მორალი იგავსა და ანდაზაში

58517_154607567899276_100000501025127_418286_6105319_s 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის

IV კურსის სტუდენტი ნათია კენჭიაშვილი

მორალი იგავსა და ანდაზაში 

თბილისი 2013

არსებობს მორალი ნორმატიულ აქტებში, არის დაუწერელი ზნეობრივი კანონებიც, მაგრამ როცა საქმე ეხება მხატვრულ ლიტერატურას, იქ მორალი არ არის მოცემული დოგმატურად. დასაწყისშივე უნდა აღინიშნოს, რომ ფილოსოფოსებს აქვთ სიმართლის თქმის თავისებური ფორმა, ხოლო ლიტერატორებს – თავისებური. მაგალითად, მორალისტი მწერლები ხშირად სიმართლის თქმის მოთხოვნილებიდან და აუცილებლობიდან გამომდინარე, ირჩევდნენ მართლის თქმის ისეთ ფორმას, როგორიცაა იგავი. რაც შეეხება ფილოსოფოსებს, მათ სიმართლის თქმისას შეფარული ფორმა არ სჭირდებათ, რადგან აზრის გამოხატვის ერთადერთი გზა – ესაა ლოგიკური მსჯელობა (თუ არ ჩავთვლით ამა თუ იმ ფილოსოფოსის განსხვავებული წერის მანერასა და სტილს).

ანტიკურ ფილოსოფიაში გავრცელებული იყო წერის დიალოგური ფორმა, რომლის თავისებურება ის გახლდათ, რომ დიალოგის მონაწილე პირები ავტორის მიერ იყვნენ ამეტყველებულნი. ხშირად, ეს უკანასკნელი სხვისი მეშვეობით გამოხატავდა თავის შეხედულებას. მაგალითისთვის, უნდა გავიხსენოთ პლატონის დიალოგები, სადაც ის სწორედ სოკრატეს გამოათქმევინებს ხოლმე იმ ჭეშმარიტ სიმართლეს, რომელსაც თავადაც ემხრობა. იბადება კითხვა: რატომ მიმართავდნენ ადამიანები თავიანთი აზრის გამოხატვის ასეთ გზებს? თუ ისევ დავუბრუნდებით სოკრატესა და პლატონს, ხშირად სიმართლის ქადაგენა წამგებიანი იყო მათივე უსაფრთხოებისთვის.

პლატონის დიალოგები იმ ძირითადი ნიშნით ხასიათდება, რომ ავტორი ავითარებს სხვადასხვა მოსაზრებას, მაგრამ რეალურად მკითხველი ვერ იპოვის ერთ კონკრეტულ პასუხს ამა თუ იმ კითხვაზე. არის შეხედულებათა მთელი პალიტრა, რომელიც სხვადასხვა პირის მიერ არის გამოთქმული (დიალოგის მონაწილეების მიერ). დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას ავტორი უტოვებს მკითხველს და რაც ყველაზე საინტერესო _ მას უვითარებს ამგვარი ანაზილის გაკეთების უნარს.

ასეთივე ნიშანი აქვს იგავ-არაკებსაც; მოთხრობილია ამბავი, რომელიც კონკრეტულ მონახაზს გვთავაზობს გადმოსაცემი შინაარსის მიხედვით. ტექსტის გაგება და მისი აზრის გაშიფვრა ასევე მკითხველზეა დამოკიდებული.

მაგრამ ფილოსოფიური მსჯელობის გვერდით მხატვრულ ლიტერატურაშიც გაჩნდა ამგვარი “მართლის თქმის”[1] მოთხოვნილება. ესაა საკმაოდ მარტივი და ამავე დროს, მხატვრული თვალსაზრისით, ნოვატორული მიგნება იმისათვის, რომ ობიექტურად და ადეკვატურად შეაფასო და გადმოსცე რეალობა. იგავ-არაკი – ესაა მორალის შეფარული ქადაგება. საქმე ის გახლავთ, რომ მხატვრული ლიტერატურის ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჟანრი, რომელიც უძველესი დროიდან არსებობდა როგორც აღმოსავლეთში, ისე დასავლეთში, თავის მიზნად ოდითგანვე სწორედ მორალის გადმოცემას ისახავდა.

განსაზღვრების თანახმად, მორალი, რომელსაც იგავი შეიცავს, არის სენტენცია, რომელიც განმარტავს მასში არსებულ სასარგებლო აზრს. იგავი ჩვეულებისამებრ, აღწერს კონკრეტულ ეპიზოდს, ხოლო მორალი, რომლის მატარებელიც არის ის, აღიარებული ჭეშმარიტებაა, რომლის ილუსტრირება ამ ეპიზოდით ხდება. როგორც ნებისმიერი იგავი, ანდაზაც პრაქტიკულად შედგება ორი ნაწილისაგან:

1)     ქარაგმულად ნათქვამი მსჯელობისაგან – ზოგადი დასკვნისაგან;

2)    დარიგებისაგან – ახსნა-განმარტებისაგან.

ორივე ერთეული დაკავშირებულია ცხოვრებისეული რეალობის ამსახველ ფაქტებთან და მოვლენებთან. აფასებს რა სიტუაციას, იღებს გადაწყვეტილებას და შესაფერის დროსა და კონტექსტში დასკვნის სახით გვთავაზობს რჩევას ყოფითსა თუ ზნეობრივ საკითხებზე. მაგრამ ესეც ინდივიდზეა დამოკიდებული. მაგალითად, ქართული ანდაზა “ხერხი სჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებსა” – რთული სათქმელია, რამდენად ზნეობრივია. თუ ამას შევადარებთ მეორე ანდაზას “მოყვარეს პირში უზრახე, მტერ პირს უკანაო” – ეს უკანასკნელი უფრო მეტად შეიცავს მორალურ დარიგებას.

ანდაზა, როგორც ტროპის სახე

ყველა ისეთი შემთხვევის აღსანიშნავად, როცა სიტყვას ან გამოთქმას თავისი პირდაპირი მნიშვნელობით არ ვხმარობთ, როცა მასში ჩადებულია ისეთი შინაარსი, რომელიც უშუალოდ ამოკითხვადი არაა, ტროპი ეწოდება.

ამ აზრით ყოველი ანდაზა არის ტროპი, რადგან, როცა, მაგალითად, ვამბობთ, „ახალი ცოცხი კარგად გვისო“ – ჩვენ ამ შემთხვევაში არც ცოცხს ვგულისხმობთ და არც მაინცდამაინც დაგვას. ჩვენ აქ ვლაპარაკობთ ადამიანზე, რომელიც ახლა შეუდგა მუშაობას. ჯერ კარგად, მონდომებით საქმიანობს, თუმცა მის მუშაობას მაინც ეჭვის თვალით ვუყურებთ, რადგან გვგონია, რომ შეიძლება რამდენიმე ხნის შემდეგ ამ სიბეჯითემ გაუაროს და ისე კარგად აღარ იმუშაოს. ასევე ითქმის იგავზეც.[2] მაგალითად, აკ. წერეთლის „ღამურა“ ეხება ერთ თაგუნას, მაგრამ სინამდვილეში ჩვენ მხედველობაში გვაქვს ადამიანი, რომელიც იმდენად უგუნური აღმოჩნდა, რომ იუკადრისა თავის ტოლებში ყოფნა, სხვამ კი არ მიიღო და გარიყა.

ანდაზა (ლათ. proverbium) ხალხური სიტყვიერების ჟანრია, თუმცა შესაძლოა იყოს ლიტერატურიდან მომდინარეც. მისი ძირითადი მახასიათებლებია:

•     სინამდვილის ასახავა და განაზოგადება გონებამახვილურად;

•     სატირულ-იუმორისტული და/ან დამრიგებლობითი შინაარსის თქმა;

•     მცირე ფორმის მხატვრული თქმა, წარმოდგენილი, ძირითადად, ერთი წინადადების სახით;

•     პოლიფუნქციურობა – ანდაზაში შეიძლება იდოს სხვადასხვა აზრი, რაც დამოკიდებულია ინდივიდისა და კოლექტივის სუბიექტურ აღქმაზე. მეტად საფრთხილოა, ანდაზების ჩართვა ბავშვთა აღმზრდელობით პრაქტიკაში _ ახსნისა და დასაბუთების გარეშე.

ადნაზები ამგვარად შეგვიძლია დავაჯგუფოდ:

1.     ანდაზათა უმავლესობა რაიმე საყოველთაოდ მიღებულ ნორმას ან პრაქტიკულ კონცეფციას გამოხატავს;

2.     ანდაზათა მცირე ნაწილი კი აუცილებლად სიბრძნეს (ხალხურ სიბრძნეს) არ გამოხატავს და არ გადმოსცემდეს პროგრესულ მორალურ-ეთიკურ ნორმას. შეიძლება ის ეფუძნებოდეს უმეცარ, მაგრამ ხალხში გავრცელებულ და ფეხმოკიდებულ საერთო აზრს.

მაგალითად, საზოგადოდ მოარული გამონათქვამი, რომელიც სქოლასტიკური შუა საუკუნეებიდან იღებს სათავეს, ყველას ეცნობა – გემოვნებაზე არ დაობენ”. აქ მოყვანილი აზრი, თითქოს გვანიჭებს თავისუფლებას მოქმედებაში, შეფასებასა და შემოქმედებაში, მეორე მხრივ კი იგი გვათანაბრებს უმეცრების, გაუნათლებელი საზოგადოების, არაკომპეტენტურობის ჩარჩოში, მნიშვნელობას უკარგავს ჭეშმარიტ სილამაზეს.

ანდაზები ხშირად ნასესხებია სხვადასხვა ენებიდან და კულტურებიდან და შესაძლოა მომდინარეობდეს ერთზე მეტი წყაროდან. ადნაზებს შეისწავლის ცალკე მეცნიერება პარემიოლოგია.

ანდაზა, რომელიც აღწერს ქცევის ნორმას, შეიძლება ეწოდოს “მაქსიმი”. თუ ანდაზა გამოირჩევა განსაკუთრებით დახვეწილი სტილით და შეიძლება არც განეკუთვნებოდეს ხალხურ სიტყვიერებას, “აფორიზმი” ჰქვია.

ჯერ კიდევ ანტიკური ხანის რიტორები შესაძლებლად თვლიდნენ, რომ ერთსა და იმავე იგავს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე მორალი, თუ მას განვიხილავთ სხვადასხვა მოტივით. ამ შემთხვევაში, ვფიქრობთ, მართებული იქნება პარალელის გავლება ანდაზა-ომონიმებთან, მაგალითად:

  • ორი კურდღლის მადევარი, ვერც ერთს ვერ დაიჭერსო[3]

       ორ სკამზე მჯდომი ძირს დავარდაო[4]

  • სახელის გატეხვას, თავის გატეხვა სჯობიაო[5]

       სიტყვის დაცდენას, ფეხის დაცდენა სჯობსო!”[6]

ნიშანდობლივია, რომ გერმანული სამეცნიერო ლიტერატურა იგავში განარჩევს

1.     “მორალს” (Moral);

2.     “ცხოვრებისეულ სიბრძნეს” (Lebensklug).

როგორც ჩანს, ეს უკანასკნელი უნდა გავაიგივოთ ზოგად დასკვნასთან – განზოგადებულ სიბრძნესთან, ხოლო მორალი – შეფასებასთან, რომელიც გულისხმობს ვინმეს ან რაიმეს განსჯას, თანაგრძნობას, დარიგებას და ა.შ. შეფასება კი, ჩვეულებისამებრ, ეყრდნობა განზოგადებულ სიბრძნეს, რამდენადაც ხაზგასმით უნდა იყოს აღნიშნული, ნათქვამი, თუ რომელი საქციელია განსასჯელი ან შესაქები.

სხვადასხვა ენაში გავრცელებული ანდაზების საერთო ანალიზზე დაყრდნობით, შეიძლება გამოიყოს შემდეგი ჯგუფები:

ა) წმინდა ომონიმია – ერთი კონკრეტული შინაარსით წარმოდგენილი ტექსტი ერთზე მეტ განზოგადებულ სიბრძნეს – ზოგად დასკვნას (შესაბამისად, ერთზე მეტ დასკვნას) აფიქსირებს. ამას საფუძვლად უდევს მოცემული ეთნოსის მიერ სამყაროს შემეცნების პროცესში ერთ კონკრეტულ მოვლენაზე დაკვირვებისას სხვადასხვა კუთხით დანახული თვისებები და შედეგად მიღებული გამოცდილება. ეს განაპირობებს ერთი ტექსტის სხვადასხვა რაკურსით (რიგ შემთხვევში მეტიც, ურთიერთსაწინააღმდეგო აზრით).

ახსნას, რის ფონზეც, ბუნებრივია, თითოეული განსხვავებულ შეფასებას იძლევა და განსხვავებულ სიტუაციურ კონტექსტში ითხოვს რეალიზაციას, ე.ი. მოცემულ პარემიულ სივრცეში მისი ზოგადაზრობრივი განფენილობის პარამეტრები და ეროვნულ ცნობიერებაში შესაბამისი რელევანტური ჩარჩოების განსაზღვრა სხვადასხვა სიბრტყეზე ფიქსირდება.

ბ) ჰეტეროსიტუაციურობა – მოცემულ შემთხვევაში კვლევისას პოსტულატად იქნა აღებული ი. ნეიგორის ტერმინი “თავისუფალი ქმედება”, რომლის შიდა სტრუქტურა ასეთია: მორალი იძლევა შეფასებას, ხოლო შეფასება შეიძლება მხოლოდ საქციელისა, რომელიც, თუ დავაზუსტებთ, თავისუფალი არჩევანის პირობებში ხორციელდება. აქ მოცემულ ტექსტს საფუძვლად უდევს ერთი განზოგადებული სიბრძნე – ზოგადი დასკვნა, რომელსაც, შესაძლოა, მსგავსი ტიპის (არა სხვადასხვა) სიტუაციურ კონტექსტებში სხვადასხვაგვარი აზრობრივი შეფერილობა მიეცეს, რის ფონზეც, გარკვეულწილად, განსხვავებულ მორალს – შეფასებას იძენს. ამგვარი მაგალითების აქტუალიზაციისას მიღებული შეფასება (მორალი) მოცემული ზოგადი მნიშვნელობის თემატურ ჩარჩოებს პრაქტიკულად არ სცილდება, მაგრამ მის ჩამოყალიბებას, ერთი მხრივ, ის კონკრეტული სიტუაციური კონტექსტი განაპირობებს, რომელშიც ხდება მისი რეალიზება და, მეორე მხრივ, მის ფორმირებას გარკვეულწილად განსაზღვრავს სამეტყველო აქტის მონაწილეთა ინდივიდუალური გემოვნება, პიროვნული მსოფლმხედველობა, ზნეობრივი თვითშეგნების ნორმები და ა.შ.

მხატვრული ლიტერატურა, რა სახისაც არ უნდა იყოს ის, მეტ-ნაკლებად და აუცილებლად შეიცავს სიბრძნეს. ამის გარეშე, ფაქტიურად, ესა თუ ის ნაწარმოები ძალიან ბევრს დაკარგავდა. იგავი და განსაკუთრებით, ანდაზა კი მხატვრული სიტყვის ის ნიმუშებია, რომლებიც ლაკონურად გადმოგვცემენ სიბრძნეს, ასე ვთქვათ, წარმოადგენენ  “სიბრძნეს მინიატურებში”.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ლიტერატურის თეორიის საფუძვლები, კრ., თბილისი, 1986.
  2. ლიტერატურის თეორია. ქრესტომათია I. თბ. 2009.
  3. ლიტერატურის თეორიისა და ისტორიის საკითხები, თბილისი, 1978.

[1] დავით გურამიშვილისდავითიანი

[2] ლიტერატურის თეორიისა და ისტორიის საკითხები, თბილისი, 1978, გვ. 113.

[3] ქართული ანდაზა

[4] ბულგარული ანდაზა

[5] ქართული ანდაზ

[6] ბულგარული ანდაზა

Leave a comment

Innovations in Scholarly Communication

Changing Research Workflows

gypsyrepresent

Thinking critically about Romani representation in pop culture

ფილოლოგი

ქართული ფილოლოგია

Global Hinduism

Way of living Life

Magical Methods

World Leader in Vedic Mathematics

Defenders of Ma'at

Teach, Coach, Live, Learn, Train, Help, Inspire

Asheville Vedic Astrology

Vedic Astrology brought to you by Ryan Kurczak

Hamro dharma

Just another WordPress.com weblog

janeadamsart

An illustrated Journal of eastern and western wisdom

Sathya Sai Baba - Life, Love & Spirituality

Guru Bhagavan Sri Sathya Sai Baba Of Puttaparthi India

Soolaba's Blog

Ultimate Questions, Ultimate Answers

პიროვნული ზრდის სამყარო

მიმღებლობა, მადლიერება, სიყვარული აგავსებს ნათელი ენერგიით და შენ სამყაროში დაამკვიდრებს ჰარმონიას

მკითხველის ბლოგი

შთაბეჭდილებები კითხვის შემდეგ

ნათია კენჭიაშვილი

natiakentchiashvili.WordPress.com site

კეჟერაძის ბლოგი

სამშობლოს, ადამიანებისა და ლიტერატურის მოყვარული რიგითი კლიმი

აჭარა დღეს!

ჩვენ გვიყვარს ჩვენი კუთხე, საქართველოს ერთ–ერთი ულამაზესი მხარე, ჩვენი აჭარა.

Molly Bloom's Day™

ასტრიდ ლინდგრენი – 111

მარო მაყაშვილის დღიური

გაფითრებული თებერვლის ლანდი

ბურუსი - BURUSI

თენგიზ ვერულავა - TENGIZ VERULAVA

Free Yourself

Just say "I am free!"

LILLIEVE

About Art & Culture & Myself

konspace

კოტეს ბლოგი ყველაფერზე

Barcelonisimo's Blog

ბლოგი მეგობრებისთვის და მათი მეგობრებისთვის...

ბაბუაწვერა

ოცნებებში გაფანტული ბლოგი ☮

kalatozishvili

КРИТИК - Мы страшные, потому что работаем над этим.

აღმოაჩინე შენთვის საინტერესო / Discover Things That Interest You

აღმოაჩინე შენთვის საინტერესო – ამოუცნობი,არქიტექტურა, აღმოჩენა ,ახალი ამბები, ბუნება, გასართობი, დიზაინი ,დოკუმენტური, ვიდეო ,თამაშები ,ივენთები, კინო / თეატრი ,კოსმოსი, კრეატივი ,მედიცინა ,მეცნიერება ,მისტიკა, მოგზაურობა, მოდა ,მუსიკა ,ნოვაცია ,პიროვნებები ,რელიგია ,სასარგებლო, საჭმელ / სასმელი ,სპორტი, სურათები, ტექნოლოგია ,ფოტოები, ფუფუნების საგნები ,შპალერები, წიგნები, ხელოვნება

Savidge Reads

The Chronicles of a Book Addict

geoRobot

საიტი რობოტების შესახებ დამწყებთათვის

კიჩი

ბლოგი ბევრ რამეზე

სხვამეფო

ყოველი წიგნი კარია პარალელურ სამყაროში

ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

Art-იდეა

პირველი ქართული შემოქმედებითი ბლოგი