სოციალური დიალექტის ფუნქციონირების საკითხისთვის

58517_154607567899276_100000501025127_418286_6105319_s

ივანე ჯავახიშვილის სახელობის

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის

IV კურსის სტუდენტი ნათია კენჭიაშვილი

საკონფერენციო მოხსენება სახელწოდებით

სოციალური დიალექტის ფუნქციონირების საკითხისთვის

სერგი ჟღენტის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია

 თბილისი 2012

სოციალური დიალექტის ფუნქციონირების საკითხისთვის

თანამედროვე ენათმეცნიერებაში არსებული ტენდენციების გათვალისწინებით, მკვლევრის ინტერესი და ძალისხმევა მიმართულია სუბიექტის ენის მიმართ (განსხვავებით, თვითონენის, როგორცსისტემის, კვლევისაგან). ენის ამ კუთხით შესწავლამ, ლინგვისტების წინაშე დააყენა მთელი რიგი ახალი პრობლემებისა, რომლებიც დაკავშირებულია ექსპრესიული ლექსიკის კლასიფიკაციასთან. მისი შესწავლის სირთულე დაკავშირებულია ადამიანის ფსიქო-სოციალურაქტივობასთან, რასაც შეისწავლის ენათმეცნიერება, ფსიქოლოგია, ფილოსოფია და სხვა მეცნიერებები. წმინდა ლინგვისტური სიძნელე განპირობებულია როგორც თავად პრობლემის არასაკმარისი დამუშავებით, ისე იმითაც, რომ სოციოლინგვისტიკა ენათმეცნიერების ახალი დარგია და მისი ტერმინოლოგიური აპარატი ჯერაც ჩამოყალიბების პროცესშია.

მეცნიერთა დაკვირვებით,„ამჟამად შეიმჩნევა დიალექტების შერწყმისა და იმ დიალექტთა დაკარგვის ტენდენცია, რომლებზეც შედარებით ნაკლები ხალხი მეტყველებს. ძველად ჭარბობდა მცირე, ზუსტად ლოკალიზებული დიალექტები. დღევანდელ მსოფლიოში კი ურბანიზაცია, მასობრივი გადაადგილება, საყოველთაო განათლება, ტელე- და რადიომაუწყებლობა, გაადვილებული კომუნიკაცია და სოციალური მობილურობა განაპირობებს უპირატესად რეგიონული და სოციალური დიალექტების არსებობას.“[1]

კვლევის მეთოდი. სოციოლინგვისტიკის კვლევის მეთოდად ვიყენებთ სოციალური დიალექტის ფუნქციონალურ ანალიზს.

კვლევის საგანი და ობიექტი. საკუთრივ ენის ექსპრესიულ და სოციალურ მხარეს შეისწავლის ენათმეცნიერების ინტერდისციპლინური დარგი სოციოლინგვისტიკის სახელწოდებით, ხოლო ამ უკანასკნელის კვლევის სფეროში შემოდის კიდევ ახალი ქვედარგი – სოციალური დიალექტოლოგია.

სოციოლინგვისტიკაში განირჩევა ორგვარი ტენდენცია შესასწავლი ობიექტის მიმართ: „თუ რომელიმე კონკრეტულ სოციოლინგვისტურ გამოკვლევაში შეიმჩნევა მიდრეკილება ლინგვისტიკისაკენ, ეს ნიშნავს, რომ მისი შესწავლის ობიექტი ენაა, ხოლო სოციუმი კი ამ ობიექტზე მოქმედი ერთ-ერთი ფაქტორი. თუ სხვა კონკრეტულ ნაშრომში სიმძიმის ცენტრი სოციოლოგიისაკენაა გადახრილი, მაშინ მდგომარეობა საპირისპიროა, ანუ საკვლევი ობიექტი სოციუმია, ხოლო ენა ამ ობიექტის არსებობის ერთ-ერთი გამოვლენაა.“[2] ჩვენ შემთხვევაში, საკვლევი ობიექტისადმი გვაქვს უფრო ლინგვისტური, ვიდრე სოციოლოგიური მიდგომა.

მაშ ასე, ჩვენი კვლევის ობიექტია – ექსპრესიული ლექსიკა, რომლის შემადგენელი ენობრივი ერთეულები, ანუ სოციოლექტები ამგვარად შეგვიძლია დავაჯგუფოთ:

1.ჟარგონი;

2.არგო (არგოტიზმი);

3.სლენგი.

თითოეული მათგანი ერთმანეთს უკავშირდება და ქმნიან ზეპირიმეტყველების სტილს, რომელიც შეიძლება აისახოს მხატვრულ ლიტერატურაშიც.

სოციოლექტების კლასიფიკაციას განსაზღვრავს შემდეგი ფაქტორები:

  • პროფესია/განათლება
  • ასაკი
  • გენდერი/სქესი
  • მიგრაცია
  • სოციუმი (ვიწრო, ჩაკეტილი, ღია…)

განვიხილოთ ჟარგონი, არგო და სლენგი:

1. დავიწყოთ ჟარგონით, ის წარმოადგენს ზეპირმეტყველებას, რომელიც საერთო სალიტერატურო ენისაგან განცალკევებული სპეციფიკური (პირობითი მნიშვნელობის მქონე) სიტყვა ან გამოთქმაა. ის გამოიყენება შედარებით მყარი სოციალური ჯგუფების წევრებს შორის ურთიერთობის დროს. ჟარგონის მთავარი ფუნქცია მდგომარეობს ავტონომიური სოციალური ჯგუფის თავისთავადობის გამოხატვაში, რისთვისაც საჭიროა სპეციალური სიტყვის, ფორმისა და შინაარსის არსებობა. მას ახასიათებს თავისებური სიტყვაწარმოება ლექსიკასა და ფრაზეოლოგიაში. ჟარგონი ჩნდება ერთნაირი სოციალური მდგომარეობის, ინტერესების, ასაკის, პროფესიის მქონე პირთა ჯგუფებში; მისი ხმარებისას აქცენტი კეთდება მოცემული ჯგუფის წევრობაზე. ეს არის გარკვეული ეტალონისადმი მიბაძვა. ჟარგონში ასახულია ამა თუ იმ სოციალური ნიშნით გაერთიანებული ჯგუფის მოთხოვნილებანი და ემოციური მისწრაფებანი.

ჟარგონი სოციალური დიალექტია, რომელიც განსხვავდება საერთო სალაპარაკო ენისაგან სპეციფიკური ლექსიკითა და ფრაზეოლოგიზმებით, ექსპრესიული ნიშნებითა და გამოყენების განსაკუთრებული სფეროთი. ჟარგონული ლექსიკის შემადგენლობის მიკუთვნება ერთი რომელიმე კატეგორიისთვის ძნელია, პირიქით, ის მიემართება მრავალ სოციალურ ჯგუფს. ჟარგონს არ გააჩნია საკუთარი ფონეტიკური, მორფოლოგიური და გრამატიკული სისტემა. ჟარგონიზმების ძირითადი ნაწილი მიიღება სესხების ან სემანტიკური გარდაქმნის გზით. ამდენად, ჟარგონული ლექსიკა იქმნება უკვე არსებული ლიტერატურული ენის ბაზაზე, სიტყვათა მნიშვნელობის მეტ-ნაკლები ცვლით, მეტაფორიზაციით, სიტყვის გაფორმებით, ბგერადობით, აგრეთვე სხვა ენის ლექსიკური ერთეულის გააქტიურებით. მაგალითად, ყველაზე დიდი რაოდენობით ჟარგონი ქართულ სიმანდვილეში მიღებულია რუსული ენიდან: ააგულავა, ააკიშკავა, აბაროტიაუღო, აბიჟნიკი, აბშიანი, აიასნებს, ბალამუტობს, გააპუსტიაკა, გამაზა, გრუზავს, დაასტოპა, დაუაბგონა, ეშუტკავება, ზადნიარიცის, იჟმოტა, იტოკში, მოშნად, ტაჩკა;ებრაულიენიდან: გაასუხარა, მაყუთი, ნაშადაა.შ.

ჟარგონი შეიძლება იყოს ლოკალიზებული და გეოგრაფიულად გავრცელებული. არის საერთაშორისო სიტყვახმარებაში გავრცელებული ჟარგონებიც. ის ისეთი მეტყველებაა, რომელიც დამახასიათებელია როგორც დაბალი, ისე მაღალი ფენისათვის. ამდენად, შეიძლება განეკუთვნებოდეს მეტყველების დაბალ და მაღალ სტილსაც.

2. ჩაკეტილი სოციალური ჯგუფების ჟარგონი იხმარება დანარჩენი საზოგადოებისგან იზოლაციის მიზნით. ასეთია, მაგალითად, აზარტული თამაშების მოყვარულთა, ქურდების, ხულიგნების და სხვა კრიმინალური დაჯგუფებების ჟარგონები, რომლებიც ქმნიან ე.წ. „დამნაშავეთაენას“, რომლებსაც ზოგჯერ არგოს (ფრ. argot) უწოდებენ, სათანადო ლექსემებს კი არგოტიზმებს. ტერმინი არგო, იგივე ჟარგონი, წარმოიშვა პარიზში, თუმცა არგოტიზმებს იცნობდა ანტიკური ლიტერატურაც. დამნაშავეთა ჟარგონმა ჯერ კიდევ XIX საუკუნიდან (თუადრეარა) განდევნა არგო, რომელსაც ცალკე ისტორია აქვს: არგოტიზმებს წარმოადგენდა, თავდაპირველად, მოხეტიალე მოვაჭრეების, მათხოვრებისა და ბომჟების ენა. ის გვევლინება ჟარგონის სახეობად. ისიც შეიძლება ითქვას, რომ არგოტიზმი პირობითი ენაა. მას ხშირად მიმართავენ კონსპირაციის მიზნით, არალეგალური მუშაობის, კრებების, შეთქმულების დროს. არგოტიზმის ცოცხალი ნიმუშია პაროლი (საიდუმლო კოდი) და/ან„თავისიანის“სიმბოლო-გარკვეულ წრეებში წინასწარ შემუშავებული საიდუმლო სიტყვა ან გამოთქმა. არგოტიზმები წარმოიშვა საზოგადოების არაფორმალურ კლასში, როგორც დამნაშავეთა სამართალი. აქ „არგო“საჭიროა იმისათვის, რომ დამნაშავეთა კავშირის თითოეული წევრის იდენტიფიკაცია იყოს შესაძლებელი თვითონ სოციუმში. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, კანონდამრღვევი გამიჯნოს კანონმორჩილისაგან. მაგალითად, ქურდული ჟარგონი, როგორცკანონი, გამოხატავს შინაგან იერარქიას დამნაშავეთა სამყაროში. სიტყვების ნაწილი გამოირჩევა უხეში და გადაჭარბებული მნიშვნელობით, როგორიცაა მაგალითად, ე.წ. „კლიჩკები“, რომელთა ნაწილი ან პატივისცემასა და ქებას გამოხატავენიმათმიმართ, რომელთაც უფრო მეტი გავლენა აქვთ, ან დამამცირებელ და დაბალ იერარქიულ დონეზე მიანიშნებენ. აქვე უნდა ვახსენოთ კნინობითი საკუთარი სახელები, რომლებიცჟარგონებადიქცა:

ა) კოწია[3] _ სოფლელი, გლეხი (“კოწია” _ საკუთარი სახელის„კონსტანტინეს“მოფერებითი ფორმა დასავლეთ საქართველოში). „ქალაქი კოწიებით გაივსო, წადი, შვილოსა, სახლში, კოჭი გააგორეო!“ (კოტე მახარაძე).

ბ) ქეთინო[4] _ ქალურად ნაზი მამაკაცი (ქეთინო _ ქალის სახელის ქეთევანის მოფერებითი ფორმა). „_ეე, _ ხელი აიქნია ზახოდამ, _ იმათ ისეთი ქეთინო ძაღლები ყავთ!“ (აკა მორჩილაძე).

3. ზოგიერთი სოციალურიჯგუფი, რომელიც ჟარგონს იყენებს, ღიაა და საზოგადოების ორგანულ ნაწილს შეადგენს. ასეთ ჟარგონს„კოლექტიური თამაშის“ სახე აქვს. მას ზოგჯერ „სლენგს“ (ინგ. slang) უწოდებენ. სლენგი-ესაა ენაში უკვე არსებული სიტყვა შეცვლილი მნიშვნელობით. ის ექსპრესიულია, ძალიან არამდგრადია, მისდევს მოდას, ექვემდებარება დროს; ასახავს ფამილარულ, იუმორისტულ ან ირონიულ, ოდნავ უხეშ დამოკიდებულებას სინამდვილისადმი. სლენგში სჭარბობს უფრო ნეგატიური ჟარგონი და ასევე ჩაკეტილი არგოტიზმი. მაგალითად, ქართულ ჟარგონი„ფრუქტი“1, რომელიც აღნიშნავს ტიპს (ვინმეს), აშკარად, უარყოფითი ელფერის სიტყვაა.

სლენგი იხმარება უშუალო საუბრის დროს, ამით ის უპირისპირდება ოფიციალურ მეტყველებას. მისი ძირითადი თემატიკაა: საჭმელ-სასმელი, ფული, ემოციები, ადამიანის ინტელექტუალური შესაძლებლობები, სოციალური მდგომარეობა, პროფესია, ასაკი, გარეგნობა, სწავლის პროცესი და სხვ. სლენგი ამ ნიადაგზე აღნიშნავს ადამიანთა ჯგუფებს შორის განსხვავებას. მაგალითად, თუნდაც, მაღალი ფენის წარმომადგენლები _ სასულიერო წოდებიდან, ან არისტოკრატიული წრიდან ასევე ქმნიან სპეციფიკურ ლექსიკას. მათ შორის აღსანიშნავია სალონური მეტყველება. სლენგი შეუძლიათ გამოიყენონ თავიანთ საუბარში განათლებულმა ადამიანებმა, ან გარკვეული ასაკის, ანდა პროფესიის წარმომადგენელმა. აღსანიშნავია, რომ ფამილარული (მდაბიო) საუბარი ახასიათებთ დაბალი დონის განათლების ადამიანებს. სლენგის მიხედვით, ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ თითოეული ზემოთ აღნიშნული ჯგუფი.

ცნობილი რუსი ლინგვისტი ი. გალპერინის აზრით, „სლენგი“ – ესაა უბრალოდ ჟარგონის სინონიმი (ჟარგონი=სლენგი) და არ შეიძლება მათი დამოუკიდებელ ცნებებად გამოყენება. მაგრამ მაინც აუცილებელია ერთმანეთისაგან განვასხვავოთ სლენგი, ჟარგონი, არგო და სალიტერატურო მეტყველება.

3.1. ახალგაზრდების სლენგი

სოციოლექტის ნაწილია – „ახალგაზრდების სლენგი“. ის ხასიათდება მოზარდების მეტყველების ექსპრესიულობით და მიემართება ზეპირმეტყველების სფეროს, სადაც მოსაუბრეს შეუძლია საკმაოდ თავისუფლად და სრულად გამოხატოს თავისი ემოციები.

პირობითად, „ახალგაზრდების სლენგი“ დამახასიათებელია 12-22 წლის ახალგაზრდებისათვის, თუმცა მკვეთრი ასაკობრივი ზღვარის გავლება მიზანშეწონილი არაა. ამგვარი სლენგი გავრცელებულია ძირითადად ქალაქში მცხოვრებ მოზარდებს შორის. ისევე, როგორც სლენგის სხვა სახეები, ისიც დაფუძნებულია ინტერნაციონალურ ტერმინებზე, მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, გამოირჩევა ფამილარული ელფერითაც.

სკოლისმოსწავლეთაჟარგონიარისკომპონენტი„ახალგაზრდებისსლენგისა“. სასკოლო ჟარგონის მატარებელნი უდავოდ არიან ახალგაზრდათაობის წარმომადგენლები, განსაკუთრებით, სკოლისმოსწავლეებიდასასკოლოპერსონალი. იმისდა მიუხედავად, თუროგორიაამგვარიჟარგონისფარულიაზრი, ან როგორ იგებს მას უმრავლესობა, ახალგაზრდების სლენგი რეალიზდება მხოლოდ მითითებული კონტინგენტის საუბარში.[5] ამ მხრივ, სასკოლო ჟარგონის კლასიფიკაცია შეგვიძლია, როგორც კორპორაციული ახალგაზრდული ჟარგონი.

ლ. ი. სკვორცოვას აზრით, სტუდენტების ჟარგონი წარმოადგენს უფრო დახვეწილ მეტყველებას, რადგან ისინი „აგდებენ“ თავიანთი ლექსიკიდან სასკოლო ჟარგონს (სკვორცოვი, 1964, 49). მაგრამ ეს აზრი არ დასტურდება როგორც რუსულ, ისე ქართულ სინამდვილეში. აი თუნდაც, ორივე ენისათვის დამახასიათებელი ჟარგონიშპარგალკა (шпаргалка), დამახასიათებელია როგორც სასკოლო, ისე სტუდენტების მეტყველებისთვისაც.

სტუდენტების ჟარგონი ასევე ხასიათდება გარკვეული სპეციფიკურობით. მათ მეტყველებისას მიდრეკილება აქვთ სიტყვების შემოკლებისაკენ. მაგალითად, უნივერსიტეტისნაცვლადიხმარონუნი(ბოლოკიდური რამდენიმე მარცვლის მოკვეცა), კორპუსის ნაცვლად –კორპი(ბოლოკიდური რამდენიმე მარცვლის მოკვეცა), კოლოკვიუმის ნაცვლად – „კოლო“ (ბოლოკიდური რამდენიმე მარცვლის მოკვეცა)დაა. შ.

3.2.        პროფესიული სლენგი

ცალკე გამოიყოფა პროფესიული ჟარგონი, ანუ სპეციალური სლენგი _ დამდაბლებული სტილის არასალიტერატურო ლექსიკა, დამახასიათებელი პროფესიულად განკერძოებულ პირთა არასაიდუმლო მეტყველებისათვის. პროფესიონალიზმები, ჩვეულებრივ, ოფიციალური ტერმინების დუბლეტებია. მათ შეიძლება ჰქონდეთ თავისებურებები გამოხატულების პლანში. მაგალითად, მათემატიკოსთა პროფესიულ ჟარგონში გვხვდება კუბი (კუბიკი – ბოლოკიდური მარცვლის მოკვეცა), ინფორმატიკოსთაწრეში _ კომპი (კომპიუტერი – ბოლოკიდური რამდენიმე მარცვლის მოკვეცა), პროგი (კომპიუტერული პროგრამა – ორი სიტყვის თავისებური სინთეზი მარცვალთა მოკვეცა-ამოღების ხარჯზე), და სხვ.

როგორცვხედავთ, ენასმიდრეკილებააქვსეკონომიისაკენ (სიტყვების ბოლოკიდური მარცვლის-მარცვლების მოკვეცა), რაც გამოვლინდა სტუდენტური სლენგისა და პროფესიული სლენგის მთელ რიგ კონკრეტულ შემთხვევებში.

ჟარგონები, რომლებმაც დაკარგეს სოციალური შეზღუდულობა, შეიძლება შეაღწიონ სალიტერატურო ენაში. მაგრამ არგოტიზმების ჭარბი გამოყენება არღვევს ლიტერატურული ენის სიწმინდეს. ასეთ გადასვლას ხელს უწყობს მხატვრული ლიტერატურა, რომელშიც ჟარგონი პერსონაჟთა მეტყველების მახასიათებლადაა გამოყენებული, ან თავად ავტორის მეტყველების სპეციფიკაა. ხშირად ჟარგონი მხოლოდ მხატვრული ლიტერატურის საკუთრებაღა ხდება, რადგან მისი გამოყენების შემთხვევები რეალურ ცხოვრებაში ან ძალიან მცირეა, ან საერთოდ აღარცაა. აღნიშნულის საილუსტრაციოდ შეგვიძლია მოვიყვანოთ ლალი მოროჟკინას წიგნიდან ერთი ასეთი მაგალითი: გიუშკიდაჯიმილი პატარქალაქის გარეუბანში გამართულ ყოველკვირეულ ბაზრობაზე მიდიოდნენ იმენნოიქლაჩების“ საყიდლად“.[6] „ქლაჩი“, რომელიც თავისთავად ჟარგონის თანაფარდი სიტყვაა თავისი მნიშვნელობით, თუმცა სიახლით ის ოკაზიონალიზმადაც შეიძლება ჩავთვალოთ. ეს სიტყვა ერთგვარი ევოლუციური სახესხვაობაა ისეთი ლექსემებისა, როგორიც იყო ერთ დროს ზმანი, შემდეგ ძონძი“ და ბოლოს ვხვდებით ამ მაგალითს _ ქლაჩი“.

ჟარგონიდან მომდინარე ლექსიკა საყოველთაო გავრცელების შემთხვევაშიც ინარჩუნებს ექსპრესიულობას. სალიტერატურო ენის სასაუბრო სტილში სლენგიდან შევიდა ისეთი ლექსემები, როგორიც არის ძონძები (მოდურიტანსაცმელი _ უარყოფითიკონოტაციით); ჩაწყობა (საქმის გაკეთება, ან მოგვარება ვისიმე მეშვეობით), საყოველთაოდ გავრცელდა ლექსემა ხალტურა, რომელიც თავდაპირველად მხოლოდ მსახიობთა წრეში იხმარებოდა „დამატებითი შემოსავლი სწყაროს“ მნიშვნელობით.

დასკვნა

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ჟარგონს ქმნის სოციუმი, რასაც განაპირობებს რამდენიმე ფაქტორი:

1)      ჟარგონის გამოყენების შემთხვევები დამოკიდებულია საერთო სოციალურ განწყობაზე. ხოლო სოციალური განწყობა კი ზოგჯერ ისეთია, რომ ზეპირ და არაოფიციალურ მეტყველებაში სჯობს ჟარგონის გამოყენება, ვიდრე ლიტერატურული ნორმების მკაცრი დაცვა და გამართული ქართულით მეტყველება;

პრინციპი:კოდების გადართვა და შერევა;

ამგვარი ტენდენცია მეცნიერულად ახსნილია კოდისა და სუბკოდის და მათი გარკვეული სოციუმის არსებობის პირობებში. კოდით აღინიშნება ბუნებრივი ენა, ხოლო სუბკოდი გულისხმობს სალიტერატურო ენას, ტერიტორიულ დიალექტს, ჟარგონს, არგოს, სლენგს და ა.შ. ამა თუ იმ სოციუმში შემავალი კონტინგენტი, რომელიც ფლობს საკომუნიკაციო საშუალებათა ზოგად ერთობლიობას, იყენებს მას კონკრეტულ პირობათა მიხედვით. იგულისხმება, რომ ერთი და იგივე ინდივიდი ფლობს რამდენიმე სუბკოდს და მათი მონაცვლეობითი ანდა შერეული გამოყენება ხდება შესაბამისი სიტუაციის მიხედვით. ამას ეწოდება კოდების გადართვა და შერება.[7]

2) ჩვენს დღევანდელ საზოგადოებაში მეტ ექსპრესიულობას ნიშნავს ის, რომ მეტყველებისას თავისუფლად და შეუზღუდავად ვიყენებთ ჟარგონს; ჩვენი ზეპირი მეტყველება ორიენტირებულია პიროვნული თვითგამოხატვისკენ. ნებისმიერი სახისა და რაოდენობის სოციუმი აუცილებლად დაიყვანება ერთი ადამიანის ინდივიდუალურ მეტყველებაზე – იდიოლექტზე;

3) ზოგადად ენაში (ქართულ ენაშიც მათ შორის) არსებობს ტენდენცია, რომ რამდენადმე მარტივად გამოხატო აზრი. ესიმასნიშნავს, რომ ენა ლექსიკური ერთეულების გამოყენების თვალსაზრისით მიდრეკილია ეკონომიისაკენ. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ენა საჭიროებს სოციოლექტის წარმოშობას.

პრინციპი: ენობრივი ცვლილება, როგორც გამარტივება;

პრესკრიფციულ გრამატიკოსთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ ყოველგვარი ენობრივი ცვლილება გამარტივების პრინციპით მიმდინარეობს. პრესკრიფციონისტები იქამდეც მივიდნენ, რომ ენობრივ ცვლილებათა ძირითად ფაქტორად სიზარმაცე და ზედმეტი ძალისხმევის თავიდან აცილება დაასახელეს.[8] ამ მიზნის მისაღწევად ენაში მიმდინარე ცვლილებები აისახება ფონოლოგიურ და მორფოლოგიურ დონეზეც. მაგალითისთვის ჩვენ მიერ განხილული ქართული სტუდენტების ჟარგონი და პროფესიული სლენგი გვიჩვენებს ლექსიკური ერთეულების შემოკლებისკენ მიდრეკილებას, კერძოდ კი ბოლოდიკური მარცვლის/მარცვლების მოკვეცის შემთხვევებს.

ჩვენშეგვიძლიაშევაფასოთჟარგონისხვადასხვაკუთხით, განვსაზღვროთ მისი ფუნქცია ენაში, ვილაპარაკოთ მისი გამოყენების არეალზე, ასაკობრივ ჯგუფებზე დაბოლოს დავგმოთ ის, როგორც პურიტანებმა და ენის სიწმინდის დამცველებმა. მაგრამ ვერ გავექცევით იმ ფაქტს, რომ სოციალური დიალექტის არსებობა ბუნებრივი მოვლენაა ენისთვის. ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ენა არის ორგანული მთელი და წარმოგვიდგება განვითარების მეტ-ნაკლებად უწყვეტი პროცესის სახით, თუმცა შეგვიძლია მისი კონტროლი გარკვეულ ფარგლებში, რათა არ მოხდეს ენაში ექსპრესიული ლექსიკის ჭარბი რაოდენობით გავრცელება.

ასეთია, რეალური მდგომარეობა ქართული ენისა.


გამოყენებულილიტერატურა:

  1. ლ. ბრეგაძე, ქართული ჟარგონის ლექსიკონი, თბილისი, 1999, 2005.
  2. თ. გამყრელიძე, ზ. კიკნაძე, ი. შადური, ნ. შენგელაია, თეორიული ენათმეცნიერების კურსი, თსუ, თბილისი, 2008.
  3. ნ. ლადარია, სოციოლინგვისტიკა, „მეცნიერება“, თბილისი, 2002
  4. თ. ლომთაძე, თანამედროვე ქართული სოციოლექტები, თბილისი, 2010.
  5. ლ.მოროშკინა,„უსექსობაპატარაქალაქში“თბილისი, 2011 წ.
  6. А.И. Марочкин, 1995. Данная статья была опубликована в научном сборнике ”Язык и эмоции'(Волгоград,’Перемена, 1995. – с. 69 – 75.)

[1]თ. გამყრელიძე, ზ. კიკნაძე, ი. შადური, ნ. შენგელაია, თეორიული ენათმეცნიერების კურსი, თსუ, თბილისი, 2008, გვ. 571-572.

[2]ნ. ლადარია, სოციოლინგვისტიკა, „მეცნიერება“, თბილისი, 2002, გვ. 5.

[3]ლევან ბრეგაძე, ქართული ჟარგონის ლექსიკონი, 2005, გვ. 79.

[4]იქვე, 2005, გვ. 129.

[5]ახალგაზრდების სლენგი არაა გამორიცხული, თუ მოზრდილი თაობის წარმომადგენლის საუბარშიც შეგვხვდება, თუმცა თავისი წარმომავლობითა და რეალიზების სფეროთი ის მაინც ახალგაზრდების მეტყველების შემადგენელი კომპონენტია.

[6]ლ. მოროშკინა, უსექსობა პატარა ქალაქში, 2011, გვ. 122.

[7]ნ. ლადარია, სოციოლინგვისტიკა, „მეცნიერება“, თბილისი, 2002, გვ. 11.

[8]იქვე, 2002, გვ. 36-37.

Leave a comment

Innovations in Scholarly Communication

Changing Research Workflows

gypsyrepresent

Thinking critically about Romani representation in pop culture

ფილოლოგი

ქართული ფილოლოგია

Global Hinduism

Way of living Life

Magical Methods

World Leader in Vedic Mathematics

Defenders of Ma'at

Teach, Coach, Live, Learn, Train, Help, Inspire

Asheville Vedic Astrology

Vedic Astrology brought to you by Ryan Kurczak

Hamro dharma

Just another WordPress.com weblog

janeadamsart

An illustrated Journal of eastern and western wisdom

Sathya Sai Baba - Life, Love & Spirituality

Guru Bhagavan Sri Sathya Sai Baba Of Puttaparthi India

Soolaba's Blog

Ultimate Questions, Ultimate Answers

პიროვნული ზრდის სამყარო

მიმღებლობა, მადლიერება, სიყვარული აგავსებს ნათელი ენერგიით და შენ სამყაროში დაამკვიდრებს ჰარმონიას

მკითხველის ბლოგი

შთაბეჭდილებები კითხვის შემდეგ

ნათია კენჭიაშვილი

natiakentchiashvili.WordPress.com site

კეჟერაძის ბლოგი

სამშობლოს, ადამიანებისა და ლიტერატურის მოყვარული რიგითი კლიმი

აჭარა დღეს!

ჩვენ გვიყვარს ჩვენი კუთხე, საქართველოს ერთ–ერთი ულამაზესი მხარე, ჩვენი აჭარა.

Molly Bloom's Day™

ასტრიდ ლინდგრენი – 111

მარო მაყაშვილის დღიური

გაფითრებული თებერვლის ლანდი

ბურუსი - BURUSI

თენგიზ ვერულავა - TENGIZ VERULAVA

Free Yourself

Just say "I am free!"

LILLIEVE

About Art & Culture & Myself

konspace

კოტეს ბლოგი ყველაფერზე

Barcelonisimo's Blog

ბლოგი მეგობრებისთვის და მათი მეგობრებისთვის...

ბაბუაწვერა

ოცნებებში გაფანტული ბლოგი ☮

kalatozishvili

КРИТИК - Мы страшные, потому что работаем над этим.

აღმოაჩინე შენთვის საინტერესო / Discover Things That Interest You

აღმოაჩინე შენთვის საინტერესო – ამოუცნობი,არქიტექტურა, აღმოჩენა ,ახალი ამბები, ბუნება, გასართობი, დიზაინი ,დოკუმენტური, ვიდეო ,თამაშები ,ივენთები, კინო / თეატრი ,კოსმოსი, კრეატივი ,მედიცინა ,მეცნიერება ,მისტიკა, მოგზაურობა, მოდა ,მუსიკა ,ნოვაცია ,პიროვნებები ,რელიგია ,სასარგებლო, საჭმელ / სასმელი ,სპორტი, სურათები, ტექნოლოგია ,ფოტოები, ფუფუნების საგნები ,შპალერები, წიგნები, ხელოვნება

Savidge Reads

The Chronicles of a Book Addict

geoRobot

საიტი რობოტების შესახებ დამწყებთათვის

კიჩი

ბლოგი ბევრ რამეზე

სხვამეფო

ყოველი წიგნი კარია პარალელურ სამყაროში

ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

Art-იდეა

პირველი ქართული შემოქმედებითი ბლოგი