ინტელექტუალური თავისუფლებისა და ინტელექტუალური საკუთრების კონცეპტუალური ანალიზი

58517_154607567899276_100000501025127_418286_6105319_s

ივანე ჯავახიშვილის სახელობის

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის

დოქრატურის I კურსის სტუდენტი

ნათია კენჭიაშვილი

ინტელექტუალური თავისუფლებისა და ინტელექტუალური საკუთრების კონცეპტუალური ანალიზი

(ადამიანის ინტელექტუალური უფლებები)

ადამიანის უფლებები და ადამიანის ღირსება ჩემთვის საინტერესო საკითხია იმდენად, რამდენადაც მათ ორი ასპექტით აქვს დატვირთვა რეალურ ცხოვრებაში  და ქმნიან ფილოსოფიურ პრობლემას, რომელთა საფუძველიც მათ პარადოქსულ გამოვლინებებში მდგომარეობს. რატომ? იმიტომ, რომ ერთია, ამ ტერმინთა ოფიციალური განმარტებები და მეორე, მათი შესაბამისობა რეალობასთან და იმ შემთხვევებთან, რომლებიც ადამიანის ინტელექტუალურ უფლებებისა და ღირსების ცნებებს განსაზღვრავენ. ხშირად ამ ორ – ტერმინოლოგიურ და ფაქტობრივ – რეალობებს შორის დიქოტომია შეინიშნება. ხოლო ჩემთვის, როგორც ფილოსოფიური საკითხებით დაინტერესებული პირისთვის, „ნამდვილ ფილოსოფიურ პრობლემებს ფესვები ყოველთვის გადგმული უნდა ჰქონდეს მწვავე პრობლემებში ფილოსოფიის გარეთ და ისინი კვდებიან, თუ ეს ფესვები ისპობა.“ (კ. რ. პოპერი) და რადგან ამ აზრს ვიზიარებ, ამდენად, აღნიშნული საკითხიც წარმოადგენს სწორედ იმგვარ პრობლემას, რომელიც ყოფითი ცხოვრებიდან წარმოიშობა – იმ კულტურული თავისებურებებიდან, რომლებიც ამა თუ იმ სამეცნიერო საზოგადოებისთვისაა ბუნებრივი და არ წარმოადგენენ ინტერნაციონალური ხასიათის უნივერსალიებს.

მე მინდოდა ორ ამგვარ პრობლემაზე გამემახვილებინა ყურადღება, რომლებიც ფილოსოფიური კითხვების სახით ჩამოვაყალიბე:

რა მიმართება არსებობს ინტელექტუალური თავისუფლებისა და ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს შორის? და რა თავისებური გამოვლინებები არსებობს ისეთი, რომელებსაც წინააღმდეგობაში მოჰყავს ეს ორი მნიშვნელოვანი უფლება?

ადამიანს გააჩნია ორი, ჩემი აზრით, უმთავრესი ეგზისტენციალური უფლება:

  1. ინტელექტუალური თავისუფლების უფლება;
  2. ინტელექტუალური საკუთრების უფლება.

უპირველეს ყოვლისა, ამა თუ იმ საკითხის ფილოსოფიური ანალიზის დროს, კვლევის პირველი საფეხურია საკითხის ცნებითი და ტერმინოლოგიური შესწავლა. არსებობს აღნიშნულ ცნებათა ორგვარი გავრცელების არეალი: იურიდიული და კოგნიტიური, რომელიც როგორც ლინგვისტური, ისე ფილოსოფიური გააზრების სფეროა. ამათგან, ჩვენ მხოლოდ ეს უკანასკნელი გვაინტერესებს.

თითქოს ყველაფერი გარკვეულია და ვიცით, ორივე უფლების არსი, თუმცა რეალურად, რომ დავუკვირდეთ, მათ შორის ბევრი გადამკვეთი წერტილი გამოიკვეთება, რომლებიც ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდიან. კერძოდ, ინტელექტუალური თავისუფლების მიმართება ადამიანის ინტელექტუალურ პროდუქტიულობასთან: რამდენად არის ადამიანი ცოდნის მწარმოებელი? სადამდე ვრცელდება მისი უფლება იყოს ახლის მთქმელი და მეცნიერული ცოდნის შემქმნელი? თუ მასვე აქვს მინიჭებული უფლება წარმოქმნას ახალი ცოდნა და იყოს მისი ავტორი, მაგრამ მეორე მხრივ, არსებობს იმის საშიშროება, რომ დაარღვიოს სხვისი საავტორო უფლებები? მაშ, სად გადის ზღვარი ცოდნის წარმოქმნას, როგორც ინტელექტუალური თავისუფლების უფლების ქონას, საავტორო უფლებებსა და პლაგიატს შორის?

წარმოვიდგინოთ ადამიანური ცოდნა, რომელიც თვითმყოფადია და ექვემდებარება ისევ და ისევ ადამიანურ ყოფიერებას. შესაბამისად, ცოდნის საზღვრები კაცობრიობის განვითარებასთან ერთად იცვლება. ადამიანი აწესებს ცოდნის სტანდარტებს, რისთვისაც შეიმუშავებს ცოდნის დაკანონების მთელ სისტემას და გამოგონებათა დაპატენტების მექანიზმს. გარდა ამისა, ადამიანის მიერ ახლის თქმასა თუ გამოგონებას, წარმართავს სუბიექტური ფაქტორები. მაგალითად, კ. გ. იუნგის აზრით: „ფილოსოფიური დებულება არის პროდუქტი განსაზღვრული დროის განსაზღვრულ ადგილზე მცხოვრები პიროვნებისა და არა წმინდა ლოგიკური და უპიროვნო პროცედურის შედეგი. ამის შესაბამისად, ფილოსოფიური დებულება, უმთავრესად სუბიექტურია, ხოლო ფლობს თუ არა იგი ობიექტურ ძალას, დამოკიდებულია იმაზე, თუ რაოდენ ცოტა ან რაოდენ ბევრი ადამიანი მიდის თავიანთ მსჯელობებში იმავე დებულებამდე.“ (კ. გ. იუნგი, 2005: 13). ამდენად,  სუბიექტური ფილოსოფიური აზრის ობიექტურად გადაქცევა, მისი გაობიექტურება გარკვეული (რაოდენობრივი) კრიტერიუმით შეგვიძლია შევაფასოთ.

ჩვენი კვლევის საგანი წარმოშობს მთელ რიგ კითხვებს, მაგალითად:

  • როგორ იბადება სიახლე მეცნიერებაში?
  • როგორ ვიცნობთ და ვაღიარებთ სიახლეს?
  • ახალია თუ არა რაიმე მოსაზრება?
  1. პასუხი: მაქს ვებერის აზრით, იდეას მხოლოდ შეუპოვარი შრომა ამწიფებს, თუმცა არის გამონაკლისიც, მეცნიერული თვალსაზრისით, დილეტანტის იდეას შესაძლებელია ზუსტად ისეთივე, ანდა უფრო დიდი მნიშვნელობაც კი ჰქონდეს, ვიდრე სპეციალისტის აღმოჩენას (თ. ჩხენკელი, 2013: 110-111). ამდენად, აქ საუბარია იმგვარი მეცნიერული სიახლის მიგნებაზე, რომელსაც აქვს შემთხვევითი ხასიათი და არ ეფუძნება რაიმე სახის კვლევით მეთოდს.
  2. მიჰაი ჩიქსენმიჰაის აზრით, კრეატიულობისა და მეცნიერული სიახლის შემოოტანასა და ხარისხზე სფერომ სულ მცირე სამი გზით შეიძლება მოახდინოს გავლენა:
  3. ირველია რეაქტიულობა ან პროაქტიულობა. რეაქტიული სფერო, პროაქტიულისგან განსხვავებით, არ ახდენს სიახლეების ხელის შეწყობასა და მათ სტიმულირებას. ფლორენციული რენესანსის ნაყოფიერების ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ ხელოვნების მფარველები ხელოვანთაგან აქტიურად ითხოვდნენ სიახლეებსა და ხელოვნების ნიმუშების შექმნას.[1]
  4. სფეროს მიერ სიახლეების ხარისხზე გავლენის მეორე საშუალებაა ვიწრო ან ფართო ფილტრის შერჩევა და მისი დახმარებით სიახლეების გაფილტვრა. ზოგიერთი სფერო კონსერვატულია და დარგში მხოლოდ რამდენიმე სიახლეს აღიარებს. ისინი უარყოფენ სიახლეების უმეტესობას და მხოლოდ მათი აზრით საუკეთესოებს არჩევენ. სხვა სფეროები შედარებით უფრო ლიბერალურად უდგებიან დარგებში სიახლეების დანერგვის საკითხს და შედეგად უფრო სწრაფად იცვლებიან. ორივე სტრატეგია შეიძლება სახიფათო აღმოჩნდეს: დარგის განადგურება, როგორც მისი შესაძლებლობების ამოწურვით, ისე ძალიან ბევრი სიახლის შეტანითაცაა შესაძლებელი.[2]
  • დაბოლოს, სფეროებს შეუძლიათ სიახლეების წახალისება, თუ ისინი კარგადაა დაკავშირებული დანარჩენ სოციალურ სისტემებთან და თავისი დარგისკენ დახმარების მოზიდვას ახერხებენ. მაგალითად, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ატომური დარგის ფიზიკოსებისთვის ადვილი იყო ახალი ლაბორატორიების, კვლევითი ცენტრების, ექსპერიმენტული რეაქტორების ასაშენებელი თანხების მოძიება და ასევე ფიზიკოსთა ახალი თაობის სწავლებაც. ამის მიზეზი და მასტიმულირებელი ფაქტორი იმდროინდელი პოლიტიკური მდგომარეობა და განწყობა იყო, რადგან პოლიტიკოსები და ამომრჩევლები ჯერ კიდევ ატომური ბომბისა და მისი გამოცდით მიღებული შთაბეჭდილებების ქვეშ იმყოფებოდნენ. 1950-იან წლებში რომის უნივერსიტეტის თეორიული ფიზიკის სტუდენტების რიცხვი შვიდიდან ორასამდე გაიზარდა. ტენდენცია დანარჩენ მსოფლიოშიც მსგავსი იყო.[3]
  1. პასუხი: შესაძლოა სხვა ახსნაც მოეძებნოს იმას, თუ რა განსაზღვრავს სიახლეებს მეცნიერებაში. მაგალითად, ერთიანი სამეცნიერო დისკურსის არსებობა. იქნებ სწორედ ეს ერთიანი და უწყვეტი სამეცნიერო დისკურსის არსებობა არის წინაპირობა ახალი იდეებისა და მოსაზრებების გენერირებისათვის?
  2. პასუხი: ახალი იდეებისა და მოსაზრებების წარმოქმნას განაპირობებს არა იმდენად უწყვეტი სამეცნიერო დისკურსი, რამდენადაც სამეცნიერო წრეების ურთიერთმიმღებლობა და ინფორმაციისადმი ხელმისაწვდომობა. ამდენად, ერთი მხრივ, არის მეცნიერული ცოდნის ლოკალურობისა და ჩაკეტილობის პრობლემა და მეორე მხრივ, ინფორმაციისადმი წვდომის არარსებობა ანდა შეუძლებლობა. დღესდღეობით, როდესაც დგას საკითხი ინფორმაციის საჯაროობის უპირატესობის, მოთხოვნილებისა და საჭიროების შესახებ, ამართლებს ერთ ტენდენციას, რომელიც შეინიშნება დღესდღეობით მეცნიერებაში, რომ შეიქმნას ე.წ. „ღია მეცნიერება“ (open science).
  3. პასუხი: ხანდახან სამეცნიერო თუ ხელოვნების დარგზე, სიახლეების წახალისებასა და მის განვითარებაზე არაკომპეტენტური სფეროები ახდენენ გავლენას და ამყარებენ თავიანთ კონტროლს. ეს სფეროებია:
  4. რელიგია. მაგალითად, გალილეოს ასტრონომიულ აღმოჩენებში ეკლესია ჩაერია;
  5. პოლიტიკა. მაგალითად, კომუნისტური პარტია გარკვეული პერიოდის განმავლობაში არა მხოლოდ საბჭოთა მეცნიერებას, არამედ ხელოვნებასა და მუსიკასაც მართავდა.
  • ეკონომიკა. ხშირად, დარგის განვითარებასა და მისი სიცოცხლის შენარჩუნებაზე გავლენას ახდენს სამომხმარებლო ბაზარი. ეს არის ორი ურთიერთდამოკიდებული და ურთიერთგანმსაზღვრელი სფერო, რომლებიც ცვლიან საერთო ვითარებას, ამყარებენ თავიან პრაგმატულ წესებს, რომლებსაც ემორჩილება განათლების სისტემა და ამდენად, ეკონომიკურ მიზნებზე მორგებული პოლიტიკის წყალობით უზრუნველყოფს, თუ რა თქმა უნდა ეს სისტემა გამართულად მუშაობს, შესაბამისი დარგების შესაბამისი რაოდენობის კადრების მომზადებას ყოველწლიურად.

არსებობს რამდენიმე გზა, რომელთა მეშვეობითაც დარგებსა და სფეროებს ერთმანეთზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ. ხანდახან დარგი განსაზღვრავს იმას, სფეროს რისი გაკეთება შეუძლია ან არ შეუძლია. მეცნიერების სფეროში ცოდნის საფუძველი მკაცრად განსაზღვრავს სამეცნიერო საზოგადოების უფლებას, რაიმე სიახლეს მიაგნოს, რაიმე აღმოაჩინოს და ახალი ცოდნა აწარმოოს. თუ რაიმე სამეცნიერო თეორია მანამდე არსებულ კონსესუსს ეწინააღმდეგება, მას არ მიიღებენ, ან მიიღებენ ძალიან რთულად. მეორე მხრივ, განსხვავებული მდგომარეობა გვაქვს ხელოვნებაში, სადაც ძალაუფლება ხშირად სფეროს ხელში უფროა მოხვედრილი. შემოქმედებითი საზოგადოება წარსულში დადგენილი მკაცრი წესების გარეშე წყვეტს ხელოვნების რომელი ახალი ნიმუში უნდა იქნას გათვალისწინებული.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეკონომიკური და პოლიტიკური ძალები, განზრახ ან უნებლიეთ, ყოველთვის ახდენენ გავლენას სამეცნიერო და ხელოვნების დარგების განვითარებაზე. მაგალითად, უზარმაზარი გარე მხარდაჭერის გარეშე, ოპერა და ბალეტი პრაქტიკულად გაქრებოდა. იაპონიის მთავრობა ძალიან დიდ ინვესტიციებს დებს ახალი იდეებისა და მიკროსქემების სფეროში; ჰოლანდიის მთავრობა ხელს უწყობს ჯებირებისა და ჰიდრავლიკური დანადგარების განვითარებასა და აგებას; რომის მთავრობა იყო ჩართული ეთნიკური უმცირესობის ხელოვნების ფორმების განადგურებაში იმისთვის, რომაული კულტურის სიწმინდე შეენარჩუნებინა; ნაცისტები ცდილობდნენ, გაენადგურებინათ მათ მიერ უარყოფითად შეფასებული ებრაული ხელოვნება.

  1. პასუხი: როცა ვიაზრებთ წარსული მეცნიერული აზრის განვითარების ისტორიასა და პარადიგმათა ცვლას, დგება საკითხი იმის შესახებ, რასაც პატრიკ სერიო უწოდებს „სამეცნიერო კვლევის კულტურებს“ (cultures scientifiques) შორის სივრცული საზღვრების არსებობას (პ. სერიო, 2015: 1), რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომელიც უკვე აღვნიშნეთ, კერძოდ, მეცნიერებათა განვითარების სუბიექტურ ბუნებასა და მის განვითარებაზე მოქმედ გარეშე ფაქტორებს.
  2. . სერიო სვამს ასეთ კითხვას: „თუ მეცნიერება იყოფა ლოკალურ ეპისტემებად, თუ იგი მჭიდროდ არის დაკავშირებული ნაციონალურ კულტურებთან, მაშინ ეს რა მეცნიერებაა?“ (პ. სერიო, 2015: 1). სრულიად ბუნებრივად ჩნდება აღნიშნული კითხვა და მივყავართ სამეცნიერო ცოდნის წარმოქმნის განმსაზღვრელი მექანიზმის პრობლემურობასთან.

ამგვარი სივრცული და გეოგრაფიული საზღვრები, პ. სერიოს აზრით, არსებობდა ერთი მხრივ, დასავლურ მეცნიერებასა და მეორე მხრივ, „საბჭოთა მეცნიერებას“ შორის. „დასავლური კულტურა“ და განსაკუთრებით, დასავლური მეცნიერება ხშირად მეცნიერების ისტორიაში ათვლის წერტილად მიიჩნეოდა. როგორც ფილოსოფიური ფენომენი, ის სახელდებულია „ევროპოცენტრიზმის“ სახელწოდებით. ამ ორი ურთიერთდაპირისპირებული მეცნიერების მაგალითის მოყვანით პ. სერიო აჩვენებს, თუ როგორი ჩაკეტილი და ლოკალური შეიძლება იყოს მეცნიერებები.

ასეთ ვითარებაში არსებობს „კულტურული სილოპსიზმის“ საფრთხე, რომელსაც ჩვეულებრივ ვერ ვამჩნევთ და რომელიც გამოხატულია ორი ფორმით – ურთიერთდაპირისპირებული, თუმცა ურთიერთდამატებითი, მსგავსი ფენომენის აღსანიშნავად, ნილს ბორი იყენებს ტერმინს „კომპლემენტარული კორელაცია“. ეს ფორმები უჩინრად არსებობს დასავლეთში (ჩვენი მეცნიერება არის სწორედ მეცნიერება როგორც ასეთი (la science) (პ. სერიო, 2015: 11-12). ასეთ ფონზე, დგება საკითხი შემდეგნაირად:

  • არსებობს თუ არა მეცნიერული აზრის განვითარების სხვადასხვა ტრადიცია?
  • სად გადის (განსაკუთრებით აღმოსავლეთით) ამ „დასავლური აზრის“ საზღვარი, რომლის იქით მეცნიერული აზრი ხდება რუსული ან აზიური?
  • როგორ გავიგოთ ეს ორი „ტრადიცია“ თუ აზრის ორი სახე („აზრის ნაციონალური სახეები“)? ესაა სხვადასხვა სამეცნიერო საზოგადოებებში წარმოშობილი და განვითარებული აზრები თუ ერთი და იმავე ობიექტის ვარიანტები?
  • აქვს თუ არა აზრს აუცილებელი საზღვრები და მხოლოდ ამ ფარგლებში შეუძლია თუ არა მეცნიერს გადმოსცეს თავისი იდეები და მიდგომები, შეიძლება თუ არა ტრადიციაში რაიმე სიახლის შეტანა, აღმოჩენა ან გამოყენება? და როგორ განვსაზღვროთ ეს სიახლე? რამდენად არის სიახლისადმი გახსნილობა და ღიაობა აღნიშნულ ტრადიციაში?
  • ბუნებრივად ჯდება და აგრძელებს ტრადიციას თუ სცდება მის საზღვრებს და ამოვარდნილია მისი ფარგლებიდან?
  • ხდება თუ არა გადასვლა ერთი ტრადიციიდან მეორეში თუ მათ საზღვრებს რაიმე უნარჩულებს ამგვარ კარჩაკეტილობას?

ცალსახა პასუხი აღნიშნულ კითხვებზე არ გვაქვს, თუმცა ერთ-ერთ პასუხად შეგვიძლია მივიჩნიოთ იდეოლოგია. სწორედ იდეოლოგია წარმართავს ხშირად მეცნიერებათა განვითარების მიმართულებას, ტემპსა და ცოდნის ფორმასა თუ ხარისხს, ასევე იდეოლოგიაა, რომელიც წარმოშობს მეცნიერებებს შორის საზღვრებს, მართალია, მეცნიერება სახელმწიფოს სამსახურში შეიძლება იდგეს, რადგან მისი მიღწევებით ქვეყანა სარგებლობს, თუმცა მეცნიერება თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკული იდეოლოგიისაგან, თუ ვაყენებთ „ნამდვილი მეცნიერების“ არსებობის საკითხს, ის უნდა გამორიცხავდეს იდეოლოგიას, როგორც ასეთს. დაბოლოს აღვნიშნავ დღევანდელ ვითარებას, როდესაც მეცნიერების განვითარება მიდის იქითკენ, რომ მოიხსნას საზღვრები, გაზარდოს ინფორმაციის საჯაროობის ხარისხი და ხელმისაწვდომობა და ბუნებრივად დადგა „ღია მეცნიერების“ (open science) კონცეფციის საკითხი და საჭიროება, რასაც, თავის მხრივ, ხელი შეუწყო საინფორმაციო ტექნოლოგიების, მონაცემთა ბაზებისა და დოკუმენტაციის (სამეცნიერო ლიტერატურის) დიგიტალიზაციის ძალიან სწრაფმა განვითარებამ.


გამოყენებული ლიტერატურა:

  1. კ. გ. იუნგი, განსხვავება აღმოსავლურ და დასავლურ აზროვნებას შორის, ქუთაისი, 2005.
  2. კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება / წარმოსახვითი განათლება, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი, თბილისი, 2012.
  3. პ. სერიო, სტრუქტურა და მთლიანობა: სტრუქტურალიზმის ინტელექტუალური საფუძვლები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში: 1920-30-იანი წლები, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, 2015.
  4. თ. ჩხენკელი, თვალსაწიერი, დაიბეჭდა შპს „პეტიტში“, თბილისი, 2013.

[1] კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება / წარმოსახვითი განათლება, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი, თბილისი, 2012, გვ. 32.

[2] კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება / წარმოსახვითი განათლება, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი, თბილისი, 2012, გვ. 33.

[3] კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება / წარმოსახვითი განათლება, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი, თბილისი, 2012, გვ. 33.

Advertisements
Posted in მეცნიერების ფილოსოფია, ფილოსოფია. Tags: , , , . Comments Off on ინტელექტუალური თავისუფლებისა და ინტელექტუალური საკუთრების კონცეპტუალური ანალიზი
Innovations in Scholarly Communication

Changing Research Workflows

Crazy illusion

Thinking Aloud.

gypsyrepresent

Thinking critically about Romani representation in pop culture

ფილოლოგი

ქართული ფილოლოგია

Global Hinduism

Way of living Life

Learn to Teach Vedic Maths

Magical Methods-- World Leader in Vedic Mathematics

Defenders of Ma'at

Teach, Coach, Live, Learn, Train, Help, Inspire

Asheville Vedic Astrology

Vedic Astrology brought to you by Ryan Kurczak

Hamro dharma

Just another WordPress.com weblog

janeadamsart

An illustrated Journal of eastern and western wisdom

Sathya Sai Baba - Life, Love & Spirituality

Guru Bhagavan Sri Sathya Sai Baba Of Puttaparthi India

Soolaba's Blog

Ultimate Questions, Ultimate Answers

პიროვნული ზრდის სამყარო

„ჩვენ ვერასოდეს მივაღწევთ სიმშვიდეს გარე სამყაროში, სანამ არ მივაღწევთ მას შინაგანში“ - დალაი ლამა

მკითხველის ბლოგი

შთაბეჭდილებები კითხვის შემდეგ

Natia Kentchiashvili

natiakentchiashvili.WordPress.com site

კეჟერაძის ბლოგი

სამშობლოს, ადამიანებისა და ლიტერატურის მოყვარული რიგითი კლიმი

GeoSexMD.com - სამედიცინო სექსოლოგია

სექსუალური განათლება საქართველოში

აჭარა დღეს!

ჩვენ გვიყვარს ჩვენი კუთხე, საქართველოს ერთ–ერთი ულამაზესი მხარე, ჩვენი აჭარა.

Molly Bloom's Day™

ნაღებიან ყავასთან ერთად

მარო მაყაშვილის დღიური

გაფითრებული თებერვლის ლანდი

სემიოტიკა Semiotics

ცირა ბარბაქაძე _ შეხედეთ სამყაროს სემიოტიკის თვალით და აღმოაჩინეთ საკუთარი თავი მრავალ განზომილებაში

ბურუსი - BURUSI

თენგიზ ვერულავა - TENGIZ VERULAVA

Free Yourself

Just say "I am free!"

konspace

კოტეს ბლოგი ყველაფერზე

Barcelonisimo's Blog

ბლოგი მეგობრებისთვის და მათი მეგობრებისთვის...

My Civil Society

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის ბლოგი

ბაბუაწვერა

ოცნებებში გაფანტული ბლოგი ☮

kalatozishvili

КРИТИК - Мы страшные, потому что работаем над этим.

აღმოაჩინე შენთვის საინტერესო / Discover Things That Interest You

აღმოაჩინე შენთვის საინტერესო – ამოუცნობი,არქიტექტურა, აღმოჩენა ,ახალი ამბები, ბუნება, გასართობი, დიზაინი ,დოკუმენტური, ვიდეო ,თამაშები ,ივენთები, კინო / თეატრი ,კოსმოსი, კრეატივი ,მედიცინა ,მეცნიერება ,მისტიკა, მოგზაურობა, მოდა ,მუსიკა ,ნოვაცია ,პიროვნებები ,რელიგია ,სასარგებლო, საჭმელ / სასმელი ,სპორტი, სურათები, ტექნოლოგია ,ფოტოები, ფუფუნების საგნები ,შპალერები, წიგნები, ხელოვნება

Savidge Reads

The Chronicles of a Book Addict

%d bloggers like this: