კომუნიკაციური ენობრივი კომპეტენციები და ენათა ცოდნის შესაბამისი დონეები „ენების სწავლის, სწავლების და შეფასების ერთიანი ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩო“-ს მიხედვით

 58517_154607567899276_100000501025127_418286_6105319_s

ივანე ჯავახიშვილის სახელობის

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

მაგისტრატურის I კურსის სტუდენტი

ნათია კენჭიაშვილი

რეფერატი სოციოლინგვისტიკაში

საგნის ხელმძღვანელი თინათინ ბოლქვაძე 

კომუნიკაციური ენობრივი კომპეტენციები და ენათა ცოდნის შესაბამისი დონეები ენების სწავლის, სწავლების და შეფასების ერთიანი ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩო-ს მიხედვით

თბილისი 2014

კომუნიკაციური ენობრივი კომპეტენციები და ენათა ცოდნის შესაბამისი დონეები ენების სწავლის, სწავლების და შეფასების ერთიანი ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩო-ს მიხედვით

ევროპაში ენების სწავლებისა და სწავლის თანმიმდევრული მეთოდების შემოღებისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, ევროპის საბჭოს საერთაშორისო სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა ენათა ფლობის ზოგადევროპული კომპეტენციები. ოფიციალურად ეს დოკუმენტი გამოქვეყნდა 2001 წელს – ენების ევროპულ წელს. გარდა ორი ოფიციალური ვერსიისა – ინგლისურ და ფრანგულ ენებზე – აღნიშნული დოკუმენტი ითარგმნა სხვა მრავალ ენაზე და მათ შორის ქართულადაც.

დოკუმენტი შედგება ორი ნაწილისაგან:

  • აღწერითი (დესკრიფციული) სკალა, როგორც ენის გამოყენების, სწავლებისა და სწავლის პროცესის აღწერის საშუალება. აღნიშნული სკალის პარამეტრებია: უნარ-ჩვევები, კომპეტენციები, სტრატეგიები, აქტივობები, საქმიანობის სფერო, ენის გამოყენების განმსაზღვრელი წინაპირობები და დაბრკოლებები.
  • ენათა ფლობის ზოგადევროპული კომპეტენციების სისტემა შედგება დესკრიპტორთა ილუსტრირებული სკალისაგან და წარმოადგენს დესკრიფციული სკალების სხვადასხვა პარამეტრებისათვის ენათა ფლობის დონეების გლობალურ და დეტალურ სპეციფიკაციებს. ენათა ფლობის ზოგადევროპული სკალის საფუძველს: „შემიძლია გავაკეთო“ დესკრიპტორი წარმოადგენს.

ენათა ფლობის ზოგადევროპული კომპეტენციების (CEFR) ხელშეწყობით, ენების შემსწავლელებს, მასწავლებლებს, გამომცდელებს, ადმინისტრატორებს, ენის პოლიტიკაზე მომუშავე პირებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შესაძლებლობა ეძლევათ, ენების შესწავლის პროცესში წარმატებით გამოიყენონ ენების შესწავლის ზოგადევროპული პროგრამა.

სარეკომენდაციო ჩარჩოს მიზანია აღწეროს და განსაზღვროს თუ რას წარმოადგენს ენის კომპეტენტური ცოდნა. შესაბამისად ენის შემსწავლელს ამ აღწერილობის დახმარებით შეუძლია დაადგინოს, თუ რამდენად კარგად (რომელი დონის შესაბამისად) ფლობს ის უცხო ენას და უკეთ ჩამოაყალიბოს სწავლების შემდგომი მიზნები.

ენის ცოდნა დაყოფილია სამ საფეხურად. თითოეული საფეხური თავის მხრივ

იყოფა დაბალ და შედარებით მაღალ დონეებად:

A B C
ენის ელემენტარულ დონეზე გამოყენება ენის დამოუკიდებლად გამოყენება ენის კომპეტენტური გამოყენება
A1 A2 B1 B2 C1 C2
ენის გასაღები ენის საფუძველი ზღვრული ზღვრული განვითარებული პროფესიული სრულყოფილი

ენის ცოდნა დაყოფილია ცალკეულ კომპეტენციებად (ლაპარაკის, მოსმენის, წერის, კითხვის უნარ-ჩვევები, გრამატიკული, ლექსიკური, ორთოგრაფიული, ცოდნა, წარმოთქმა; ინტერკულტურული, სოციოლინგვისტური, პარალინგვისტური კომპეტენციები და სხვ.). მოცემულია თითოეული ამ კომპეტენციის აღწერილობა ცალკეული საფეხურისთვის, რაც შეფასებისა და სასწავლო მიზნების განსაზღვრის საშუალებას იძლევა. ეს აღწერილობები ქმნიან ე.წ. კომპეტენციების სკალებს.

ენათა ფლობის ზოგადევროპული კომპეტენციები („შემიძლია გავაკეთო“ დესკრიპტორთა მეშვეობით) გაგების, მეტყველებისა და წერისთვის წარმოდგენილია დესკრიპტორთა შემდეგ სკალაში:

  • მოსმენა
  • კითხვა
  • სამეტყველო ინტერაქცია
  • წერითი ინტერაქცია
  • სამეტყველო პროდუცირება
  • წერითი პროდუცირება

ამ ექვსი ენობრივი აქტივობის ენათა ფლობის ექვს პროფესიულ დონესთან დაკავშირების შედეგად მივიღებთ თვითშეფასების ტაბულას სწავლის შედეგების ზოგადი დესკრიპტორების გამოყენებით.

ენათა ფლობის ზოგადევროპული კომპეტენციების გლობალური სკალები დეტალურად წარმოდგენილია 54 სპეციფიკური დესკრიპტორის მეშვეობით.

ენათა ფლობის ზოგადევროპული კომპეტენციები შექმნილია ყველა ენისათვის და არა რომელიმე კონკრეტული ენისათვის; იგი აღწერს თუ რისი გაკეთება შეუძლია შემსწავლელს უცხო ან მეორე ენაზე.

ენის გამოყენებისა და მისი შესწავლის ნებისმიერი ფორმა შეიძლება აღიწეროს შემდეგი ტერმინებით:

  1. ზოგადი კომპეტენციები;
  2. კომუნიკაციური ენობრივი კომპეტენციები;
  3. კონტექსტი;
  4. სამეტყველო ქმედება;
  5. კომუნიკაციური პროცესები;
  6. ტექსტი;
  7. ურთიერთობის სფერო;
  8. სტრატეგია;
  9. ამოცანა.

ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ენის შემსწავლელის კომუნიკაციური ენობრივი კომპეტენციები, რომელიც მოიცავს ცოდნას, უნარებსა და ჩვევას (ნოუ-ჰაუს) შემდეგი სამი კომპონენტისათვის:

  • ლინგვისტური კომპეტენციები გულისხმობს ენის ფორმალურ მახასიათებლებს – ფონოლოგია, მორფოლოგია, ლექსიკონი და სინტაქსი;
  • სოციოლინგვისტური კომპეტენციები დაკავშირებულია ენის გამოყენების სოციოლინგვისტურ პირობებთან, როგორიცაა ზრდილობიანი ფორმები ან სხვადასხვა სოციალური ჯგუფის რეპერტუარი;
  • პრაგმატული კომპეტენციები ნიშნავს ენის ფუნქციონალურ გამოყენებას, მაგალითისთვის: სპეციალური სცენარი, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ კონკრეტულ სოციალურ ღონისძიებასა ან ინტერვიუზე.

აღვწეროთ უფრო ვრცლად თითოეული მათგანი:

  • ლინგვისტური კომპეტენცია შეიცავს ლექსიკას, ფონეტიკასა და გრამატიკის ცოდნას, შესაბამის ჩვევებსა და უნარებს, ამასთანავე ენის, როგორც სისტემის მახასიათებლებს მისი ვარიანტების სოციოლინგვისტური მნიშვნელობისა და კონკრეტული რეალიზაციების პრაგმატული ფუნქციის მნიშვნელობისგან დამოუკიდებლად. ინდივიდუალური კომუნიკაციური კომპეტენციის მიმართ ეს კომპონენტი გულისხმობს არა მარტო ცოდნის მოცულობასა და ხარისხს (მაგ., ბგერათა მნიშვნელობის განმასხვავებელი ფუნქციის ცოდნა, ლექსიკონის მოცულობა და სიზუსტე), არამედ მათ კოგნიტურ ორგანიზაციასა და შენახვის საშუალებას (მაგ., ასოციაციური ქსელი, რომელშიც მოსაუბრე ათავსებს განსაზღვრულ ლექსიკურ ერთეულს), მათ მისაწვდომობას (გახსენება, მეხსიერებიდან ამოტივტივება, გამოყენება). ცოდნას ყოველთვის არ აქვს გააზრებული ხასიათი და ყოველთვის არ არის მკაფიოდ ფორმულირებული (მაგ., ეს ეხება ენის ფონეტიკური სისტემის ფლობას). ლექსიკონის კოგნიტური ორგანიზაცია, მისი შენახვა და გამოყენება ვარირებადია სხვადასხვა ადამიანთან და ერთი ინდივიდის შემთხვევაშიც კი (მაგ., მრავალენოვნების შემთხვევაში) და დამოკიდებულია შემსწავლელთა ინდივიდუალურ თავისებურებებზე, აგრეთვე იმ კულტურულ გარემოცვაზე, რომელშიც ის გაიზარდა და მიიღო განათლება.

ამჟამად არ არსებობს ენის, როგორც ყველა მნიშვნელობის, გამოხატვის ფორმალური სისტემის სრული აღწერა. ყველა ენა გამოირჩევა რთული ორგანიზაციით. შეუძლებელია სრულყოფილად დაეუფლო არაერთგვაროვანი, მაღალგანვითარებული, მრავალრიცხოვანი საზოგადოების ენას და ეს სავსებით ბუნებრივიცაა, ვინაიდან ყოველი ენა მუდმივად ვითარდება კომუნიკაციის მოთხოვნილებათა შესაბამისად.[1] მრავალი სახელმწიფოს მცდელობამ, შეექმნა ე.წ. სტანდარტი, ვერ მიაღწია სასურველ შედეგს. ენის სწავლებისთვის გამოიყენებოდა ლინგვისტური აღწერის მეთოდი, რომელიც მკვდარი ენების მოდელის მიხედვით ყალიბდებოდა. მაგრამ ისიც 100 წლის წინ იქნა უარყოფილი პროფესიონალ ლინგვისტთა მიერ, რომლებიც თვლიდნენ, რომ ერთი ტიპის ენებისთვის შემუშავებული „ტრადიციული“ მოდელი არ გამოდგება სხვა ტიპის ენებისთვის. მაგრამ ვერც ერთმა ალტერნატიულმა მოდელმა ვერ მოიპოვა საერთაშორისო აღიარება.  ენობრივი უნივერსალიების ბოლოდროინდელმა მოდელებმა ჯერჯერობით ვერ მოიტანა ის სასურველი შედეგები, რომლებსაც ძალუძთ შეამსუბუქონ ენების შესწავლა და სწავლება. თანამედროვე დესკრიპტივისტ ლინგვისტთა უმრავლესობა მუშაობს საზოგადოებრივი პრაქტიკის პროცესში ჩამოყალიბებული ენობრივი მოვლენების კოდიფიკაციაზე და სწავლობს ურთიერთმიმართებას ფორმასა და მნიშვნელობას შორის. ამასთანავე ისინი ძირითადად იყენებენ ტრადიციულ ტერმინოლოგიას (მისგან გადახვევა ხდება იმ ენობრივი მოვლენების აღწერისას, რომლებიც სცილდება ტრადიციულ მოდელებს) («ენების სწავლის, სწავლების და შეფასების ერთიანი ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩო», გვ. 115).

ლინგვისტური კომპეტენციის ფარგლებში გამოიყოფა შემდეგი ცნებები:

  • ლექსიკური;
  • გრამატიკული;
  • სემანტიკური;
  • ფონოლოგიური;
  • ორთოგრაფიული;
  • ორთოეპიული.

შემსწავლელის პროგრესი ენობრივი საშუალებების გამოყენების უნარის განვითარებაში კალიბრირებულია შემდეგ ცხრილში:

ენის ფლობის ზოგადი სკალა
C2 შეუძლია აზრის ზუსტი ფორმულირებისათვის ენობრივ საშუალებათა ფართო სპექტრის თავისუფლად გამოყენება; ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტების ხაზგასმა, ორაზროვნების გამორიცხვა.
C1 შეუძლია საკუთარი აზრების გადმოსაცემად ენობრივ საშუალებათა ფართო სპექტრიდან ადვილად და თავისუფლად შეარჩიოს ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმულირებები.
B2 შეუძლია შესამჩნევი სირთულის გარეშე ნათლად გადმოსცეს საკუთარი აზრი, არგუმენტაციის ასაგებად, თვალსაზრისის გამოსახატავად, საგნებისა და მოვლენების მკაფიოდ აღწერისათვის გააჩნია ენობრივ საშუალებათა საკმარისი მარაგი. წინადადებების ზოგიერთი რთული მოდელის გამოყენებისას, სიტყვების შერჩევისას არ განიცდის თვალსაჩინო სირთულეებს.
B1 ენობრივი მარაგი საშუალებას აძლევს მომზადების გარეშე აღწეროს არატიპობრივი სიტუაციები, საკმაოდ ნათლად გადმოსცეს პრობლემის ან საკითხის არსი, შეხედულება აბსტრაქტულ თემებზე (მაგალითად, კულტურასთან, მეცნიერებასთან, კინოსთან დაკავშირებით და ა.შ.)
საკმარისი ლექსიკური მარაგი აქვს ყოველდღიურ თემებზე საურთიერთოდ (ოჯახი, სამუშაო, გართობა, მიმდინარე მოვლენები, მოგზაურობა), თუმცა სირთულეებს ხვდება საჭირო სიტყვების შერჩევისას, იმეორებს იმავეს, ზოგჯერ უძნელდება აზრის ფორმულირება.
A2 აქვს საბაზო ლექსიკის რეპერტუარი, რაც საშუალებას აძლევს დაძლიოს ყოველდღიური წინასწარი განსაზღვრული შინაარსის მქონე სიტუაციები, თუმცა ყოყმანობს სიტყვების შერჩევისას, რაც არსებითად ზღუდავს ურთიერთობას.
  შეუძლია მოკლედ ისაუბროს ძალიან მარტივ თემებზე; საკუთარ თავზე, ყოველდღიურ საქმიანობაზე, დასვას შეკითხვა, ჩამოაყალიბოს თხოვნა. შეუძლია მოყვეს საკუთარი თავისა და სხვების შესახებ თუ რით არიან დაკავებულნი, სად ცხოვრობენ, რა ქონებას ფლობენ, მარტივი გრამატიკული კონსტრუქციების, დასწავლილი ფრაზებისა და შესიტყვებების გამოყენებით. ფლობს მოკლე დასწავლილი ფრაზების შეზღუდულ რაოდენობას ყოველდღიურ სიტუაციებში ურთიერთობისათვის.
A1 ფლობს ისეთი მარტივი გამოთქმების საკმაოდ შეზღუდულ მარაგს, რომელიც საშუალებას აძლევს წარმოადგინოს ინფორმაცია საკუთარ თავზე, იკითხოს/ითხოვოს რაიმე.
  • ლექსიკური კომპეტენცია

ლექსიკურ კომპეტენციაში იგულისხმება ლექსიკური და გრამატიკული ელემენტებისაგან შემდგარი ენის ლექსიკური ფონდის ცოდნა და გამოყენების უნარი.

ლექსიკური ელემენტები შეიცავს:

ა) რამდენიმე სიტყვისაგან შემდგარ მყარ გამოთქმას, რომელიც ისწავლება და გამოიყენება როგორც მთლიანი ერთეული.

მყარი გამოთქმა შეიცავს:

  • სენტენციურ ფორმულას, რომელიც შედგება:

ენობრივი შტამპები, რომლებსაც აქვთ განსაკუთრებული ფუნქციონალური დატვირთვა, მაგალითად, მისალმება: How do you do? Good morning და ა.შ.

ანდაზები და ა.შ.[2]

არქაიზმები, მაგ., Be off with you!

  • ფრაზეოლოგიური იდიომები, ხშირად:

სემანტიკურად გაუმჭირვალეა, მდგრადი მეტაფორები, მაგ.,

He kicked the bucket (=მოკვდა);

It’s a long shot (=უიღბლო);

He drove hell for leather (=სწრაფად).

გამაძლიერებლებს, მათი გამოყენება ხშირად კონტექსტუალურად ან სტილისტურად არის გამართლებული, მაგ., as white as now (=თეთრი), as against as white as a sheet (=მკვდრის ფერი).

  • ფიქსირებული ჩარჩოები, რომლებიც შეისწავლება და გამოიყენება როგორც არა ანალიზებადი მთლიანი ერთეულები, სადაც სიტყვები ან ფრაზები გადაადგილებულია შინაარსიანი წინადადების შესაქმნელად, მაგ., Please, may I have…
  • სხვა ფიქსირებული ფრაზები, როგორიცაა:

ფრაზული ზმნები, მაგ., to put up with>To make do (with);

შედგენილი წინდებული, მაგ., In front of.

  • ფიქსირებული შესიტყვება, მაგ., to make a speech/mistake

ბ) ერთსიტყვიანი ფორმები. კონკრეტულ ერთსიტყვიან გამოთქმას შეიძლება ჰქონდეს პოლისემიური მნიშვნელობა, მაგ., tank (= სითხის კონტეინერი და დაჯავშნული სამხედრო მანქანა). ერთსიტყვიანი ფორმები შეიცავს ღია სიტყვათა კლასის წევრებს: არსებითი, ზედსართავი, ზმნისზედა, ზმნა. შეიძლება დახურულ ლექსიკურ ჯგუფებს შეიცავდეს (მაგ., კვირის დღეები, წლის თვეები, წონა, ზომა და ა.შ.). სხვა ლექსიკური ჯგუფები შეიძლება გამოიყენებოდეს გრამატიკული და სემანტიკური მიზნებისათვის.

გრამატიკული ელემენტები მიეკუთვნება დახურულ სიტყვათა კლასებს (ინგლისური ენის მაგალითზე):

არტიკლები (a. the);

როდენობის მაჩვენებლები (some, all, many);

პირის ნაცვალსახელები (this, that, these, those);

კითხვითი სიტყვები (I, we, he, she, it, they, you, me);

კუთვნილებითი ნაცვალსახელები (who, that, which, where, how);

წინდებულები (my, yours, his, her, its);

დამხმარე ზმნები (in, at, by, with, of);

კავშირები (and, but, if, although);

ნაწილაკები (მაგ., გერმანულში: ja, wohl, aber, doch).

ქვემოთ წარმოდგენილ სკალებში ილუსტრირებულია ენის ლექსიკური ფონდის ცოდნის დონეები და ამ ცოდნის შემოწმების უნარი:

ლექსიკური მარაგი
C2 ფლობს იდიომატური და სასაუბრო გამოთქმების შემცველ ფართო ლექსიკურ რეპერტუარს, ესმის ლექსიკური ერთეულების კოგნიტური მნიშვნელობა.
C1 ფლობს კარგ ლექსიკურ მარაგს, აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლია გამონახოს საკუთარი აზრის გამოხატვის სხვა ხერხი. ძალიან იშვიათად განიცდის სხვებისთვის შესამჩნევ სირთულეს ამა თუ იმ გამოთქმის შერჩევისას, კარგად ფლობს იდიომატურ და სასაუბრო ლექსიკას.
B2 აქვს კარგი ლექსიკური მარაგი პროფესიულ/მისთვის საინტერესო და ზოგად თემებზე სასაუბროდ, შეუძლია აზრის ახლებურად ფორმულირება ისე, რომ არ გაიმეოროს ერთი და იგივე სიტყვები და კონსტრუქციები, თუმცა ზოგჯერ უჭირს შესაფერისი სიტყვის შერჩევა.
B1 საკმარისი ლექსიკური მარაგი აქვს იმისათვის, რომ ისაუბროს ყოველდღიური თემების უმეტესობაზე – ოჯახზე, ჰობისა და ინტერესებზე, სამსახურზე, მოგზაურობაზე, მიმდინარე მოვლენებზე.
A2 საკმარისი ლექსიკური მარაგი აქვს იმისათვის, რომ მონაწილეობა მიიღოს ყოველდღიურ ნაცნობ თემებზე საუბარში.
  საკმარისი მარაგი აქვს ძირითადი კომინიკაიური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად
A1 აქვს კონკრეტულ სიტუაციებთან დაკავშირებული მარტივი სიტყვებისა და ფრაზებისაგან შემდგარი საბაზო ლექსიკური რეპერტუარი.
ლექსიკის გამოყენება
C2 ლექსიკურ მარაგის ყოველთვის უშეცდომოდ და ზუსტად გამოყენება.
C1 ძირითადი სიტყვების უშეცდომოდ, უმნიშვნელო ხარვეზებით გამოყენება.
B2 ძირითადად ხასიათდება ლექსიკის ფლობის მაღალი დონით, მაგრამ ზოგჯერ შეცდომა მოსდის სიტყვის შერჩევისას, მაგრამ ეს ხელს არ უშლის კომუნიკაციას.
B1 სწორად იყენებს საბაზო ლექსიკას, თუმცა სერიოზულ შეცდომებს უშვებს უფრო რთული აზრების გამოთქმისას, უცხო თემებზე საუბრისას, უცხო გარემოში მოხვედრისას.
A2 შეუძლია სწორად გამოიყენოს სიტყვათა შეზღუდული რაოდენობა კონკრეტულ ყოველდღიურ სიტუაციებში ურთიერთობისას.
A1 დესკრიპტორი არ არსებობს.
  • გრამატიკული კომპეტენციები

ცნებაში „გრამატიკული კომპეტენცია“ იგულისხმება ენის გრამატიკული საშუალებების ცოდნისა და გამოყენების უნარი.

ენის გრამატიკა შეიძლება განვიხლოთ, როგორც პრინციპების ერთიანობა, რომელიც აქცევს ელემენტების ერთობლიობას შინაარსის მქონე წინადადებად. გრამატიკული კომპეტენცია იძლევა კარგად ფორმულირებული ფრაზებისა და წინადადებებით შინაარსის გამოხატვისა და გაგების საშუალებას. ნებისმიერი ენის გარამატიკა ამ გაგებით არის მეტად ამომწურავად დამუშავებული კომპლექსური ერთობლიობა.

ენის გრამატიკული წყობის აღწერა გულისხმობს შემდეგ ცნებათა კონკრეტიზაციას:

ელემენტები, მაგ., მორფემები, ძირეული მორფემები, აფიქსები, სიტყვები;

კატეგორიები, მაგ., რიცხვი, ბრუნვა, სქესი; კონკრეტული/აბსტრაქტული; თვლადი/უთვლადი; გარდამავალი/გარდაუვალი; მოქმედებითი/ვნებითი გვარი; წარსული/აწმყო/მომავალი დრო; სრული/უსრული ასპექტი.

კლასები, მაგ., უღლება; ბრუნვა; ღია ლექსიკური კლასები: არსებითი, ზედსართავი, ზმნა, ზმნისზედა. დახურული ლექსიკური კლასები;

სტრუქტურები, მაგ., რთული და შედგენილი სიტყვები, შესიტყვებები (ზმნური, სახელური და ა.შ.), წინადადება (მთავარი და დაქვემდებარებული), მარტივი წინადადება, რთული წინადადება (რთული თანწყობილი, რთული ქვეწყობილი).

პროცესები მაგ., ნომინალიზაცია, აფიქსაცია, სუპლეტივიზმი, გრადაცია, ტრანსპოზიცია, ტრანსფორმაცია.

წინადადების წევრთა ურთიერთობის სახეები, მაგ., შეთანხმება, მართვა, მირთვა.

აღსანიშნავია, რომ ფაქტობრივად შეუძლებელია ისეთი ცხრილის შედგენა, რომელიც განსაზღვრავს შემსწავლელის გრამატიკული სტრუქტურის ფლობის დონეს თითოეული ენისათვის («ენების სწავლის, სწავლების და შეფასების ერთიანი ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩო», გვ. 119).

გრამატიკული სიზუსტე
C2 მუდმივად ინარჩუნებს გრამატიკული სიზუსტის მაღალ დონეს რთული მეტყველების დროს, იმ შემთხვევაშიც კი, როცა ყურადღება იფანტება რაღაც მიზეზის გამო (მაგალითად, მომდევნო გამონათქვამების დაგეგმვისას, სხვების რეაქციის მონიტორინგის დროს).
C1 მუდმივად ინარჩუნებს გრამატიკული სიზუსტის მაღალ დონეს, იშვიათად უშვებს სხვებისთვის შეუმჩნეველ უზუსტობებს.
B2 გრამატიკული კონტროლის მაღალი დონის ჩვენება: წინადადების აგებისას მცირე ხარვეზები, რომელთა აღმოფხვრაც თვითონვე შეუძლია.
  გრამატიკული სიზუსტის შედარებით მაღალი დონე. შემსწავლელი არ უშვებს ისეთ შეცდომებს, რომელიც დაამახინჯებს გამონათქვამის აზრს.
B1 ნაცნობ სიტუაციებში მეტყველებს საკმაოდ ზუსტად, თუმცა ემჩნევა მშობლიური ენის გავლენა.[3] აქვს შეცდომები, მაგრამ გამონათქვამის ზოგადი აზრი სავსებით ნათელია.
  საკმაოდ კარგად იყენებს გარკვეულ სტანდარტულ კონსტრუქციებს წინასწარ განსაზღვრულ სიტუაციებში.
A2 სწორად იყენებს მარტივ გრამატიკულ კონსტრუქციებს, მაგრამ მუდმივად უშვებს ტიპურ შეცდომებს. მაგალითად, ერევა დროები, არასწორად აფორმებს შეთანხმებას, თუმცა გამონათქვამის აზრი ნათელია.
A1 შეუძლია დაზეპირებული მარტივი კონსტრუქციებისა და წინადადებების მოდელების შეზღუდული რაოდენობის გამოყენება.
  • სემანტიკური კომპეტენცია

სემანტიკური კომპეტენცია პასუხობს შემსწავლელის უნარს, გამოხატოს გარკვეული ცოდნა და აკონტროლოს მისი გამოხატვა.

ლექსიკური სემანტიკა სწავლობს სიტყვის მნიშვნელობის საკითხს, მაგალითად:

  • სიტყვის მნიშვნელობა კონტექსტში;

რეფერენცია;

კონოტაცია;

ზოგადი ცნებების გამოხატვის ხერხები;

  • ურთიერთობა ენობრივ ერთეულებს შორის, როგორიცაა:

სინონიმია/ანტონიმია;

ჰიპონიმია;

სიტყვათშეთანხმება;

სახეობრივი მიმართებები;

კომპონენტური ანალიზი;

შესატყვისობა თარგმნისას.

გრამატიკული სემანტიკა სწავლობს გრამატიკულ ელემენტთა, კატეგორიათა, სტრუქტურათა, პროცესთა მნიშვნელობას (იხ. 1.1.2.).

პრაგმატული სემანტიკა სწავლობს ლოგიკურ მიმართებებს: ინდუქცია, პრესუპოზიცია, იმპლიკაცია და ა.შ.

  • ფონოლოგიური კომპეტენცია

მოიცავს ისეთი სფეროების ცოდნას, პრეცეფციასა და პროდუცირებას, როგორიცაა:

  • ენის ბგერით ერთობლიობებს (ფონემებს) და მათ ვარიანტებს (ალოფონებს);
  • ფონემათა განმასხვავებელ ნიშნებს (განმასხვავებელი ნიშნები, მაგალითად: ხმა, ბაგისმიერობა, ნაზალიზაცია, სკდომა);
  • სიტყვის ფონეტიკურ სტრუქტურას (მარცვლოვანი სტრუქტურა, ფონემათა თანამიმდევრობა, მახვილი, ინტონაცია).

წინადადების ფონეტიკური სტრუქტურა (პროსოდია):

  • მახვილი და რიტმი წინადადებაში;
  • ინტონაცია;
  • ფონეტიკური რედუქცია;
  • ხმოვანთა რედუქცია;
  • ძლიერი და სუსტი ფორმები;
  • ასიმილაცია;
  • ელიზია.
ფონოლოგიური კონტროლი
C2 იხ. დონე C1
C1 შეუძლია მნიშვნელობის უნატიფესი ელფერის გადმოცემა შესაბამისი ინტონაციისა და ლოგიკური მახვილის გამოყენებით.
B2 აქვს ნათელი ბუნებრივი წარმოთქმა და ინტონაცია.
B1 შესამჩნევი უცხო აქცენტისა და ზოგიერთი სიტყვის არასწორი წარმოთქმის მიუხედავად, საკმაოდ მკაფიო წარმოთქმა აქვს.
A2 შესამჩნევი აქცენტის მიუხედავად, მაკმაოდ გასაგები წარმოთქმა აქვს, თუმცა მოსაუბრე უძულებული ხდება სთხოვოს ცალკეული სიტყვისა და ფრაზის გამეორება.
A1 შეუძლია შეზღუდული რაოდენობის ნასწავლი ფრაზებისა და სიტყვების წარმოთქმა, რომლის გაგებაც უჭირთ გარკვეულად ენის მატარებლებს, რომლებიც არ არიან შეჩვეული უცხოელებთან ურთიერთობას.
  • ორთოგრაფიული კომპეტენცია

მოიცავს იმ სიმბოლოების პერცეფციისა და პროდუცირების ცოდნასა და უნარებს, რომლებზეც წერილობითი ტექსტები იქმნება. ყველა ევროპული ენის წერილობითი სისტემა ემყარება ანბანურ პრინციპს, თუმცა ზოგიერთი ენა მიყვება იდეოგრაფიულ (ლოგოგრაფიულ) პრინციპს (მაგ. ჩინური), ან კონსონანტურ პრინციპს (მაგ., არაბული). ანბანური პრინციპის შემსწავლელმა უნდა იცოდეს და შეძლოს პრეცეფცია და პროდუცირება:

  • გრაფიკული ნიშნების ფორმისა (მთავრული და უბრალო);
  • სიტყვების სწორი დამწერლობის, ასევე შემოკლებული ფორმების
  • პუნქტუაციური ნიშნების და მათი ხმარების წესების
  • ტიპოგრაფიული პირობითობების და ფონტების მრავალსახეობის
  • საზოგადო ხმარების ლოგოგრაფიული ნიშნების (მაგ.: @, &, §…)
    • ორთოეპიური კომპეტენცია

ამ შემთხვევაში პირიქითაა, მომხმარებელი საჭიროებს მომზადებული ტექსტის ხმამაღლა წაკითხვას ან იმ სიტყვების გამოყენებას პირველად, რომლებიც ადრე შეხვდა წერილობითი ფორმით, ამიტომ მას უნდა შეეძლოს წერილობითი ფორმიდან სწორად წარმოთქმა. ამისათვის საჭიროა:

  • დამწერლობის ცოდნა
  • ლექსიკონის ცოდნა
  • ლექსიკონის ხმარების ჩვევა, არსებული ტრანსკრიფციის წაკითხვა
  • პუნქტუაციის გამოყენება ფრაზების წარმოთქმისა და ინტონაციისათვის
  • კონტექსტში ორაზროვნების დაძლევა (ომონიმები, სინტაქსური ორაზროვნება).
ორთოგრაფიური კონტროლი
C2 ნაწერში ორთოგრაფიული შეცდომები არ გვხვდება.
C1 ტექსტის მკაფიო, გასაგები გრაფიკული ორგანიზება, ორთოგრაფიული წესების დაცვა, ზოგჯერ გვხვდება ლაფსუს-კალამი.
B2 შეუძლია გაბმული, გასაგები ტექსტის შექმნა, აბზაცების ორგანიზების წესების დაცვით. ძირითადად იცავს ორთოგრაფიისა და პუნქტუაციის წესებს, მაგრამ ზოგჯერ შეიმჩნევა მშობლიური ენის უმნიშვნელო გავლენა.
B1 შეუძლია სავსებით გასაგები გამართული ტექსტის შექმნა. აქვს საკმაოდ მკაფიო ორთოგრაფია, ფლობს პუნქტუაციას და ტექსტების ორგანიზებას.
A2 შეუძლია მოკლე წინადადებების დაწერა ყოველდღიურ თემებზე. შეუძლია ისეთი მოკლე სიტყვების წერა (მართლწერის წესებიდან გარკვეული გადახვევებით), რომელთა ბგერითი ფორმა მისთვის ნაცნობია.
A1 შეუძლია ნაცნობი სიტყვებისა და მოკლე ფრაზების გადაწერა, როგორიცაა მარტივი ინსტრუქციები, მაღაზიების სახელწოდებები, ხშირად ხმარებული გამოთქმები, შეუძლია დაწეროს საკუთარი მისამართი, ეროვნება და სხვა პერსონალური დეტალები.
  • სოციოლოგიური კომპეტენცია ასახავს ენის გამოყენების სოციოლინგვისტურ პირობებს. სოციალურ ნორმებზე ორიენტაციის პირობებში (კარგი ტონი, სქესის, კლასისა და სოციალური ჯგუფების ადამიანთა თაობის ურთიერთობის ნორმები, გარკვეულ რიტუალთა ენობრივი გამეორება, რომელიც მოცემულ საზოგადოებაშია მიღებული), სოციოლინგვისტური კომპონენტი ახდენს დიდ გავლენას სხვადასხვა კულტურის წარმომადგენელთა ურთიერთობაზე. ამასთანავე, შესაძლოა, რომ მათ ეს გააზრებული არ ჰქონდეთ.

ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კომუნიკაციური კომპეტენციებიდან სოციოლინგვისტური კომპეტენცია.

სოციოლინგვისტური კომპეტენცია შედგება იმ ცოდნისა და უნარებისაგან, რომელიც მოითხოვს ენის ეფექტურ გამოყენებას სოციალურ კონტექსტში, რადგან ენა თავად მიეკუთვნება სოციოკულტურულ მოვლენას. ბევრი რამ, რასაც «ენების სწავლის, სწავლების და შეფასების ერთიანი ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩო» შეიცავს სოციოკულტურულ ასპექტთან დაკავშირებით, ეხება სოციოლინგვისტურ კომპეტენციასაც. აქ შედის სოციალური ურთიერთობის ლინგვისტური მარკერები, ზრდილობის მიღებული ნორმები, ხალხური სიბრძნის გამოთქმები, ურთიერთობათა რეესტრები, დიალექტები და მახვილები:

1.2.1. სოციალურ ურთიერთობათა ლინგვისტური მარკერები;

1.2.2. ზრდილობის ნორმები;

1.2.3. ხალხური სიბრძნე;

1.2.4. ურთიერთობის რეესტრები;

1.2.5. დიალექტი და აქცენტი.

1.2.1. სოციალურ ურთიერთობათა ლინგვისტური მარკერები

სხვადასხვა ენათა და კულტურათა სოციალური ურთიერთობების მარკერების ვარირება დამოკიდებულია ა) ურთიერთობათა სტატუსზე, ბ) მათ სიახლოვეზე, გ) დისკურსის რეესტრზე და ა.შ.

«ენების სწავლის, სწავლების და შეფასების ერთიანი ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩო»-ს ინგლისურ ტექსტსა და ქართულ თარგმანში მოყვანილია ინგლისური ენის მაგალითები, რომელიც არ არის უნივერსალური და შეიძლება ჰქონდეს ან არ ჰქონდეს ანალოგიები სხვა ენებში:

  1. მისალმების ფორმების შერჩევა და გამოყენება:
  • შეხვედრისას, მაგალითად: Hello, Good morning!
  • გაცნობისას, მაგალითად: How do you do?
  • დამშვიდობებისას, მაგალითად: Good-bye… See you later.
  1. ურთიერთობის ფორმების შერჩევა და გამოყენება:
  • მოძველებული, მაგალითად: My lord, Your Grace;
  • ოფიციალური, მაგალითად: Sir, Madam, Miss, Dr, Professot (+surname);
  • არაოფიციალური, მაგალითად მხოლოდ სახელით: John! Susan! – მიმართვის განსაზღვრული ფორმის გარეშე;
  • მეგობრული (სასიყვარულოც ნ.კ.) მაგალითად: Dear, Darling, Mate, Love;
  • ბრძანებითი, მაგალითად მხოლოდ გვარით: Smith! You (there)!
  • შეურაცხმყოფელი, მაგალითად: You stupid idiot! (ხშირად სიყვარულით);
  1. პირობითობა დიალოგისას;
  2. შეძახილის შერჩევა და გამოყენება (მაგალითად: Dear, dear! My God! Bloody Hell).

1.2.2. ზრდილობის ნორმები

ზრდილობის ნორმები თანამშრომლობის პრინციპის პირდაპირი გამოყენებიდან გადახვევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია. სწორედ ქცევის ნორმათა ენოვნული თავისებურებების უცოდინრობა იწვევს გაუგებრობას ადამიანებს შორის.

  1. პოზიტიური ზრდილობა:
  • ადამიანის ცხოვრებისადმი ინტერესის გამოვლინება;
  • განცდებისა და საზრუნავის ურთიერთგაზიარება (გულითადი საუბარი);
  • აღფრთოვანების, მადლიერების გამოხატვა;
  • საჩუქრის გადაცემა, სტუმართმოყვარეობა.
  1. ნეგატიური ზრდილობა:
  • არასასურველი ქცევისაგან თავის არიდების ცდა (დოგმატიზმი, ბრძანება და ა.შ.);
  • სინანულის გამოხატვა, ბოდიშის მოხდა უსიამოვნო ქცევის გამო (უთანხმოება, აკრძალვა და ა.შ.);
  • კატეგორიულობის შემარბილებელი გამოთქმები (I think…);
  1. მადლობის გადახდისა და ზრდილობის მოხდის წესები (Please, Thank you…);
  2. უზრდელობა (ზრდილობის ნორმების წინასწარგანზრახული დარღვევა):
  • გადაჭარბებული პირადობა, გულახდილობა;
  • უკმაყოფილების, არაკეთილმოსურნეობის გამოხატვა;
  • ჩივილი, საყვედური;
  • მოუთმენლობის, სიბრაზის გამოხატვა;
  • საკუთარი უპირატესობის გამოხატვა.

1.2.3. ხალხური სიბრძნე

მდგრადი გამონათქვამები, რომლებიც გამოხატავს გავრცელებულ თვალსაზრისებს, წარმოადგენს ხალხური კულტურის მნიშვნელოვან ნაწილს, ისინი ხშირად იხმარება მეტყველებაში, მაგალითად, გაზეთის სათაურების სახით. ასეთი გამონათქვამები სოციოკულტურული კომპეტენციის სერიოზულ კომპონენტს წარმოადგენს:

  • ანდაზები, მაგალითად: A stich in time saves nine;
  • იდიომები, მაგალითად: A sprat to catch a mackerel;
  • ფრთიანი გამოთქმები, მაგალითად: A man’s a man for a that;
  • გამოთქმები;
  • ხალხურ რწმენასთან დაკავშირებული გამოთქმები, მაგალითად, Fine before seven, rain by eleven;
  • შეფასებები, მაგალითად, It is not cricet;
  • დამოკიდებულება, მაგალითად, It takes all sorts to make a world;
  • წარწერები მაისურებზე, ტელეგადაცემებიდან დამახსოვრებული გამოთქმები (შეიძლება ამას მივაკუთნოთ ასევე კინო-ფილმებიდან დამახსოვრებული ფრაზები, წინადადებები ნ.კ. (იხ. ამის შესახებ რ.ქურდაძის სტატია…);
  • წარწერები სავიზიტო ბარათებზე და პლაკატებზე ასევე ასრულებენ მსგავს ფუნქციას.

1.2.4. ურთიერთობის რეესტრები

ტერმინი „რეესტრი“ გამოიყენება ენის ვარიანტებს შორის სისტემატური დიფერენციაციის სხვადასხვა კონტექსტში. ეს ფართო გაგებაა, რომელიც აღნიშნულ შემთხვევაში მოიცავს „ამოცანებს“[4], ტექსტის ტიპებსა[5] და მაკროფუნქციებს[6]. ამ უკანასკნელს ჩვენ განვიხილავთ პრაგმატულ კონპეტენციებში, რომელიც არის კომუნიკაციის ენობრივ კომპეტენციათა  შორის ერთ-ერთი.

განსხვავებები ფორმალობის დონეებში:

  • მოძველებული, მაგალითად, Play silence for His Worship the Mayor!
  • იფიციალური, მაგალითად, May we now come to order, please;
  • ნეიტრალური, მაგალითად, Shall we begin?
  • არაფორმალური, მაგალითად, Right, What about making a start?
  • საურთიერთო, მაგალითად, O>K> Let’s get going;
  • ინტიმური, მაგალითად, Ready, dear?

სწავლების ადრეულ ეტაპზე (ვთქვათ, B1 დონემდე), ნეიტრალური რეესტრია უფრო მისაღები. ეს ის რეესტრია, რომელსაც მშობლიურ ენაზე მოსაუბრე იყენებს უცხოელთან მიმართებით და ასევე მოელის მისგან ამ რეესტრზე ურთიერთობას. უფრო ოფიციალური და ფორმალური რეესტრების ცოდნა დროის შემდეგ მონაკვეთს განეკუთვნება. მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს უფრო ოფიციალური და ფამილარული რეესტრების ხმარებას, რათა არასწორმა გამოყენებამ არ გამოიწვიოს კომუნიკაციის გართულება და მოსაუბრის უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენება.

1.2.5. დიალექტი და აქცენტი

სოციოლინგვისტური კომპეტენცია მოიცავს შემდეგი ტიპის ენობრივი თავისებურებების გამოცნობის უნარს:

  • სოციალური კლასის;
  • ცხოვრების ადგილის;
  • ეროვნული წარმოშობის;
  • საქმიანობის სახეობის;
  • ეთნიკური წარმოშობის.

ასეთი თავისებურებები გვხვდება შემდეგ დონეებზე:

  • ლექსიკის, მაგ., შოტლანდიური wee-small-ისთვის;
  • გრამატიკის, მაგ., I ain’t seen nothing – I haven’t seen anything-ისთვის;
  • ფონოლოგიის, აგ. ნიუ-იორკული boid-bird-ისთვის;
  • ხმოვნური მახასიათებლების (რითმი, ხმის აწეულობა და სხვ.)
  • პარალინგვისტიკის;
  • ჟესტ-მიმიკის ენის.

არც ერთი ევროპულ ენათა ოჯახი არ არის ერთგვაროვანი. სხვადასხვა რეგიონს ახასიათებს საკუთარი ენობრივი და კულტურული თავისებურება. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია იქ, სადაც ენის მატარებლები ლოკალიზებულად ცხოვრობენ და შეხება აქვთ თავიანთივე სოციალური მდგომარეობის, პროფესიული სტატუსისა და განათლების ადამიანებთან. ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი სტერეოტიპების დაძლევის უნარი, რომლებიც დაკავშირებულია ამა თუ იმ აქცენტთან/დიალექტთან (ინტერკულტურული უნარების განვითარება)[7]. ვიდრე ენის მომხმარებელი/გამომყენებელი გამოიყენებს ამა თუ იმ დიალექტურ ფორმას მან უნდა გამოარკვიოს გამოთქმის სოციალური კონოტაცია. გარდა ამისა, აქცენტის/დიალექტის გამოყენებისას მნიშვნელოვანია თანამიმდევრულობა.

საგნის დახასიათება სოციოლინგვისტური კომპეტენციის ასპექტში პრობლემატურია. მაგალითად, ქვემოთ მოყვანილი ცხრილი წარმოადგენს სოციალურ ურთიერთობათა და ზრდილობის ნორმების მარკერებს, სადაც B2 დონის ფლობის შემთხვევაში მომხმარებლებს გარკვეულ სიტუაციებში და გარკვეული წრის ადამიანებთან შეუძლიათ წარმოაჩინონ თავიანთი თავი სოციოლინგვისტურად მისაღები ენის შესაბამისად და დაიწყონ სხვადასხვა ენის დაუფლების უნარის შეძენა. ამასთანავე მათ შეუძლიათ მკაცრად გააკონტროლონ რეესტრი და იდიომა.

სოციოლინგვისტური სისწორე
C2 კარგად ფლობს იდიომატურ და სასაუბრო გამოთქმებს, ესმის სიტყვების და გამოთქმების კონოტაცია. ესმის სოციოლინგვისტური და სოციოკულტურული ქვეტექსტი ენის მატარებლის  მეტყველებაში, რეაგირებს ადეკვატურად.

შეუძლია გამოვიდეს შუამავლის როლში ენის მატარებლებსა და ენის შემსწავლელს შორის.[8]C1ესმის ბევრი იდიომატური და სასაუბრო გამოთქმების მნიშვნელობა, ასხვავებს ურთიერთობის რეესტრებს, თუმცა ზოგჯერ უხდება ჩაკითხვა, განსაკუთრებით მაშინ, თუ მოსაუბრის აქცენტი უცნობია. ესმის ფილმების შინაარსი. იმ პერსონაჟთა მეტყველება, რომლებიც დიდი რაოდენობით სლენგებსა და იდიომატურ გამოთქმებს იყენებენ. მოხდენილად და ეფექტურად იყენებს ენობრივ საშუალებებს სხვადასხვა სიტუაციაში, მათ შორის ემოციების, ქვეტექსტის, ხუმრობის გადმოსაცემად.B2დარწმუნებით ფლობს ურთიერთობის როგორც ოფიციალურ, ასევე არაოფიციალურ რეესტრს, შეუძლია კონკრეტული სიტუაციის შესაბამისი რეესტრის შერჩევა. შეუძლია გარკვეული შეზღუდვით ჩაერთოს ჯგუფურ დისკუსიებში, რომელიც სწრაფი ტემპით დიდი რაოდეობის სასაუბრო გამოთქმების გამოყენებით მიმდინარეობს. შეუძლია ენის მატარებლებთან ურთიერთობა ბუნებრივი, მათთვის ჩვეული მანერით ისე, რომ არც გააოცოს და არც გააღიზიანოს ისინი. შეუძლია თავისი აზრების სწორად, უხეში შეცდომების გარეშე გადმოცემა სხვადასხვა სიტუაციაში.B1ფლობს ენობრივი ფუნქციების ფართო სპექტრს, შეუძლია ყველაზე გავრცელებული გამოტქმების გამოყენება ურთიერთობის ნეიტრალურ რეესტრში. იცნობს ზრდილობის ყველაზე გავრცელებულ ფორმებს და იყენებს მათ სამეტყველო ქმედების დროს. იცის მშობლიური ქვეყნისა და შესასწავლი ენის ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი სხვადასხვა ტრადიცია, ფასეულობათა სისტემები… ასხვავებს ამ განსხვავებათა ენობრივ სიგნალებს.A2შეუძლია ენის გამოყენების ძირითად ფუნქციონალურ სახეობებში მონაწილეობა. მაგალითად, ინფორმაციის, აზრების, შეხედულებათა გაცვლა. ფლობს უბრალო, ყველაზე გავრცელებულ გამოთქმებსა და სტანდარტულ პროცედურებს, რომლებიც განაპირობებს საკმაოდ ეფექტური ურთიერთობების შესაძლებლობას შეუძლია უმარტივეს სიტუაციებში ურთიერთობა, ყოველდღიური ზრდილობიანი ფორმების გამოყენება, როგორიცაა მისალმება, დამშვიდობება, მიმართვა. შეუძლია დაპატიჟოს ვინმე ან მიიღოს/არ მიიღოს მიწვევა, მოიბოდიშოს/უპასუხოს სხვის მობოდიშებაზე და ა.შ. A1შეუძლია კონტაქტის დამყარება, უმარტივესი ზრდილობიანი ფორმების – მისალმება, დამშვიდობება, მადლობა, მობოდიშება და ა.შ. გამოყენება.

კომპეტენციების მომხმარებლებს შეუძლიათ გაანალიზონ და უპასუხონ:

  • მისალმების, მიმართვის, შეძახილის რომელი ფორმები უნდა ესმოდეს/ რომელი ფორმების გამოყენება უნდა შეძლოს/შემსწავლელს/რომელ ფორმებს უნდა ასხვავებდეს სოციალურად შემსწავლელი?
  • ზრდილობის რომელი ფორმები უნდა ესმოდეს/შეეძლოს გამოყენება შემსწავლელს/უნდა იცოდეს შემსწავლელმა?
  • უზრდელად ქცევის რომელი ფორმები უნდა ესმოდეს/გარკვეულ სიტუაციაში უნდა შეეძლოს გამოყენება შემსწავლელს/უნდა იცოდეს შემსწავლელმა?
  • რომელი ანდაზები, კლიშეები, ფოლკლორული გამოთქმები უნდა ესმოდეს/შეეძლოს გამოყენება შემსწავლელს/უნდა იცოდეს შემსწავლელმა?
  • ურთიერთობის რომელი რეესტრი უნდა ესმოდეს/შეეძლოს გამოყენება შემსწავლელს/უნდა იცოდეს შემსწავლელმა?
  • შესასწავლი ენის ან სხვა ქვეყნებში რომელი სოციალური ჯგუფების ცნობა უნდა შეეძლოს შემსწავლელს ენობრივ თავისებურებათა ხასიათის მიხედვით?
    • პრაგმატული კომპეტენცია გულისხმობს გარკვეული მიზნებით (კომუნიკაციური ფუნქციის პროდუცირება, სამეტყველო აქტების წარმოქმნა) ურთიერთქმედების სქემების შესაბამისად. ამ კომპონენტში შედის აგრეთვე დისკურსის ფლობა, კოჰეზია და კოჰერენტულობა, ტექსტების ტიპებისა და ფორმების ამოცნობა, ირონიერი და პაროდიები. პრაგმატული კომპეტენციის ფორმირებაზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს სოციალური ურთიერთობა და კულტურული გარემო.

პრაგმატული კომპეტენცია მომხმარებლის/შემსწავლელისგან მოითხოვს შემდეგი პრინციპების ცოდნას:

ა) დისკურსის კომპეტენცია (გამოთქმათა კონსტრუირება-აგება და მათი ტექსტების სახით გაერთიანება);

ბ) ფუნქციური კომპეტენცია (გამოთქმათა გამოყენება სხვადასხვა კომუნიკაციური ფუნქციის შესასრულებლად);

გ) მეტყველების სქემატურად აგების კომპეტენცია (გამოთქმათა თანამიმდევრულად აგების სქემა ინტერაქციისა და ტრანსაქციის შესაბამისად).

ენის ზოგადი და კომუნიკაციური კომპეტენციების საფუძველზე, ენის შემსწავლელი იყენებს იმ უნარებსა და სტრატეგიებს, რომლებიც მოსახერხებელია შემდეგი წერითი თუ ზეპირი ენობრივი აქტივობების შესასრულებლად:

  • რეცეფცია
  • პროდუცირება
  • ინტერაქცია
  • მედიაცია (პერიფრაზირება, დასკვნების გაკეთება, თარგმნა)

ზემოთჩამოთვლილი ენობრივი აქტივობების კონცეპტუალიზაცია სპეციფიკურ სფეროში გულისხმობს ენის გამოყენების პროცესის გააქტიურებას წერითი/ზეპირი ტექსტების პროდუცირებისა და რეცეფციის მიზნით. ენობრივი აქტივობები მიმდინარეობს ენის გამოყენების ისეთ სფეროებში როგორიცაა:

  • საზოგადოებრივი სფერო
  • პერსონალური სფერო
  • საგანმანათლებლო სფერო
  • დასაქმების სფერო

ყველა ეს ზემოთჩამოთვლილი კატეგორია და მათი შემადგენელი ნაწილები – მაგალითად, შინაგანი რეპრეზენტაციები, მექანიზმები და უნარი, ახასიათებს კომპეტენციათა იმ სახეობებსა და სფეროებს, რომელსაც სუბიექტი იჩენს სოციალური ურთიერთობის პროცესში და კოგნიტურ დონეზე განაპირობებს ადამიანის ქცევას, მათ შორის სამეტყველოსაც. ამავე დროს, შესაძლებელია ამ კომპეტენციათა შეძენა და განვითარება სწავლის პროცესში.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ენების სწავლის, სწავლების და შეფასების ერთიანი ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩო, ევროპის საკონსულო, კემბრიჯის უნივერსიტეტის გამომცემლობა, სტრასბურგი, 1990.
  2. მარტინიუკი ვ., ენობრივი კომპეტენციების ევროპული სტანდარტი, შიდასამთავრობო კონფერენცია, განათლების ენები: ენათა ფლობის ზოგადევროპული კომპეტენციებისკენ, სტრასბურგი, 16-18 ოქტომბერი, 2006.
  3. მინდაძე ი., კომუნიკაციური დიდაქტიკა და დისკუსია როგორც სწავლების ფორმა, თბილისი, 2006.
  4. Common European Framework of Reference for Languages: Learning, teaching, assessment, Council of Europe, CAMBRIDGE UNIVERSITY PRESS, Modern Languages Division, Strasbourg, 1990.

[1] შენიშვ. ენა ვითარდება საკომუნიკაციო მოთხოვნილებათა ცვლილების, კერძოდ კი გაზრდის-შემცირების პირდაპირპროპორციულად (ავტ.).

[2] იხ. «ენების სწავლის, სწავლების და შეფასების ერთიანი ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩო»-დან § 5.2.2.3.

[3] იგულისხმება აქცენტი, რომელიც დამახასიათებელია უცხო ენის სწავლების საწყის ეტაპზე და წარმოადგენს ფონეტიკურ მოვლენას.

[4] იხ. «ენების სწავლის, სწავლების და შეფასების ერთიანი ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩო»-დან § 4.3.

[5] იხ. იქვე, § 4.6.4.

[6] იხ. იქვე, § 5.2.3.2.

[7] იხ. «ენების სწავლის, სწავლების და შეფასების ერთიანი ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩო»-დან § 5.1.2.2.

[8] იყოს თარჯიმანი.

Advertisements
Innovations in Scholarly Communication

Changing Research Workflows

Crazy illusion

Thinking Aloud.

gypsyrepresent

Thinking critically about Romani representation in pop culture

ფილოლოგი

ქართული ფილოლოგია

Global Hinduism

Way of living Life

Learn to Teach Vedic Maths

Magical Methods-- World Leader in Vedic Mathematics

Defenders of Ma'at

Teach, Coach, Live, Learn, Train, Help, Inspire

Asheville Vedic Astrology

Vedic Astrology brought to you by Ryan Kurczak

Hamro dharma

Just another WordPress.com weblog

janeadamsart

An illustrated Journal of eastern and western wisdom

Sathya Sai Baba - Life, Love & Spirituality

Guru Bhagavan Sri Sathya Sai Baba Of Puttaparthi India

Soolaba's Blog

Ultimate Questions, Ultimate Answers

პიროვნული ზრდის სამყარო

„ჩვენ ვერასოდეს მივაღწევთ სიმშვიდეს გარე სამყაროში, სანამ არ მივაღწევთ მას შინაგანში“ - დალაი ლამა

მკითხველის ბლოგი

შთაბეჭდილებები კითხვის შემდეგ

Natia Kentchiashvili

natiakentchiashvili.WordPress.com site

კეჟერაძის ბლოგი

სამშობლოს, ადამიანებისა და ლიტერატურის მოყვარული რიგითი კლიმი

GeoSexMD.com - სამედიცინო სექსოლოგია

სექსუალური განათლება საქართველოში

აჭარა დღეს!

ჩვენ გვიყვარს ჩვენი კუთხე, საქართველოს ერთ–ერთი ულამაზესი მხარე, ჩვენი აჭარა.

Molly Bloom's Day™

ნაღებიან ყავასთან ერთად

მარო მაყაშვილის დღიური

გაფითრებული თებერვლის ლანდი

სემიოტიკა Semiotics

ცირა ბარბაქაძე _ შეხედეთ სამყაროს სემიოტიკის თვალით და აღმოაჩინეთ საკუთარი თავი მრავალ განზომილებაში

ბურუსი - BURUSI

თენგიზ ვერულავა - TENGIZ VERULAVA

Free Yourself

Just say "I am free!"

konspace

კოტეს ბლოგი ყველაფერზე

Barcelonisimo's Blog

ბლოგი მეგობრებისთვის და მათი მეგობრებისთვის...

My Civil Society

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის ბლოგი

ბაბუაწვერა

ოცნებებში გაფანტული ბლოგი ☮

kalatozishvili

КРИТИК - Мы страшные, потому что работаем над этим.

აღმოაჩინე შენთვის საინტერესო / Discover Things That Interest You

აღმოაჩინე შენთვის საინტერესო – ამოუცნობი,არქიტექტურა, აღმოჩენა ,ახალი ამბები, ბუნება, გასართობი, დიზაინი ,დოკუმენტური, ვიდეო ,თამაშები ,ივენთები, კინო / თეატრი ,კოსმოსი, კრეატივი ,მედიცინა ,მეცნიერება ,მისტიკა, მოგზაურობა, მოდა ,მუსიკა ,ნოვაცია ,პიროვნებები ,რელიგია ,სასარგებლო, საჭმელ / სასმელი ,სპორტი, სურათები, ტექნოლოგია ,ფოტოები, ფუფუნების საგნები ,შპალერები, წიგნები, ხელოვნება

Savidge Reads

The Chronicles of a Book Addict

%d bloggers like this: