თანამედროვე ლინგვისტური თეორიები და მეთოდები

58517_154607567899276_100000501025127_418286_6105319_s

წინამდენარე მასალა არის კომპილაციური ხასიათის და

წარმოადგენს სხვადასხვა ავტორთა ნაშრომების შეჯერებულ ვერსიას და

არ წარმოადგენს და არ შეიცავს ჩემს დამოუკიდებელ კვლევასა და დასკვნებს

ტექსტის შემდგენელი, ამკრეფი და რედაქტორი:

ნათია კენჭიაშვილი

სალექციო მასალა განკუთვნილია მაგისტრატურის საფეხურის ფილოლოგიის პროგრამის სტუდენტთათვის და აღნიშნული საკითხით დაინტერესებული გარეშე პირთათვის

თანამედროვე ლინგვისტური თეორიები და მეთოდები

საკითხები:

  1. თეორიული ენათმეცნიერების წარმოშობა
  2. ისტორიულ-შედარებითი ენათმეცნიერება
  3. ლარინგალური თეორია
  4. გლოტალური თეორია
  5. ნოსტრატული ენების ჰიპოთეზა
  6. ნეოგრამატიკული მიმდინარეობა
  7. ტიპოლოგიური ენათმეცნიერების ისტორია
  8. ნოამ ჩომსკის ლინგვისტური ნააზრევი

 

თეორიული ენათმეცნიერების წარმოშობა

 

ვილჰელმ ფონ ჰუმბოლდტი (1767-1835). ვილჰელმ ფონ ჰუმბოლდტი მრავალმხრივ განათლებული მეცნიერი იყო. მოღვაწეობდა ენათმეცნიერებაში, ლიტერატურაში, ფილოსოფიაში, სახელმწიფო სამართალში, პოლიტიკასა და დიპლომატიაში. ამავე დროს მას ეკავა სარწმუნოებისა და სახალხო განათლების მინისტრის პოსტი. ჰუმბოლდტმა აქტიური მონაწილეობა მიიღო საშუალო და უმაღლესი სკოლების რეორგანიზაციის საქმეში, შექმნა გერმანული მეცნიერების ახალი ცენტრი – ბერლინის უნივერსიტეტი.

ვ. ფ. ჰუმბოლდტი ითვლება ზოგადი ენათმეცნიერების ფუძემდებლად. სხვათა აზრით, ის მიიჩნევა როგორც XIX საუკუნის თეორიული ენათმეცნიერების ფუძემდებლად, ისე ენის ფილოსოფიის მონოლითური სისტემის შემქმნელადაც. განსხვავებული თვალსაზრისის მიხედვით კი „ვ. ფ. ჰუმბოლდტის ენათმეცნიერული ნააზრევი ენის ფილოსოფიას განეკუთვნება“ (არნ. ჩიქობავა). აღნიშნულ მოსაზრებათა ფონზე საგულისხმოა, რომ „ზოგადი ენათმეცნიერება“ და „ენის ფილოსოფია“ ვ. ფონ ჰუმბოლდტის მოძღვრებაში ერთი და იმავე შინაარსის გამომხატველი ორი ტერმინია“ (გ. რამიშვილი).

ჰუმბოლდტს უდიდესი გავლენა აქვს ლინგვისტიკის განვითარების ისტორიაში. მას დიდი პატივით იხსენიებს ბოპი, ხოლო გამოჩენილი ენათმეცნიერები – შლაიხერი, შტაინთალი, ფოსლერი, პოტი, კურციუსი – ჰუმბოლდტის მოწაფეებად და მიმდევრებად თვლიან თავს.

თუ ბოპი ენობრივი ფაქტების ურთიერთმიმართებაზე მუშაობდა ძირითადად, ჰუმბოლდტი დაბადებული იყო თეორიული და ფილოსოფიური აზროვნებისთვის. მისი თეორიული აზროვნება მჭიდროდაა დაკავშირებული ისტორიულ-შედარებით მეთოდთან. ჰუმბოლდტის ენის მეცნიერული თეორია ემყარება ისტორიულ-შედარებითი მეთოდის გამოყენებას პრაქტიკულ კვლევა-ძიებაში.

ჰუმბოლდტის ლინგვისტური თეორია იმდენად ფართო და ყოვლისმომცველია, რომ მისგან იღებს სათავეს მრავალი მიმართულება ენათმეცნიერებაში.

ის ფლობდა უამრავ ენას: ბასკურს, მალაიურ-პოლონეზიურს, ამერიკის ინდიელთა ენებს და სხვ. ამ ფაქტმა კი განაპირობა მისი ფართო ლინგვისტური დიაპაზონი და სათანადო დასკვნების სიზუსტე.

აღსანიშნავია, რომ ჰუმბოლდტი იმთავითვე გაემიჯნა ფილოლოგიური გრამატიკის ხანგრძლივ ტრადიციას. როგორც ცნობილია, ფილოლოგიური გრამატიკის კვლევის ობიექტი იყო სალიტერატურო ენაში ფიქსირებული ნორმენის სისტემაში მოყვანა და კვალიფიკაცია. ჰუმბოლდტის აზრით, ფილოლოგიური გრამატიკა, რომელსაც ტექსტებში გაქვავებულ ენასთან აქვს საქმე, ენათმეცნიერებისთვის დამხმარე დისციპლინას წარმოადგენს. მან ეჭვის ქვეშ დააყენა ენის გრამატიკული ანალიზის ტრადიციული პრინციპები და დასვა ახალი მეთოდოლოგიის შემუშავების საკითხი. ამ საკითხს მიუძღვნა მან საპროგრამო ხასიათის ნაშრომი „ენათა შედარებითი კვლევის შესახებ მათი განვითარების სხვადასხვა ეპოქებთან მიმართებით“,  რომელიც 1820 წელს წაიკითხა ბერლინის აკადემიაში. ამ ნაშრომში გადმოცემულია ენათმეცნიერების დარგში ჰუმბოლდტის კვლევითი პროგრამა, ენათმეცნიერების პრობლემატიკა, შინაარსი და საზღვრები. მისი აზრით, ენათა შედარებითი კვლევა ორ ამოცანას ისახავს:

  1. გამოკვეულ იქნას ენათა ორგანიზმები;
  2. გამოკვლეულ იქნას ენები მათი წარმოშობის პროცესში (გ. რამიშვილი).

ლინგვისტურ მოძღვრებათა ისტორიაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვ. ჰუმბოლდტის სამტომიანი ნაშრომი „კავი ენის შესახებ კუნძულ იავაზე“, რომელიც გამოიცა მისი სიკვდილის შემდეგ 1836-1839. ამ ფუნდამენტურ ნაშრომში ზოგადენათმეცნიერული თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანია შესავალი ადამიანთა ენების განსხვავებული აგებულების და მისი გავლენის შესახებ კაცობრიობის სულიერ განვითარებაზე. ამ ნაშრომშია ყველაზე სრულყოფილად გადმოცემული ჰუმბოლდტის თეორიული შეხედულებები ენის შესახებ. მისი ზოგადლინგვისტური იდეები გამომდინარეობს მისსავე ისტორიულ-ფილოსოფიური კონცეფციიდან, რომელიც ასახავს გერმანული კლასიკური ფილოსოფიის დებულებებს და გარკვეული გავლენის კვალს კანტთანაც მივყავართ. თუმცა ეს განლენა შეიძლება დადასტურდეს ჰუმბოლდტის ისტორიის ფილოსოფიაში და არა ენის ფილოსოფიაში, რომელიც თანდათანობით ყალიბდებოდა მისი მოღვაწეობის პერიოდში.

გამოყენებული ლიტერატურა:

კ. ჭრელაშვილი, ლინგვისტურ მოძღვრებათა ისტორია, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 2001.

 

ისტორიულ-შედარებითი ენათმეცნიერება

XIX საუკუნე, დიდ აღმოჩენათა ეპოქა, ერთი განაკუთრებული მიღწევითაც აღინიშნა: დადგენილ იქნა ენათა ნათესაობის კანონი და შემუშავდა ამ ნათესაობის დადგენის მეცნიერული მეთოდი, რომელიც ისტორიულ-შედარებითი მეთოდის სახელითაა ცნობილი.

ენათა ნათესაობაზე, ცხადია, ადრეც ლაპარაკობდნენ, მაგალითად, არსებობდა აზრი, რომ ქართველური ენები – ქართული, ზანური და სვანური – ერთი წარმოშობისა იყო, ძველ ბერძნებს მიაჩნდათ, რომ ქართველები ეგვიპტელებს ენათესავებოდნენ, ხოლო ათონის მთის ქართველი მოღვაწეები X საუკუნეში დარწმუნებულნი ყოფილან, რომ ესპანეთში ქართველთა უძველესი და შორეული ნათესავები ცხოვრობდნენ და მისთ.

მაგრამ ასეთი „ცოდნა“ ძველად გადმოცემებისა და ლეგენდების დონეზე არსებობდა და ამ ცოდნის შემოწმება და დასაბუთება მეცნიერულ საფუძველზე იმ დროს შეუძლებელი იყო.

ისტორიულ-შედარებითმა მეთოდმა შესაძლებელი გახადა ორი ენის მონაცემები ერთმანეთთან შეგვედარებინა და ამით მათი ნათესაობის ზუსტი, კანონზომიერი წესები დადგენილიყო. წესები, რომელთა მეშვეობითაც ნებისმიერი ენობრივი ფაქტის შემოწმება იქნებოდა შესაძლებელი.

ამ წესების რეგულირებული ბგერათშესატყვისობის კანონს უწოდებენ.

რაში მდგომარეობს ის?

ენაში არსებული ბგერები დროთა განმავლობაში იცვლებიან, მაგრამ იცვლებიან არა ნებისმიერად და ქაოტურად. მაგალითად, ნებისმიერი ენა რომ ავიღოთ და შევადაროთ მისი დღევანდელი ლექსიკური ფონდის ბგერითი შედგენილობა იმავე ენის სიტყვათა მასალას სხვადასხვა ეპოქაში, ჩვენ აუცილებლად ვნახავთ მათ შორის განსხვავებას ფონეტიკურ დონეზე. ვთქვათ, თუ რომელიმე ენაში შეიცვალა ზ და მოგვცა, ჟ, მაშინ მისი წყვილეული ს ბგერაც ამავე მიმართულებით უნდა შეიცვალოს და მოგვცეს შ და მისთ.

სანიმუშოდ, ამ კანონის თანახმად, ქართველური ენების მონაცემებით დადგინდა, რომ ძირეულ მასალაში ქართულის ძ ც წ სამეულს ზანურში რეგულარულად შეესატყვისება ჯ ჩ ჭ, ანუ თუ ქართულში რომელიმე ძირეულ სიტყვაში გვაქვს ძ (ძელი), ზანურში შესაბამის სიტყვაში გვექნება ჯ (ჯა{ლ}ი). რაც მთავარია, თუ სხვა ხელისშემშლელი ფაქტორები არ შეხვდა, ასევე მოიქცევიან სამეულის სხვა წევრებიც: ც (ცოლი) და ჩ (ჩილი), წ (წითელი) და ჭ (ჭითა) და ა.შ.

საერთო-ქართველური ახ. ქართული მეგრული ლაზური სვანური
1 2 3 4 5
*ა
*ე
*ი
*ო
*უ
*ბ
*ფ
*პ
*დ
*თ
*ტ
*ძ
*ც
*წ
*ზ
*ს
*ძ‚
*ც‚
*წ‚
*ზ‚
*ს‚
*ჯ ჯგ ჯგ ჯგ
*ჩ ჩქ ჩქ ჩქ
*ჭ ჭკ ჭკ ჭკ
*შ შქ შქ შგ
*გ
*ქ
*კ
*ღ
*ხ
£
*ყ
*ჰ
*მ
*ნ
*რ
*ლ
¢

მგვარად, ორი ენის მთელი ბგერითი შედგენილობის მიხედვით დგინდება ბგერათშესატყისობათა სისტემა და ამით საბოლოოდ მტკიცდება ნათესაობა ამ ორ ენას შორის (შეიძლება ამისათვის სხვა ენობრივი მონაცემებიც იყოს მოშველიებული).

როგორც ცნობილია, დედამიწაზე 5000-მდე ენა არსებობს. აღნიშნული მეთოდის მეშვეობით დადგენილ იქნა მონათესავე ენათა დიდი და მცირე ჯგუფები და ამ ენების კლასიფიკაცია მოხდა გენეზისის, წარმომავლობის მიხედვით.

ყველაზე მრავალრიცხოვანი, როგორც მოგეხსენებათ, ინდოევროპულ ენათა ოჯახია.

ყველაზე გავრცელბული თეორია ქართველური ენების გარე ნათესაობის შესახებ არის ის, რომ ქართველურ ენებს გენეტიკურად უკავშირდება კავკასიის მცირე აბორიგენი ენები (აფხაზურ-ადიღეური, ნახური და დაღესტნური ენები). ამ თეორიის ფუძემდებლები არიან ივ. ჯავახიშვილი და არნ. ჩიქობავა. მიხეილ ქურდიანს ეკუთვნის ამ მიმართულებით სპეციალური შრომები.

დიდი ხნის ისტორია აქვს ქართულის ძირეული კავშირების ძიებას წინა აზიის უძველეს ენებთან – ხეთურთან, შუმერულთან… (ივ. ჯავახიშვილი, გ. მელიქიშვილი, გრ. გიორგაძე…).

ქართულ ისტორიოგრაფიაში გავრცელებულია მოსაზრება, რომ ქართველური ტომები შესაძლოა წინა აზიიდან იყვნენ კავკასიის მთისწინებში მიგრირებულნი. ამ ჰიპოთეზას ეხმაურება იმ ენათმეცნიერული კვლევის შედეგები, რომელიც ინდოევროპული, ქართველური და სემიტური ენების არსებობას ურთიერთმეზობლურად, წინა აზიის არეალში ვარაუდობს (თ. გამყრელიძე, ვ. ივანოვი…).

დაბოლოს, ცალკე დგას ბასკურთან ნათესაობის საკითხი, რომელიც არ ითვლება შესატყვისობათა დონეზე დამტკიცებულად.

ისტორიულ-შედარებითი ენათმეცნიერების ფუძემდებლებად ითვლებიან: ფრანც ბოპი, რასმუს რასკი, ავგუსტ შლაიხერი,  იაკობ გრიმი და სხვ.

ფრანც ბოპი (1791-1867) დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით, ისტორიულ-შედარებითი ენათმეცნიერების ფუძემდებლად ითვლება. მან შეისწავლა სანსკრიტი, სპარსული, არაბული, ძველბერძნული, 1821 წლიდან ბოპი ბერლინის უნივერსიტეტში აღმოსავლური ლიტერატურისა და ზოგადი ენათმეცნიერების პროფესორია, ხოლო 1929 წლიდან აკადემიკოსი.

ფრანც ბოპის გამოკვლევებმა უდიდესი როლი შეასრულა ისტორიულ-შედარებითი ენათმეცნიერების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. ფრანც ბოპმა დასვა ორი დიდი პრობლემა:

  1. ინდოევროპული ენების საფუძვლიანი შესწავლა და მათი ნათესაობის დასაბუთება;
  2. ფლექსიის წარმოშობის საიდუმლოს ახსნა.

ბოპის გამოკვლევა ენათა შედარებისას ემყარება შესადარებელ ენათა გრამატიკულ სტრუქტურას. მის ფუნდამენტურ გამოკვლევას წარმოადგენს: „სანსკრიტის, ზენდის, სომხურის, ბერძნულის, ლათინურის, ლიტვურის, გოთურის, ძველსლავურის და გერმანული ენების შედარებითი გრამატიკა“, რომელიც სამ ტომად გამოიცა. აღსანიშნავია, რომ ბოპის საკვლევი ენების რიცხვი თანდათანობით იზრდებოდა. მაგალითად, მან სპეციალური გამოკვლევა მიუძღვნა ქართულ ენას, სახელწოდებით – „ქართულის შესახებ ენათა ნათესაობის თვალსაზრისით“, რომელიც 1846 წელს დაიბეჭდა, ხოლო იგივე ნაშრომი 1847 წელს ცალკე წიგნად გამოქვეყნდა სხვა სათაურით: „კავკასიის წევრები ინდო-ევროპულ ენათა ოჯახისა“.

ბოპი ქართველურ ენებს (ქართულს, მეგრულს, ლაზურს და სვანურს) უწოდებს „იბერიულს ანუ ქართულს“. ავტორი შესავალ ნაწილში გადმოგვცემს როზენის, კლაპროთის, სენმარტენის, ბროსეს შეხედულებებს ქართველურ ენათა შესახებ და შემდეგ ასაბუთებს საკუთარ თვალსაზრისს. მისი ამ ნაშრომის მიზანია ცხადი გახადოს, რომ ენობრივი ორგანიზმის ყველა ნაწილში – სახელთა ფლექსიაში, ზედსართავებში, ნაცვალსახელების ფუძეებსა და ბრუნებებში, რიცხვით სახელებში, აგრეთვე ზმნის უღვლილებაში – პირთა, რიცხვთა, დროთა და კილოთა მიხედვით – ქართული ენა ინდოევროპულ ენათა ნათესაობას ავლენს (სანსკრიტთან და სხვ.).

ბოპის აღნიშნულ ნაშრომში არ არის საუბარი ფონეტიკურ შესატყვისობათა შესახებ; ასევე უგულვებელყოფილია სინტაქსი; საკითხი განხილულია მხოლოდ მორფოლოგიისა და ლექსიკის შედარებების ჩვენებით. ნაშრომის კრიტიკული ანალიზი მოგვცა ბროსემ, მიუხედავად იმისა, რომ ისიც ქართულს ინდოევროპულ ენებთან მონათესავედ თვლიდა. ქართული ენის გენეზისური ურთიერთობა სხვა ოჯახის ენებთან ასე საფუძვლიანად, როგორც ბოპმა განიხილა, არ შეუსწავლია არავის არც მანამდე და არც მის შემდეგ.

გამოყენებული ლიტერატურა:

 

  1. ჭრელაშვილი კ., ლინგვისტურ მოძღვრებათა ისტორია, თსუ, თბილისი 2001.

ლარინგალური თეორია

ლარინგალური თეორიის სახელწოდებით ცნობილია ფერდინანდ დე სოსიურის მიერ ჯერ კიდევ 1879 წელს შექმნილი კონცეფცია ინდოევროპულ ენათა ამოსავალი ვოკალური სისტემის შედგენილობის, განვითარებისა და ხმოვანი ფონემების მონაცვლეობათა მოდელების შესახებ.

ინდოევროპულში განასხვავებენ ხმოვანთა მონაცვლეობის ორ ძირითად ტიპს – თვისებრივ აბლაუტსა და რაოდენობრივ აბლაუტს.

თვისებრივი აბლაუტი წარმოადგენს სხვადასვხა  ტემბრის ხმოვანთა მონაცვლეობას; ასეთი აბლაუტის ძირითადი სახეობაა ē̌/ō̌ ხმოვანთმონაცვლეობა, რომელსაც მორფოლოგიურ-ლექსიკური ღირებულება აქვს.

შდრ. ბერძნ. φέβομαι („მეშინია“): φοβέω („ვაშინებ“);

φέρω (მომაქვს): φορέω („ვატარებ“);

ϱ̔ήγνυμι („ვტეხ“, „ვწყვეტ“): პერფ. $ϱ̕ϱ̔ωγα;

πατήρ („მამა“): jπάτωρ („უმამო“) და სხვ.

ასეთ მონაცვლეობას ჩვეულებრივ უკავშირებენ ინდოევროპულში ტონური მახვილის გადაწევას; ē̌ ხმოვანი გადადის ō̌-ში მას შემდეგ, რაც ჩნდება მეორეული მახვილი მთავარი მახვილის ნაცვლად, რომელიც მომდევნო მარცვალზე გადაადგილდება: péte|peté> pèté[pòte].

მახვილის გადაწევით არის შეპირობებული აგრეთვე მონაცვლეობის ის ტიპი, რომელსაც რაოდენობრივი აბლაუტი ეწოდება და რომელიც მდგომარეობს გახმოვანების ძირითად (სრულ) საფეხურზე წარმოდგენილი ხმოვნის ამოვარდნაში (ნულოვანი საფეხური): შდრ. ბერძნ. Πέτομαι („დავფრინავ“): აორ. kπτόμεν; $χω („მაქვს“) (< *seg̑h-): აორ. $σχον; ძვ.-ინდ. ásmi („ვარ“); ლათ. est:sunt („არის“, „არიან“) და სხვ.

სონანტები, რომლებიც სრულ საფეხურზე დიფთონგების მეორე ელემენტებად გვევლინებიან, გახმოვანების ნულოვან საფეხურზე მარცვლოვან ელემენტებად გადაიქცევიან (ej:i; ew:u; er:4; el:1; em:2; en:3). ძირითადი (სრული) საფეხურის ინდოევროპული ფორმები უმეტეს შემთხვევაში ძირის e-გახმოვანებას გვიჩვენებენ. ძირითადი საფეხურის a – და o – გახმოვანება იშვიათად, სულ რამდენიმე შემთხვევაში გვხვდება. გახმოვანების ძირითადი საფეხურის a ხმოვანი, როგორც წესი, წარმოდგენილია ცალკეული სიტყვების თავკიდურ პოზიციაში, აგრეთვე ცალკეულ განსაკუთრებულ შემთხვევებში; იგი არ მონაწილეობს იმ მონაცვლეობებში, რომელტაც მორფოლოგიური ფუნქცია აქვთ; a ხმოვნის მონაცვლეობა მეტად შეზღუდულია eo ტიპის მონაცვლეობასთან შედარებით, რომელიც ინდოევროპული ენის მთელ მორფოლოგიურ სტრუქტურას გასდევს. მაშასადამე, ინდოევროპული აბლაუტის ძირითადი სახეობაა ხმოვანთა მონაცვლეობა, განსაზღვრული e-o-ნული ფორმულით.

სრულიად განსხვავებულ სურათს გვიჩვენებს წარმოშობით გრძელი ბოლოკიდური  ē, ō, ā ხმოვნების შემცველი მცირერიცხოვანი ფუძეების მონაცვლეობა. გახმოვანების სრულ საფეხურზე წარმოდგენილი გრძელი ხმოვნების შემცველი ფორმები ნულოვან საფეხურზე იძლევა მოკლე i- ან a ხმოვნიან ძირებს, რაც დამოკიდებულია განსახილველ ენაზე. მაშასადამე, ē, ō, ā გრძელი ხმოვნები გახმოვანების ნულოვან საფეხურზე მონაცვლეობენ ფონემასთან, რომელიც განისაზღვრება შესატყვისობებით: ძვ.-ინდ. I ~ ბერძნ. α (ε, o) ~ ლათ. ă .

მაშასადამე, ხმოვანთა მონაცვლეობის e-o-ნული ზოგადი ტიპის გვერდით არსებობს მეორე, ამისგან განსხვავებული, წარმოშობით გრძელ ხმოვანთა მონაცვლეობის ტიპი.

ფერდინანდ დე სოსიურის ჰიპოთეზოს ძირითადი წანამძღვარია დებულება ინდოევროპული აბლაუტის ტიპების თავდაპირველი ერთიანობის შესახებ. ინდოევროპულში არ დასტურდება ძირები ბოლოკიდური მოკლე ხმოვნებით, მაშინ როდესაც C+e+S (თანხმოვანი+e+სონანტი) ტიპის ძირები მეტად გავრცელებულია; ფერდინანდ დე სოსიურმა ივარაუდა, რომ გრძელი ხმოვნები *dhē-, *stā-, *dō- ტიპის ძირებში უნდა მომდინარეობდეს პირვანდელი დიფთონგებიდან, რომელტა მეორე ელემენტები ანალოგიას ავლენენ სონანტებთან. ამათ გვერდით მან დაუშვა ინდოევროპულში A და ƒ ფონემენის არსებობა, რომელტაც სონანტური კოეფიციენტები უწოდა.

ფერდინანდ დე სოსიური ვარაუდობს, რომ თითოეული ფუძის ძირითად ხმოვანს მოკლე e წარმოადგენს; ამასთან e+A გადადის ē-ში ან ā-ში, ხოლო e+ƒ – ō-ში. მაშასადამე, ინდოევროპული *dhē-, *stā-, *dō- ფორმები მომდინარეობენ შესაბამისად *dheA-, *steA-, *deƒ- სტრუქტურის ძირებიდან. გახმოვანების ნულოვან საფეხურზე ძირის ხმოვნად დიფთონგებიანი ძირების მონაცვლეობის ტიპთან სრული შესაბამისობით გვევლინება ერთ-ერთი სონანტური კოეფიციენტი: steA- (*stā-): *stA- (ბერძნ. στᾰ-τós, ლათ. stă-tus) და სხვ.

ფერდინანდ დე სოსიურის კონცეფციაში A და ƒ ფონემები იმავე როლს ასრულებენ, როგორსაც დანარჩენი სონანტები – დიფთონგის მეორე ელემენტი (გახმოვანების სრულ საფეხურზე) და ხმოვანი (გახმოვანების ნულოვან საფეხურზე). A და ƒ სონანტური კოეფიციენტები ხმოვნის ფუნქციით გვევლინება iγω<*Agō, hζω<*ƒdzō ტიპის ფორმებშიც.

ჰერმან მოელერი, რომელიც ადგენდა შესატყვისობებს ინდოევროპულ და სემიტურ ენებს შორის და ამის საფუძველზე გამოთქვამდა ვარაუდს ინდოევროპული და სემიტურ-ქამიტური ენების საერთო ფუძე-ენიდან წარმომავლობის შესახებ, დე სოსიურის მიერ აღდგენილ სონანტურ კოეფიციენტებს სემიტურ ლარინგალურ თანხმოვნებს უფარდებს: აღმოსავლურ-სემიტურ ენათა ლარინგალური თანხმოვნების მსგავსად სონანტური კოეფიციენტები დაიკარგა ინდოევროპულში, ოღონდ მათ თავისი კვალი დატოვეს წინამავალ და მომდევნო ხმოვნებზე, როგორც ეს მაგალითად, აქადურში ხდება; ფერდინანდ დე სოსიურის მიერ პოსტულირებულ სონანტურ კოეფიციენტებს ჰერმან მოელერმა სემიტური თანხმოვნების ანალოგიით ლარინგალები უწოდა და ეს სახელწოდება ამ ფონემებს თანამედროვე ტერმინოლოგიაშიც შემორჩა.

მაგრამ ფერდინანდ დე სოსიურის საპირისპიროდ, ჰერმან მოელერი თავის პირვანდელ სქემაში აღადგენს სამ ლარინგალურ ფონემას: E-ს, A-სა და ƒ-ს, რითაც იძლევა ინდოევროპულში წარმოშობით სამი გრძელი ხმოვნის – ē, ā, ō – ხმოვნის არსებობის ახსნას.

„ლარინგალური ჰიპოთეზა“ ხსნის ინდოევროპული ენობრივი სისტემის მრავალ ფაქტს, საერთო ამოსავალი სტრუქტურებიდან გამოჰყავს ისტორიულად დამოწმებული ინდოევროპული ენების სტრუქტურულ თავისებურებათა მთელი მრავალსახეობა, რომელიც განპირობებული იყო მათი ისტორიული განვითარების ხანგრძლივი პროცესით.

ინდოევროპულში აღდგება ერთადერთი ძირეული e ხმოვანი. დანარჩენი ხმოვნები (მოკლე და გრძელი) მიღებულია e ხმოვნის აბლაუტის შედეგად, ან მისი მეზობელი (წინამავალი ან მომდევნო) ლარინგალური ფონემის გავლენით.

თუ ლარინგალურ ფონემას აღვნიშნავთ H სიმბოლოთი, მივიღებთ შემდეგ ფორმულებს: eH1>ē, eH2>ā, eH3>ō. მაშასადამე, გრძელი ხმოვნების არსებობა ინდოევროპულში აიხსნება წინამავალ ძირეულ e ხმოვანზე შესაბამისად სამი ლარინგალური ფონემის გავლენით, რომლებიც შემდგომში ისტორიულად დამოწმებულმა ინდოევროპულმა ენებმა დაკარგეს ენობრივი განვითარების პროცესში და მხოლოდ უძველესმა ანატოლიურმა ენებმა (კერძოდ, ხეთურმა) შემოგვინახა ზოგიერთ პოზიციაში ამგვარად პოსტულირებული საერთო-ინდოევროპული ლარინგალური ფონემა (ყრუ) ველარული h̬ სპირანტის სახით.

ეს დებულება დასტურდება ინდოევროპული ფორმების შეპირისპირებით, მაგალითად:

  • ძვ.-ინდ. Dádhāmi, ბერძნ. τίϑ ημι „ვდებ“, „ვსვამ“ და ხეთ. teh̬h̬i „ვდებ“, „ვსვამ“ (ი.-ე. dheH-→*dhē-);
  • ძვ.-ინდ. Dádāmi, ბერძნ. Δίδωμι „ვაძლევ“ და ხეთ. dah̬h̬i „ვიღებ“ (ი.-ე. *doH-→*dō-);
  • ძვ.-ინდ. ́ti „იცავს“, ლათ. Pāscō „ვმწყემსავ“, pāstor „მწყემსი“ და ხეთ. pah̬š– „დაცვა“, „შენახვა“ (ი.ე.*paHs-→*pās-) და სხვ.

სამი ლარინგალური თანხმოვნის გამოყოფა ემყარება წარმოშობით სამი გრძელი ხმოვნის ē-ს, ā-სა და ō-ს სრულ პარალელიზმს მონაცვლე ფორმებში: შდრ. ბერძნ. τίϑημι/ϑετós, lστᾱμι/στᾰτós, δíδωμι/δοτόs.

თუ ლარინგალური ფონემა წინ უსწრებდა ძირეულ ხმოვანს, მაშინ იგი მხოლოდ ხმოვნის ტემბრზე ახდენდა გავლენას: H2e>ǎ, H3e>ŏ: შდრ. ძვ.-ინდ. Ánti, ბერძნ. Jντί, ლათ. ante „წინ“ და ხეთ. h̬ant– „წინა მხარე“, „შუბლი“ (ი.-ე. *Hant-→*ant-).

ამგვარად აიხსნება ცალკეულ შემთხვევებში თავკიდური მოკლე ǎ ხმოვნის არსებობა გახმოვანების ძირითად (სრულ) საფეხურზე (შდრ. ბერძნ. Iγω „მიმყავს“ <*H2agō<*H2egō; ასევე, მოკლე ŏ ხმოვნის არსებობა, რომელიც არ მონაცვლეობს e-სთან: შდრ. ბერძნ. Hζos „ტოტი“ და ხეთ. h̬ašduir „ხმელი ტოტები“; თუ eH2 და eH3 იძლევა შესაბამისად,  ā-სა და ō-ს, ხოლო H2e და H3e – შესაბამისად, ă-სა და ŏ-ს მაშინ, თუ ამოვალთ eH1 ფორმულიდან, ბუნებრივია დავუშვათ, რომ H1e იძლეოდა ĕ-ს, ე.ი. H1 ლარინგალური ფონემა სიტყვის თავში e ხმოვნის წინ უკვალოდ იკარგებოდა.

ხეთური (ყრუ) ველარული h̬ თანხმოვნის გაიგივება დე სოსიურის სონანტურ კოეფიციენტებთან (შემდგომში ინდოევროპულ ლარინგალებად წოდებულ ფონემებთან) მოგვიანებით მოახდინა პოლონელმა ენათმეცნიერმა იეჟი კურილოვიჩმა, რაც პაქტობრივად ფერდინანდ დე სოსიურის „ლარინგალური ჰიპოთეზის“ ვერიფიკაციად იქნა მიჩნეული.

ფერდინანდ დე სოსიურის ლარინგალური ჰიპოთეზის თანახმად პოსტულირებული – სონანტური კოეფიციენტები – არ დასტურდებოდა იმ დროისთვის ცნობილ არც ერთ ინდოევროპულ ენაში და ითვლებოდა, რომ არსად არ იყო შემონახული მათი კვალი ანუ რეფლექსები სეგმენტური ფონემების სახით. მოგვიანებით, როდესაც ხეთურის, როგორც ინდოევროპული ენის ნიმუშები აღმოაჩინეს, შინაგანი რეკონსტრუქციის პირველ ისტორიულ ნიმუშად მიიჩნიეს, რადგან დაადასტურა ფერდინანდ დე სოსიურის ლარინგალური ჰიპოთეზა. შინაგანი რეკონსტრუქციის მეთოდი გულისხმობს ერთი ენის ფარგლებში გარკვეული სტრუქტურული სქემების უნიფიცირებისა და მათი სავარაუდო უძველეს სტრუქტურულ ტიპებზე დაყვანას; ამისგან განსხვავებით შედარებითი რეკონსტრუქციის მეთოდის საშუალებით ხდება ფუძე-ენის უძველესი სტრუქტურების აღდგენა ისტორიულად მონათესავე ენების შესაბამისი სეგმენტური ფონემების ერთმანეთთან შედარება-შეპირისპირების გზით. ამით განისაზღვრება ლარინგალური თეორიის ის მნიშვნელობა, რომელიც მას ენობრივი რეკონსტრუქციის მეთოდოლოგიის თვალსაზრისით მიეწერება დიაქრონიულ ლინგვისტიკაში.

გამოყენებული ლიტერატურა:

თ. გამყრელიძე…, თეორიული ენათმეცნიერების კურსი, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 2008.

გლოტალური თეორია

 

ენათმეცნიერების ისტორიაში XX საუკუნის მეორე ნახევარი ხასიათდება განსაკუთრებული ინტერესით ისტორიული ლინგვისტიკისადმი, რამაც შედეგად გამოიღო ლინგვისტური აზრის ზოგადი განვითარება იმ თვალსაზრისით, რომ დაძლეულ იქნა წინა პერიოდისთვის დამახასიათებელი ანტინომია სინქრონიასა და დიაქრონიას შორის, როცა, ამავდროულად, აშკარა უპირატესობა სინქრონიულ ენათმეცნიერებას ენიჭებოდა. XX საუკუნის მეორე ნახევარში მეცნიერული აზრის განვითარების ერთ-ერთ საერთო ტენდენციად მიიჩნევა მიბრუნება ისტორიზმისაკენ, რაც ძირითადად XIX საუკუნის მეცნიერებას ახასიათებდა. ამ ახალმა ტენდენციამ შეცვალა XX საუკუნის პირველი ათწლეულისთვის დამახასიათებელი ანტიისტორიზმი და სინქრონიული სტრუქტურალიზმი.

სისტემურ, სინქრონიულ ლინგვისტიკაში ენობრივი ანალიზის მრავალი ახალი მეთოდი შემუშავდა და ამ მეთოდებით გამდიდრებული ენათმეცნიერება კვლავ მიუბრუნდა ძველ, ტრადიციულ პრობლემებს. ტრადიციული იდეებისადმი აღნიშნული მეთოდების გამოყენების სიახლე გულისხმობს ლინგვისტური ანალიზის ჩატარებას არა მხოლოდ სინქრონიულ ლინგვისტიკაში შემუშავებული ზუსტი ოპერაციების მეშვეობით, არამედ გლობალურ მიდგომას ენისადმი, როგორც სისტემური ფენომენისადმი, რომელიც განუწყვეტლივ იცვლება დიაქრონიულად და რომელიც შესაძლოა თანამიმდევრულ სისტემურ ანალიზს დაექვემდებაროს. ყოველივე ეს საშუალებას იძლევა შედარებით-ისტორიული ენათმეცნიერების ტრადიციული პრობლემების გადასაჭრელად გამოყენებულ იქნას ტიპოლოგიური ლინგვისტიკისა და უნივერსალიათა ლინგვისტიკის მონაცემები. თანამედროვე ენათმეცნიერების ამ უახლესი მონაცემების გამოყენებამ მონათესავე ენათა ცალკეული ჯგუფების, კერძოდ, ინდოევროპულ ენათა ოჯახის მიმართ, ნათელი გახადა, რომ უნდა გადამოწმებულიყო  კლასიკურ ინდოევროპულ ენათმეცნიერებაში გაბატონებული შეხედულებანი ამ ენათა ისტორიული წარსულისა და მათი ისტორიამდელი განვითარების კონკრეტული გზების შესახებ.

როგორც ცნობილია, ისტორიული ენათმეცნიერება XIX საუკუნის პირველ ნახევარში ჩამოყალიბდა სწორედ ძველი ინდოევროპული ენების შეპირისპირებისა და შედარებითი ანალიზის საფუძველზე, მათ შორის ნათესაური დამოკიდებულებისა და ერთიანი წინაპარი ენიდან (რომელსაც ინდოევროპულ ფუძე-ენას ან „წინარე ენას“ უწოდებენ) მათი საერთო წარმომავლობის დადგენის საფუძველზე. ამგვარი მიდგომა უკვე ნიშნავდა, რომ ჩამოყალიბდა ახალი სამეცნიერო დისციპლინა _ შედარებით-ისტორიული ენათმეცნიერება, როემლმაც შემდგომ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია სრულიად განსხვავებული სტრუქტურის ენათა შესწავლის საქმეში და რომელიც ჰუმანიტარულ მეცნიერებათა შორის ერთ-ერთ ყველაზე ფორმალიზებულ მეცნიერულ დისციპლინად იქცა.

მონათესავე ენათა ჯგუფებისათვის, როგორიცაა, მაგალითად, ინდოევროპული, სემიტური, თურქული, ქართველური და სხვ., დამახასიათებელია ერთი განსაკუთრებული თავისებურება, რაც მათ ფონემურ შედგენილობას უკავშირდება. ერთ გენეტურ გჯუფში გაერთიანებულ მონათესავე ენებს შორის ვლინდება რეგულარული ფონემური (ბგერითი) შესატყვისობები, რაც ამ ენებს ფორმალურად აახლოებს ერთმანეთთან და მათ საერთო წარმომავლობას ადასტურებს. სწორედ ამგვარი ფონემური შესატყვისობების საფუძველზე რეკონსტრუირდება წინაპარი ენის ფონოლოგიური თუ მორფოლოგიური სისტემები.

ფუძე-ენის ამოსავალი სისტემების პოსტულირება ამავე დროს ნიშნავს, რომ რეკონსტრუირდება მონათესავე ენათა სისტემების წინარეისტორია და მათი განვითარება-ჩამოყალიბების გზები ამოსავალი მდგომარეობიდან ვიდრე მოცემულ ენათა დოკუმენტურად დადასტურებულ ისტორიულ მდგომარეობამდე. ამიტომაც ენათა ისტორიულ-შედარებითი შესწავლა და მათ შორის ფონემურ-სტრუქტურული თანაფარდობების დადგენა უნდა დასრულდეს მოცემულ ენათა ამოსავალი ენობრივი სისტემის ამსახველი ფუძეენისეული მდგომარეობის რეკონსტრუქციითა და გარდაქმნის ანუ ტრანსფორმაციის იმ წესების განსაზღვრით, რომელთა მეშვეობითაც ისტორიულად დადასტურებული მონათესავე სისტემები თეორიულად პოსტულირებული ენობრივი მოდელიდან გამოიყვანება [თ. გამყრელიძე, 2008:60].

თავის მხრივ, ემპირიულ მოთხოვნას ფუძე-ენის პოსტულირებული სისტემის მიმართ წარმოადგენს ის, რომ რეკონსტრუირებული სისტემა უნდა იყოს ტიპოლოგიურად რეალური და სრული. ტიპოლოგიური რეალობა გულისხმობს იმგვარი ენობრივი სტრუქტურების თანაარსებობას, რომლებიც არაა შეუთავსებელი ტიპოლოგიურად დადგენილი ენობრივი კანონზომიერებების მიხედვით და მათი სინქრონიული მახასიათებლებიც საზოგადოდ არაა ენისათვის უცხო [თ. გამყრელიძე, 2008:61].

ენისათვის დამახასიათებელ ამგვარ უნივერსალურ სინქრონიულ სტრუქტურებს ადგენს თანამედროვე ენათმეცნიერების ისეთი მნიშვნელოვანი დარგები, როგორებიცაა ტიპოლოგიური ლინგვისტიკა და უნივერსალიათა ლინგვისტიკა.

XIX საუკუნეში, როდესაც ჩამოყალიბდა შედარებით-ისტორიული ენათმეცნიერება, აღდგენილ იქნა საერთო-ინდოევროპული კონსონანტური სისტემა, რომლისგანაც გამოიყვანებოდა ისტორიულად დადასტურებულ ინდოევროპულ ენათა სისტემები. რეკონსტრუირებული კონსონანტური სისტემა წარმოდგენილი იყო ფონემათა გარკვეული რიგების სახით და ძირითადად ემთხვეოდა ძველი ინდური ენის სისტემას.

საერთო-ინდოევროპული კონსონანტიზმის ამგვარი სისტემა (კერძოდ, ხშულ ფონემათა ქვესისტემა), უმნიშვნელო ცვლილებებითა და დაზუსტებით პოსტულირებულია თანამედროვე ინდოევროპულ კომპარატივისტიკაში ფონემათა შემდეგი სამი რიგის სახით:

I  –  მჟღერები ~ II – მჟღერი ფშვინვიერები ~ III – ყრუები.

ამ სახით პოსტულირებული კონსონანტთა ინდოევროპული სისტემიდან გამოიყვანება ინდოევროპულ ენათა ყველა ისტორიულად დადასტურებული სისტემა, ამოსავალ სისტემაში იმ ფონემური გარდაქმნების დაშვებით, რომელთა შედეგადაც უნდა წარმოშობილიყო კონკრეტული ინდოევროპული ენები განსხვავებული კონსონანტიზმით [თ. გამყრელიძე, 63].

გასაგებია, რომ ამ სახით პოსტულირებული ამოსავალი ინდოევროპული კონსონანტიზმი ძირითადად ძველი ინდური ენის მოდელს იმეორებს და, ამდენად, ძველი ინდური ენა იმ სისტემად გვევლინება, რომელმაც ყველაზე ნაკლები ცვლილება განიცადა და რომელშიც ყველაზე მეტადაა შემონახული საერთო-ინდოევროპული კონსონანტიზმის მახასიათებლები.

საერთო-ინდოევროპული სისტემის ამგვარი პოსტულირების შემთხვევაში უმნიშვნელო ცვლილებები ივარაუდებოდა ბერძნულისა და იტალიურისათვის (ინდოევროპულ ხშულთა II სერიის დაყრუება და სპირანტიზაცია), სლავური ენებისა და კელტურისათვის (ინდოევროპულ ხშულთა II სერიის დეზასპირაცია). ინდოევროპული სისტემის ამგვარი სახით პოსტულირების შემთხვევაში მნიშვნელოვანი ფონემური ცვლილებები აღდგება გერმანიკული ენებისა და სომხურისათვის, რომლებშიც ივარაუდება ე.წ. „თანხმოვანთა გადაწევა“. ეს უკანასკნელი გულისხმობს ინდოევროპული სისტემის სამი რიგიდან თითოეულის გადაწევას ერთი ნაბიჯით, ანუ ერთი ფონოლოგიური ნიშნის შეცვლას:

I სერია („მჟღერები“  [*(b)], *d, *g]) გადაინაცვლებს „ყრუ ხშულების“ [(p), t, k] სერიაში;

II სერია („მჟღერი ფშვინვიერები“ [*bh, *dh, *gh]) გადაინაცვლებს მარტივი „მჟღერი ხშულების“  [b, d, g] სერიაში;

III სერია („ყრუ ხშულები“  [*p, *t, *k]) გადაინაცვლებს „ყრუ ფშვინვიერების“ [ph, th, kh] სერიაში.

გერმანიკულ ენებში პოსტულირებული თანხმოვანთა აღნიშნული გადანაცვლებანი შედარებით-ისტორიულ ენათმეცნიერებაში ცნობილია „გრიმის კანონის“ სახელწოდებით და ტრადიციულად მიიჩნევენ, რომ ეს არის ენაში სისტემურ ფონემურ გარდაქმნათა კლასიკური მაგალითი.

კონკრეტული ინდოევროპული ენების (როგორიცაა ინდო-ირანული, ბერძნული, იტალიკური, სლავური, გერმანიკული და სხვ.) ფორმირებისა და განვითარების ისტორია კლასიკურ ინდოევროპულ ენათმეცნიერებაში აიგება პოსტულირებული ამოსავალი ინდოევროპული სისტემის შესაბამისად. კლასიკურმა შედარებითმა ინდოევროპულმა ენათმეცნიერებამ თავისი არსებობის განმავლობაში, ენობრივი ფაქტებისა და აღმოჩენების უზარმაზარი კორპუსი დააგროვა, რომლის დიაქრონიული ინტერპრეტაცია ხდებოდა ტრადიციულად პოსტულირებული ამოსავალი საერთო-ინდოევროპული კონსონანტიზმის ფონზე. თითქმის უგამოსაკლისოდ, ინდოევროპული ენების ყველა შედარებითი გრამატიკა თუ შედარებითი ლექსიკონი აიგებოდა და აიგება დღესაც საერთო-ინდოევროპული კონსონანტიზმის ტრადიციული სისტემის გათვალისწინებით. პოსტულირებული ამოსავალი სისტემა ერთგვარად თავად განსაზღვრავს იმ სავარაუდო ფონემური გარდაქმნების ხასიათს, რომელთა შედეგია ისტორიული ინდოევროპული ენების ფორმირება, ანუ ამოსავალი ამ ენების ისტორიამდელი ფონეტიკური განვითარების განმსაზღვრელია. კლასიკურ ინდოევროპულ ენათმეცნიერებაში ე.წ. „ფონეტიკური კანონები“, როგორებიცაა „გრიმის კანონი“, „გრასმანის კანონი“, „ბართოლომეს კანონი“ და სხვ., შეიქმნა სწორედ იმისათვის, რათა განემარტათ ის ისტორიამდელი ფონეტიკური პროცესები, რომლებიც ამგვარი დაშვებით ივარაუდებოდა კონკრეტულ ინდოევროპულ დიალექტებში.

თუ საერთო-ინდოევროპული კონსონანტიზმის ტრადიციულად პოსტულირებულ სისტემას განვიხილავთ ემპირიული რეალობის კრიტერიუმის გათვალისწინებით, აღმოჩნდება, რომ კონსონანტური სისტემა, რომელიც კლასიკურ ინდოევროპულ ენათმეცნიერებაში მიჩნეულია ამოსავალ სისტემად ისტორიულად დადასტურებული ინდოევროპული ენებისათვის, შინაგანად წინააღმდეგობრივია ორი მიზეზის გამო [თ. გამყრელიძე, 2008:65]:

  1. არ შეესაბამება ენათა სინქრონიული ტიპოლოგიის მონაცემებს;
  2. ეწინააღმდეგება უნივერსალურ ენობრივ კანონზომიერებებს, რომლებიც უნივერსალიათა ლინგვისტიკაშია დადგენილი.

ამდენად, თეორიულად პოსტულირებული ამგვარი ლინგვისტური მოდელი ვერ ჩაითვლება ამსახველად დროსა და სივრცეში რეალურად არსებული იმ ენობრივი სისტემისა, რომელიც შემდგომში მონათესავე ენების სისტემების საფუძველი გახდა. შესაბამისად, ვერც ის ფონეტიკური ცვლილებები და გარდაქმნები ჩაითვლება რეალურად, რომლებიც კლასიკურ ინდოევროპულ შედარებით გრამატიკაში იყო მიღებული იმ ტრანსფორმაციული პროცესის აღსაწერად და ასახსნელად, რომლის შედეგადაც ამოსავალი სისტემიდან ჩამოყალიბდა ისტორიულად დადასტურებულ ინდოევროპულ ენათა განსხვავებული სისტემები [თ. გამყრელიძე, 200:65].

იმისათვის, რომ ინდოევროპული ფუძე-ენის კონსონანტური სისტემა შესაბამისობაში ყოფილიყო როგორც ემპირიულ ენობრივ მასალასთან, ისე ტიპოლოგიური ლინგვისტიკის მონაცემებთან, საჭირო გახდა მისი გადასინჯვა და რეინტერპრეტაცია. რეინტერპრეტირებული სისტემა წარმოდგენილია ფონემათა სამი სერიით, რომლებიც ერთმანეთს შემდეგნაირად უპირისპირდებიან:

I გლოტალიზებული ~ II მჟღერი (ფშვინვიერი)~ III ყრუ (ფშვინვიერი).

რეინტერპრეტაციის სქემატური სურათი შემდეგია:

ტრადიციული სისტემა

 

რეინტერპრეტირებული სისტემა
I II III I II III
(b) bh p (p’) b[h] p[h]
d dh t t’ d[h] t[h]
g gh k k’ g[h] k[h]

ამგვარი კანონზომიერების შესაბამისად გამოიყოფა (A’), (B’) ან (C’) ტიპის სისტემები, ხოლო (D) ან (D’) უიშვიათეს გამონაკლისებს წარმოადგენენ:

(A’)
I II III
b ph _
d’ th t’
g kh k’
(B’)
I II III
b _ _
d th t’
g kh k’
(C’)
I II III
p _ _
t th t’
k’ kh k’
(D)
I II III
b _ p’
d th t’
g kh k’
(D’)
I II III
p _ p’
t th t’
k’ kh k’

საერთო-ინდოევროპულის ხშულთა სამი სერიის ამგვარი ინტერპრეტაციით უკვე შესაძლებელი ხდება ბუნებრივი ფუნქციურ-ფონოლოგიური ახსნა დაეძებნოს ენობრივი სტრუქტურის მთელ რიგ ფაქტებს, რომლებიც საერთო-ინდოევროპული კონსონანტიზმის ტრადიციული მოდელის მიხედვით გაუგებარი და ტიპოლოგიურად აუხსნელი იყო, მაგალითად, სისტემაში „მჟღერი ლაბიალური“ /b/ ფონემის არქონა, „მჟღერი ფშვინვიერის“ არსებობა „ყრუ ფშვინვიერის“ გარეშე, ძირის სტრუქტურასთან დაკავშირებული შეზღუდვები და სხვ.

ინდოევროპული ფუძე-ენის ახალი მოდელი ინდოევროპულ ენათმეცნიერებაში „გლოტალური თეორიის“ სახელით გახდა ცნობილი. შედარებით-ისტორიულ ენათმეცნიერებაში ყალიბდება ახალი „პარადიგმა“ (თომას ქუნის მიხედვით). აღნიშნულ თეორიასთან დაკავშირებით თავისი მოსაზღება აქვს გამოთქმული ცნობილ ამერიკელ ლინგვისტს ვინფრიდ ლემანს: „ის, რაც მე-19 საუკუნის უტყუარ მიღწევად მიგვაჩნდა, დღეს უკვე ნაწილ-ნაწილ გულდასმით გადასინჯვას საჭიროებს“.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

  1. თ. გამყრელიძე, ენა და ენობრივი ნიშანი // ახალი პარადიგმა ინდოევროპულ შედარებით-ისტორიულ ენათმეცნიერებაში: ინდოევროპული ფუძე-ენისა და ინდოევროპული პროტო-კულტურის რეკონსტრუქციის პრობლემა, თსუ, თბილისი, 2008.
  2. თ. გამყრელიძე, ზაზა კიკნაძე, ინგა შადური, ნანა შენგელაია, თეორიული ენათმეცნიერების კურსი, თსუ, თბილისი, 2008.

ნოსტრატული ენების ჰიპოთეზა

ისტორიულ-შედარებითი მეთოდი გულისხმობს ისტორიულ ენებს შორის ფონემური შესატყვისობების დადგენას და ამის საფუძველზე ამოსავალი ფუძე-ენის აღდგენას – ამოსავალი ენობრივი სისტემის რეკონსტრუქციას მისი ფონემური შედგენილობითა და გრამატიკული სტრუქტურით. ამ ფუძე-ენიდან წარმომდგარი ენობრივი სისტემები ქმნიან ე.წ. მონათესავე ენათა გენეტურ ჯგუფებს, ანუ ენობრივ ოჯახებს.

ლოგიკურად ჩნდება კითხვა:

  • რა მიმართებები არსებობს ამგვარი გენეტური ჯგუფების სათავეში მდგომ ფუძე-ენებს შორის?
  • შესაძლებელია თუ არა რეკონსტრუირებულ განსხვავებულ ფუძე-ენებს შორისაც იმავე ხასიათის ფონემური მიმართებების დადგენა, როგორიც ვლინდება ცალკეული გენეტური ჯგუფების ენებს შორის?
  • შესაძლებელია თუ არა ფონემური თანაფარდობების გამოვლენა განსხვავებულ წინარე ენებს შორის, ვთქვათ, საერთო-ქართველურსა და საერთო-ინდოევროპულს შორის, ან ამ უკანასკნელსა და საერთო-სემიტურს შორის, ანდა თუნდაც სამივე ამ წინარეენობრივ სისტემას შორის? და ა.შ.

ასეთ შემთხვევაში ჩვენ უნდა გველაპარაკა ამ წინარე ენათათვის ამოსავალ უფრო ადრინდელ ფუძე-ენაზე, რომლის დაშლას უნდა მოეცა სწორედ ეს წინარე ენები; ისინი, თავის მხრივ, შემდგომ დაიშალა აღნიშნულ ისტორიულად დადასტურებულ ენობრივ სისტემებად, რომლებიც სპეციფიკურ გენეტურ ჯგუფებში ერთიანდება. ასეთი წინარე ენები, რომელთა შორისაც მოხერხდებოდა ფონემურ შესატყვისობათა დადგენა, გაერთიანდებოდა მონათესავე წინარე ენათა ერთიან მაკროოჯახად, რომლის სათავეშიც ამ წინარე ენათათვის ამოსავალი ფუძე-ენა იქნებოდა.

ამგვარი ენობრივი მაკროოჯახები შესაძლებელია რამდენიმე ვივარაუდოთ, რაც პირველი დონის რეკონსტრუირებულ წინარე ენებს უფრო ადრელ ამოსავალ ფუძე-ენაზე დაიყვანდა; რეკონსტრუირებულ სხვადასხვა ამოსავალ ფუძე-ენებს შორის თეორიულად შესაძლებელია კიდევ უფრო ადრინდელი, ე.წ. მეორე დონის ამოსავალი ფუძე-ენა ვივარაუდოთ და ა.შ. აღნიშნული კვლევითი პროცედურა, საბოლოო ჯამში, ყველა ფუძე-ენას საერთო ამოსავალ მაკროოჯახში მოაქცევდა, რაც ენობრივი მონოგენეზის დაშვებას გულისხმობს.

მაგრამ ისტორიულ-შედარებითი ენათმეცნიერება ჯერჯერობით ქრონოლოგიურ სიღრმეში ასე შორს ვერ მიდის და მხოლოდ პირველი დონის წინარე ენებს აღადგენს.

თუმცა თანამედროვე ისტორიულ-შედარებით ენათმეცნიერებაში არსებობს მიმდინარეობები, რომლებიც პირველი დონის წინარე ენებს უფრო ადრეულ ენობრივ მაკროოჯახებში აერთიანებენ და მათთვის საერთო ამოსავალ ენობრივ სისტემას ვარაუდობენ.

ერთ-ერთი ასეთი ენობრივი მაკროოჯახი ნოსტრატული გენეტური ჯგუფის სახელწოდებით არის ცნობილი. ნოსტრატული ენები [ლათ. Nostrās, āris (nostratis) ჩვენი, ჩვენებური, აქაური] არის ენათა ჰიპოტეზური მაკროოჯახი, რომელშიც თავს იყრის ევროპის, აზიისა და აფრიკის სხვადასხვა ოჯახის ენები, უფრო კონკრეტულად კი მსოფლიოში ცნობილ 6 ძირითადი ენობრივი ოჯახი:

  1. ინდოევროპული;
  2. სემიტურ-ქამიტური (ან აფრაზიული);
  3. ქართველური;
  4. ფინურ-უნგრული;
  5. დრავიდული;
  6. ალთაური.

ჩამოთვლილი ექვსი ენისთვის დაშვებულია ამოსავალი ნოსტრატული ფუძე-ენა; ნოსტრატული ენები ქმნიან მაკროოჯახს, ანუ ზეოჯახს, მსოფლიოს ენათა გენეალოგიურ სისტემაში, რომლის კლასიფიკაცია ემყარება ენების ოჯახებად გაერთიანებას ნათესაობის მიხედვით. ნოსტრატული ჰიპოთეზის თანახმად, ნოსტრატულ ენათა ოჯახს განეკუთვნება ქართველური ენებიც. კერძოდ, მსოფლიოს 6 ძირითად ნოსტრატული ენიდან ერთ-ერთია ქართველური ენებიც. როგორც ცნობილია, ქართველურ ენათა ოჯახი, თავის მხრივ, აერთიანებს 4 ენას, რომლებიც გავრცელებულნი არიან კავკასიის რეგიონში. ესენია:

  1. ქართველური ანუ იბერიული;
  2. აფხაზურადიღეური;
  3. ქისტურბაცბური;
  4. დაღესტნური.

ივარაუდება, რომ შესაბამის ფუძე-ენებს შორის ისეთივე რეგულარული ფონემური ფარდობები მყარდება, როგორიც თითოეული ჯგუფის შემადგენელ ცალკეულ ისტორიულ ენათა შორის.

ეს თვალსაზრისი თავდაპირველად წამოაყენა დანიელმა ლინგვისტმა ჰოლგერ პედერსენმა და მასვე ეკუთვნის ტერმინი ნოსტრატული. შემდგომში ეს ჰიპოთეზა განავითარეს რუსმა ენათმეცნიერმა ვლადისლავ ილიჩ-სვიტიჩმა და მისმა მიმდევრებმა თავიანთ შრომებში. ამავე დროს ამერიკულ ენათმეცნიერებაში წარმოიშვა ნოსტრატული ჰიპოთეზის თავისებური ვარიანტი, რომელიც ინდოევროპულ გლოტალურ თეორიას ითვალისწინებს (ალან ბომჰარდი).

ძირითადი არგუმენტი, რაც ნოსტრატული ჰიპოთეზის საწინააღმდეგოდ გამოითქმის, ისაა, რომ რეგულარული ბგერათშესატყვისობები, რომლებიც ივარაუდება აღნიშნული მაკროოჯახის ფუძე-ენებს შორის, შესაძლოა განპირობებული იყოს ფუძე-ენების ისტორიული კონტაქტებით, ან/და სიტყვეთა სხვადასხვა მიმართულებით სესხებით და არა ამ ფუძე-ენათა საერთო წარმომავლობით.

ამგვარად, ენათა ამ ტიპის სიღრმისეული გენეტური კავშირების კვლევა თეორიული ენათმეცნიერების განვითარების ამ ეტაპზე უაღრესად ჰიპოთეტურ კონსტრუქტებად უნდა მივიჩნიოთ და მით უფრო, ღიად უნდა დავტოვოთ ასევე ენათა მონოგენეზის საკითხი.

გამოყენებული ლიტერატურა:

თ. გამყრელიძე…, თეორიული ენათმეცნიერების კურსი, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 2008, გვ. 588-598.

ნეოგრამატიკული მიმდინარეობა

XIX საუკუნის 70-80-იან წლებში ლინგვისტური აზროვნების ისტორიის ასპარეზზე გამოდის ახალი თაობა, რომელმაც შემდგომ მეტად აქტიური როლი შეასრულა ენის შესახებ მეცნიერების განვითარებაში. ამ თაობამ წამოაყენა ორიგინალური თეორიულ-მეთოდოლოგიური პრინციპები და ამოცანები, რითაც დაუპირისპირდა XIX საუკუნის პირველი ნახევრის კომპარატივისტებს _ ისტორიულ-შედარებითი ენათმეცნიერების ფუძემდებლებს (ფ. ბოპს, რ. რასკს, ავგ. შლაიხერს, ი. გრიმს და სხვ.).

გერმანელმა ფილოლოგმა ფრიდრიხ ცარნკემ ამ ახალი მიმდინარეობის წარმომადგენლებს ირონიულად უწოდა Iunggrammatiker”, რომლის ქართული ეკვივალენტია „ნეოგრამატიკოსები“. ასე ხუმრობით დარქმეული სახელი ახალგაზრდა ბრუგმანმა აიტაცა და ახალი ლინგვისტური სკოლის დროშად აქცია, რომლის ერთ-ერთი ფუძემდებელი თავადაც იყო. ტერმინს „ნეოგრამატიკოსები“ აქვს ორი მნიშვნელობა: შედარებით ვიწრო, რომელიც გამოიყენება ლაიფციგის წრის წევრების მიმართ და უფრო ფართო, სადაც იგულისხმება ყველა ლინგვისტი, რომელიც გაიზიარა ისტორიულ-შედარებითი კვლევის მეთოდოლოგიისა და პრაქტიკის ახალი მიზანდასახულობა. თუმცა ლინგვისტურ ლიტერატურაში ნეოგრამატიკოსებს ხშირად აიგივებენ ლაიფციგის საენათმეცნიერო სკოლასთან, რადგან სწორედ აქ ჩამოყალიბდა კვლევის ახლაი პრინციპები და ამოცანები, რომელიც საფუძვლად დაედო ნეოგრამატიკოსების მეთოდოლოგიას.

გამოყენებული ლიტერატურა:

კ. ჭრელაშვილი, ლინგვისტურ მოძღვრებათა ისტორია, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 2001.

ტიპოლოგიური ენათმეცნიერების ისტორია

ისტორიულ-შედარებითი (დიაქრონიული) ენათმეცნიერება მეტად გავრცელებული და პროდუქტიული მიმდინარეობა იყო XIX საუკუნის ენათმეცნიერებაში.

ტიპოლოგიური ენათმეცნიერება, ისტორიულ-შედარებითის პარალელურად, XIX საუკუნის დასაწყისში გამოიკვეთა და თავდაპირველად კლასიფიკაციური ხასიათი ჰქონდა – ენები ჯგუფდებოდა ძირითადი მორფოლოგიური კანონზომიერებების მიხედვით.

ამ მიმართულებით დიდი მუშაობა ჩატარდა სტენფორდის უნივერსიტეტში გრინბერგ-ფერდიუსონის ჯგუფის მიერ, რომელიც თითქმის ათი წელი (1967-1976) სწავლობდა განსხვავებული წყობის ენათა სტრუქტურას და მათი შედარების საფუძველზე წარმოადგინა რიგი უნივერსალური და გენერალიზაციური დასკვნები ბუნებრივი ენის ფონეტიკურ, მორფოლოგიურ, სინტაქსურ და ლექსიკურ-სემანტიკურ სტრუქტურების თავისებურებათა შესახებ.

ორ, ან მეტ ენაში დადასტურებული მსგავსი კანონზომიერებების გამომწვევი მიზეზი სხვადასხვა შეიძლება იყოს:

  • დამთხვევა
  • სესხება
  • ნათესაური კავშირი
  • ტიპოლოგიური მსგავსება

ენათა ტიპოლოგიური ანალიზი სხვადასხვა მეთოდით შეიძლება განხორციელდეს. საკმაოდ პროდუქტიული გამოდგა ამ მიზნით ენათა შესწავლის გენერატიული, ტრანსფორმაციულ-წარმომშობი გრამატიკების აგების მეთოდი.

გენერატიული მეთოდი სტრუქტურული ენათმეცნიერების სფეროში ჩაისახა XIX საუკუნის 40-იანი წლენის ბოლოს და განვიტარების გარკვეული საფეხურები განვლო:

  1. სინტაქსური;
  2. სტანდარტული;
  3. გავრცობილსტანდარტული;
  4. სემანტიკური.

ყოველი ეს საფეხური ასახავს სინტაქსური სტრუქტურების შესწავლისას მნიშვნელობის ფაქტორის ზრდის აუცილებლობას.

  1. პირველ საფეხურზე მნიშვნელობის ფაქტორი მთლიანად უგულებელყოფილია – გრამატიკის მოდელი აიგება ფორმიდან შინაარსისაკენ.
  2. მეორე საფეხურზე მნიშვნელობა გარკვეულ როლს თამაშობს გრამატიკის მოდელში სემანტიკური კომპონენტის სახით, რომელსაც ამ ეტაპზე ინტერპრეტაციული ხასიათი აქვს.
  3. მესამე საფეხურზე კიდევ უფრო იზრდება სემანტიკური კომპონენტის გავრცელების სფერო.
  4. მეოთხე საფეხურზე კი მას განმსაზღვრელი მნიშვნელობა ენიჭება – გრამატიკის მოდელი აიგება მნიშვნელობიდან ფორმისაკენ.

მიუხედავად ამ საფეხურებს შორის განსხვავებისა, გენერატიული ენათმეცნიერების ძირითადი იდეები უცვლელია და ის შემდეგნაირად შეიძლება ჩამოყალიბდეს:

  1. ენა უნდა განიხილებოდეს დინამიკაში, როგორც გამონათქვამის წარმოშობის პროცესი (ენის დინამიკა ასევე გულისხმობს და არ გამორიცხავს მის სინქტონიულ ასპექტსაც);
  2. ენა არის გარკვეული პროცესების ერთიანობა, რაც შეიძლება აღიწეროს სასრული რაოდენობის წესებით, რომლებიც შესაბამისობას დაამყარებენ მნიშვნელობასა და ჟღერადობას შორის;
  3. არსებობს გარკვეული სტრუქტურები, რომლებიც განსაზღვრავენ ბუნებრივი ენის ნებისმიერ სტრუქტურას. პირველს უწოდებენ სიღრმისეულ სტრუქტურას, მიღებულს (განსაზღვრულს) კი – ზედაპირულს. სიღრმისეული სტრუქტურები უნივერსალურია, ყველა ენისათვის საერთო, ხოლო ზედაპირული სტრუქტურები კონკრეტულ-ენობრივია და ენათა მიხედვით განსხვავებული.

ეს სამი ძირითადი დებულება განსაზღვრავს ტრანსფორმაციულ-წარმომშობი გრამატიკის ამა თუ იმ მოდელს, რომლებიც, თუმცა საკმაოდ განსხვავდებიან, გენერატიული გრამატიკის თეორიის ფარგლებს მაინც არ სცდებიან.

უნივერსალურ-სიღრმისეული კატეგორიების ტიპოლოგია

ენის სიღრმისეული კატეგორიები წარმოადგენენ ზოგად, ცნებით-ლოგიკურ უნივერსალურ მნიშვნელობებს, რომლებიც კონკრეტულ ლექსიკურ მნიშვნელობებთან კომბინაციებში ქმნიან ენის უმცირეს აზრობრად და ფორმალურად დასრულებულ კონსტრუქციებს. ასეთი უნივერსალურ-სიღრმისეული კატეგორიები სხვადასხვაგვარად  რეალიზდება სხვადასხვა ენის ფორმალურ დონეებზე, რის შედეგადაც ვღებულობთ ლექსიკურ ან გრამატიკულ (მორფოლოგიურ ან სინტაქსურ) კატეგორიებს. გრამატიკული კატეგორიები თავისი ბუნებით უნივერსალური, ენათა ბუნების მიხედვით კონკრეტულია, თუმცამათ შორისაც შეიძლება გამოიყოს მეტ-ნაკლებად გავრცელებული, უნივერსალური ან კვაზიუნივერსალური გრამატიკული კატეგორიები.

გამოყენებული ლიტერატურა:

რ. ასათიანი, მარტივი წინადადების ტიპოლოგიური ანალიზი (თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის მასალაზე), „მეცნიერება“, თბილისი, 1982.

ნოამ ჩომსკის ლინგვისტური ნააზრევი

ავრამ ნოამ ჩომსკი (ინგლ. Avram Noam Chomsky; დაიბადა: 7 დეკემბერი, 1928) ამერიკელი ენათმეცნიერი, ფილოსოფოსი, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის დამსახურებული პროფესორი. ხანდახან მას უწოდებენ თანამედროვე ლინგვისტიკის მამას“. ხომსკი არის ასევე თანამედროვე ფილოსოფიის მნიშვნელოვანი წარმომადგენელი. ის არის 100-ზე მეტი წიგნის ავტორი. მისმა ლინგვისტურმა თეორიამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა თანამედროვე ენათმეცნიერების შემდგომ წინსვალზე.

ენათა ტიპოლოგიური ანალიზი სხვადასხვა მეთოდით შეიძლება განხორციელდეს. საკმაოდ პროდუქტიული გამოდგა ამ მიზნით ენათა შესწავლის გენერატიული, ტრანსფორმაციულ-წარმომშობი გრამატიკების აგების მეთოდი.

გენერატიული მეთოდი სტრუქტურული ენათმეცნიერების სფეროში ჩაისახა XIX საუკუნის 40-იანი წლენის ბოლოს და განვითარების გარკვეული საფეხურები განვლო:

  1. სინტაქსური;
  2. სტანდარტული;
  3. გავრცობილსტანდარტული;
  4. სემანტიკური.

ყოველი ეს საფეხური ასახავს სინტაქსური სტრუქტურების შესწავლისას მნიშვნელობის ფაქტორის ზრდის აუცილებლობას.

  1. პირველ საფეხურზე მნიშვნელობის ფაქტორი მთლიანად უგულებელყოფილია – გრამატიკის მოდელი აიგება ფორმიდან შინაარსისაკენ. (ფორმა <—> შინაარსი) ;
  2. მეორე საფეხურზე მნიშვნელობა გარკვეულ როლს თამაშობს გრამატიკის მოდელში სემანტიკური კომპონენტის სახით, რომელსაც ამ ეტაპზე ინტერპრეტაციული ხასიათი აქვს.
  3. მესამე საფეხურზე კიდევ უფრო იზრდება სემანტიკური კომპონენტის გავრცელების სფერო.
  4. მეოთხე საფეხურზე კი მას განმსაზღვრელი მნიშვნელობა ენიჭება – გრამატიკის მოდელი აიგება მნიშვნელობიდან ფორმისაკენ (შინაარსი <—> ფორმა).

მიუხედავად ამ საფეხურებს შორის განსხვავებისა, გენერატიული ენათმეცნიერების ძირითადი იდეები უცვლელია და ის შემდეგნაირად შეიძლება ჩამოყალიბდეს:

  1. ენა უნდა განიხილებოდეს დინამიკაში, როგორც გამონათქვამის წარმოშობის პროცესი (ენის დინამიკა ასევე გულისხმობს და არ გამორიცხავს მის სინქტონიულ ასპექტსაც);
  2. ენა არის გარკვეული პროცესების ერთიანობა, რაც შეიძლება აღიწეროს სასრული რაოდენობის წესებით, რომლებიც შესაბამისობას დაამყარებენ მნიშვნელობასა და ჟღერადობას შორის;
  3. არსებობს გარკვეული სტრუქტურები, რომლებიც განსაზღვრავენ ბუნებრივი ენის ნებისმიერ სტრუქტურას. პირველს უწოდებენ სიღრმისეულ სტრუქტურას, მიღებულს (განსაზღვრულს) კი – ზედაპირულს. სიღრმისეული სტრუქტურები უნივერსალურია, ყველა ენისათვის საერთო, ხოლო ზედაპირული სტრუქტურები კონკრეტულ-ენობრივია და ენათა მიხედვით განსხვავებული.

ეს სამი ძირითადი დებულება განსაზღვრავს ტრანსფორმაციულ-წარმომშობი გრამატიკის ამა თუ იმ მოდელს, რომლებიც, თუმცა საკმაოდ განსხვავდებიან, გენერატიული გრამატიკის თეორიის ფარგლებს მაინც არ სცდებიან.

უნივერსალურ-სიღრმისეული კატეგორიების ტიპოლოგია

ენის სიღრმისეული კატეგორიები წარმოადგენენ ზოგად, ცნებით-ლოგიკურ უნივერსალურ მნიშვნელობებს, რომლებიც კონკრეტულ ლექსიკურ მნიშვნელობებთან კომბინაციებში ქმნიან ენის უმცირეს აზრობრივად და ფორმალურად დასრულებულ კონსტრუქციებს. ასეთი უნივერსალურ-სიღრმისეული კატეგორიები სხვადასხვაგვარად  რეალიზდება სხვადასხვა ენის ფორმალურ დონეებზე, რის შედეგადაც ვღებულობთ ლექსიკურ ან გრამატიკულ (მორფოლოგიურ ან სინტაქსურ) კატეგორიებს. გრამატიკული კატეგორიები თავისი ბუნებით უნივერსალური, ენათა ბუნების მიხედვით კონკრეტულია, თუმცა მათ შორისაც შეიძლება გამოიყოს მეტ-ნაკლებად გავრცელებული, უნივერსალური ან კვაზიუნივერსალური გრამატიკული კატეგორიები [რ. ასათიანი, 1982:26].

ზედაპირული და სიღრმისეული სტრუქტურები

თავის ადრინდელ ნაშრომებში წარმომშობ გრამატიკათა თეორიის ავტორი ნოამ ჩომსკი ცდილობდა აეგო სინტაქსი წმინდა ფორმალურ საფუძველზე; სინტაქსსა და სემანტიკას შორის მიმართების დადგენა მას ენის მეტათეორიის საგნად მიაჩნდა. წინადადების შემადგენელთა სინტაქსური ფუნქცია ნ. ჩომსკის თეორიაში განისაზღვრება, როგორც

  • ინფორმაცია, რომელსაც გვაწვდის გამოსახულების პლანი;
  • კომპეტენცია, ანუ ენის ლექსიკისა და სინტაქსის ფლობა, რაც საშუალებას იძლევა ამოვიცნოთ შემადგენლებს შორის არსებული მიმართებები.

წარმომშობ მოდელებში წინადადებას მიეწერება ორი ტიპის ფრაზობრივი მახასიათებლები – ზედაპირული და სიღრმისეული სტრუქტურები:

  • ზედაპირული სტრუქტურა პირდაპირაა დაკავშირებული გამონათქვამის ბგერით მხარესთან;
  • სიღრმისეული სტრუქტურა, რომელიც უფრო აბსტრაქტულად აღწერს წინადადების აგებულებას, უფრო ახლოს არის მის სემანტიკურ მხარესთან.

ფონეტიკური დონე მაქსიმალურად ზედაპირულია, ხოლო სემანტიკური დონე – სიღრმისეული. სწორედ სიღრმისეული სტრუქტურა, რომელიც საფუძვლად უდევს ზედაპირულ სტრუქტურას, იძლევა  წინადადების  შინაარსობრივი სიახლოვის ასახვის საშუალებას. ის განაპირობებს გამონათქვამის ინტონაციურ მახასიათებლებსაც. წინადადებათა წარმოშობისას ხდება სიღრმისეული სტრუქტურების გარდაქმნა ზედაპირულ სტრუქტურებად ტრანსფორმაციული წესების მეშვეობით.

ზედაპირული და სიღრმისეული სტრუქტურები ფორმალურად გამოიხატება C მარკერებით. ამ სტრუქტურების ილუსტრირება შეიძლება გამარტივებული მაგალითით: სოკრატე ძველი ბერძენი ფილოსოფოსია.

ზედაპირული სტრუქტურა

S

                                                                                  NP                                    VP

                                                              N                              NP

                                                                            Adj              N

                                              სოკრატე         ძველი     ბერძენი     ფილოსოფოსია

 

 

        სიღრმისეული სტრუქტურა

S

                                                                                  NP                                    VP

S

NP             VP

                                                                                                         VP

Adv

                      სოკრატე            სოკრატე          ძველი      არის       ბერძენი   არის     ფილოსოფოსი

თავის გვიანდელ მოდელებში ნოამ ჩომსკი ცდილობს გაითვალისწინოს გამონათქვამთა მნიშვნელობის პლანის მახასიათებლები. მისი „სტანდარტული მოდელი“  შედგება უკვე ფონოლოგიური, სინტაქსური და სემანტიკური კომპონენტებისაგან. ძირითად „ბაზისურ“ ნაწილში მოცემულია უშუალო შემადგენლური წესები (მათ შორის კონტექსტუალურად შეზღუდულიც) და ლექსიკონი, რომელშიც სიტყვებს მინიჭებული აქვთ ფონოლოგიური, სინტაქსური და სემანტიკური მახასიათებლები – მარკერები [თ. გამყრელიძე… 2008:331]:

  • ფონოლოგიური მარკერები იძლევა ზედაპირული სტრუქტურების ბგერით ინტერპრეტაციას, ანუ მიიღება სწორი ფონოლოგიური მიმდევრობები.
  • სინტაქსური მარკერები სიტყვას ამა თუ იმ ტრუქტურულ კლასში ათავსებენ (ეს კლასები მეტყველების ნაწილების მსგავსია).
  • სემანტიკური მარკერები გამოხატავენ სიტყვათა შინაარსობრივ მხარეს და ამ ჯგუფში შედის ე.წ. განმასხვავებლებიც; ისინი აუცილებელია ლექსიკური ანომალიის თავიდან ასაცილებლად. სემანტიკურ ნაწილში ხდება სიღრმისეული სტრუქტურების გარკვეული შინაარსობრივი ინტერპრეტაცია, გამონათქვამთა შინაარსის პლანის დახასიათება.

წინადადების სინტაქსური სტრუქტურის აღწერა გარკვეულწილად ხელს უწყობს მის გაგებასაც [თ. გამყრელიძე… 2008:327]. სრული გრამატიკა, რასაკვირველია, უნდა შეიცავდეს სემანტიკური ინტერპრეტაციის ურთულეს წესებს, მაგრამ, ნოამ ჩომსკის აზრით, ამ წესების განხილვა მეცნიერების განვითარების აღნიშნულ ეტაპზე, ნაადრევია. ამის მიზეზად კი ის სახელდება, რომ ეს ბადებს უამრავ სადავო და ბუნდოვან პრობლემას.

წინადადების გამოხატულებისა და შინაარსის პლანს შორის დამოკიდებულება ასიმეტრიულია – ერთსა და იმავე ზედაპირულ სტრუქტურას შეიძლება განსხვავებული მნიშვნელობები შეესაბამებოდეს, სხვადასხვა ზედაპირულ სტრუქტურებს კი – ერთი მნიშვნელობა. ამას მოწმობს კონსტრუქციული ომონიმიისა და სინონიმიის შემთხვევები.

ნოამ ჩომსკის მონოგრაფია „ენა და აზროვნება“

ნოამ ჩომსკის მონოგრაფია „ენა და აზროვნება“ იკავებს განსაკუთრებულ ადგილს მისი სხვა ნაშრომების გვერდით. წიგნი შედგება სამი თავისაგან („წარსული დრო“, „ახლანდელი დრო“, „მომავალი დრო“), რომლებიც წარმოადგენენ ნოამ ჩომსკის ლექციების მეტ-ნაკლებად გადამუშავებულ ვარიანტს (ბეკმანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ლექციები), წაკითხულს კალიფორნიის უნივერსიტეტში 1967 წლის იანვარში [ნ. ჩომსკი, 1972:10]:

პირველი ლექცია წარმოადგენს წარსული დროის მეცნიერების მიერ აზროვნების პროცესის შესწავლისა და მეცნიერული აღმოჩენების შეფასების მცდელობას;

მეორე ლექცია შეეხება თანამედროვე ლინგვისტიკის მიღწევებს, რომლებსაც კავშირი აქვთ აზროვნების პროცესის შესწავლასთა;

მესამე ლექცია წარმოგვისახავს იმას, თუ რა მიმართულებით შეიძლება განვითარდეს ენისა და აზროვნების შესწავლის სფერო უახლოეს წლებში.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. [თ. გამყრელიძე… 2008] – თეორიული ენათმეცნიერების კურსი, თსუ, თბილისი, 2008.
  2. [რ. ასათიანი, 1982:26] – რ. ასათიანი, მარტივი წინადადების ტიპოლოგიური ანალიზი (თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის მასალაზე), „მეცნიერება“, თბილისი, 1982.
  3. [ნ. ჩომსკი, 1972] – Н. Хомский, Язык и мышление, ИЗДАТЕЛЬСТВО МОСКОВСКОГО УНИВЕРСИТЕТА, МОСКВА, 1972.

 

Advertisements
Innovations in Scholarly Communication

Changing Research Workflows

Crazy illusion

Thinking Aloud.

gypsyrepresent

Thinking critically about Romani representation in pop culture

ფილოლოგი

ქართული ფილოლოგია

Global Hinduism

Way of living Life

Learn to Teach Vedic Maths

Magical Methods-- World Leader in Vedic Mathematics

Defenders of Ma'at

Teach, Coach, Live, Learn, Train, Help, Inspire

Asheville Vedic Astrology

Vedic Astrology brought to you by Ryan Kurczak

Hamro dharma

Just another WordPress.com weblog

janeadamsart

An illustrated Journal of eastern and western wisdom

Sathya Sai Baba - Life, Love & Spirituality

Guru Bhagavan Sri Sathya Sai Baba Of Puttaparthi India

Soolaba's Blog

Ultimate Questions, Ultimate Answers

პიროვნული ზრდის სამყარო

„ჩვენ ვერასოდეს მივაღწევთ სიმშვიდეს გარე სამყაროში, სანამ არ მივაღწევთ მას შინაგანში“ - დალაი ლამა

მკითხველის ბლოგი

შთაბეჭდილებები კითხვის შემდეგ

Natia Kentchiashvili

natiakentchiashvili.WordPress.com site

კეჟერაძის ბლოგი

სამშობლოს, ადამიანებისა და ლიტერატურის მოყვარული რიგითი კლიმი

GeoSexMD.com - სამედიცინო სექსოლოგია

სექსუალური განათლება საქართველოში

აჭარა დღეს!

ჩვენ გვიყვარს ჩვენი კუთხე, საქართველოს ერთ–ერთი ულამაზესი მხარე, ჩვენი აჭარა.

Molly Bloom's Day™

ნაღებიან ყავასთან ერთად

მარო მაყაშვილის დღიური

გაფითრებული თებერვლის ლანდი

სემიოტიკა Semiotics

ცირა ბარბაქაძე _ შეხედეთ სამყაროს სემიოტიკის თვალით და აღმოაჩინეთ საკუთარი თავი მრავალ განზომილებაში

ბურუსი - BURUSI

თენგიზ ვერულავა - TENGIZ VERULAVA

Free Yourself

Just say "I am free!"

konspace

კოტეს ბლოგი ყველაფერზე

Barcelonisimo's Blog

ბლოგი მეგობრებისთვის და მათი მეგობრებისთვის...

My Civil Society

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის ბლოგი

ბაბუაწვერა

ოცნებებში გაფანტული ბლოგი ☮

kalatozishvili

КРИТИК - Мы страшные, потому что работаем над этим.

აღმოაჩინე შენთვის საინტერესო / Discover Things That Interest You

აღმოაჩინე შენთვის საინტერესო – ამოუცნობი,არქიტექტურა, აღმოჩენა ,ახალი ამბები, ბუნება, გასართობი, დიზაინი ,დოკუმენტური, ვიდეო ,თამაშები ,ივენთები, კინო / თეატრი ,კოსმოსი, კრეატივი ,მედიცინა ,მეცნიერება ,მისტიკა, მოგზაურობა, მოდა ,მუსიკა ,ნოვაცია ,პიროვნებები ,რელიგია ,სასარგებლო, საჭმელ / სასმელი ,სპორტი, სურათები, ტექნოლოგია ,ფოტოები, ფუფუნების საგნები ,შპალერები, წიგნები, ხელოვნება

Savidge Reads

The Chronicles of a Book Addict