რელიგიისა და ფილოსოფიის ურთიერთმიმართება (ბერძნული მისტერიების, იუდაიზმისა და ინდური რელიგიების ანალიზის საფუძველზე)

 58517_154607567899276_100000501025127_418286_6105319_s

ივანე ჯავახიშვილის სახელობის 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის 

IV კურსის სტუდენტი ნათია კენჭიაშვილი

რეფერატი რელიგიის ფილოსოფიაში

რელიგიისა და ფილოსოფიის ურთიერთმიმართება

(ბერძნული მისტერიების, იუდაიზმისა და ინდური რელიგიების ანალიზის საფუძველზე)

თბილისი 2013

„რელიგიის“ ცნების საკითხისთვის

 

რელიგია, თავისი ეტიმოლოგიით ღმერთისა და ადამიანის ურთიერთკავშირზე მიგვანიშნებს. მაგრამ იმისათვის, რომ საერთო ტიპოლოგიამდე მოვიდეთ და გამოვყოთ ზოგადად რელიგიისთვისთვის დამახასიტებელი ნიშნები, რომლებიც უნივერსალია იქნებოდა ყველა რელიგიად სახელდებული ფორმისთვის, აუცილებელია გარკვეული სახის ფოკუსირება. კერძოდ კი ჩვენთვის ამოსავალი პრინციპი, რომელიც „რელიგიის“ ცნების განსაზღვრისთვის გადამწყვეტი უნდა იყოს, მიჰყვება და ეთანხმება დიუკჰეიმის თვალსაზრისს. მას აქვს გამოთქმული ამგვარი აზრი: „გვერდზე გადავდოთ ყოველგვარი კონცეფცია ზოგადად რელიგიის შესახებ, განვიხილოთ რელიგიები მათ თანმხლებ ონკრეტულ რეალობაში და შევეცადოთ, გამოვავლინოთ ის, რაც მათ, შესაძლოა, საერთო ჰქონდეთ. რელიგია შეიძლება განისაზღვროს მხოლოდ იმ ფუნქციით, რაც ყველგან გვხვდება, სადაც კი რელიგია არსებობს. შეჯერების ამ პროცესში ჩვენ შევიტანთ ყველა ჩვენთვის ცნობილ რელიგიურ სისტემას: ამჟამინდელსა და გარდასულს, ყველაზე პრიმიტიულს და ყველაზე მარტივს, ყველაზე უახლესსა და ყველაზე დახვეწილს; ჩვენ არ გვაქვს არავითარი უფლება, არც არავითარი ლოგიკური შესაძლებლობა იმისა, რომ გამოვრიცხოთ ერთნი, რათა მეორენი დავტოვოთ და შევისწავლოთ.“[1] ამდენად, ამოსავალი პრინციპი „რელიგიის“ ფენომენის დასადგენად, ჩვენი აზრით, სწორედ საკითხის ამგვარ შესწავლაში მდგომარეობს. მაშ ასე, განვიხილავთ რამდენიმე რელიგიურ მიმდინარეობას, როგორიცაა ელინისტური რელიგიები, იუდაიზმი, ინდური რელიგიები. როგორც თავად დიურკჰეიმი წერს „რელიგიის შესწავლის საუკეთესო მასალად მიჩნეული უნდა იყოს უპირატესად რელიგიის ის ფორმა, რომელიც გვხვდება ყველაზე ცივილიზებულ ხალხებში.“[2]

ელინისტური რელიგიები. ელინისტური რელიგიების ერთ-ერთი არსებითი ნიშანია მისტერიების განვითარება. მისტერიები გავრცელებული იყო საბერძნეთში, ეგვიპტეში, რომში, მცირე აზიაში. საკუთრივ ძველბერძნული ღმერთები გარკვეულ ტიპოლოგიურ კავშირს გვიჩვენებენ ეგვიპტურ ღმერთებთან, სხვადასხვა ელინური ღვთაება თავისი დანიშნულებით ერწყმოდა ეგვიპტურ ღმერთებს და ამ სინკრეტიზმის საფუძველზე განვითარებული თეოლოგიური კონცეფციები საფუძველს უყრიდა ახალი რიტუალების, მითების, კულტის განვითარებას. ორფიზმი ბერძნული წარმოშობის რელიგიური მიმდინარეობაა, რომელიც მისტიკური ყაიდის მოძღვრებაა. დროთა განმავლობაში მან შეითვისა სხვა რელიგიური მოძღვრებები. მან მყარად მოიკიდა ფეხი საბერძნეთში, მისი გავრცელება არ შეჩერებულა არც ელინიზმის ხანაში, მისი გავლენა ძლიერია გვიანანტიკურობის პერიოდის ჩათვლით.

ორფიზმი მისტერიული რელიგიაა. მას ნაკლებად აქვს კავშირი საკუთრივ ორფევსის პიროვნებასთან. ორფევსთან დაკავშირებული გადმოცემათა ერობლიობა დაედო საფუძვლად  რელიგიურ კულტს – ორფიზმს, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ორფევსის ბიოგრაფიული დეტალების შტრიხებში არსებული ფილოსოფიურ-თეოლოგიური პრობლემატიკა გახდა ორფიკული დოქტრინის ძირითადი საფუძველი.

ბერძებთა გაგებით, მისტერია არის საიდუმლო და დაფარული რიტუალი, რომლის დროსაც ცხადდება ღვთაებრივი სიმბოლოები, ნათელი ეფინება სიკვდილ-სიცოცხლის მიმართებას, ადამიანი შეიცნობს ღვთაების არსს. თუ თავდაპირველად განსაკუთრებულ როლსელევსინის მისტერიები თამაშობდა, შემდგომში თანდათანობით მეტი პოპულარობა მოიპოვა ორფიკულმა მისტერიამ, რომელიც დაახლოებით ძვ. წ. VII საუკუნეებისათვის შევიდა ელადაში ეგვიპტიდან, თრაკიასა და თესალიიდან. ორფევსი, კულტის მამამთავარი – ბუნდოვანი ფიგურაა. მისი მითოსური არსებობის დრო არგონავტების ეპოქას უკავშირდება.

უნდა ითქვას, რომ ყველა მისტერიასა და რელიგიას ჰქონდა საერთო ნიშნები, როგორც ორგანიზებული, ისე კონცეპტუალური ხასიათისა. კავშირში გასაწევრიანებლად საჭირო იყო მრავალსაუკუნოვანი გზის გავლა. ადეპტს (მისტერიაში განდობის მსურველს) გამოცდა უნდა გაეარა; მხოლოდ გარკვეული პროცედურის შემდეგ შეიძლებოდა განდობის რიტუალის აღსრულება. ეს საფეხური ყველა მისტერიისათვის უნივერსალურია, თუმცა არის განსხვავება საფეხურების რაოდენობაში, მაგალითად, მითრას მისტერიაში შვიდი საფეხური იყო გასავლელი. თავდაპირელად განდობილს ჰქვია „მისტესი“ („ის, ვისი ბაგენიც დაბეჭდილია“, „მდუმარე“), ბოლომდე განდობილს – „ეპოპტესი“ („დამკვირვებელი“, „მზირი“, „შემცნობელი“). ყველა საფეხურზე აუცილებელია რთული წესების დაცვა. აკრძალვები ეხება კვებას, ჩაცმას, პირად ცხოვრებას, ყველაზე მტავაი მოთხოვნაა საიდუმლოს გაუთქმელობა.

პლატონი ორფევსს მოაწერდა ნაწარმოებს სათაურით „ტელეტაი“. მასში მოცემული ყოფილა ორფიკოსთა ცხოვრების წესი, დოქტრინა: ადამიანის სული სხეულის ტყვეა, სხეული სულის სამარეა. ხსნა განდობაში და ზიარებაშია. ბედნიერება ჭეშმარიტი რწმენით მიიღწევა. ადამიანი ისჯება არასწორი ქცევისადა მცდარი აზრებისათვის. ჩვენი სული უკვდავია და განისჯება. იგი პასუხს აგებს ჩადენილი საქმეებისათვის მას მერე, რაც დატოვებს სხეულს.

ორფიკული ჰიმნები, ეგვიპტური „მკვდართა წიგნის“ მსგავსად, მორწმუნეებს ასწავლიდა, როგორ მომზადებულიყო ადამიანი სიკვდილისთვის და სიკვდილის შემდგომ სამსჯავროზე წარდგენისთვის და მოელის ცოდვების შესაბამისი სასჯელი. ორფიზმის მკაცრი ფრთა ამ სასჯელს სამუდამოდ მიიჩნევდა, მეორე ფრთა კი მეტემფსიქოზის იდეას ემხრობოდა. ყოველი ახალი დაბადება სულს აძლევს შანსს, არ გაიმეოროს წინა ცხოვრებაში დაშვებული შეცდომები და გახდეს უკეთესი. ეს წრებრუნვა ვრცელდება მანამ, სანამ არ მიიღწევა სასურველი სიწმინდე. განწმენდილი სული „ნეტართა კუნძულზე“ ხვდება, არ უერთდება ღმერთს. ამრიგად, ორფიზმი ჩამოყალიბდა რელიგიად, რომლის პრინციპი იყო რწმენის საშუალებით ადამიანის ხასიათის გამოწრთობა.

ანტიკური მისტერიები საფუძვლიანად შეისწავლეს ვილამოვიცმა, რეინაჰმა, ნილსონმა, ჰარისონმა, როდემ გრუპემ, ლინფორტმა, ბოიანსემ, გარდნერმა, გათრიმ და სხვ. ვ. ბურკეტმა ზოგადი დასკვნები ასე ცამოაყალიბა:

  1. „მისტერიული რელიგიები“ განვითარდა ადრეანტიკურობაში;
  2. „მისტერიული რელიგიები“ ორიენტალისტურია სტილითა და სულით;
  3. „მისტერიული რელიგიები“ სპირიტუალურია. ისინი აღემატებიან პგანიზმის რელატიურ ხედვას, რადგან ეძიებენ რა მაღალ სულიერებას.

იუდაიზმი. იუდაიზმი ებრაელი ერის რელიგიაა. მისი პირველი ნიშანი მონოთეიზმია: კაცობრიობის ისტორიაში პირველი მონოთეისტური რელიგია სწორედ იუდაიზმია და აბრაამისტული რელიგიების ჯგუფს განეკუთვნება. აღმოსავლეთში ძირითადად გაბატონებული იყო პოლითეიზმი. როდესაც ისრაელის სამეფო ჩამოყალიბდა, გაჩნდა სარწმუნოებრივი სახესხვაოებები თვითონ ებრაელ ერში, ჩრდილოეთ ისრაელის მკვიდრებმა პოლითეიზმისკენ მიდრეკილება გამოავლინეს, ხოლო სამხრეთ ისრაელის მონარქები ცდილობდნენ კერპთაყვანისმცემლობის რაიმე სახის გამოვლინებები არ დაეშვათ და ამავე დროს ზრუნავდნენ თავიანთ მამა-პაპათა რჯულის განმტკიცებისთვის.

ამ დროს ასპარეზზე გამოვიდნენ წინასწარმეტყველნი. ღმერთსა და ერს შორის არსებულ ამ შუამავალთა ქადაგებანი აფრთხილებდა ადამიანებს მოსალოდნელი სასჯელისათვის. მათი წიგნები შეიცავს მესიანისტურ და ესქატოლოგიურ მოძღვრებებს.

მიუხედავად იმისა, რომ იუდაიზმი პირველ მონოთეისტურ რელიგიად არის აღიარებული, რაბინულ იუდაიზმში, ბიბლიის მკვლევართა აზრით, თორას (ხუთწიგნეულის) ზოგიერთი ნაწილი იმაზე მიუთითებს, რომ ადრეულ ეტაპზე ებრაელები სხვა ღმერთებსაც აღიარებდნენ, თუმცა გამოკვეთილია რწმენა ერთიანი ღმერთისა. ამასთან დაკავშირებით გავრცელებულია აზრი, რომ ისრაელიანებმა მხოლოდ ელინიზმის ხანაში ირწმუნეს ერთი ღმერთი, რომელიც ამავე დროს მთელი კაცობრიობის ღმერთიცაა და მისი გამოცხადების საბუთი თორა უნივერსალურ ჭეშმარიტებას შეიცავს.

იუდაიზმი თვლის, რომ ის ღმერთი, რომელიც ებრაელ წინამძღვრებს გამოეცხადა მათი ისტორიის გარიჟრაჟზე, მთელი კაცობრიობის ღმერთია, სამყაროს შემოქმედი. ისინი მესიას დღესაც ელიან, რომელიც იქნება მთელი კაცობრიობის მხსნელი.

არსებობს იუდაიზმის სხვადსსხვა სახე: ორთოდოქსული იუდაიზმი, კონსერვატიული იუდაიზმი, პროგრესული იუდაიზმი. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ არის რამდენიმე მიმდინარეობა, ებრაელები თავიანთ ვინაობას სხვა კატეგორიით საზღვრავენ _ ესაა სარწმუნოებრივი დონის კრიტერიუმი. ისრაელში სამი ასეთი ძირითადი კატეგორია გამოიყოფა: სეკულარისტი, ტრადიციონალისტი და ხარედი ებრაელები.

შუა საუკუნეებში განვითარდა ებრაული ფილოსოფია და მისტიკური თეოლოგია, კერძოდ კი შეიქმნა იუდაიზმის ცნობილი წიგნი – კაბალა. კაბალა ორი წიგნისაგან შედგება: „ჰაიეცირა“ (შესაქმე), რომელიც შეიქმნა IX საუკუნეში და „ზოჰარი“ (ციალი) – XI საუკუნეში. კაბალას ავტორიტეტულობის მინიჭების მიზნით ზეციური წარმომავლობა მიაწერეს, თითქოს ეს წიგნი ადამს გადაეცა, როგორც ცოდვით დაცემის შემდგომ იმედის ნიშანი. გ. ჰეგელი, რომელიც კაბალას წარმოშობის მითის ამ ვარიანტს გადმოგვცემს, კაბალას ებრაული მეტაფიზიკის პირველ გამოვლინებად მიიჩნევს. მისი აზრით, მანამდე ებრაელი მოაზროვნეები მხოლოდ ამქვეყნიური არსებობის პრობლემებით იყვნენ დაკავებულნი. იგი შეიცავს როგორც ებრაულ გადმოცემებს, ისე ირანულ, პლატონურ, პითაგორულ სწავლებებსაც. კაბალაში მოცემულია ებრაული ანბანის 22 ასოსა და პითაგორელთა ათი რიცხვის მისტიკური გაგება, ხაზგასმულია ღმერთის ტრანსცენდენტურობა, სამყაროს ემანაცია, სწავლება პირველ ადამიანზე – ადამ კადმონზე.

ინდური რელიგიები. ინდური რელიგიები, უპირველეს ყოვლისა, მოიცავს ისეთ რელიგიას, როგორიცაა ინდუიზმი თავისი განშტოებებით და ასევე მასში შედის ერთ-ერთი მსოფლიო რელიგია – ბუდიზმი.

ინდუიზმის ძირები შეიძლება ვეძიოთ უძველეს ინდოევროპელთა რელიგიურწარმდგენებში. მან განვითარების რამდენიმე ეტაპი გაიარა, რაც აისახა კიდეც მასზე:

  1. საწყის ეტაპად უნდა გამოიყოს ინდუიზმის ვედური პერიოდი, როცა იწყება მითოლოგიური და რელიგიურ-საკულტო დანიშნულების ტექსტების სისტემატიზაცია. ვედურმა პერიოდმა სახელი მიიღო წმინდა ტექსტების ვედას (ვედა – ცოდნა) მიხედვით. ვედები ესაა სხვადასხვა  დროს შექმნილი და შეკრებილი ტექსტები, რომლებიც იყოფა ოხთ ჯგუფად: რიგვედად, სამავედად, იაჯურვედად და ათარვავედად.
  2. ამას მოსდევს ბრაჰმანიზმის ეტაპი, როდესაც უპიროვნო და თვისებებსმოკლებულ ღმერთ ბრაჰმაზე სწავლება ცენტრალურ ადგილს იჭერს ინდოელებში. ბრაჰმანიზმის წიაღში წარმოშობილმა უპანიშადებმა (ვედების განვითარების ბოლო სტადია) განაპირობეს ინდოეთში ორთოდოქსული ფილოსოფიური სკოლების გაჩენა, რომლებიც დღემდე ვერ გათავისუფლდნენ რელიგიური საფარისაგან და ამის არც მცდებოდა შეინიშნებოდა. ბრაჰმანიზმი გადაიზარდა ინდუიზმში.

საბოლოოდ კი საფუძველი ჩაეყარა სამ ინდურ მიმდინარეობას: ვედურს, ბრაჰმანულსა და ინდუისტურს.

ინდუისტურ რელიგიებში მოგვიანებით წარმოიშვა იდეა სულთა გადასახლების, ან გარდასახვის[3] შესახებ, რომელიც ბრაჰმანულ რელიგიაში შევიდა ძველი აბორიგენი მოსახლეობის, კერძოდ კი დრავიდებისა და მუნდების რწმენიდან, ხოლო არიელებთან ამასთან დაკავშირებით ძალზე ბუნდოვანი წარმოდგენა არსებობდა.

მანუს კანონების მე-12, ბოლო თავში მოთხრობილია სულის გადასახლების შესახებ, ხოლო ბრაჰმანული თხზულებების გვიანდელ ნაწილში, უპანიშადებში, რეინკარნაციის  იდეა  უკვე  საბოლოოდაა  ჩამოყალიბებული.   ამ შეხედულების საფუძველზე, გარდაცვალების შემდგომ სული გადასახლდება სხვა მატერილიალურ სხეულში, ხოლო თუ როგორი იქნება მისი ეს სხეული, დამოკიდებულია მისი წინა ინკარნაციის ხასიათზე.

ჩვენის მხრივ, უნდა ითქვას, რომ შეინიშნება ერთი საყურადღებო მახასიათებელი, რომელიც გამოიყოფა რელიგიათა განხილვის დროს. ესაა მათი მეტაფიზიკურ-ონტოლოგიური საფუძვლები, როგორც წინასწარვე მათში არსებული ცოდნა და მოძღვრება და გარდა ამისა, მათი სწრაფვა ფილოსოფიურ სწავლებებად ჩამოყალიბებისკენ. ამის ნათელი დადასტურებაა, იუდაისტური რელიგიის წიაღში ჩამოყალიბებული კაბალას მისტიკურ-ეზოტერიკული სწავლება, რომელიც შეიცავს აგრეთვე სხვადასხვა სახის ფილოსოფიურ ნიუანსებს, რაც ბერძნული ფილოსოფიის გავლენითაც აიხსნება. ასევე ინდური რელიგიების ამოსავალი ვედების ფილოსოფიურ-თეოლოგიური კორპუსი, რომელიც საფუძვლად დაედო ძველინდურ ორთოდოქსულ სკოლებს და მოგვცა ფილოსოფიის ინდური ფორმა დარნასას სახელწოდებით. ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ, ძველბერძნული ფილოსოფიის წარმოშობის მითოსურ-რელიგიური წანამძღვრებიც. ყოველივე ეს მიანიშნებს იმ არსებით მსოფლმხედველობით ტრანსფორმაციაზე, რომელიც შეგვიძლია დავინახოთ რელიგიური აზროვნებიდან ფილოსოფიურ აზროვნებაზე გადასვლის შემთხვევაში.

გამოყენებული ლიტერატურა:

 

  1. ე. დიურკჰემი, რელიგიის ელემენტარული ფორმები, თბილისი, 2003.
  2. ზაქარიაძე ა. მითოსური დისკურსის რელიგიური პარამეტრები.  კრებ. ნარკვევები ფილოსოფიაში 2005
  3. ე. ნადირაძე, მსოფლიოს რელიგიები, თბილისი, 2008.

[1] ე. დიუკჰეიმი, რელიგიის ელემენტარული ფორმები, თბილისი, 2003, გვ. 43

[2] იქვე, გვ. 43-44.

[3] ე. ნადირაძე, მსოფლიოს რელიგიები, თბილისი, 2008, გვ. 56.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Innovations in Scholarly Communication

Changing Research Workflows

Crazy illusion

Thinking Aloud.

gypsyrepresent

Thinking critically about Romani representation in pop culture

ფილოლოგი

ქართული ფილოლოგია

Global Hinduism

Way of living Life

Learn to Teach Vedic Maths

Magical Methods-- World Leader in Vedic Mathematics

Defenders of Ma'at

Teach, Coach, Live, Learn, Train, Help, Inspire

Asheville Vedic Astrology

Vedic Astrology brought to you by Ryan Kurczak

Hamro dharma

Just another WordPress.com weblog

janeadamsart

An illustrated Journal of eastern and western wisdom

Sathya Sai Baba - Life, Love & Spirituality

Guru Bhagavan Sri Sathya Sai Baba Of Puttaparthi India

Soolaba's Blog

Ultimate Questions, Ultimate Answers

პიროვნული ზრდის სამყარო

„ჩვენ ვერასოდეს მივაღწევთ სიმშვიდეს გარე სამყაროში, სანამ არ მივაღწევთ მას შინაგანში“ - დალაი ლამა

მკითხველის ბლოგი

შთაბეჭდილებები კითხვის შემდეგ

Natia Kentchiashvili

natiakentchiashvili.WordPress.com site

კეჟერაძის ბლოგი

სამშობლოს, ადამიანებისა და ლიტერატურის მოყვარული რიგითი კლიმი

GeoSexMD.com - სამედიცინო სექსოლოგია

სექსუალური განათლება საქართველოში

აჭარა დღეს!

ჩვენ გვიყვარს ჩვენი კუთხე, საქართველოს ერთ–ერთი ულამაზესი მხარე, ჩვენი აჭარა.

Molly Bloom's Day™

ბებია ასტრიდი 1907-2017

მარო მაყაშვილის დღიური

გაფითრებული თებერვლის ლანდი

სემიოტიკა Semiotics

ცირა ბარბაქაძე _ შეხედეთ სამყაროს სემიოტიკის თვალით და აღმოაჩინეთ საკუთარი თავი მრავალ განზომილებაში

ბურუსი - BURUSI

თენგიზ ვერულავა - TENGIZ VERULAVA

Free Yourself

Just say "I am free!"

konspace

კოტეს ბლოგი ყველაფერზე

Barcelonisimo's Blog

ბლოგი მეგობრებისთვის და მათი მეგობრებისთვის...

My Civil Society

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის ბლოგი

ბაბუაწვერა

ოცნებებში გაფანტული ბლოგი ☮

kalatozishvili

КРИТИК - Мы страшные, потому что работаем над этим.

აღმოაჩინე შენთვის საინტერესო / Discover Things That Interest You

აღმოაჩინე შენთვის საინტერესო – ამოუცნობი,არქიტექტურა, აღმოჩენა ,ახალი ამბები, ბუნება, გასართობი, დიზაინი ,დოკუმენტური, ვიდეო ,თამაშები ,ივენთები, კინო / თეატრი ,კოსმოსი, კრეატივი ,მედიცინა ,მეცნიერება ,მისტიკა, მოგზაურობა, მოდა ,მუსიკა ,ნოვაცია ,პიროვნებები ,რელიგია ,სასარგებლო, საჭმელ / სასმელი ,სპორტი, სურათები, ტექნოლოგია ,ფოტოები, ფუფუნების საგნები ,შპალერები, წიგნები, ხელოვნება

Savidge Reads

The Chronicles of a Book Addict

%d bloggers like this: