ლექცია: მნიშვნელობა, მომზადება და წაკითხვა

58517_154607567899276_100000501025127_418286_6105319_s

სალექციო მასალა განკუთვნილია დოქტორატურის საფეხურის სტუდენტთათვის და აღნიშნული საკითხით დაინტერესებული გარეშე პირთათვის.

ლექცია

(მნიშვნელობა, მომზადება და წაკითხვა)

წინამდებარე თემა მომზადდა  დ. ენუქიძის “ორატორული ხელოვნების”[1] საფუძველზე. ასევე, რაც მსურს, რომ დავამატო: კარგი იქნება, თუ პარალელს გაავლებთ და თქვენს პრაქტიკულ გამოცდილებას გადაამოწმებთ იმ სტანდარტთან, რომელიც, ჯერ კიდევ როდის, საბჭოეთის დროს, იყო შემუშავებული და მოიცავდა სრულიად საგანმანათლებლო სისტემას. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ წიგნში მრავლად არის ნახსენები საბჭოთა იდეოლოგიის ამსახველი ტერმინოლოგია, ის მაინც საყურადღებო ინფორმაციის შემცველია და ვერანაირად ვერ ჩაითვლება მხოლოდ ერთი ეპოქით შემოფარგლულად. ამდენად, დღევანდელობას და არსებულ სალექციო სტანდარტებს თავისუფლად შეიძლება ასახავდეს ქვემოთმოყვანილი ინფორმაცია.

უმაღლესი სასწავლებლების, პოლიტიკური და მეცნიერული ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების, ოფიცერთა სახლის და საერთოდ, საგანმანათლებლო მუშაობის მთავარ მეთოდს ლექცია წარმოადგენს. ამიტომ ბუნებრივია სალექციო მუშაობას, ე.ი. ლექტორთა კადრების შერჩევას, ლექციების ხარისხს, მის ორგანიზებას და ბოლოს ლექციების პრაქტიკულ ცხოვრებასთან დაკავშირებას, მათ ქმედითობას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა.

დღესდღეობით უცნობია, თუ რამდენი ათასი ადამიანი ეწევა სალექციო სამუშაოს და რამდენი ათასი ლექცია ტარდება ყოველწლიურად საქართველოში. პრაქტიკის ღრმად შესწავლა გვიჩვენებს, რომ ლექციის დადებითი თუ უარყოფითი თვისება სწავლების ფორმას კი არ ეხება, არამედ დაკავშირებულია ლექტორის ხელოვნებასა და ლექციის შინაარსთან.

ლექციის წარმატებით წასაკითხად საკმარისი არაა საკითხის მხოლოდ კარგი ცოდნა. ბევრი სახელმოხვეჭილი მეცნიერის პედაგოგიურმა მოღვაწეობამ ნათლად დაგვანახა, რომ არც თუ ისე იშვიათია შემთხვევა, როდესაც ზოგ განთქმულ მეცნიერს სალექციო მუშაობაში არავითარი წარმატება არ ჰქონია. ლექციის კარგად წაკითხვისათვის აუცილებელია საგნის ცოდნა. მაგრამ ეს საკმარისი არაა. შინაარსთან ერთად, საჭიროა ლექციის გადაცემის ფორმაზე ზრუნვაც.

ლექცია ცოდნის ამა თუ იმ საკითხის განსაკუთრებით შეკუმშული გადაცემაა. ლექტორი ზოგჯერ ორსაათიან, ძალიან ხშირად კი ერთსაათიან ლექციაში გადასცემს მეცნიერულ მასალას, რომელიც შეიძლება სამეცნიერო ლიტერატურის მრავალ ტომში იყოს მოთავსებული. ლექტორის პირადი თვისებები, მისი ფილოსოფიური შეხედულებები, ერუდიცია, მეთოდური შეიარაღება დიდმნიშვნელოვანი შენაძენია.

ჰუმანიტარულ მეცნიერებაში (ფილოსოფია, ფილოლოგია…) წაკითხული ლექცია განსხვავდება საბუნებისმეტყველო-მათემატიკურ მეცნიერებებში (მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ანატომია, ფიზიოლოგია) წაკითხული ლექციებისაგან. ერთი მეცნიერების სხვადასხვა მიმართულებებში ჩატარებული ლექციებიც კი განსხვავდება თავისი ხასიათით.

მაგრამ არსებობს ისეთი მხარეები და თვისებები, რომლებიც საერთოა ყველა ლექციისათვის; არსებობს საერთო მოთხოვნა ყველა ლექციის მიმართ, მეცნიერების რა დარგშიც არ უნდა იკითხებოდეს ის.

  1. პირველი და მთავარია ლექციის მეცნიერულობა.

ყველა განსაზღვრება და ფორმულირება უნდა იყოს მკაფიო და აკმაყოფილებდეს ლოგიკის მოთხოვნებს; მოსატანი ფაქტები მკაცრად უნდა შემოწმდეს. ისტორიული ექსკურსი საკითხის მეცნიერული გადმოცემის საიმედო საშუალებაა და მიანშეწონილია მას მივმართოთ ყოველ საჭირო შემთხვევაში, თუმცა ეს არც ისე უბრალო საქმეა. ყოველი ლექტორი ვალდებულია მომთხოვნი იყოს თავისი თავის მიმართ, პირველ რიგში იმ მხრივ, რომ უზრუნველყოს ლექციის მეცნიერული შინაარსი. ლექტორმა უნდა მიაღწიოს იმას, რომ ყოველი სიტყვა, თითოეული დებულება დასაბუთებული, ხოლო მისი შინაარსი აგებული იყოს მეცნიერების თანამედროვე მდგომარეობისა და ამ მხრივ არსებული მიღწევების ღრმა ცოდნაზე.

ამით დაინტერესებულია მსმენელიც, თუ ფართო აუდიტორიასთან გვაქვს საქმე და სტუდენტიც, თუ ლაპარაკია ლექციაზე უმაღლეს სასწავლებელში. მსმენელი უსმენს ლექტორს, რომელიც იძლევა საკითხის მეცნიერულ გადმოცემას და მზადაა აპატიოს მას ზოგიერთი მეთოდური ხასიათის ნაკლი. მაგრამ ლექტორი დაკარგავს ყოველივე ავტორიტეტსა და ნდობას, თუ მისი ლექცია მეცნიერული თვალსაზრისით საეჭვოა.

  1. მეორე მნიშვნელოვანი მოთხოვნა ლექციისადმი – ეს არის გეგმიანობა და სისტემატურობა.

ლექციის წინ მსმენელთათვის გეგმის გაცნობას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს. გეგმა ლექტორის მუშაობას აუდიტორიისათვის თავისთავად გასაგებს ხდის; აუდიტორია ლექტორთან ერთად მიდის ერთი დებულებიდან მეორისაკენ, ამასთან მისთვის ცხადია აზრის განვითარების პერსპექტივა, ლექტორი უნდა ერიდოს კომპილაციას და სხვისი აზრების უკან ამოფარებას, არამედ ის უნდა ეყრდნობოდეს მეცნიერული აზრის შემოქმედებით დამოუკიდებლობას. ბოლოს, ლექტორმა მოკლედ უნდა შეაჯამოს ნათქვამი და გაიმეოროს მთავარი, გადამწყვეტი დებულებები, სისტემაში მოიყვანოს მთელი თავისი ნათქვამი. მნიშვნელოვანია, რომ სიტყვა იყოს დასაბუთებული. ლიტონი სიტყვის მოსმენა დროის დაკარგვაა. ამიტომ ბუნებრივია, რომ ლექციის დამაჯერებლობას ლექტორმა დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს. მიზანშეწონილია ლექციის მომზადების პროცესში დადგენილ იქნას მასალების გადაცემის არა მხოლოდ თანმიმდევრულობა, არამედ ლექტორი უნდა ფიქრობდეს იმაზეც, თუ რამდენად დამაჯერებელია მოტანილი ფაქტები. ლექტორმა უნდა გაითვალისწინოს შესაძლებელი გაუგებრობის გამომხატველი შეკითხვები და შეეცადოს, რომ ისინი არ დაებადოს მსმენელს.

  1. ლექციის აღმზრდელობითი ფუნქცია.

  2. შეთვისების შეგნებულობა.

ლექტორი დიდ ყურადღებას უნდა აქცევდეს იმას, რომ მსმენელებმა ლექცია შეითვისონ შეგნებულად და არა მექანიკურად. ლექციის შეგნებულად შეთვისების უმნიშვნელოვანესი პირობაა მსმენელთა აქტიური და შემოქმედებითი აზროვნება. მოსმენილის მხოლოდ შეგნებულად შეთვისების შედეგად შეუძლია მსმენელს თავისი რწმენა მეტ-ნაკლებად მტკიცედ ჩათვალოს და ამის საფუველზე მეტი უპირატესობითაც დაიცვას ის.

  1. ლექციის მისაწვდომობა.

რაც არ უნდა რთული იყოს საკითხი, ლექტორმა გასაგებად, მისაწვდომად უნდა გადასცეს ის აუდიტორიას. ის უნდა ლაპარაკობდეს მარტივად, აუდიტორიისათვის მისაწვდომი ენით, მან გადაჭრით უნდა დაგმოს დაზეპირებული, ბუნდოვანი ტერმინები, უცხო სიტყვები. ლექტორმა უნდა შეძლოს არაფრისმთქმელი ტრაფარეტული ფრაზებისა და სეძახილების გარეშე, ფაქტებისა და ციფრების მომარჯვებით გაარკვიოს თუნდაც ურთულესი საკითხი. უმართებულოა იმის მტკიცება, რომ კვალიფიციურ აუდიტორიაში გადაცემის მისაწვდომობა და სიცხადე პრობლემას არ წარმოადგენს, რომ გადმოცემის სისადავე გააუბრალოებს ლექტორის ლექსიკონს და ამის სედეგად დაეცემა ლექციის მეცნიერული დონე. ბუნებრივია, რომ არ შეიძლება ლექციაში სპეციალური მეცნიერული ტერმინების შეცვლა შემთხვევითი ტერმინებით, ასევე დასაშვებია შესაბამისი უცხო სიტყვების გამოყენებაც. მაგრამ ეს ყველაფერი უნდა ხდებოდეს ზომიერად და დასაშვებ ფარგლებში.

  1. აუდიტორიის თავისებურება.

ლექციას მნიშვნელოვნად აუფასურებს აუდიტორიის თავისებურების გაუთვალისწინებლობა. მსმენელთა შემადგენლობას ლექტორი დიდი ყურადღებით უნდა ეპყრობოდეს და სიტყვას აგებდეს ამ თავისებურებათა გათვალისწინებით. არათუ სხვადასხვა აუდიტორიაში, უმაღლეს სასწავლებელშიც კი ერთია ლექციის კითხვა პირველ კურსზე და სულ სხვა – დამამთავრებელ კურსზე. ასევე შეძლებისდაგვარად გათვალისწინდეს მსმენელთა მომზადების დონეც.[2]

[1] ენუქიძე, დ., ორატორული ხელოვნება, სახელმწიფო გამომცემლობა, „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1958.

[2] ენუქიძე, დ., ორატორული ხელოვნება, სახელმწიფო გამომცემლობა, „საბჭოთა საქართველო“, თბ., 1958, გვ. 27-44.

Innovations in Scholarly Communication

Changing Research Workflows

gypsyrepresent

Thinking critically about Romani representation in pop culture

ფილოლოგი

ქართული ფილოლოგია

Global Hinduism

Way of living Life

Magical Methods

World Leader in Vedic Mathematics

Defenders of Ma'at

Teach, Coach, Live, Learn, Train, Help, Inspire

Asheville Vedic Astrology

Vedic Astrology brought to you by Ryan Kurczak

Hamro dharma

Just another WordPress.com weblog

janeadamsart

An illustrated Journal of eastern and western wisdom

Sathya Sai Baba - Life, Love & Spirituality

Guru Bhagavan Sri Sathya Sai Baba Of Puttaparthi India

Soolaba's Blog

Ultimate Questions, Ultimate Answers

პიროვნული ზრდის სამყარო

მიმღებლობა, მადლიერება, სიყვარული აგავსებს ნათელი ენერგიით და შენ სამყაროში დაამკვიდრებს ჰარმონიას

მკითხველის ბლოგი

შთაბეჭდილებები კითხვის შემდეგ

ნათია კენჭიაშვილი

natiakentchiashvili.WordPress.com site

კეჟერაძის ბლოგი

სამშობლოს, ადამიანებისა და ლიტერატურის მოყვარული რიგითი კლიმი

აჭარა დღეს!

ჩვენ გვიყვარს ჩვენი კუთხე, საქართველოს ერთ–ერთი ულამაზესი მხარე, ჩვენი აჭარა.

Molly Bloom's Day™

ასტრიდ ლინდგრენი – 111

მარო მაყაშვილის დღიური

გაფითრებული თებერვლის ლანდი

ბურუსი - BURUSI

თენგიზ ვერულავა - TENGIZ VERULAVA

Free Yourself

Just say "I am free!"

LILLIEVE

About Art & Culture & Myself

konspace

კოტეს ბლოგი ყველაფერზე

Barcelonisimo's Blog

ბლოგი მეგობრებისთვის და მათი მეგობრებისთვის...

ბაბუაწვერა

ოცნებებში გაფანტული ბლოგი ☮

kalatozishvili

КРИТИК - Мы страшные, потому что работаем над этим.

აღმოაჩინე შენთვის საინტერესო / Discover Things That Interest You

აღმოაჩინე შენთვის საინტერესო – ამოუცნობი,არქიტექტურა, აღმოჩენა ,ახალი ამბები, ბუნება, გასართობი, დიზაინი ,დოკუმენტური, ვიდეო ,თამაშები ,ივენთები, კინო / თეატრი ,კოსმოსი, კრეატივი ,მედიცინა ,მეცნიერება ,მისტიკა, მოგზაურობა, მოდა ,მუსიკა ,ნოვაცია ,პიროვნებები ,რელიგია ,სასარგებლო, საჭმელ / სასმელი ,სპორტი, სურათები, ტექნოლოგია ,ფოტოები, ფუფუნების საგნები ,შპალერები, წიგნები, ხელოვნება

Savidge Reads

The Chronicles of a Book Addict

geoRobot

საიტი რობოტების შესახებ დამწყებთათვის

კიჩი

ბლოგი ბევრ რამეზე

სხვამეფო

ყოველი წიგნი კარია პარალელურ სამყაროში

ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

Art-იდეა

პირველი ქართული შემოქმედებითი ბლოგი