Journals

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

  1. ჟურნალის სახელწოდება: საერთაშორისო  რეცენზირებადი  სამეცნიერო      ჟურნალი

„ჰუმანიტარული კვლევები – წელიწდეული“;

ჟურნალის დაარსების თარიღი: 2010 წელი;

პერიოდულობა: წელიწადში ერთი ნომერი;

გამოსული ნომრების რაოდენობა: 2 (მესამე ნომერი გადაცემულია დასაბეჭდად);

გამომცემლობა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა;

მთავარი რედაქტორი: პროფ. ზაზა სხირტლაძე;

წამყვანი სტრუქტურული ერთეული: თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტი;

ჟურნალის მოკლე აღწერილობა: ჟურნალის მიზანია, საერთაშორისო  საზოგადოებას წარუდგინოს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მიმდინარე კვლევები და სამეცნიერო მიღწევები. „ჰუმანიტარული კვლევები – წელიწდეული“ ფართო პროფილის ჟურნალია და მასში იბეჭდება სხვადასხვა ჰუმანიტარული დარგის მკვლევართა ნაშრომები. ჟურნალში წარმოდგენილია ფილოლოგიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიის, საქართველოს და მსოფლიო ისტორიის, ხელოვნებათმცოდნეობის და სხვ. მიმართულებები. ჟურნალს ასევე აქვს შემდეგი რუბრიკები: რეცენზია, ქრონიკა, ანგარიში. კრებულში სტატიები იბეჭდება მხოლოდ ორი დადებითი ანონიმური როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო რეცენზიის მიღების შემთხვევაში. გამოქვეყნებულ ნაშრომებს ახლავს ვრცელი ინგლისური რეზიუმეები.

  1. ჟურნალის სახელწოდება: თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის რეცენზირებადი  საერთაშორისო  ელექტრონული  ბილინგვური  სამეცნიერო ჟურნალი

„სპეკალი“ (ქართულ და ინგლისურ ენებზე);

ჟურნალის დაარსების თარიღი: 2010  წელი;

პერიოდულობა: წელიწადში ორი ნომერი;

გამოსული ნომრების რაოდენობა: 7;

გამომცემლობა: http://www.spekali.tsu.ge;

მთავარი რედაქტორი: პროფ. ნანა გაფრინდაშვილი;

წამყვანი სტრუქტურული ერთეული: თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტი;

ჟურნალის მოკლე აღწერილობა: ჟურნალის მიზანია, ერთი მხრივ, პოპულარიზაცია გაუწიოს ქართულ სამეცნიერო მიღწევებს ჰუმანიტარული მეცნიერებების დარგში და, მეორე მხრივ, გააცნოს ქართულ აკადემიურ წრეებს საზღვარგარეთული ჰუმანიტარული მეცნიერებების თანამედროვე დონე, ხელი შეუწყოს ქართველოლოგიისა და სხვა ჰუმანიტარული მეცნიერებების, კერძოდ, ენათმეცნიერებისა და ლიტერატურათმცოდნეობის განვითარებას. ჟურნალ ”სპეკალში” წარმოდგენილია შემდეგი დარგები: ქართველოლოგია საქართველოს ისტორია, საქართველოს ისტორიის წყაროთმცოდნეობა და ისტორიოგრაფია; ქართული ლიტერატურა; ქართველური ენათმეცნიერება (ქართველური ენები); ხელოვნებათმცოდნეობა, ეთნოლოგია და არქეოლოგია. ლიტერატურათმცოდნეობა  – ლიტერატურის  თეორია;  ზოგადი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა, ლიტერატურის ისტორია; ენათმეცნიერება – თეორიული და ისტორიული ენათმეცნიერება, შედარებითი ენათმეცნიერება, სოციოლინგვისტიკა, ტექსტის ლინგვისტიკა, დიალექტოლოგია; თარგმანმცოდნეობა – თარგმანის ისტორია და თარგმანის თეორია. ჟურნალი გამოდის ქართულ და ინგლისურ ენებზე. ყველა სტატია ფასდება ორი რეცენზენტის მიერ, მათგან ერთი ქართველია, მეორე – უცხოელი. ჟურნალის ჰყავს სამეცნიერო რედაქტორი და სარედაქციო საბჭო, რომლის წევრებიც არიან შესაბამისი სამეცნიერო დარგების მაღალკვალიფიციური ქართველი და უცხოელი მკვლევრები.

ჟურნალის პირველი 6 ნომერი გამოვიდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

http://www.spekali.tsu.ge/index.php/ge

  1. ჟურნალის სახელწოდება:  ორენოვანი  (ქართული  და ინგლისური), რეცენზირებადი, სამეცნიერო  ჟურნალი „ქართველოლოგი“;

ჟურნალის დაარსების თარიღი: 1993;

პერიოდულობა: წელიწადში ორი ნომერი;

გამოსული ნომრების რაოდენობა: 18 ნომერი;

გამომცემლობა: http://kartvelologi.tsu.ge/index.php/ge;

რედაქტორი: პროფ. ელგუჯა ხინთიბიძე;

წამყვანი სტრუქტურული ერთეული:    თსუ ჰუმანიტარულ    მეცნიერებათა ფაკულტეტის „ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი“;

ჟურნალის მოკლე აღწერილობა: 1993-2009 წლებში ჟურნალი „ქართველოლოგი“ გამოდიოდა მხოლოდ ბეჭდური ფორმით (NN 1-15) ქართველოლოგიური სკოლის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. 2011 წლიდან ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით. „ქართველოლოგი“ ორენოვანი (ქართული და ინგლისური ენები) საერთაშორისო რეცენზირებადი ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში. ჟურნალის ნომრები ინახება როგორც ადგილობრივ, ისე საზღვარგარეთის ბიბლიოთეკებში, მათ შორის, ოქსფორდის ბოდლეანისა და ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკებში.

http://kartvelologi.tsu.ge/index.php/ge/journal

  1. ჟურნალის სახელწოდება: „ენათმეცნიერების საკითხები“;

ჟურნალის დაარსების თარიღი: 1999  წელი;

პერიოდულობა: წელიწადში ერთი ნომერი;

გამოსული ნომრების რაოდენობა: 15 ნომერი;

გამომცემლობა: თსუ გამომცემლობა;

რედაქტორი: აკად. თამაზ გამყრელიძე;

წამყვანი სტრუქტურული ერთეული: თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ზოგადი და გამოყენებითი ენათმეცნიერების  სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი

ჟურნალის მოკლე აღწერილობა: სამეცნიერო ჟურნალი „ენათმეცნიერების საკითხები“ წარმოადგენს მნიშვნელოვან პერიოდულ გამოცემას, რომელშიც იბეჭდება ნაშრომები თეორიული, შედარებითი და გამოყენებითი ენათმეცნიერების, ქართველოლოგიის, აღმოსავლეთმცოდნეობის, კავკასიოლოგიისა და დასავლეთ-ევროპული ფილოლოგიის საკითხებზე. ქართულენოვან სტატიას თან ახლავს რეზიუმე ერთ-ერთ უცხო ენაზე, ხოლო უცხოენოვანს – კი ქართულად. თითოეული სტატია ანონიმურადაა რეცენზირებული. რედკოლეგია უზრუნველყოფს გამოქვეყნებული მასალების სათანადო ხარიხს. ჟურნალის რედკოლეგიის წევრები არიან ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოლოგიური მიმართულების წარმომადგენლები, ხოლო სარედაქციო საბჭოს წევრები – გამოჩენილი ქართველი და უცხოელი ენათმეცნიერები. ჟურნალი დაარსებულია თამაზ გამყრელიძისა და ზურაბ სარჯველაძის  მიერ 1999 წელს.

  1. ჟურნალის სახელწოდება: საერთაშორისო რეცენზირებადი ჟურნალი „კავკასიოლოგიური ძიებანი“;

ჟურნალის დაარსების თარიღი: 2009  წელი;

პერიოდულობა: წელიწადში ერთი ნომერი;

გამოსული ნომრების რაოდენობა: 4;

გამომცემლობა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა;

მთავარი რედაქტორი: პროფ. ცირა ბარამიძე

წამყვანი სტრუქტურული ერთეული: თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი

ჟურნალის მოკლე აღწერილობა: „კავკასიოლოგიური ძიებანი“ არის სამენოვანი საერთაშორისო ჟურნალი. ჟურნალის სამუშაო ენებია: ქართული, რუსული და ინგლისური. მასში იბეჭდება სამეცნიერო სტატიები კავკასიოლოგიის საკითხებზე: იბერიულ-კავკასიურ ენათა სტრუქტურა და ისტორია, არეალური ლინგვისტიკა, ეთნოლინგვისტიკა, ლინგვისტური თეორიის საკითხები, ეთნოლოგია, კავკასიის ხალხთა ისტორია, ტრადიციული და თანამედროვე კულტურა, არქეოლოგია, ლიტერატურა და ფოლკლორი, რეცენზიები, ასევე, ბიბლიოგრაფიები, მიმოხილვები, მოგონებები.

  1. ჟურნალის სახელწოდება: საერთაშორისო ორენოვანი ჟურნალი ,,ფილოსოფიურ- თეოლოგიური მიმომხილველი“;

ჟურნალის დაარსების თარიღი: 2011  წელი;

პერიოდულობა: წელიწადში ერთი ნომერი;

გამოსული ნომრების რაოდენობა: 2 ნომერი;

გამომცემლობა: თსუ გამომცემლობა;

რედატორი: პირველი ნომრის რედაქტორი დემურ ჯალაღონია. ჟურნალის ნომრების პასუხისმგებელი რედაქტორი რიგ-რიგობით არიან სარედაქციო საბჭოს წევრები

წამყვანი სტრუქტურული ერთეული: თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი

ჟურნალის მოკლე აღწერილობა: თსუ  ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა  ფაკულტეტის ფილოსოფიის სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტის ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) საერთაშორისო ჟურნალი ,,ფილოსოფიურ-თეოლოგიური მიმომხილველი” იბეჭდება ფილოსოფიისა და თეოლოგიის პრობლემებისადმი მიძღვნილი მასალები, კერძოდ, მეტაფიზიკის და ეპისტემოლოგიის, მეცნიერების ფილოსოფიის, სოციალურ-პოლიტიკური, ესთეტიკურ-ეთიკურ პრობლემებზე, ასევე ღვთისმეტყველების უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. ახალი   თარგმანები   კომენტარებით,   ინფორმაცია   მიმდინარე   სამეცნიერო  კონფერენციების, სიმპოზიუმების, ახალი პუბლიკაციების შესახებ და სხვ. ჟურნალში გამოქვეყნდა როგორც ქართველი, ისე უცხოელი ავტორების საინტერესო სტატიები, ახალ თარგმანებში წარმოდგენილია ლათინურიდან, ძველი ბერძნულიდან, ინგლისურიდან, გერმანულიდან, ესპანურიდან, რუსულიდან და რუმინულიდან მნიშვნელოვანი ტექსტები როგორც ფილოსოფიის,  ასევე  თეოლოგიის  სფერიდან.  ჟურნალის  მომავალი  პარტნიორია კონსტანცის

,,ოვიდიუსის” უნივერსიტეტი. ჟურნალი ზოგადად ხელს შეუწყობს ევროპული და ქართული ფილოსოფიური აზროვნების და თეოლოგიის სამეცნიერო წრეების ნაყოფიერ თანამშრომლობას. ამ ურთიერთთანამშრომლობის შედეგები აისახება ჟურნალში. ჟურნალის სარედაქციო საბჭოს წევრები ქართველ ფილოსოფოსებთან (პროფ. ანასტასია ზაქარიაძე, დემურ ჯალაღონია, ირაკლი ბრაჭული, ვალერიან რამიშვილი) ერთად არიან ნიკოლაე დურა – თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი, კონსტანცის უნივერსიტეტის პრორექტორი (რუმინეთი) და ლორენცო პერონე (პროფესორი, ბოლონიის უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის და მედიევისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი (იტალია), ბუქარესტის ყოვლადწმინდა ანთიმოზ ივერიელის მონასტრის წინამძღვარი იღუმენი მიჰაილი (სტანჩიუ).

ჟურნალის მეორე ნომერი რედაქტირებულია და გამოვა ოქტომბრის ბოლოს. მესამე ნომერი მიეძღვნება საერთაშორისო კონფერენციას, მიძღვნილს შალვა ნუცუბიძის 125 წლისთავისადმი.

  1. ჟურნალის სახელწოდება: “Culture and Philosophy” საერთაშორისო ინგლისურენოვანი სამეცნიერო ჟურნალი;

ჟურნალის დაარსების თარიღი: 2009 წელი

პერიოდულობა: წელიწადში ერთი ნომერი

გამოსული ნომრების რაოდენობა: 3 ნომერი გამომცემლობა: ,,თსუ“

რედაქტორი: ასოც. პროფ. მამუკა დოლიძე

წამყვანი სტრუქტურული ერთეული: თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი

ჟურნალის მოკლე აღწერილობა: საქართველოს ფენომენოლოგიური საზოგადოების ჟურნალი (საზოგადოება დაარსდა 2004 წელს თსუ-სთან). ქართულ-ამერიკული ჟურნალი გამოდის ამერიკის  კონგრესის  ბიბლიოთეკის  გრიფით.  აკრედიტაცია  (რეფერირებადია)  გავლილი აქვს საქართველოში. ჟურნალის რედაქტორებია პროფ. მამუკა დოლიძე (თსუ, ფილოსოფიის ინსტიტუტი) და პროფ. ჯორჯ მაკლინი (აშშ კათოლიკური უნივერსიტეტი, ვაშინგტონი). ჟურნალში იბეჭდება ქართველ და უცხოელ ფილოსოფოსთა და მეცნიერთა სტატიები (ფენომენოლოგიური განხრით). აგრეთვე, ცალკე ლიტერატურული დამატება ეძღვნება თანამედროვე (და კლასიკურ) ქართულ ლიტერატურაასა და ხელოვნებას (თარგმანები ინგლისურ ენაზე). ჟურნალის შემდგომ ნომრებში გათვალისწინებულია ცალკე განყოფილება სტუდენტთა (უპირატესად თსუ სტუდენტთა) საუკეთესო სამეცნიერო შრომებისათვის. ჟურნალის მიზანია, ასახოს და გააღრმავოს საქართველოს (თსუ-ს) სამეცნიერო და  კულტურული საერთაშორისო კონტაქტები.

  1. ჟურნალის სახელწოდება: ,,ნარკვევები ფილოსოფიაში“

ჟურნალის დაარსების თარიღი: 2005 წელი;

პერიოდულობა: წელიწადში ერთი ნომერი;

გამოსული ნომრების რაოდენობა: 2 ნომერი;

გამომცემლობა: თსუ გამომცემლობა;

რედაქტორი: მაია ქერქაძე, პროფ. დემურ ჯალაღონია;

წამყვანი სტრუქტურული ერთეული: თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი

ჟურნალის მოკლე აღწერილობა: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის ინსტიტუტი 2008 წლიდან, საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის 18456/02 24- 06-2008 წერილის თანახმად, ყოველი წლის ნოემბერის მესამე ხუთშაბათს ატარებს იუნესკოს ეგიდით ,,მსოფლიო ფილოსოფიის დღისადმი” მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციას, როგორც პროფესორთათვის, ასევე სტუდენტებისათვის (იხ. თსუ-ს ვეფგვერდი). ყოველ წელს იზრდება კონფერენციისადმი ინტერესი. მიმდინარე წელს იუნესკოს რეგლამენტით ნოემბრის მესამე ხუთშაბათიდან (სამდღიანი) გათვალისწინებულია პროფესორთა და სტუდენტთა გაფართოებული       სამეცნიერო       კონფერენციის       ჩატარება.       განახლებულ       ჟურნალში ,,ფილოსოფიური ნარკვევები” დაიბეჭდება აღნიშნული კონფერენციის მასალები, სამეცნიერო ნაშრომებს ექნებათ გაფართოებული უცხოენოვანი რეზიუმე, რომელიც გამოადგებათ სტუდენტებს, და ფილოსოფიით დაინტერესებულ ნებისმიერ მკვლევარს, ასევე ხელს  შეუწყობს საერთაშორისო დონეზე საქართველოში არსებული ფილოსოფიური სააზროვნო დისკურსის გაცნობას.

  1. ჟურნალის სახელწოდება: „ინტერდისციპლინური არქეოლოგია“

ჟურნალის დაარსების თარიღი: 2011 წელი

პერიოდულობა: წელიწადში ერთი ნომერი;

გამოსული ნომრების რაოდენობა: 2;

გამომცემლობა: „უნივერსალი“;

მთავარი რედაქტორი: პროფ. ვახტანგ ლიჩელი;

წამყვანი სტრუქტურული ერთეული:    თსუ      ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტის არქეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი;

ჟურნალის მოკლე აღწერილობა: თანამედროვე არქეოლოგიის მიზანია ინტერდისციპლინური კვლევების წარმოება და მიღებული შედეგების კომპლექსური ანალიზი. ჟურნალი ეხმიანება კვლევის თანამედროვე სტანდარტებს, აპრობირებულ მიდგომებს და აქვეყნებს საველე და ლაბორატორიული კვლევების თანამედროვე მიღწევებს. ინტერდისციპლინური კრებულის ინტერესის სფეროში ექცევა სხვადასხვა დარგის, მათ შორის, ფიზიკის, არქეოლოგიის, ქიმიის, პეტროგრაფიის, პალინოლოგიისა და რესტავრაციის მეთოდიკის კვლევები. ჟურნალში  იბეჭდება როგორც ქართველი, ისე უცხოელი ავტორების პუბლიკაციები. ჟურნალის სამუშაო ენებია: ქართული და ინგლისური.

  1. ჟურნალის სახელწოდება: „Phasis.“ Greek and Roman Studies;

ჟურნალის დაარსების თარიღი: 1999 წელი;

პერიოდულობა: წელიწადში 1 ნომერი;

გამოსული ნომრების რაოდენობა: 14 ნომერი, დასაბეჭდად მზადდება 15-16 ნომრები გამომცემლობა: საგამომცემლო პროგრამა „ლოგოსი“;

რედაქტორი: პროფ. რისმაგ გორდეზიანი;

წამყვანი სტრუქტურული ერთეული:   თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის სასწავლო- სამეცნიერო ინსტიტუტი;

ჟურნალის მოკლე აღწერილობა: ჟურნალი შედგება რამდენიმე განყოფილებისაგან: 1. სამეცნიერო სტატიები; 2. წიგნები ქართულ ენაზე (მოკლე ვერსიები და ანოტაციები უცხო ენებზე); 3. საგამომცემლო პროგრამა „ლოგოსის“ ახალი გამოცემები; 4. ქრონიკა. ჟურნალის სარედაქციო კოლეგიაში 13 წევრია, მათგან 5 უცხოელი: მიხაელ ფონ ალბრეხტი  (ჰაიდელბერგი), დიმიტრი ანგელატოსი (ათენი), რიკარდო დი დონატო (პიზა), რენცო ტოზი (ბოლონია), იურგენ ვერნერი (ბერლინი).

ჟურნალს რედაქცია რეგულარულად აგზავნის ლონდონის უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის დეპარტამენტის ბიბლიოთეკაში, პიზის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, ბოლონიის უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის ინსტიტუტის ბიბლიოთეკაში, ბერლინის ჰუმბოლტის სახელობის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, ბრანდენბურგის (ბერლინის) მეცნიერებათა აკადემიიის ბიბლიოთეკაში, ბუქარესტის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის კათედრის ბიბლიოთეკაში, საბერძნეთის უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო ცენტრების ბიბლიოთეკებში და ა. შ.ჟურნალის სამუშაო ენებია ინგლისური, გერმანული, ფრანგული, ბერძნული, იტალიური

  1. ჟურნალის სახელწოდება: „ლოგოსი. წელიწდეული ელინოლოგიასა და ლათინისტიკაში“;

ჟურნალის დაარსების თარიღი: 2003  წელი;

პერიოდულობა: ბოლო ნომერი გამოვიდა 2005 წელს;

გამოსული ნომრების რაოდენობა:  3;

გამომცემლობა: საგამომცემლო პროგრამა „ლოგოსი“;

რედაქტორი: ვალერი ასათიანი;

წამყვანი სტრუქტურული ერთეული: თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის სასწავლო- სამეცნიერო ინსტიტუტი;

ჟურნალის მოკლე აღწერილობა: „ლოგოსი“ წარმოადგენს ბერძნულ-რომაული ფილოლოგიის სფეროში ქართულენოვან წელიწდეულს. მისი ბოლო მესამე ნომერი გამოიცა 2005 წელს და გამოცემა დროებით შეჩერდა დაფინანსების წყაროს არარსებობის გამო. გამოცემის განახლება ივარაუდება 2014 წლიდან. ჟურნალის სამუშაო ენაა ქართული, რეზიუმე იბეჭდება უცხო ენებზე.

  1. ჟურნალის სახელწოდება: „საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები

ჟურნალის დაარსების თარიღი: 2011 წელი;

პერიოდულობა: წელიწადში სამი ნომერი;

გამოსული ნომრების რაოდენობა: 9 ნომერი;

გამომცემლობა:  „მერიდიანი“;

რედაქტორი: პროფ. თედო დუნდუა, ასისტენტ-პროფესორი ალექსანდრე ბოშიშვილი

წამყვანი სტრუქტურული ერთეული: თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი

ჟურნალის მოკლე აღწერილობა: ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის „საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები“ ქართველოლოგიური სამეცნიერო ჟურნალია, რომელშიც იბეჭდება საქართველოს ისტორიასთან, როგორც დიალექტიკურ კატეგორიასთან, დაკავშირებული ორიგინალური კვლევები. სტატიების ენა ქართულია, რეზიუმეები კი ინგლისურ ენაზეა წარმოდგენილი. ჟურნალში იბეჭდება ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიის, ხელოვნებათმცოდნეობისა და ფილოლოგიის მიმართლებების მკვლევრების სტატიები. ჟურნალს აქვს აგრეთვე შემდეგი რუბრიკები: საერთაშორისო პრეზენტაცია, რეცენზია, პოლემიკა, იუბილე და ა.შ. ჟურნალი ინახება როგორც რეგიონულ, ისე საზღვარგარეთის (ბოდლეის ბიბლიოთეკა, დიდი ბრიტანეთი; კონგრესის ბიბლიოთეკა, აშშ) ბიბლიოთეკებში.

  1. ჟურნალის სახელწოდება: „ამერიკის შესწავლის საკითხები“;

ჟურნალის დაარსების თარიღი: 2002 წელი;

გამოსული ნომრების რაოდენობა: ხუთი (5);

გამომცემლობა: თბილისის  უნივერსიტეტის გამომცემლობა  (პირველი  სამი   ნომერი), გამომცემლობა „კლიო“ (ბოლო ორი ნომერი).

რედაქტორები: პროფ.  ვასილ  კაჭარავა,  პროფ.  ელენე  მეძმარიაშვილი  (თსუ),  შელი  ფიშერ ფიშკინი (აშშ);

წამყვანი სტრუქტურული ერთეული:    თსუ      ჰუმანიტარულ მეცნიერებათა     ფაკულტეტის ამერიკისმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი

ჟურნალის მოკლე აღწერილობა: კრებულებში გაერთიანებულია ქართველი და უცხოელი, ძირითადად, ამერიკელი მეცნიერების სტატიები, მიძღვნილი ამერიკისმცოდნეობის სხვადასხვა საკითხისადმი. სტატიების თემატიკა მოიცავს ამერიკის ცხოვრების პრაქტიკულად ყველა სფეროს. მეცნიერების ნაშრომებთან ერთად წარმოდგენილია იმ სტუდენტებისა და დოქტორანტების საუკეთესო მოხსენებები, რომლებმაც მოწონება დაიმსხურა ამერიკის შესწავლისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციებზე. კრებულები გათვალისწინებულია ამერიკისმცოდნეობის საკითხებით დაინტერესებული სპეციალისტების, სტუდენტებისა და ფართო საზოგადოებისათვის.

  1. ჟურნალის სახელწოდება: ცივილიზაციური ძიებანი“;

ჟურნალის დაარსების თარიღი: 2003;

პერიოდულობა: წელიწდეული;

გამოსული ნომრების რაოდენობა: 9;

გამომცემლობა: თსუ გამომცემლობა;

რედაქტორი: საერთაშორისო სარედაქციო საბჭო, თავმჯდომარე – პროფ. ნინო ჩიქოვანი

წამყვანი სტრუქტურული ერთეული: თსუ ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა   ფაკულტეტის კულტურის კვლევების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი

ჟურნალის მოკლე აღწერილობა: „ცივილიზაციური ძიებანი“ თსუ-ში გამოდის 2003 წლიდან. 2007 წლიდან იგი საერთაშორისო გამოცემაა. ჟურნალი ინტერდისციპლინურია, მოიცავს კულტურის კვლევათა ფართო სპექტრს, კულტურათაშორისი კომუნიკაციის, ინტერკულტურული დიალოგის, შედარებითი რეგიონული კვლევების (ისტორიისა და ტიპოლოგიის პრობლემები) და სხვა საკითხებს.

სარედაქციო ჯგუფი თანამშრომლობს UNITWIN/UNESCO ქსელის კათედრებთან (ავსტრალია, აშშ, იტალია, თურქეთი, საფრანგეთი, ისრაელი, ლიბანი, ბალკანეთის, სამხრეთ კავკასიის, ცენტრალური აზიის ქვეყნები, მოლდოვა, რუსეთის ფედერაცია და სხვ.), სხვა ქართველ და უცხოელ კოლეგებთან, რომლებიც წარმოდგენილი არიან როგორც სარედაქციო საბჭოში, ასევე ავტორების სახით. ვრცელდება დასახელებული კათედრების საბაზო უნივერსიტეტებში და, მათი მეშვეობით, სხვა ბიბლიოთეკებში.

  1. ჟურნალის სახელწოდება: „ქართული წყაროთმცოდნეობა“

ჟურნალის დაარსების თარიღი: 1965 წელი;

გამოსული ნომრების რაოდენობა: 14 ნომერი;

გამომცემლობა:  „უნივერსალი“

რედაქტორი: პროფ. მარიამ ჩხარტიშვილი, პროფ. გიული ალასანია

წამყვანი სტრუქტურული ერთეული: თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი; თსუ ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი.

ჟურნალის  მოკლე აღწერილობა:ჟურნალის მიზანია სრულად წარმოაჩინოს, ერთი მხრივ, ქართული ისტორიოგრაფიული ტრადიეიბი და, მეორე მხრივ, ამ დარგის თანამედროვე ინოვაციური კვლევები. ჟურნალში იბეჭდება როგორც კვლევითი სტატიები, ისე წყაროები და მათი თარგმანები. ჟურნალი შედგება შემდეგი რუბრიკებისაგან: სამეცნიერო ნაშრომები, წყაროთა თარგმანები, უახლესი პუბლიკაციების მიმოხილვა და ქრონიკა. ჟურნალს ჰყავს საერთაშორისო სარედაქციო კოლეგია და მასში იბეჭდება როგორც ქართველი, ისე უცხოელი ავტორების პუბლიკაციები.

  1. საერთაშორისო რეცენზირებადი ჟურნალი „აღმოსავლეთი და კავკასია“;

ჟურნალის დაარსების თარიღი: 2003 წელი

პერიოდულობა: წელიწადში ერთი ნომერი

გამოსული ნომრების რაოდენობა: 7 ნომერი

გამომცემლობა: „ჰოროსი XXI“

რედაქტორი: ასოც.პროფ. მირიან მახარაძე

წამყვანი სტრუქტურული ერთეული: თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის აღოსავლეთის ისტორიის დეპარტამენტი; აღმოსავლეთისა და კავკასიის კვლევის ცენტრი

ჟურნალის მოკლე აღწერილობა: ჟურნალი მიზნად ისახავს ორიენტალისტური კვლევების ფართო საზოგადოებისათვის გაცნობასა და სხვადასხვა თანამედროვე შრომების პუბლიკაციას. ჟურნალი მოიცავს შემდეგ რუბრიკებს: აღმოსავლური წყარო, საქართველო-აღმოსავლეთის ქვეყნების ურთიერთობები, აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორია, აღმოსავლური ენები და ლიტერატურა. ჟურნალში ასევე ქვეყნდება რეცენზიები ორიენტალისტური პროფილის თანამედროვე სამეცნიერო გამოცემებისა და თარგმანების შესახებ.

  1. ჟურნალის სახელწოდება: „აღმოსავლეთმცოდნეობა“ (Oriental Studies)

დაარსების თარიღი: 2012 წელი

პერიოდულობა: წელიწადში ერთი ნომერი

გამოსული ნომრების რაოდენობა: ერთი

გამომცემლობა: „უნივერსალი“

რედაქტორი: პროფ. აპოლონ სილაგაძე

მოკლე აღწერილობა: ჟურნალი შეიცავს შემდეგ განყოფილებებს: ენა და ლიტერატურა,  ისტორია, თარგმანი, რეცენზია, გახსენება, არქივი. სტატიები იბეჭდება ორ ენაზე: ქართულად და ინგლისურად (ქართულად ვრცელი ინგლისური რეზიუმეთი ან პირიქით). დასაბეჭდად წარდგენილ  სტატიებს  ახლავს  მოკლე  აბსტრაქტი,  რომელშიც  აღწერილია  თემის  სიახლე  ან

საკითხის ახლებურად დასმის ფაქტი. თარგმანები სრულდება ქართულიდან აღმოსავლურ ენებზე  ან ძველი (მკვდარი ენები) აღმოსავლური ენებიდან ქართულად.

  1. ჟურნალის სახელწოდება: „ქართული ენის ინსტიტუტის შრომები“

ჟურნალის დაარსების თარიღი: 2010 წელი

პერიოდულობა: წელიწადში ერთი ნომერი

გამოსული ნომრების რაოდენობა: 2 ნომერი

გამომცემლობა: თსუ გამომცემლობა

რედაქტორი: პროფ. რამაზ ქურდაძე; პროფ. დარეჯან თვალთვაძე

წამყვანი  სტრუქტურული   ერთეული:   თსუ      ჰუმანიტარულ მეცნიერებათა     ფაკულტეტის ქართული ენის  სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი

ჟურნალის მოკლე აღწერილობა: ჟურნალი განაგრძობს თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტის ქართული ენის კათედრის შრომების გამომცემელთა ტრადიციას. იგი მიზნად ისახავს როგორც ქართული ენის ინსტიტუტის ბაზაზე მიმდინარე თანამედროვე კვლევების გამოქვეყნებას, ისე ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად ქცეული აკადემიური შრომების განმეორებით პუბლიკაციას. ჟურნალი მოიცავს შემდეგ მიმართლებებს: ქართული და ქართველური ენათმეცნიერება; დიალექტოლოგია; ტოპონიმიკა; ტექსტოლოგიური კვლევები; ქართულის, როგორც  მეორე  ენის, სწავლება. ჟურნალი ეთმობა ასევე საველე დიალექტოლოგიური ექსპედიციებით მოპოვებული მასალების პუბლიკაციას და მიმდინარე საერთაშორისო და ადგილობრივი კვლევით პროექტების ანგარიშებს.

  1. ჟურნალის სახელწოდება: „Germanistische Studien“ (გერმანულ ენაზე)

ჟურნალის დაარსების თარიღი: 2000 წელი

პერიოდულობა: გამოდის წელიწადში ერთხელ

გამოსული ნომრების რაოდენობა: 10

გამომცემლობა: „უნივერსალი“

რედაქტორი: ლალი ქეცბა-ხუნდაძე (თბილისი); ფრიდერიკე შმოე (ბამბერგი) ჟურნალი გამოდის გერმანულ ენაზე.

წამყვანი სტრუქტურული ერთეული:    თსუ      ჰუმანიტარულ   მეცნიერებათა     ფაკულტეტის გერმანული ფილოლოგიის დეპარტამენტი

ჟურნალის მოკლე აღწერილობა: გერმანული ენის საზოგადოების ჟურნალი გერმანისტული კვლევები (თბილისის განყოფილება) წარმოადგენს სამეცნიერო სტატიების ფორუმს გერმანული ენათმეცნიერების, ლიტერატურის თეორიისა და გერმანულის, როგორც უცხო ენის, სფეროდან. ის ინტერდისციპლინულია და ღიაა ყველა თეორიული და პრაქტიკული კვლევისათვის გერმანისტიკის ზემოთ დასახელებულ ყველა სფეროში. ჟურნალი გამოდის 2000 წლიდან წელიწადში ერთხელ ნაბეჭდი სახით. 2009 წლამდე ქვეყნდებოდა გერმანისტიკის დარგში არსებული ყველა კვლევა, ჟურნალის ბოლო ორი გამოცემა (2009/10), რომლებიც ეძღვნება კონკრეტულ თემას, მოხსენებებზე წაკითხული სტატიებია. სტატიები იბეჭდება მხოლოდ გერმანულ ენაზე დადებითი რეცენზიის მიღების შემდეგ. ჟურნალი ინახება გერმანიის, ავსტრიისა და შვეიცარიის წამყვან ბიბლიოთეკებში.

  1. ჟურნალის სახელწოდება: „Славистика в Грузии“

ჟურნალის დაარსების თარიღი: 2000  წელი

პერიოდულობა: წელიწადში ერთი ნომერი

გამოსული ნომრების რაოდენობა: 12 ნომერი

გამომცემლობა: „უნივერსალი“

რედაქტორი: პროფ. ნათელა ჭოხონელიძე, პროფ. მარინა ალექსიძე ჟურნალი გამოდის რუსულ ენაზე.

წამყვანი სტრუქტურული ერთეული:    თსუ   უმანიტარულ  მეცნიერებათა ფაკულტეტის რუსისტიკის  სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი

ჟურნალის მოკლე აღწერილობა: ჟურნალი წარმოადგენს ფართოპროფილიან სამეცნიერო კრებულს, რომელშიც ქვეყნდება კვლევები შემდეგი დარგებიდან: ლიტერატურათცოდნეობა, ენათმეცნიერება, ფილოლოგია, ისტორია. ჟურნალის მიზანია კონტრასტული და შედარებითი კვლევის მეთოდების საფუძველზე შექმნილი პუბლიკაციების გაცნობა ფართო სამეცნიერო საზოგადოებისათვის.

  1. ჟურნალის სახელწოდება: „Научные Труды“

ჟურნალის დაარსების თარიღი: 2004 წელი

პერიოდულობა: წელიწადში ორი ნომერი

გამოსული ნომრების რაოდენობა: 11 ნომერი

გამომცემლობა: თსუ გამომცემლობა

რედაქტორი: პროფ. დავით გოცირიძე (თსუ), პროფ. სერგეი ბოგდანოვი (სანკტ-პეტერბურგის უნივერსიტეტი)

ჟურნალი გამოდის რუსულ ენაზე.

წამყვანი სტრუქტურული    ერთეული:   თსუ   ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის რუსისტიკის  სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი, სანკტ-პეტერბურგის უნივერსიტეტი

ჟურნალის მოკლე აღწერილობა: ჟურნალი წარმოადგენს ერთობლივ სამეცნიერო ჟურნალს, რომელშიც ქვეყნდება როგორც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ისე სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელთა კვლევები. ჟურნალში იბეჭდება ფილოსოფიის, ფილოლოგიის, კულტურისა და ხელოვნების პრობლემატურ საკითხებზე შექმნილი  სამეცნიერო ნაშრომები.

  1. ჟურნალის სახელწოდება: „Грузинская Русистика“

ჟურნალის დაარსების თარიღი: 2005 წელი პერიოდულობა: წელიწადში ერთი ნომერი გამოსული ნომრების რაოდენობა: 5 ნომერი გამომცემლობა: „უნივერსალი“

რედაქტორი: ასოც. პროფ. გიორგი ჟუჟუნაშვილი, ასოც. პროფ. მაია თუხარელი ჟურნალი გამოდის რუსულ ენაზე.

წამყვანი  სტრუქტურული  ერთეული:    თსუ ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა  ფაკულტეტის რუსისტიკის  სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი

ჟურნალის მოკლე აღწერილობა: ჟურნალის მიზანია სლავისტიკის, როგორც ინტერდიცსიპლინური დარგის, სფეროში მიმდინარე კვლევების პუბლიკაცია. ჟურნალში იბეჭდება სლავური ენებისა (მათ შორის, რუსული ენისა) და ლიტერატურის, ისტორიისა და კულტურის  მიმართულებით წარმოებული კვლევები.

24.   ჟურნალის სახელწოდება: „HOMO   LOQUENS“

ჟურნალის დაარსების თარიღი: 2010 წელი

პერიოდულობა: წელიწადში ერთი ნომერი

გამოსული ნომრების რაოდენობა: 5 ნომერი

გამომცემლობა:  „უნივერსალი“

რედაქტორი: პროფ. დავით გოცირიძე

ჟურნალი გამოდის რუსულ და ინგლისურ ენებზე.

წამყვანი სტრუქტურული ერთეული:    თსუ  ჰუმანიტარულ   მეცნიერებათა ფაკულტეტის რუსისტიკის  სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი, საქართველოს მულტილინგვური ასოციაცია

ჟურნალის მოკლე აღწერილობა: ჟურნალის მიზანია ენის სწავლებისა და სწავლის თანამედროვე მეთოდების ამსახველი შრომების პუბლიკაცია, ინტერკულტურული და მულტილინგვური განათლების საკვანძო საკითხებთან დაკავშირებული თანამედროვე კვლევების ასახვა, სწავლების ყველა საფეხურთან დაკავშირებული მეთოდებისა და სტრატეგიების გაცნობა საკითხით დაინტერესებული პირებისათვის. კრებულში წარმოდგენილია ენების სწავლებასთან დაკავშირებული კომპარატივისტული, ინტერდისციპლინური და ინტერკულტურული კვლევები. ჟურნალი, ასევე, აქვეყნებს მულტილინგვურ საზოგადოების მუშაობის ამსახველ მოვლენებსა და ქრონიკას. ჟურნალში ნაშრომები განთავსებულია  ქართულ,  ინგლისურ, რუსულ და გერმანულ ენებზე. კრებულს ჰყავს საერთაშორისო სარედაქციო კოლეგია.

  1. ჟურნალის სახელწოდება: „ქრისტიანობის კვლევები“

ჟურნალის დაარსების თარიღი: 2008 წელი

პერიოდულობა: წელიწადში ორი ნომერი

გამოსული ნომრების რაოდენობა: 6 ნომერი

გამომცემლობა:  „მერანი“

რედაქტორი: პროფ. ქეთევან პავლიაშვილი

წამყვანი სტრუქტურული ერთეული: თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის ქრისტიანობის კვლევების სამეცნიერო ცენტრი

ჟურნალის  მოკლე აღწერილობა:ჟურნალში იბეჭდება სტატიები ეკლესიის ისტორიის, ღვთისმეტყველების, ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის, საეკლესიო ლიტერატურის, სექტოლოგიის, საეკლესიო დიპლომატიის, საეკლესიო სამართლის თემატიკაზე, ჟურნალში ასევე იბეჭდება ქრისტიანობის თემატიკაზე უცხო ენებზე დაბეჭდილი სამეცნიერო სტატიების ქართულენოვანი თარგმანები სამეცნიერო კომენტარებით. ჟურნალში იბეჭდება უცხოეთის უნივერსიტეტებისა და  კვლევითი

ცენტრების მეცნიერების სტატიები. ჟურნალის რედკოლეგიაში არიან უცხოელი მეცნიერები. სტატიები იბეჭდება ორიგინალის ენაზე: ინგლისური, რუსული, ფრანგული ენები – ქართული რეზიუმეებით.

  1. ჟურნალის სახელწოდება: „კულტურის ისტორიისა და თეორიის საკითხები“;

ჟურნალის დაარსების თარიღი: 1995 წელი

პერიოდულობა: წელიწადში ორი ნომერი;

გამოსული ნომრების რაოდენობა:   28;

გამომცემლობა:თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა; გამომცემლობა „მწიგნობარი“

მთავარი რედაქტორი: აკად. გურამ ლორთქიფანიძე;

წამყვანი სტრუქტურული   ერთეული:    თსუ   ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა     ფაკულტეტის ისრაელის ცენტრი

ჟურნალის  მოკლე აღწერილობა: ჟურნალი მიზნად ისახავს კულტურის ისტორიისა და თეორიის საკითხებისადმი მიძღვნილი სამეცნიერო ნაშრომების პუბლიკაციას. ჟურნალში საგანგებო ადგილი ეთმობა ინფორმაციას ებრაული სიძველეების შესახებ. ჟურნალში იბეჭდება როგორც ქართველი, ისე უცხოელი მკვლევრებისა და დარგის სპეციალისტების სტატიები და რეცენზიები. ჟურნალს ჰყავს საერთაშორისო სარედაქციო კოლეგია. კრებულის ბოლო ნომერი მიეძღვნა ჯემალ აჯიაშვილის ხსოვნას.

  1. ჟურნალის სახელწოდება: GEORGICA“ (ერთობლივი ჟურნალი)

ჟურნალის დაარსების თარიღი: 1978 წელი

პერიოდულობა: წელიწადში ერთი ნომერი

გამოსული ნომრების რაოდენობა: 35 ნომერი

გამომცემლობა: „შაკერ ფერლაფი“, გერმანია

რედაქტორი: პროფ. მარიამ ლორთქიფანიძე (საქართველო), შტეფი ხოტივარი-იუნგერი (გერმანია)

წამყვანი სტრუქტურული ერთეული: იენის უნივერსიტეტი (გერმანია);  ბერლინის  ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი (გერმანია), თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (საქართველო)

ჟურნალი გამოდის გერმანულ ენაზე.

ჟურნალის მოკლე აღწერილობა: ჟურნალის მიზანია საერთაშორისო საზოგადოებას გააცნოს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე ქართველოლოგიური და კავკასიოლოგიური კვლევები და ხელი შეუწყოს ამ მიმართულებით მიღებული შედეგების თანამედროვე სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირებას. ჟურნალში წარმოდგენილია ენის, ლიტერატურის, ისტორიის, კულტურის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების მიმართულებები. აქვე ქვეყნდება რეცენზიები და ბიბლიოგრაფიები. ჟურნალში იბეჭდება როგორც ქართველი, ისე უცხოელი მკვლევრების სამეცნეირო ნაშრომები. ჟურნალის სამუშაო ენა არის გერმანული. კრებულის ნომრები ინახება გერმანიის წამყვან ბიბლიოთეკებში. საქართველოში ჟურნალი უსასყიდლოდ ვრცელდება აკადემიურ საზოგადოებაში, ბიბლიოთეკებში, უნივერსიტეტებსა და კვლევით ინსტიტუტებში. დაარსების დღიდან ჟურნალს აფინანსებდა იენის უნივერსიტეტი (გერმანია), ხოლო კრებულის ბოლო ექვსი ნომერი გამოიცა ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით.

  1. ჟურნალის სახელწოდება: „სჯანი“( ერთობლივი ჟურნალი)

ჟურნალის დაარსების თარიღი: 2000 წელი;

პერიოდულობა: წელიწადში ერთი ნომერი;

გამოსული ნომრების რაოდენობა:   13;

გამომცემლობა: შოთა რუსთაველის ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა;

მთავარი რედაქტორი: პროფ. ირმა რატიანი;

წამყვანი სტრუქტურული ერთეული: თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თეორიული და შედარებითი ლიტერატურათმცოდენობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი; შოთა რუსთაველის ლიტერატურის ინსტიტუტი; კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაცია.

ჟურნალის მოკლე აღწერილობა: თანამედროვე რეალობაში  ლიტერატურის  თეორია  ურთულესი ამოცანის წინაშე დგას – ზოგად კონცეფციათა სიმრავლის პირობებში ააგოს მწყობრი სისტემა, დაფუძნებული ფუნდამენტურ კატეგორიათა ზუსტ დეფინიციაზე. აქედან გამომდინარე,  ჟურნალი  მიზნად  ისახავს  ლიტერატურის   თეორიისა   და ლექსთმცოდნეობის

საკითხების გაშუქებას, კვლევის თანამედროვე მეთოდების საფუძველზე  წარმოებული კვლევების სამეცნიერო საზოგადოებისათვის გაცნობას, მიღებული უახლესი შედეგების აკადემიურ წრეებში დამკვიდრებას. ჟურნალში, ასევე, ეთმობა ადგილი ფართო პროფილის, ინტერდისციპლინარული ხასიათის წერილებსა და გამოკვლევებს. ჟურნალს ჰყავს საერთაშორისო სარედაქციო კოლეგია. ჟურნალში იბეჭდება სტატიები, რომლებიც დადებითად იქნება შეფასებული რეცენზენტების მიერ.

ახალგაზრდა მეცნიერთა შრომები და სტუდენტთა  სამეცნიერო ჟურნალები

  1. ჟურნალის სახელწოდება: „მნემოსინე“. სტუდენტთა შრომები ელინოლოგიასა და ლათინისტიკაში

ჟურნალის დაარსების თარიღი: 2004 წლიდან

პერიოდულობა: გამოდის ორ წელიწადში ერთხელ

გამოსული ნომრების რაოდენობა:  4

გამომცემლობა: საგამომცემლო პროგრამა „ლოგოსი“

რედაქტორი: მაგდა მჭედლიძე

წამყვანი   სტრუქტურული   ერთეული:    თსუ      ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა     ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი

ჟურნალის მოკლე აღწერილობა: მნემოსინეში იბეჭდება სტუდენტთა სამეცნიერო ნაშრომები კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის დარგში, სტუდენტების მიერ შესრულებული თარგმანები ძველი ბერძნული, ლათინური, ბერძნული და იტალიური ენებიდან. ადგილი ეთმობა სტუდენტთა შემოქმედებითი საქმიანობის ამსახველ ქრონიკებსაც. ჟურნალი შედგება რამდენიმე განყოფილებისგან: სამეცნიერო ძიებანი, თარგმანები, მეცნიერული მემკვიდრეობა, საუბრები უცხოელ სტუმრებთან.

  1. ჟურნალის სახელწოდება: „ახალგაზრდა ისტორიკოსთა შრომები“

ჟურნალის დაარსების თარიღი:  2012  წელი

პერიოდულობა: წელიწადში ერთი ნომერი

გამოსული ნომრების რაოდენობა: 2 ნომერი

გამომცემლობა:  „მერიდიანი“

რედაქტორი: პროფ. თედო დუნდუა, პროფ. თეიმურაზ პაპასქირი, ასისტენტ-პროფესორი ალექსანდრე ბოშიშვილი, დოქტორანტი ოქროპირ ჯიქური

წამყვანი   სტრუქტურული   ერთეული: თსუ   ჰუმანიტარულ   მეცნიერებათა   ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტი; მსოფლიო ისტორიის ინსტიტუტი

ჟურნალის მოკლე აღწერილობა: ჟურნალში იბეჭდება ახალგაზრდა მკვლევართა, მათ შორის სტუდენტთა, სამეცნიერო ნაშრომები. გამოსაქვეყნებელ მასალებს ხელმძღვანელის დასვკნების საფუძველზე არჩევენ რედკოლეგიის წევრები.

Journals

  1. Critical Discourse Studies

“Critical Discourse Studies is a new journal dedicated to critical study of discourse in research within the social sciences and humanities. It aims to have a broader interdisciplinary appeal than existing journals, and to publish theoretical as well as analytical contributions. The journal has been established in response to the rapidly increasing use of critical discourse studies and critical discourse analysis in many disciplines. It also aims to connect critical academic research with practical concerns and agendas, including those of poliical camaigns and social movements.” (Blurb of Routledge, the publisher).

  1. Discourse Processes

The official journal for the Society for Text and Discourse. Features articles in all areas of discourse analysis, and especially in the field of the psychology of discourse processing.

  1. Discourse Studies

International and multidiscplinary journal for the study of discourse. Publishes especially work in discourse linguistics, conversation analysis, the psychology of text processing, and cultural studies of discourse.

  1. Discourse & Society
    International and multidisciplinary journal for the study of the social and political aspects of discourse, as well as for critical approaches in discourse studies.
  2. Discourse & Communication

New journal (as from 2007) covering the interdisciplinary field between discourse and communication studies, propagating qualitative discourse analysis in the study of issues in communication.

  1. Journal of  Multicultural Discourses

Journal dedicated to a multicultural approach in the study of discourse, critical of exclusively “Western” approaches.

  1. TEXT & TALK. An Interdisciplinary Journal for the Study of Discourse

The first international journal for the study of discourse. Founded in 1980 by Teun A. van Dijk and János Petöfi, and edited by Teun A. van Dijk between 1980 and 1999. Now edited by Srikant Sarangi.

  1. The Journal of Language and Politics

A new journal, edited by Paul Chilton and Ruth Wodak.

  1. Research on Language and Social Interaction

Journal specifically dedicated to the publication of work on conversation/dialogue in interaction.

  1. Journal of Pragmatics

“The journal (…) provides a forum for pragmatic studies in sociolinguistics, general linguistics, conversation analysis, discourse analysis, cognitive linguistics, computational linguistics, applied linguistics and other areas of linguistic research.”

  1. Language in Society

The classical journal of sociolinguistics. Also publishes studies on discourse.

  1. Journal of Sociolinguistics

“The journal is concerned with language in all its dimensions, macro and micro, as formal features or abstract discourses, as situated talk or written text.

  1. Language and Communication

“This journal is unique in that it provides a forum devoted to the discussion of topics and issues in communication which is of interdisciplinary significance. It publishes contributions from researchers in all fields relevant to the study of verbal and non-verbal communication.”

  1. Semiotica

Journal of the International Association for Semiotic Studies.

  1. Social Semiotics

“Social Semiotics invites papers that carry out textual analyses framed by a rigorous understanding of political economy, processes of production and/or patterns of consumption, and     issues of embodiment, both race and gender.”

  1. Written Communication

“Provides a forum for the free exchange of ideas, theoretical viewpoints and methodological approaches that better define and further develop thought and practice in the exciting study of the written word.”

  1. Political Communication

“The journal welcomes all research methods and analytical viewpoints that advance understanding of the practices, processes, and policy implications of political communication in all its forms.”

  1. Journal of Linguistic Anthropology

The journal of the Society for Linguistic Anthropology.

  1. Journal of  Multicultural Discourses

Journal dedicated to a multicultural approach in the study of discourse, critical of exclusively “Western” approaches.

Advertisements
Comments Off on Journals
Innovations in Scholarly Communication

Changing Research Workflows

Crazy illusion

Thinking Aloud.

gypsyrepresent

Thinking critically about Romani representation in pop culture

ფილოლოგი

ქართული ფილოლოგია

Global Hinduism

Way of living Life

Learn to Teach Vedic Maths

Magical Methods-- World Leader in Vedic Mathematics

Defenders of Ma'at

Teach, Coach, Live, Learn, Train, Help, Inspire

Asheville Vedic Astrology

Vedic Astrology brought to you by Ryan Kurczak

Hamro dharma

Just another WordPress.com weblog

janeadamsart

An illustrated Journal of eastern and western wisdom

Sathya Sai Baba - Life, Love & Spirituality

Guru Bhagavan Sri Sathya Sai Baba Of Puttaparthi India

Soolaba's Blog

Ultimate Questions, Ultimate Answers

პიროვნული ზრდის სამყარო

„ჩვენ ვერასოდეს მივაღწევთ სიმშვიდეს გარე სამყაროში, სანამ არ მივაღწევთ მას შინაგანში“ - დალაი ლამა

მკითხველის ბლოგი

შთაბეჭდილებები კითხვის შემდეგ

Natia Kentchiashvili

natiakentchiashvili.WordPress.com site

კეჟერაძის ბლოგი

სამშობლოს, ადამიანებისა და ლიტერატურის მოყვარული რიგითი კლიმი

GeoSexMD.com - სამედიცინო სექსოლოგია

სექსუალური განათლება საქართველოში

აჭარა დღეს!

ჩვენ გვიყვარს ჩვენი კუთხე, საქართველოს ერთ–ერთი ულამაზესი მხარე, ჩვენი აჭარა.

Molly Bloom's Day™

ბებია ასტრიდი 1907-2017

მარო მაყაშვილის დღიური

გაფითრებული თებერვლის ლანდი

სემიოტიკა Semiotics

ცირა ბარბაქაძე _ შეხედეთ სამყაროს სემიოტიკის თვალით და აღმოაჩინეთ საკუთარი თავი მრავალ განზომილებაში

ბურუსი - BURUSI

თენგიზ ვერულავა - TENGIZ VERULAVA

Free Yourself

Just say "I am free!"

konspace

კოტეს ბლოგი ყველაფერზე

Barcelonisimo's Blog

ბლოგი მეგობრებისთვის და მათი მეგობრებისთვის...

My Civil Society

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის ბლოგი

ბაბუაწვერა

ოცნებებში გაფანტული ბლოგი ☮

kalatozishvili

КРИТИК - Мы страшные, потому что работаем над этим.

აღმოაჩინე შენთვის საინტერესო / Discover Things That Interest You

აღმოაჩინე შენთვის საინტერესო – ამოუცნობი,არქიტექტურა, აღმოჩენა ,ახალი ამბები, ბუნება, გასართობი, დიზაინი ,დოკუმენტური, ვიდეო ,თამაშები ,ივენთები, კინო / თეატრი ,კოსმოსი, კრეატივი ,მედიცინა ,მეცნიერება ,მისტიკა, მოგზაურობა, მოდა ,მუსიკა ,ნოვაცია ,პიროვნებები ,რელიგია ,სასარგებლო, საჭმელ / სასმელი ,სპორტი, სურათები, ტექნოლოგია ,ფოტოები, ფუფუნების საგნები ,შპალერები, წიგნები, ხელოვნება

Savidge Reads

The Chronicles of a Book Addict