგიერთ ენას ახასიათებს იმ სამეტყველო ორგანოების საწარმოთქმო მოქმედება, რომელნიც სხვა ენაში შეიძლება არც იყვნენ აქტიურნი და საწარმოებლად გამოყენებულნი. მაგალითად, ქართულში ნორმალური მეტყველებისას არაა გამოყენებული ნაქი თავისებური რ-ს წარმოსათქმელად, განსხვავებით ზოგიერთი სხვა ენისაგან.მაგალითად, ფრანგულსა და გერმანულში ნაქი გამოყენებულია ამავე ფუნქციით. ქართულში ენის ძირი გამოყენებულია ხახის კედლის მიმართ სამოქმედოდ (მაგ., ჴ-ს და ყ-ს) საწარმოებლად, მრავალ სხვა ენაში – არა; ამის გამო ერთ ენას აქვს ისეთი ბგერები, რომლებიც სხვა ენას შეიძლება არ გააჩნდეს. ზოგ ენაში რომელიმე ორგანო არ აწარმოებს იმ ბგერას, რომელსაც იგი აწარმოებს სხვა ენაში; მაგ., ფრანგულში წინაენა არ აწარმოებს არც ერთ აფრიკატს კბილების ან ნუნების მიმართ, ხოლო რუსულსა და ქართულში – აწარმოებს და ა.შ. [გ. ახვლედიანი, 1999:49].

ენათა ამ ფონეტიკურ თავისებურებას, სახელდობრ: კონკრეტული ენის საწარმოთქმო ჩვევებს, შემუშავებულს ამ ენის განვითარების განმავლობაში (დიაქრონიულად) და მასში ტრადიციით დამკვიდრებულს, ეწოდება ამ ენის საარტიკულაციო ბაზისი ანუ აქტივიზირებული ინდიფერენტული მდგომარეობა. მაშასადამე, საარტიკულაციო ბაზისი სოციალური მოვლენაა და არა ფიზიოლოგიური. როგორც ფიზიოლოგიური მოვლენა, იგი დაკავშირებულია სამეტყველო ორგანოთა აბსოლუტურ ინდიფერენტულ მდგომარეობასთან[3] [გ. ახვლედიანი, 1999:49].

როცა ჩვენ ვსაუბრობთ საწარმოთქმო ჩვევებზე, ვგულისხმობთ იმას, რომ ის დამახასიათებელია ერთ ენაზე ან ერთ დიალექტზე მოლაპარაკე კოლექტივისთვის და არამც და არამც – ცალკეული ინდივიდისთვის.

ამიტომ საარტიკულაციო ბაზისად ვერ ჩავთვლით იმ ინდივიდუალურ განხვავებას წარმოთქმაში, რომელიც ახასიათებს ერთი ენის ან ერთი დიალექტის მხოლოდ ცალკეულ წარმომადგენელს [გ. ახვლედიანი, 1999:49].

საარტიკულაციო ბაზისით განსხვავდებიან ენები და ჩვეულებრივ, ერთი ენის დიალექტები ერთმანეთისაგან [გ. ახვლედიანი, 1999:49].

საარტიკულაციო ბაზისი რომ სოციალური, კულტურულ-ისტორიული მოვლენაა, იქიდან ჩანს, რომ ორი სხვადასხვა ენის წარმომადგენლებს შესაძლოა ერთნაირი ფორმის საწარმოთქმო ორგანოები ჰქონდეთ, მაგრამ სამეტყველო ბგერათა წარმოთქმა უეჭველად სხვადასხვა აქვთ; ე.ი. მათი საარტიკულაცო ბაზისი ერთმანეთისაგან განსხვავებულია [გ. ახვლედიანი, 1999:49].

განსხვავებულია მაგალითად, ქართულისა და რუსულის საარტიკულაციო ბაზისები, რუსულისა და ინგლისურის, ინგლისურისა და ფრანგულის, ხევსურული დიალექტისა და ქართული სალიტერატურო ენის საარტიკულაციო ბაზისები და ა.შ. [გ. ახვლედიანი, 1999:50].

საარტიკულაციო ბაზისის ანატომიურ-ფიზიოლოგიური დახასიათებისას რაიმე პრინციპული სხვაობა სხვადასხვა რასის წარმომადგენელის საწარმოთქმო ორგანოების შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს [ლ. რ. ზინდერი, 1979:80]. შეიძლება მცირედი სხვაობა შევამჩნიოთ, მაგალითად: ინგლისურად სწორად წარმომთქმელს „ქვედა ყბა ოდნავ წინისაკენ აქვს წამოწეული, ენა ოდნავ უკანისაკენ და მოდუნებული; ფრანგულად წარმომთქელს კი პირიქით: ქვედა ყბა უკანისაკენ, ხოლო ენა – წინისაკენ და დაჭიმული“ და სხვ. [გ. ახვლედიანი, 1999:50]. ამდენად, კონკრეტული ენის საარტიკულაციო ბაზისი არის საწარმოთქმო ჩვევების ერთობლიობა, შემუშავებული ამ ენის განვითარების მანძილზე და მასში ტრადიციით დამკვიდრებული [თ. გამყრელიძე… 2008:69].

საარტიკულაციო ბაზისის როლი უცხო ენის შესწავლისას

რაც შეეხება საარტიკულაციო ბაზისსა და აქცენტს შორის მიმართებას: უნდა აღინიშნოს, რომ საარტიკულაციო ბაზისი არ წარმოადგენს რასობრივი ანდა ნაციონალური ნიშნით წარმოშობილ ენობრივ მახასიათებელს. ამის ნათელი მაგალითია ის ფაქტი, რომ ნებისმიერ ადამიანს (რომელსაც ნორმალური საწარმოთქმო უნარ-ჩვევები გააჩნია და არ აქვს მეხსიერებათან დაკავშირებული პრობლემები) შეუძლია სხვა ენის ათვისება ისე, რომ ამ ენის საარტიკულაციო ბაზისსაც ეუფლება. ხოლო აქცენტის თავისებურებანი შეიძლება დახასიათდეს რასობრივი ანდა ნაციონალური ნიშნის მიხედვით, თუმცა აქაც სიფრთხილე გვმართებს იმის გათვალისწინებით, რომ არც საარტიკულაციო ბაზისი და არც აქცენტი თანდაყოლილი, ანუ გენეტიკურად და მემკვიდრეობით მიღებული მოცემულობა არ არის [ლ. რ. ზინდერი, 1979:80-81].

ცნობილია უცხოურ ენაზე მოლაპარაკის აქცენტი, როცა ის ამ ენის სწორად გამოთქმას დაუფლებული ჯერ არაა: მანამ, სანამ ის უცხო ენაზე სრულყოფილად მეტყველებას დაიწყებდეს, ამავე ენის მოხმარებისას იგი საკუთარი, მშობლიური ენის საარტიკულაციო ბაზისს იყენებს [გ. ახვლედიანი, 50].

საარტიკულაციო ბაზისი ქმნის გარკვეულ სიძნელეებს უცხო ენის შესწავლის პროცესში. მშობლიური ენის საარტიკულაციო ბაზისის გამოყენებას უცხო ენაზე მეტყველებისას ეწოდება „აქცენტი“. საარტიკულაციო ბაზისის გამოა, რომ ქართველს უჭირს რუსულად (ან სხვა ნებისმიერ ენაზე) გამართული მეტყველება, კერძოდ კი იჩენს რბილის თანხმოვნების წარმოთქმის სიძნელე და პირიქით – რუსისთვის სირთულეს წარმოადგენს ქართულისთვის დამახასიათებელი ისეთი თანხმოვნების წარმოთქმა, როგორიცაა ჯ, ჭ (პრეალვეოლარული ხშულები), წ (პოსტალვეოლარული ხშული), ან თუნდაც ყ (ფარინგალური). პოტენციურად არის იმის შესაძლებლობა, რომ უცხო ენის შესწავლისას ადამიანი დაეუფლოს ამ ენის სარტიკულაციო ბაზისს და გამოიმუშაოს შესაბამისი უნარ-ჩვევა, რათა თავისუფლად იმეტყველოს ყოველგვარი აქცენტის გარეშე. განსაკუთრებით ეს შესაძლეელია ახალგაზრდობის ასაკში. ნებისმიერ შემთხვევაში პროცესი ერთი და იგივეა: უხო ენაზე მოლაპარაკემ უნდა დაძლიოს და გადალახოს საკუთარი, მშობლიური ენის საარტიკულაციო ბაზისი და დაეუფლოს სხვა ენის საარტიკულაციო ბაზისს.

უცხოური ენის სწორი წარმოთქმის დაუფლება მდგომარეობს ამ ენის საარტიკულაციო ბაზისის შეთვისებაში. ამიტომ მის შესწავლას დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა ენიჭება [გ. ახვლედიანი, 50].

რომელიმე ორი ენა მეტ-ნაკლებად განსხვავდება ერთმანეთისაგან სამეტყველო ორგანოების ინდიფერენტული მდგომარეობით, რომელიც უშუალოდ წინ უძღვის ბგერათა წარმოთქმას – სამეტყველო ორგანოების აქტივიზაციას. ეს არის ამ ენათა საარტიკულაციო ბაზისი, რომელიც სპეციფიკურია თითოეული ენისათვის და რომელიც თავს იჩენს, მაგალითად, უცხო ენაზე მოლაპარაკის „აქცენტში“, როდესაც ის ამ ენის ბგერათა წარმოთქმას ბოლომდე დაუფლებული არ არის: უცხოური ენის ბგერათა წარმოთქმისას ის იყენებს თავისი მშობლიური ენის საარტიკულაციო ბაზისს. უცხო ენის საწარმოთქმო უნარ-ჩვევების დაუფლება გულისხმობს სწორედ ამ ენის საარტიკულაციო ბაზისის დაუფლებას [თ. გამყრელიძე… 2008:69].

  1. აქცენტი აკუსტიკური ფონეტიკის თვალსაზრისით

აქცენტი არის ფონეტიკური თვალსაჩინოება, რომელიც შესამჩნევია და შესაძლებელია მახვილის სახით გამოიხატოს და დავაფიქსიროთ სიტყვის რომელიმე მარცვალზე, მთლიანად სიტყვაზე, ან ფრაზაში.

მახვილი მარცვალში ან სიტყვაში შეიძლება იყოს აქცენტიური ან ტონური. ეს უკანასკნელი არაა ფონეტიკური ტონის ტოლფარდი ტერმინი.

ზოგიერთი ენა კომბინირებულად შეიცავს და აერთიანებს ერთდროულად მახვილიან აქცენტსა (დინამიკური მახვილი) (stress accent) და მაღალ აქცენტს/აქცენტის სიმაღლეს (ტონური ანუ მუსიკალური მახვილი) (pitch accent). ეს უკანასკნელი ბოლომდე განსაზღვრული და განმარტებული მაინც არაა. ამგვარი აქცენტის მქონე მარცვალში ორივე მახასიათებელი გვხვდება დინამიკაში და შესაძლოა ატარებდეს ერთზე მეტ ტონს, თუმცა იშვიათია, როცა უმახვილო აქცენტი ხასიათდებოდეს ტონით. ამის მაგალითად მოჰყავთ სერბულ-ხორვატიულ აქცენტი.

  1. აქცენტი პერცეფციული ფონეტიკის თვალსაზრისით

ადამიანი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ჩვეულებრივ, შესასწავლი უცხო ენის ტექსტს მშობლიური ენობრივი სისტემის საარტიკულაციო ბაზისით წარმოთქვამს და პერცეფციული ბაზისით აღიქვამს. უცხო ენის შესწავლის მხოლოდ მოგვიანო ეტაპებზე უყალიბდება ადამიანს ამ ენის საარტიკულაციო და პერცეფციული ბაზისები: ჯერ არასრულყოფილი და შემდეგ (თუ კი ეს როდესმე მოხდა) –  სრულყოფილი [ზ. ჯაფარიძე, 1975:28].

  • პერცეფციულ ბაზისთა რაოდენობა ერთ ინდივიდთან

ენობრივ პერცეფციულ ბაზისთა რიცხვი ერთმანეთისაგან ფონეტიკურად განსხვავებულ ენობრივ სისტემათა (ენათ, დიალექტთა) რიცხვს ემთხვევა (2.01.5.). აქედან გამომდინარეობს, რომ ყოველ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს იმდენი სხვადასხვა ინდივიდუალური ენობრივი პერცეფციული ბაზისი, რამდენ ერთმანეთისაგან ფონეტიკურად განსხვავებულ ენასა და დიალექტსაც იყენებს იგი სამეტყველო ურთიერთობისას[4] [ზ. ჯაფარიძე, 1975:28], ენობრივი აქტივობისას (სოსიურის ტერმინით Langage). როგორც წესი, ერთ ადამიანს რამდენიმე პერცეფციული ბაზისი გააჩნია.

კოდების[5]/სუბკოდების[6] გადართვა და შერევა:

„კოდების/სუბკოდების ფუნქციონალური განაწილება ნიშნავს, რომ რომელიმე ენობრივ ერთობაში შემავალი კონკრეტული კონტინგენტი, რომლისთვისაც მისაწვდომია საკომუნიკაციო საშუალებათა ზოგადი ერთობლიობა, იყენებს მას ურთიერთობის კონკრეტულ პირობათა მიხედვით. იგულისხმება, რომ ერთი და იგივე ადამიანი ფლობს რამდენიმე სუბკოდს (სხვადასხვა ენის ფლობის შემთხვევაში – სხვადასხვა კოდს) და მათ შორის გადართვას აწარმოებს იმის მიხედვით, თუ რა კონკრეტულ სიტუაციაში იმყოფება დროის მოცემულ მონაკვეთში. ზოგჯერ კოდის/სუბკოდის გადართვას ესთეტიკური ან სხვა ბუნების ექსპრესიული მიზეზი აქვს. მაგალითად, სატელევიზიო წამყვანებისა და დიჯეების მეტყველებაში, როდესაც გარკვეული სიტყვები ან მთელი ფრაზები უცხო ენაზე წარმოითქმება.“ [ნ. ლადარია, 2002:11].

ნაცნობი ენის ტექსტის მოსმენისას მსმენელი ამ ტექსტს შესაბამისი ენის პერცეფციული ბაზისის მეშვეობით აღიქვამს. სამეტყველო სიტუაციის შეცვლისას, მაგ., ერთი ენის ტექსტის შეცვლისას მეორე ენის ტექსტით, მსმენელი (თუ კი მან ეს მეორე ენაც იცის) შესაბამისად ამ, მეორე ენის პერცეფციული ბაზისის „ჩათვლით“ აღიქვამს მას. წინააღმდეგ შემთხვევაში ტექსტის ადეკვატური აღქმა გარანტირებული ვერ იქნება (მაგ., რუსული ენის პერცეფციული ბაზისის მეშვეობით ქართული „წელი“-ისა და „ცელი“-ის ჟღერადობაში არსებითი სხვაობა ვერ აისახება [ზ. ჯაფარიძე, 1975:28-29].

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ენობრივი სისტემის ჩართვასთან (და არა მხოლოდ ფონეტიკური ანდა პერცეფციული ბაზისის ჩართვასთან) დაკავშირებული საკითხები დამაკმაყოფილებლად იხსნება ფსიქოლოგიაში დიმიტრი უზნაძის „განწყობის თეორიის“ პოზიციიდან[7] [ზ. ჯაფარიძე, 1975:29].

  • პერცეფციული ბაზისის სრულყოფილების კრიტერიუმი

პერცეფციული ბაზისის სრულყოფილების საკითხი დაისმის ინდივიდუალური პერცეფციული ბაზისის მიმართ. ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ ინდივიდუალური პერცეფციული ბაზისი მით უფრო სრულყოფილია, რაც უფრო კარგად ფუნქციონირებს, რაც უფრო გამოსადეგია იგი შესაბამის ენაზე (დიალექტზე) კომუნიკაციისათვის, ან: იგი მით უფრო სრულყოფილია, რაც უფრო ახლოს დგას შესაბამისი ენობრივი კოლექტივის პერცეფციულ ბაზისთან. იგივე ითქმის საარტიკულაციო ბაზისის შესახებაც [ზ. ჯაფარიძე, 1975:29].

ენის პერცეფციული ბაზისი, ისევე როგორც საარტიკულაციო ბაზისი ადამიანს ამ ენის შესწავლის პროცესში უყალიბდება. თავისთავად ცხადია, რომ იგი ვერ ჩაითვლება ბოლომდე ჩამოყალიბებულ და სრულყოფილად მანამ, სანამ იგი სამეტყველო ურთიერთობის ნორმალურ პირობებში საშუალებას არ მისცემს ადამიანს სწორად აღიქვას (გაიგონოს) ყოველი სიტყვა, რომელიც ამ ენაზე მეტყველისას შეიძლება შეგხვდეს სხვადასხვა ტიპის წინადადებებში. [ზ. ჯაფარიძე, 1975:29-30].

ეს ნიშნავს იმას, რომ სრულყოფილი პერცეფციული ბაზისი უნდა ასახავდეს შესაბამისი ენის ბგერითი წყობისათვის დამახასიათებელ ყოველ (ე.წ. ფონოლოგიურად რელევანტურ) დაპირისპირებას, რომელიც სეგმენტურ ერთეულებს (ბგერებსა და ბგერათმიმდევრობებს) გაგვარჩევინებს და ყოველ დაპირისპირებას, რომელიც გაგვარჩევინებს ამ ენის ზესეგმენტურ ერთეულებს – სიტყვათა მახვილით გაფორმების ტიპებს, ინტონაციურ-მეთოდიკურ ქარგებს [ზ. ჯაფარიძე, 1975:30].

ერთი შეხედვით იქმნება შთაბეჭდილება, რომ, თუ ადამიანის ინდივიდუალური პერცეფციული ბაზისი ზემოთ მოტანილ მოთხოვნილებას აკმაყოფილებს, იგი შეიძლება ბოლომდე ჩამოყალიბებულად, სრულყოფილად ჩაითვალოს. სწორედ ასე გვესმოდა ეს საკითხი ადრე: „ენის პერცეფციული ბაზისი შეიძლება ჩამოყალიბებულად, სრულყოფილად მივიჩნიოთ, თუ ის საშუალებას გვაძლევს ერთმანეთისაგან გავარჩიოთ მოცემულ ენაში ბგერითი შედგენილობით განსხვავებული ყველა სიტყვა. ეს იმას ნიშნავს, რომ პერცეფციულ ბაზისში ასახულია ფონოლოგიურად რელევანტური ყველა ის დაპირისპირება, რომელიც შესაბამის ენაში სიტყვათა ფორმების განსასხვავებლად გამოიყენება“ [ზ. ჯაფარიძე, 1975:30].

მაგრამ სინამდვილეში სრულყოფილი პერცეფციული ბაზისი უფრო მკაცრ მოთხოვნილებებს უნდა აკმაყოფილებდეს. ზემოთ მოყვანილ მოთხოვნილებებზე პასუხი პერცეფციული ბაზისის სრულყოფილების აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა. სხვა სიტყვებით: შეიძლება არსებობდეს პერცეფციული ბაზისი, რომელიც ამ მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს, მაგრამ სრულყოფილად მაინც ვერ ჩაითვლება. ამის ნიმუშს წარმოადგენს, მაგალითად, ისეთ პირთა პერცეფციული ბაზისი, რომლებმაც ისწავლეს ამა თუ იმ არამშობლიურ ენაზე მეტყველებას, უშეცდომოდ არჩევენ  ამ ენის ყველა ურთიერთდაპირისპირებულ სეგმენტურ და ზესეგმენტურ ერთეულთა ჟღერადობას, თვით მათ მეტყველებაშიც გაირჩევა ყველა ეს ერთეული, მაგრამ მას მაინც დაჰკრავს თავისებური ელფერი, რომელსაც, ჩვეულებრივ, „აქცენტს“ უწოდებენ. აქ იგულისხმება არა მხოლოდ ის ელფერი, რომელიც მახვილის უჩვეულო ხმარებას შემოაქვს, არამედ ინტონაციის, მელოდიკის, ცალკეულ ბგერათა და ბგერათმიმდევრობების თავისებური ელფერიც [ზ. ჯაფარიძე, 1975:30-31].

ეს აქცენტი არასრულყოფილი საარტიკულაციო ბაზისის გამოვლენაა. იგი აიხსნება იმით, რომ აქცენტით ამა თუ იმ ენაზე მოლაპარაკე პირს ამ ენის საარტიკულაციო ბაზისში გადმოყოლილი აქვს სხვა (უმეტესად – მშობლიური) ენის საარტიკულაციო ბაზისის ნიშნები. არასრულყოფილ პერცეფციულ ბაზისს ამგვარი, სხვისთვის თვალსაჩინო გამოვლენა არა აქვს. ჩვენ ადვილად ვამჩნევთ ჩვენს მშობლიურ ენაზე „აქცენტით“ მოლაპარაკე პირის საარტიკულაციო ბაზისის არასრულყოფილებას – მის მიერ წარმოთქმული ჩვენი ენის ფონეტიკური ერთეულები ჩვენ მიერ აღიქმება როგორც ამ ერთეულების არა იდენტური, არამედ მსგავსები. რაც შეეხება ამ პირის პერცეფციული ბაზისი სრულყოფილება-არასრულყოფილებას, იგი ჩვენთვის თვალსაჩინო არაა და სპეციალურ გამოვლენას მოითხოვს. საგანგებო ექსპერიმენტის გარეშე ჩვენ ვერაფერს ვიტყვით, განსხვავდება თუ არა მისი აღქმა ჩვენი აღქმისაგან, რამდენად ახლოს დგას მისი პერცეფციული ბაზისი ჩვენ ბაზისთან, შეიძლება თუ არა ჩაითვალოს, რომ იგი ემთხვევა მას [ზ. ჯაფარიძე, 1975:31].


გამოყენებული ლიტერატურა:

  1. [გ. ახვლედიანი, 1999] – გ. ახვლედიანი, ზოგადი ფონეტიკის საფუძვლები, თბილისი, 1999.
  2. [თ. გამყრელიძე… 2008] – თ. გამყრელიძე, თეორიული ენათმეცნიერების კურსი, თსუ, თბილისი, 2008.
  3. [ნ. ლადარია, 2002] – ნ. ლადარია, სოციოლინგვისტიკა, „მეცნიერება“, თბილისი, 2002.
  4. [გ. ნებიერიძე, 2003] – გ. ნებიერიძე, ენათმეცნიერების შესავალი, თბილისი, „ნეკერი“, 2003.
  5. [ზ. ჯაფარიძე, 1975] – ზ. ჯაფარიძე, პერცეფციული ფონეტიკის ძირითადი საკითხები, „მეცნიერება“, თბილისი, 1975.
  6. [ლ. რ. ზინდერი, 1979] – Л. Р. Зиндер, Общая фонетика, Москва, «ВЫСШАЯ ШКОЛА», 1979.
  7. http://en.wikipedia.org/wiki/Accent
  8. http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=3&t=5565

[1] სოციოლინგვისტიკა, ლოგოპედია, პოეტიკა და სხვ.

[2] http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=3&t=5565

[3] იხ. გ. ახვლედიანი, ზოგადი ფონეტიკის საფუძვლები, გვ. 19.

[4] შენიშვ. პერცეფციული ბაზისის განმარტება ემთხვევა სოციოლინგვისტიკის ისეთ ტერმინს, როგორიცაა კოდების/სუბკოდების გადართვა და შერევა (იხ. ნ. ლადარია, სოციოლინგვისტიკა, „მეცნიერება“, თბილისი, 2002, გვ. 11).

[5] კოდი – საკუთრივ ენათმეცნიერებაში ამ ტერმინის ქვეშ იგულისხმება ადამიანთა შორის კომუნიკაციის ენობრივი საშუალებები: ენა, დიალექტი, ქალაქური კოინე, სოციოლექტი და ა.შ.

[6] სუბკოდი – აღნიშნავს კოდის გარკვეულ ნაირსახეობას, მაგალითად: ლიტერატურული ენა, პროფესიული სლენგი, ახალგაზრდული ჟარგონი, არგო და ა.შ.

[7] იხ. მაგ., ბოლოდროინდელი ნაშრომები: Н. В. Имедадзе, Некоторые типологические характеристики установки  и обладение вторым языком, გვ. 19.

Advertisements
Innovations in Scholarly Communication

Changing Research Workflows

Crazy illusion

Thinking Aloud.

gypsyrepresent

Thinking critically about Romani representation in pop culture

ფილოლოგი

ქართული ფილოლოგია

Global Hinduism

Way of living Life

Learn to Teach Vedic Maths

Magical Methods-- World Leader in Vedic Mathematics

Defenders of Ma'at

Teach, Coach, Live, Learn, Train, Help, Inspire

Asheville Vedic Astrology

Vedic Astrology brought to you by Ryan Kurczak

Hamro dharma

Just another WordPress.com weblog

janeadamsart

An illustrated Journal of eastern and western wisdom

Sathya Sai Baba - Life, Love & Spirituality

Guru Bhagavan Sri Sathya Sai Baba Of Puttaparthi India

Soolaba's Blog

Ultimate Questions, Ultimate Answers

პიროვნული ზრდის სამყარო

„ჩვენ ვერასოდეს მივაღწევთ სიმშვიდეს გარე სამყაროში, სანამ არ მივაღწევთ მას შინაგანში“ - დალაი ლამა

მკითხველის ბლოგი

შთაბეჭდილებები კითხვის შემდეგ

Natia Kentchiashvili

natiakentchiashvili.WordPress.com site

კეჟერაძის ბლოგი

სამშობლოს, ადამიანებისა და ლიტერატურის მოყვარული რიგითი კლიმი

GeoSexMD.com - სამედიცინო სექსოლოგია

სექსუალური განათლება საქართველოში

აჭარა დღეს!

ჩვენ გვიყვარს ჩვენი კუთხე, საქართველოს ერთ–ერთი ულამაზესი მხარე, ჩვენი აჭარა.

Molly Bloom's Day™

ნაღებიან ყავასთან ერთად

მარო მაყაშვილის დღიური

გაფითრებული თებერვლის ლანდი

სემიოტიკა Semiotics

ცირა ბარბაქაძე _ შეხედეთ სამყაროს სემიოტიკის თვალით და აღმოაჩინეთ საკუთარი თავი მრავალ განზომილებაში

ბურუსი - BURUSI

თენგიზ ვერულავა - TENGIZ VERULAVA

Free Yourself

Just say "I am free!"

konspace

კოტეს ბლოგი ყველაფერზე

Barcelonisimo's Blog

ბლოგი მეგობრებისთვის და მათი მეგობრებისთვის...

My Civil Society

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის ბლოგი

ბაბუაწვერა

ოცნებებში გაფანტული ბლოგი ☮

kalatozishvili

КРИТИК - Мы страшные, потому что работаем над этим.

აღმოაჩინე შენთვის საინტერესო / Discover Things That Interest You

აღმოაჩინე შენთვის საინტერესო – ამოუცნობი,არქიტექტურა, აღმოჩენა ,ახალი ამბები, ბუნება, გასართობი, დიზაინი ,დოკუმენტური, ვიდეო ,თამაშები ,ივენთები, კინო / თეატრი ,კოსმოსი, კრეატივი ,მედიცინა ,მეცნიერება ,მისტიკა, მოგზაურობა, მოდა ,მუსიკა ,ნოვაცია ,პიროვნებები ,რელიგია ,სასარგებლო, საჭმელ / სასმელი ,სპორტი, სურათები, ტექნოლოგია ,ფოტოები, ფუფუნების საგნები ,შპალერები, წიგნები, ხელოვნება

Savidge Reads

The Chronicles of a Book Addict