„ადამიანის“ ცნება

 
58517_154607567899276_100000501025127_418286_6105319_s 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის

II კურსის სტუდენტი ნათია კენჭიაშვილი

რეფერატი

„ადამიანის“ ცნება

თბილისი 2010

„ადამიანის“ ცნების დეფინიციები

ადამიანი ფილოსოფიაში არის პრობლემა, რადგან მან არ იცის ვინ არის თვითონ და როგორია მისი ონტოლოგიური ადგილი სამყაროში. ადამიანი საკუთარი ბუნების თვითშემეცნებით უხსოვარი დროიდან არის დაკავებული, მაგრამ მან დღესაც არ იცის: რა შეიძლება იცოდეს, რა უნდა გააკეთოს და რისი იმედი შეიძლება ჰქონდეს? მან ასევე არ იცის თავისი ყოფიერების საზრისი; სიცოცხლის განმავლობაში შეიძლება ჰქონდეს გარკვეული მიზანი, მაგრამ ის საბოლოო არ იყოს… დღესდღეობით ადამიანს აქვს სხვადასხვა სახის ცოდნა, მათ შორის მეცნიერული, მაგრამ ეს ცოდნა არაა საკმარისი იმისათვის, რომ იცოდეს რა არის ადამიანი, როგორც ასეთი.

საკითხები, რომლებსაც შევეხებით, შეიძლება ასე ჩამოყალიბდეს:

  1. რა არის ადამიანი?“[1] „ადამიანის“ ეპოქალური დეფინიციები;
  2. რა არის ჰუმანიზმი?
  3. ადამიანის იდენტობის პრობლემა.

საკითხის შესწავლის თეროიული სირთულე:

  • რა არის ადამიანი?“  მე როცა ვსვამ ამ კითხვას და ვცდილობ პასუხი გავცე, ვარ თუ არა ამ დროს სუბიექტური ან ობიექტური?
  • რამდენად შეიძლება ჩაითვალოს ჩემი მსჯელობა ადამიანის შესახებ ჭეშმარიტად ან მცდარად?
  • შემიძლია თუ არა გამოვიტანო გარკვეული დასკვნები იმის შესახებ, თუ რა არის ადამიანი, მაშინ, როცა, მე საკუთარ თავსაც კი არ ვიცნობ და სჯობს დავტოვოთიგი“, როგორც ყველაზე „ღია“ ცნება ყველა სხვა ცნებათა შორის, რომლის დეფინიცია ექვემდებარება დროსა და სივრცესა, ასევე თავად ადამიანთა საზოგადოებების ცნობიერებას.

ადამიანი ურთულესი და შეიძლება ითქვას, ალოგიკური არსებაა. სწორედ, ამ ჭრილში ვხედავ თანამედროვე ადამიანს. კაცობრიობის წინაშე დგას საკითხი – როგორ განვითარდება თანამედროვე ადამიანი XXI საუკუნეში. დღევანდელი ადამიანის მდგომარეობა შეიძლება შევადაროთ მთიდან დაგორებულ ქვას. ადამიანური სამყაროს პროგრესულ წინსვლას ხომ დასასრული არ უჩანს. მისი მოქმედება მიდის მისივე არსებობის საპირისპიროდ. ამის მაგალითია: გაუცხოება, ატომური იარაღი, კლონირება, მთელი რიგი ეკოლოგიური პრობლემები. ამათგან სამი ფაქტორი შეიძლება გამოიყოს:

  • კოსმოსში გასვლა
  • მასობრივი საშუალებები
  • გენური ინჟინერია

ამ ფონზე ადამიანი უნდა იყოს დაცული სხვა ადამიანისაგან. მაგრამ აღნიშნული ტექნიკური პროგრესი თანამედროვე სამყაროს წინსვლის ერთადერთი საშუალებაა. ამ პრობლემასთან დაკავშირებული თვალსაზრისები შეიძლება დაჯგუფდეს ორ ძირითად კონცეფციად: პესიმისტურ და ოპტიმისტურ თვალსაზრისებად.

პესიმისტური თვალსაზრისით თანამედროვე ადამიანის მიერ წამოწყებული მეცნიერული პროგრესი, მოკლედ, ასე შეიძლება დახასიათდეს: მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარება ობიექტურ-ისტორიული კანონზომიერებაა, რაც სულ უფრო ნაკლებად ემორჩილება საზოგადოების მიზანდასახულ კონტროლს, რის გამოც მას საზოგადოებისათვის სარგებლობაზე მეტად ზიანი მოაქვს. რაც უფრო წინ მიდის მეცნიერება და ტექნიკა, რაც უფრო უმჯობესდება ადამიანთა მატერიალური ცხოვრების პირობები, მით უფრო ეგოისტები და ინდივიდუალისტები ხდებიან ადამიანები, იზრდება სიხარბე და მომხვეჭელობის ტენდენცია, ინდიფერენტიზმი ერთმანეთის ბედისადმი, უპირატესობა ენიჭება  სიამოვნებისა და დროსტარების კულტს. ბ. რასელი თვლიდა, რომ სოციალური პროგრესი იწვევს სულ უფრო მზარდ საშიშროებას და „ცოდნის დაგროვებასთან ერთად ადამიანი სულ უფრო კარგავს გონიერებასა და საღ აზროვნებას“.

რაც შეეხება ოპტიმისტურ თვალსაზრისს, ისინი, თავის მხრივ, შეიძლება დაჯგუფდეს ორ კონცეფციად. ერთი, რომელიც თვლის, რომ, მართალია, მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუცია თანამედროვე ეტაპზე იწვევს გარკვეულ წინააღმდეგობებსა და სიძნელეებს, მაგრამ იგივე მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუცია იძლევა ამ წინააღმდეგობებისა და სიძნელეების გადალახვის საშუალებებს.

  1. ადამიანის ეპოქალური დეფინიციები.

ფილოსოფიაში დაისმის კითხვა, თუ რა არის ადამიანი? ამაზე სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვაგვარი პასუხი არსებობდა. ადამიანმა განვლო თავისი ყოფიერების გრძელი გზა, სანამ „აქ“ და „ახლა“ მოაღწევდა და ის კვლავგანაგრძობს სვლას. ეპოქალური გააზრების მიხედვით, ადამიანის მიბაძვის საგანი იყო გმირი, წმინდანი,რევოლუციონერი, ზეკაცი, ტელეწამყვანი, კინო-ვარსკვლავი და ა.შ.

თუ ადამიანის გენეტიკური ფუნქციაა აზროვნება („კომპუტარე“), აქედან გამომდინარეობს შემდეგი: ისტორიის ადრინდელი პერიოდებიდან მოყოლებული ადამიანმა მიაღწია ამგვარ „მოაზროვნის“ მდგომარეობას. დამოუკიდებელი აზროვნების ტრადიცია ჯერ კიდევ ადამიანური ისტორიის გარიჟრაჟზე შეიქმნა. თვით სახელწოდება Homo Sapiens განსაზღვრავს როგორც ცხოველს, რომელსაც აზროვნება შეუძლია. ადამიანი, როგორც მოაზროვნე არსება, ურთულესი ფენომენია. მას მართავს უნართა, შესაძლებლობათა, სურვილთა და დამოკიდებულებათა მთელი სისტემა. მისთვის ძნელია გაერკვეს ამ სისტემაში, რის გამოც იგი ხშირად დაბნეულია და არ იცის რა ქნას.

Homo ludens ანუ მოთამაშე ადამიანი ქმნის სამყაროებს სამყაროში ღვთის წაბაძვით, ქმნის თამაშით, რომლის მიზანი მასშივეა, რაც მხოლოდ ადამიანს შეუძლია და ეს არის ღვთის ხატობის ერთ-ერთი ასპექტი.[2]

Homo tatus „მთლიან ადამიანს“ ნიშნავს. ეს ადამიანის ის სახეა, რომელსაც ჩვენ მუდმივად ვეძებთ. ეს არის გრძელი გზა კოსმოსთან, პირველსაწყისთან გასაერთიანებლად. „გამთლიანება“ საკუთარი თავის აღმოჩენას უკავშირდება და თავის მხრივ,  დაუსრულებელი პროცესია – მთელი ცხოვრება გრძელდება და შესაძლოა ისიც არ იყოს საკმარისი. ამ გზაზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინტუიცია, სიზმრები, ხილვები, რომელთა ჭვრეტა და მართვა ადამიანმა უნდა ისწავლოს.

ადამიანი, იარაღის მქონე და მწარმოებელი Homo Faber, ბუნების მეფე კი არ არის, როგორც ფიქრობდა . სპენსერი, არამედ ავადმყოფი ცხოველია, განვითარების ჩიხში მომწყვდეული არსება, როგორც ამბობდა ფრ. ნიცშე. აღარც კ. მარქსის განმარტება – „იარაღის კეთება“ – არის ადამიანის არსის სრულად გამომხატველი. დაბოლოს, ჩნდება ადამიანის კიდევ ერთი განსაზღვრება: Homo Sapiens Cyberneticus.

თანამედროვე ადამიანს უწევს რეალურ, წარმოსახვით და ვირტუალურ სამყაროებში ცხოვრება. ამგვარმა „მრავალფეროვნებამ“ განაპირობა კიდევ ერთი მოდელის ე.წ. კიბერპანკების გაჩენაც. ესაა ადამიანი, რომელიც შემოქმედებითად იაზრებს მისთვის ხელმისაწვდომ ყველანაირ ინფორმაციას. ტერმინი „კიბერნეტიკა“ ბერძნულად პილოტს ნიშნავს. კიბერპანკი არის რეალობის „მესაჭე“, რომელიც აზროვნებს შემოქმედებითად და მკაფიოდ. ტერმინებს „კიბერნეტიკული პიროვნება“ და „კიბერნავტი“ მივყავართ სიტყვა „პილოტის/მესაჭის“ ორიგინალურ მნიშვნელობასთან. ამ სიტყვის ელინური წარმომავლობა ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენადაც ასახავს დამოუკიდებელი და ინდივიდუალური აზროვნების სოკრატე-პლატონისეულ ტრადიციას. ძველი ბერძენი მეზღვაურები ხომ დიდი გამომგონებლები იყვნენ. იმისათვის რომ უცნობ ზღვებში რუქისა და სხვა საჭირო მოწყობილობების გარეშე ეცურათ, მათ ძალაუნებურად უნდა ესწავლათ დამოუკიდებლად აზროვნება და ინდივიდუალური ნავიგაციური გადაწყვეტილებების მიღება.

XX საუკუნეში ნორბერტ ვინერმა ააღორძინა სიტყვა „კიბერნეტიკა“, რომელიც დაუკავშირდა ავტომატურ, კომპიუტერულ მართვას. ხოლო სიტყვა კიბერპანკი საკმაოდ სარისკო ტერმინს წარმოადგენს. სხვა ლინგვისტური გამოგონებების მსგავსად, ეს ტერმინიც მაღალტექნოლოგიური იუმორისა და ტოლერანტობის ელფერით უნდა იქნას გამოყენებული და აღქმული.

მაგრამ ადამიანის ონტოლოგიურ-მეტაფიზიკური განილვა გულისხმობს ადამიანში უკვდავი სულის არსებობას. ის სულ სხვა არსებად წარმოგვიდგება მაშინ, როცა მის სპეციფიკად ტრანსცენდენტაციას მივიჩნევთ. ყოფიერება წარმოადგენს ტანჯვას, ბუდას მიხედვით. უკანასკნელი მიზანი შეიძლება იყოს მხოლოდ ნირვანა. მისი მხოფლმხედველობა თუ არის პესიმიზმი, ოპტიმისტური შეგვიძლია ვუწოდოთ შელერის შეხედულებას. ამ უკანასკნელის კონცეფცია მდგომარეობს შემდეგში: განსხვავებით ცოველის სიცოცხლისაგან, რომელსაც შელერი ახასიათებს როგორც ფილისტერულს, ადამიანის სიცოცხლე უნდა მოვიაზროთ, როგორც ფაუსტური; ამგვარად აღწევს ადამიანი გარემოს თავს და თავისი თავის ტრანსცენდენტაციას. ამ თვისებით, ადამიანი ხდება ის, ვინც ლოცვას აღავლენს და ვინც ეძებს ღმერთს. შელერი წერს: „ადამიანი კი არ ლოცულობს, არამედ არის ლოცვა სიცოცხლისა თავის მიღმა“. უფრო სწორი იქნება ვთქვათ, რომ ადამიანი – ეს თვითონაა ღვთის ძებნა – „ის არის ცოცხალი X, რომელიც ეძებს ღმერთს“. შელერი უარყოფს იმის მტკიცებას, რომ ღმერთის იდეა არის ანთროპომორფიზმი; ადამიანის ნიშნებით ღმერთის იდეის შედგენა შეუძლებელია იმიტომაც, რომ ეს ოპერაცია მოითხოვს ღმერთის იდეის წინასწარ ქონას.  მის მიხედვით, პირიქით უნდა ვამბობდეთ, რომ ერთადერთი აზრიანი ნათქვამი იქნებოდა ადამიანის წარმოდგენა ღმერთის მიერ, მის მსგავსად („ხატად და მსგავსად ღვთისა“), ე.ი. თეომორფისტულად.

თომას მანი წერდა, რომ თანამედროვე ადამიანის ტრაგედია საზოგადოებრივი ცხოვრების უნარის დაკარგვაშია ანუ ადამიანები გადაეჩვივნენ ერთად ყოფნას. ამ მოტივით დაიწყო ადამიანის მარტოსულობა და შინაგან მე-ში ჩაკეტვის დაუსრულებელი სვლა. ადამიანები აღარ არიან ფასეულნი. დაიკარგა სხვა ადამიანში მეგობრის აღმოჩენის მცდელობა. ადამიანები თვითონვე აძლევენ თავის თავს დანიშნულებასა და როლს, თუ მასში სიყვარულია?! უსიყვარულო ადამიანი კი „გამოფიტულია“. გარდა ამისა, თანამედროვე ადამიანი, ურწმუნოებამაც მოიცვა (ვერ ვხედავ ე.ი. არ მწამს). ა. კამიუს მცდელობაც უშედეგო გამოდგა. ახალი პრინციპებით ცხოვრება იწვევს გარე სამყაროსთან გაუცხოებას. ჟ. პ. სარტრმა კი ჩამოაყალიბა თავისი ფორმულა ამგვარად: „არსებობა წინ უსწრებს არსებას“. „ღმერთის სიკვდილის“ შემდეგ ადამიანი თავს აღარ განიცდის, როგორც ქმნილება. ჰაიდეგერი თანამედროვე ადამიანს უწოდებდა მანურ არსებას ( Mann – ესაა განუსაზღვრელი ნაცვალსახელი).

  1. რა არის ჰუმანიზმი?

„ჰუმანიზმი“ საკმაოდ მოქნილი ტერმინია, რომელიც სხვადასხვა ხალხთან სხვადასხვა მნიშვნელობას იძენს. სიტყვა Humanismus გერმანიაში XIX საუკუნის დასაწყისიდან იხმარება კლასიკური განათლების ტრადიციულისახის აღსანიშნავად, რომლის ღირებულება იმ პერიოდში ეჭვქვეშ დგებოდა. ინგლისში ესტერმინი „ჰუმანიზმი“ პირველად მეთიუ არნოლდმა გამოიყენა. რაც შეეხება „ჰუმანისტს“ – ეს სიტყვა გაჩნდა XV საუკუნეში, როგორც სტუდენტთა შორის გავრცელებული ჟარგონი, რომელიც უნივერსიტეტის „ჰუმანიტარულ მეცნიერებათა“ მასწავლებელს ნიშნავდა. ეს იყო ლათინური ფრაზა (studia humanitatis) და აღნიშნავდა ძირითადად 5 აკადემიურ საგანს: გრამატიკას, რიტორიკას, პოეზიას, ისტორიასა და ეთიკას.

რა იყო განსაკუთრებული ჰუმანიტარულ მეცნიერებებში? ლეონარდო ბრუნის განმარტებით, აღნიშნულ საგნებსიმიტომ ეწოდათ ეს სახელი, რომ ისინი „სრულყოფენ ადამიანს“. მაგრამ რატომ მიიჩნევდნენ ამ ხუთ საგანს ადამიანის სრულყოფის ძირითად საშუალებად? ფუნდამენტურ იდეას წარმოადგენდა ის, რომ ადამიანიცხოველისაგან ძირითადად განსხვავდება მეტყველებითა მორალით. აქედან გამომდინარე, ფუნდამენტურიმეცნიერების საგანი დაკავშირებული იყო ენასა და ეთიკასთან. ენას განეკუთვნებოდა გრამატიკა და რიტორიკა, ხოლო ეთიკას – პოეზია და ისტორია, რამდენადაც ისინი გამოყენებითი ეთიკის სახეობებად მიიჩნეოდნენ.

ჰუმანისტთა ძირითად ვარაუდთა ნათელ ილუსტრაციას წარმოადგენდა XVI საუკუნის ფრანგი ჰუმანისტის შარლდე ბუელის მიერ შექმნილი დიაგრამა, რომელიც ყოფიერების 4 კატეგორიას განიხილავს, აღმავალი თანმიმდევრობით: ისინი არსებობენ ქვასავით, ცხოვრობენ მცენარესავით, გრძნობენ ცხენივით და შეიცნობენადამიანივით. შესაბამისად, არსებობს ადამიანთა 4 კატეგორია: ზარმაცი, ხარბი, მეოცნებე და სწავლული. სხვასიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანური ბუნების სრულყოფა შეიძლება, მაგრამ მხოლოდ ჰუმანისტია ჭეშმარიტი ადამიანი.

  1. ადამიანის იდენტობის პრობლემა.

მიუხედავად იმისა, თუ როგორ გაიგებოდა ადამიანის ბუნება, ტემპერამენტი, რელიგიური მსოფლმხედველობა, მორალური პრინციპები, საზოგადოება მუდამ ცდილობდა ადამიანის გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევას და თუნდაც ახალი ადამიანის შექმნას.

ადრე ამას ადამიანს ავალდებულებდნენ ან აიძულებდნენ გარეშე ძალები, როგორც ეს იყო სხვადასხვა წყობილების დროს; მაგალითად, ქალაქ-სახელმწიფო სპარტა თავისი მოქალაქეების „სპარტანულ აღზრდას“ მოითხოვდა. ახალ დროში კი მიმდინარეობდა ადამიანის იდეოლოგიური აღზრა, რომლის მაგალითიც იყო ფაშისტური და სოციალისტური რესპუბლიკების ტოტალიტარული სისტემები. გარდა ამისა, არის ადამიანის მართვის ფარული და შენიღბული ფორმაც. ესაა მანიპულაცია, რომელიც პოლიტტექნოლოგიების აუცილებელი ელემენტია. იგი იყენებს რეკლამას, პიარსა და იმიჯის შექმნის მეთოდებს. ამ დროს ადამიანს შეგნებულად უყალიბებენ სტერეოტიპულ შეხედულებებს, გემოვნებას, მისწრაფებეს, ლტოლვებს, ინტერესებს. ამგვარი ერთიანი და ერთფეროვანი სტანდარტების საშუალებით, ადვილია ადამიანის მსოფლმხედველობის კონტროლი, უხეშად რომ ითქვას.

დღეს ადამიანს აქვს თავისუფლება და ტექნიკური საშუალებანი თვითონ გარდაქმნას საკუთარი თავი. უკვე XX საუკუნეშივე ადამიანს მისცეს თავისუფლება თავად აერჩია საკუთარი იდენტობა. ადამიანი ცდილობს სრულყოს საკუთარი თავი არა მარტო ზნეობრივი ან ინტელექტუალური კუთხით, არამედ გარეგნობის მხრივაც. ადამიანს მიეცა საშუალება გენური ინჟინერიისა და კლონირების მეშვეობით გააკეთოს ეს. იდენტურობა აღარ არის ის, რაც დაბადებიდანვე მოგვეცა, მათ შორის არც სახელი, არც  გვარი და არც სქესი. ერთი მხრივ, იდენტურობა არჩევანის საგანია, ხოლო მეორე მხრივ, ის დაცული უნდა იყოს მულტიკულტურული და კროსკულტურული გარემოსაგან. ეს კი ადამიანისაგან მოითხოვს მუდმივ ზრუნვას საკუთარი იდენტურობის შესანარჩუნებლად.

ადამიანი დაინტერესებულია მუდამ საკუთარი თავის გარდაქმნით (სრულყოფით). მას ამისთვის აქვს მოდელი, ან ორიენტირი, რომელსაც თავის ბაძვის ობიექტად აქცევს. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანი არასოდეს ყოფილა კმაყოფილი თავისი ყოფიერების წესით. ადამიანმა განვლო თავისი ყოფიერების გრძელი გზა სანამ „აქ“ და „ახლა“ მოაღწევდა და ის კვლავ განაგრძობს სვლას. ეპოქალური გააზრების მიხედვით, ადამიანის მიბაძვის საგანი იყო გმირი, წმინდანი, რევოლუციონერი, ზეკაცი და ტელევარსკვლავი. მაგრამ კაცობრიობის ისტორიაში ჩნდებოდნენ განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები გენიოსები და არა მარტო ზრდასრული ადამიანები, არამედ ბავშვები ე. წ. ვუნდერკინდები, სრულიად განსხვავებული ფენომენები.

დღევანდელი ადამიანი ცხოვრობს არა დანაწევრებულ სამყაროში, ან იზოლირებულ გარემოში, არამედ სუბკულტურათა სამყაროში. რადიოს, ტელევიზიისა და ინტერნეტის მეშვეობით შეიქმნა ადამიანის არსებობის ის სახე, რომელიც თანამედროვეობის მიერ აფარებულ ერთგვარ ნიღბად იქცა. ეს არის ის სფერო, რომელშიც მასობრივმა საინფორმაციო საშუალებებმა მთელი მსოფლიო და თითოეული ადამიანი უფრო მეტად დაახლოვა ერთმანეთთან. პატარა სოფლის მსგავსად, სადაც ყველა ყველას იცნობს, იშლება დროითა და სივრცით დაშორებული მანძილი ადამიანებს შორის. კაცობრიობა ინდივიდუალიზმიდან გადავიდა კოლექტიურ ინდივიდუალიზმზე. დღევანდელ ეპოქაში, თანამედროვე ადამიანს თავისი არსებობის მანძილზე პირველად მიეცა საშუალება დაინახოს უფრო მეტი სივრცე, როგორც ფიზიკური, ისე მეტაფიზიკური.

ახალი ფილოსოფიური მიმდინარეობაც კი წარმოიშვა, ადამიანის დანიშნულების ახლებური ხედვა, რომლის ავტორი არის ცნობილი ფილოსოფოსი ერიკ ფრომი. იგი სვამს კითხვას: „ვიყოთ თუ ვიქონიოთ“ (to be or to have)?!. როგორც ჩანს, თანამედროვე ადამიანი გახდა მომხმარებელი. მას მუდამ რაღაც აკლია და ბევრი რამ სჭირდება. უნდა სახლი, მანქანა, ფული, ტანსაცმელი და ასე დაუსრულებელია მისი მოთხოვნილებები. ამასთან, ადამიანი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ის, რაც უნდა, იქონიოს კიდეც. ყოფნას რაც შეეხება, თანამედროვე ადამიანი უნდა პასუხობდეს ეპოქის მოთხოვნილებებს, რათა განვითარდეს და ჩამოყალიბდეს პიროვნებად. ძნელია იმის თქმა, რომელი მხარე გადაწონის to be or to have?!

ისიც კი შეიძლება ითქვას, რომ სულაც არ არის საჭირო თანამედროვე ადამიანის როლზე ახალი მეცნიერული კონცეფციის შემუშავება ან კვლევების ჩატარება. ჩემი აზრით, ადამიანი გამოცანად რჩება, რადგან მისი ბოლომდე ამოხსნა შეუძლებელია. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ საქმე ეხება თანამედროვე ადამიანს, რომელიც ყველაზე უფრო მრავალმხრივ, საინტერესო და კომუნიკაბელურ არსებად მესახება. მე ის წარმომიდგენია სწორედ დღევანდელი ეპოქის, XXI საუკუნის „შვილად“.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ბანძელაძე გ., მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუცია და ზნეობრივი პროგრესის პრობლემა. მეცნიერება. თბილისი, 1979.
  2. ერნსტ კასირერი, რა არის ადამიანი, თბილისი, 1983.
  3. რამიშვილი ვ., ფილოსოფია.
  4. რ. ბალანჩივაძე, ადამიანი, თავისუფლება, პასუხისმგებლობა, თბ., 1976.
  5. ა. ბრეგვაძე, რა არის ადამიანი, თბ., 1997.
  6. ა. ბრეგვაძე, ადამიანის შინაგანი ბუნება და მისი გარეგამოვლინება, თბ., 1998.
  7. ზ. კაკაბაძე, ადამიანი, როგორც ფილოსოფიური პრობლემა, თბ., 1987.
  8. შ. ნადირაშვილი, პიროვნების სოციალური ფსიქოლოგია, თბ., 1975.
  9. დევიდ იუმი, გამოკვლევა ადამიანის გონების შესახებ, თბ., 1992.
  10. Л.П. Гримак, Резервы человеческой психики, М.1987.
  11. Ф.Т. Михаилов, Загадка человеческого Я, 1997.
  12. http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=5&t=15540

[1] კითხვას დავესესხე ერნსტ კასირერის ამავე სახელწოდების წიგნიდან „რა არის ადამიანი“.

[2] http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=5&t=15540

Advertisements
Innovations in Scholarly Communication

Changing Research Workflows

Crazy illusion

Thinking Aloud.

gypsyrepresent

Thinking critically about Romani representation in pop culture

ფილოლოგი

ქართული ფილოლოგია

Global Hinduism

Way of living Life

Learn to Teach Vedic Maths

Magical Methods-- World Leader in Vedic Mathematics

Defenders of Ma'at

Teach, Coach, Live, Learn, Train, Help, Inspire

Asheville Vedic Astrology

Vedic Astrology brought to you by Ryan Kurczak

Hamro dharma

Just another WordPress.com weblog

janeadamsart

An illustrated Journal of eastern and western wisdom

Sathya Sai Baba - Life, Love & Spirituality

Guru Bhagavan Sri Sathya Sai Baba Of Puttaparthi India

Soolaba's Blog

Ultimate Questions, Ultimate Answers

პიროვნული ზრდის სამყარო

„ჩვენ ვერასოდეს მივაღწევთ სიმშვიდეს გარე სამყაროში, სანამ არ მივაღწევთ მას შინაგანში“ - დალაი ლამა

მკითხველის ბლოგი

შთაბეჭდილებები კითხვის შემდეგ

Natia Kentchiashvili

natiakentchiashvili.WordPress.com site

კეჟერაძის ბლოგი

სამშობლოს, ადამიანებისა და ლიტერატურის მოყვარული რიგითი კლიმი

GeoSexMD.com - სამედიცინო სექსოლოგია

სექსუალური განათლება საქართველოში

აჭარა დღეს!

ჩვენ გვიყვარს ჩვენი კუთხე, საქართველოს ერთ–ერთი ულამაზესი მხარე, ჩვენი აჭარა.

Molly Bloom's Day™

ბებია ასტრიდი 1907-2017

მარო მაყაშვილის დღიური

გაფითრებული თებერვლის ლანდი

სემიოტიკა Semiotics

ცირა ბარბაქაძე _ შეხედეთ სამყაროს სემიოტიკის თვალით და აღმოაჩინეთ საკუთარი თავი მრავალ განზომილებაში

ბურუსი - BURUSI

თენგიზ ვერულავა - TENGIZ VERULAVA

Free Yourself

Just say "I am free!"

konspace

კოტეს ბლოგი ყველაფერზე

Barcelonisimo's Blog

ბლოგი მეგობრებისთვის და მათი მეგობრებისთვის...

My Civil Society

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის ბლოგი

ბაბუაწვერა

ოცნებებში გაფანტული ბლოგი ☮

kalatozishvili

КРИТИК - Мы страшные, потому что работаем над этим.

აღმოაჩინე შენთვის საინტერესო / Discover Things That Interest You

აღმოაჩინე შენთვის საინტერესო – ამოუცნობი,არქიტექტურა, აღმოჩენა ,ახალი ამბები, ბუნება, გასართობი, დიზაინი ,დოკუმენტური, ვიდეო ,თამაშები ,ივენთები, კინო / თეატრი ,კოსმოსი, კრეატივი ,მედიცინა ,მეცნიერება ,მისტიკა, მოგზაურობა, მოდა ,მუსიკა ,ნოვაცია ,პიროვნებები ,რელიგია ,სასარგებლო, საჭმელ / სასმელი ,სპორტი, სურათები, ტექნოლოგია ,ფოტოები, ფუფუნების საგნები ,შპალერები, წიგნები, ხელოვნება

Savidge Reads

The Chronicles of a Book Addict

%d bloggers like this: