მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესისა და რევოლუციის საკითხისთვის

58517_154607567899276_100000501025127_418286_6105319_s

ივანე ჯავახიშვილის სახელობის 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის 

IV კურსის სტუდენტი ნათია კენჭიაშვილი 

რეფერატი მეცნიერების ფილოსოფიაში თემა სახელწოდებით: 

მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესისა და რევოლუციის საკითხისთვის

თბილისი 2013

რეფერატზე საუბრის დასაწყისშივე საჭიროდ მივიჩნევ რამდენიმე ცნებისა და ტერმინის განმარტებას. ჩვეულებრივ სალაპარაკო ენაში და განსაკუთრებით მეცნიერულ-პოპულარულ ლიტერატურაშიც ერთმანეთში ურევენ ან იდენტური მნიშვნელობით ხმარობენ ტერმინებს მეცნიერებისა და ტექნიკის პროგრესსა და მეცნიერულ-ტექნიკურ რევოლუციას. ეს როცა საქმე ეხება ლიტერატურაში დაფიქსირებულ ტერმინების გამოყენების შემთხვევების სისწორე-სიმცდარეს, ხოლო როცა რეფლექსიის ობიექტი თავად ეს ცნებებია, როგორც ჩვენ ახლა უნდა ვაჩვენოთ, მაშინ აუცილებელიც კი ხდება მათი საფუძვლიანი გარჩევა და განსხვავება ერთმანეთისაგან.

მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი პერმანენტული სოციალური ფაქტორია და იგი დასაბამს იღებს ჯერ კიდევ პირველყოფილ საზოგადოებაში. მაგრამ, ეს პროცესი ისტორიული ეპოქების ყველა ეტაპზე და ყველა ქვეყანაში ერთნაირი კანონზომიერებებით, აღმავლობითა და სწორხაზოვანი განვითარების ხაზით არ მიმდინარეობდა და ამის ნაცვლად, არაფერი ახალი არც ითქმებოდა, არც იწერებოდა და არც არაფერს არ იგონებდნენ. მართალია, სამყარო საყოველთაო მოძრაობას ექვემდებარება და არაფერია მასში მდგრადი, რადგან მუდმივ ცვალებადობას გავიცდის, მაგრამ დროდადრო გამოიყოფოდა ისეთი პერიოდები, როცა მნიშვნელოვანი არაფერი ხდებოდა მეცნიერულ-ტექნიკური წინსვლის თვალსაზრისით, თუმცა საერთო ჯამში იგი მაინც პერმანენტულ განვითარებასა და პროგსესს განიცდიდა. სწორედ ამითაა განპირობებული ის ფაქტი, თუ რატომ მივუსადაგებთ პროგრესის ცნებას ძველ ეპოქებს, ესეც საკმაოდ საფუძვლიანი მიდგომაა, რადგან არასწორი იქნება იმის თქმა, რომ მეცნიერება მხოლოდ მოგვიანო ეპოქების მონაპოვარია. ამ საკითხს ამჯერად მეტად აღარ შევეხები და გავნაგრძობ კაცობრიობის პერმანენტულ განვითარებაზე მსჯელობას. სხვაგვარად შეუძლებელიცაა იმ ობიექტური კანონზომიერების გათვალისწინებით, რომ რაკი წარმოიშვა და საარსებო პირობებს შეეგუა მოაზროვნე და შემოქმედი არსება – ადამიანი, აღარაფერს შეუძლია მისი შეჩერება, თუ თავად ადამიანმა არ მოუღო ბოლო საკუთარ თავს. მეცნიერებისა და ტექნიკის პროგრესს ვერ შეწყვეტ ცივილიზაციისა და კულტურის მოსპობის გარეშე. ერთადერთი, რაც შეუძლია და ჩვენს ეპოქაში ევალება კიდევ – ესაა ამ პროცესის გონივრული მართვა და რეგულირება იმ მიზნით, რომ მეცნიერებისა და ტექნიკის არც ჩამორჩენით დადგეს ცივილიზაცია საფრთხის წინაშე და არც ზედმეტი განვითარებით.

მეცნიერებისა და ტექნიკის პროგრესის რეგულირებისა და მართვის საჭიროება სწორედ იმან გამოიწვია, რომ აქამდე მეტწილად სტიქიურმა ხასიათმა ამ პროცესს დაჩქარებული, ნახტომისებური, რევოლუციური ხასიათი მისცა და როგორც ყოველგვარი რევოლუცია, იგი დაზღვეული არაა გარკვეული მსხვერპლისგან, დანაკარგებისა და უარყოფითი სოციალური შედეგებისგან.

მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუციის შესახებ დიდძალი ლიტრატურა დაგროვდა, რომელშიც ამ ცნების დეფინიციის, მისი სტრუქტურის, შინაარსისა და ფუნქციების შესახებ აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, რაც სპეციალური შესწავლისა და განხილვის საგანია.

მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუცია ობიექტური, სოციალური პროცესია. მეცნიერება და ტექნიკა მწარმოებლური ძალების ცნებაში შედიან, ხოლო ვინც მათ ფლობს ის ფაქტიურად, ცოდნის მწარმოებელი ხდება. სწორედ ეს მიიჩნევა მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუციის ერთ-ერთ სპეციფიკურ ნიშნად.

სპეციალურ ლიტერატურაში ლაპარაკია იმის შესახებ, რომ მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუციის ორი მთავარი წანამძღვარი აქვს: საკუთრივ, მეცნიერულ-ტექნიკური და სოციალური.

პირველ  წანამძღვრებში იგულისხმება მეცნიერებისა და ტექნიკის ძირეული და დაჩქარებული განვითარება. თუმცა თავის მხრივ მეცნიერებასა და ტექნიკას შორის არის შემდეგი მიმართება: მეცნიერების განვითარებამ ბევრად განაპირობა ცვლილებები ტექნიკაში. განსაკუთრებული როლი შეასრულა მტრ-ის მომზადებაში მეცნიერებისა და ტექნიკის სრულიად ახალმა დარგმა – კიბერნეტიკამ.[1] ამის საფუძველზე შეიქმნა ელექტრონულ-გამომთვლელი ტექნიკის მთელი სისტემა და შესაძლებეოი გახდა კოსმონავტიკის წარმოშობა. ელექტრონულ-გამომთვლელი ტექნიკა, სპეციალისტების აზრით მტრ-ის სიმბოლოდ იქცა. ამით იწყება ადამიანის გონების ლოგიკური ფუნქციებისა და ოპერატიული მეხსიერების თანდათანობით მანქანისათვის გადაბარება.

მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუციის მომზადებაში უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა ბუნებისმეტყველების განვითარებამ განსაკუთრებით, XX საუკუნის დასაწყისიდან, რომელთა შედეგად ძირითადად შეიცვალა შეხედულება მატერიასა და სამყაროზე. მხედველობაშია ელექტრონის, რადიუმის, ქიმიურ ელემენტთა გარდაქმნის აღმოჩენა, ფარდობითობისა და კვანტური თეორიების შექმნა. ყოველივე ამას დაემატა გენეტიკის განვითარება და ქრომოსომული თეორიის ჩამოყალიბება.

სავსებით სწორად მიიჩნევენ, რომ ელექტრონულ-გამომთვლელი მანქანები და მათი სისტემები წარმოადგენენ ტექნიკის პრინციპულად ახალ სახეს, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის ადამიანის მდგომარეობასა და როლს თანამედროვე საზოგადოებაში.

ასეთია მტრ-ის ისტორიული და ლოგიკური წანამძღვრები, მისი განმსაზღვრელი მეცნიერულ-ტექნიკური და სოციალური ფაქტორები.

როგორი ნიშნებით შეიძლება დახასიათდეს მტრ-ის თანამედროვე ეტაპი?

ამ საკითხში  აზრთა  სხვადახვვაობა  სპეციალურ  ლიტერაურაში.  მეცნიერულ-ტექნიკური    რევოლუციის     ძირითადი    ნიშნებისა    და    არსებითი  პარამეტრების დახასიათება ნათელს ხდის, თუ როგორი უნდა იყოს თანამედროვე ადამიანი, რომ იგი ემსახურებოდეს და ხელს უწყობდეს მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუციის დაჩქარებასა და განვითარებას. გასარკვევია ერთი არსებითი ფაქტორი: რას მოელის ადამიანი მტრ-ისგან, როგორ მოთხოვნებს უყენებს მას; რომელია წარმმართველი ძალა – მტრ თუ ადამიანი, პიროვნება, საზოგადოება? ადამიანი უნდა დაექვემდებაროს მტრ-ის ინტერესებს, თუ პირიქით – ადამიანის ინტერესებს უნდა შეესაბამებოდეს მტრ? ამის გარკვევას მივყავართ იმ მნიშვნელოვან პრობლემამდე, რაც გამოთქმულია ცნობილ გერმანელ ფსიქოლოგთან და ფილოსოფოსთან, ერიკ ფრომთან. იგი სვამს კითხვას: „ვიყოთ თუ ვიქონიოთ“ (to be or to have).

საზოგადოების მობილური და რევოლუციური ხასიათით განპირობებულია მეცნიერებისა და ტექნიკის უსასრულო განვითარება. ადამიანური სამყაროს პროგრესულ წინსვლას დასასრული არ უჩანს. მისი მოქმედება მიდის მისივე არსებობის საპირისპიროდ.[2] ამის მაგალითია: გაუცხოება, ატომური იარაღი, კლონირება, მთელი რიგი ეკოლოგიური პრობლემები. ამათგან სამი ფაქტორი შეიძლება გამოიყოს:

•     კოსმოსში გასვლა

•     მასობრივი საშუალებები

•     გენური ინჟინერია

ამ ფონზე ადამიანი უნდა იყოს დაცული სხვა ადამიანისაგან. მაგრამ აღნიშნული ტექნიკური პროგრესი თანამედროვე სამყაროს წინსვლის ერთადერთი საშუალებაა.[3]

ამ პრობლემასთან დაკავშირებული თვალსაზრისები შეიძლება დაჯგუფდეს ორ ძირითად კონცეფციად: პესიმისტურ და ოპტიმისტურ თვალსაზრისებად.

პესიმისტური თვალსაზრისით, თანამედროვე ადამიანის მიერ წამოწყებული მეცნიერული პროგრესი, მოკლედ, ასე შეიძლება დახასიათდეს: მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარება ობიექტურ-ისტორიული კანონზომიერებაა, რაც სულ უფრო  ნაკლებად  ემორჩილება  საზოგადოების  მიზანდასახულ კონტროლს,  რის გამოც მას საზოგადოებისათვის სარგებლობაზე მეტად ზიანი მოაქვს. რაც უფრო წინ მიდის მეცნიერება და ტექნიკა, რაც უფრო უმჯობესდება ადამიანთა მატერიალური ცხოვრების პირობები, მით უფრო ეგოისტები და ინდივიდუალისტები ხდებიან ადამიანები, იზრდება სიხარბე და მომხვეჭელობის ტენდენცია, ინდიფერენტიზმი ერთმანეთის ბედისადმი, უპირატესობა ენიჭება  სიამოვნებისა და დროსტარების კულტს. ბ. რასელი თვლიდა, რომ სოციალური პროგრესი იწვევს სულ უფრო მზარდ საშიშროებას და ცოდნის დაგროვებასთან ერთად ადამიანი სულ უფრო კარგავს გონიერებასა და საღ აზროვნებას”.

რაც შეეხება ოპტიმისტურ თვალსაზრისს, ისინი, თავის მხრივ, შეიძლება დაჯგუფდეს ორ კონცეფციად. ერთი, რომელიც თვლის, რომ, მართალია, მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუცია თანამედროვე ეტაპზე იწვევს გარკვეულ წინააღმდეგობებსა და სიძნელეებს, მაგრამ იგივე მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუცია იძლევა ამ წინააღმდეგობებისა და სიძნელეების გადალახვის საშუალებებს.

გამოყენებული ლიტერატურა:

1.ვ. რამიშვილი, ფილოსოფია, „მერიდიანი“, თბილისი, 2009.

2.გ. ბანძელაძე, ზნეობრივი პროგრესის თეორია და პრაქტიკა, „მეცნიერება“, თბილისი, 1982.

3.გ. ბანძელაძე, მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუცია და ზნეობრივი პროგრესის პრობლემა, თბილისი, „მეცნიერება“, 1980.

3.გ. ბაქრაძე, როგორ ვითარდებოდა შემეცნება, თბილისი, 1974.

4.შ. ადეიშვილი, კიბერნეტიკა და ფილოსოფია, თბილისი, 1966.


[1] შ. ადეიშვილი, კიბერნეტიკა და ფილოსოფია, თბილისი, 1966.

[2]. რამიშვილი, ფილოსოფია, „მერიდიანი“, თბილისი, 2009.

[3] . ბანძელაძე, ზნეობრივი პროგრესის თეორია და პრაქტიკა, „მეცნიერება“, თბილისი, 1982.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Innovations in Scholarly Communication

Changing Research Workflows

Crazy illusion

Thinking Aloud.

gypsyrepresent

Thinking critically about Romani representation in pop culture

ფილოლოგი

ქართული ფილოლოგია

Global Hinduism

Way of living Life

Learn to Teach Vedic Maths

Magical Methods-- World Leader in Vedic Mathematics

Defenders of Ma'at

Teach, Coach, Live, Learn, Train, Help, Inspire

Asheville Vedic Astrology

Vedic Astrology brought to you by Ryan Kurczak

Hamro dharma

Just another WordPress.com weblog

janeadamsart

An illustrated Journal of eastern and western wisdom

Sathya Sai Baba - Life, Love & Spirituality

Guru Bhagavan Sri Sathya Sai Baba Of Puttaparthi India

Soolaba's Blog

Ultimate Questions, Ultimate Answers

პიროვნული ზრდის სამყარო

„ჩვენ ვერასოდეს მივაღწევთ სიმშვიდეს გარე სამყაროში, სანამ არ მივაღწევთ მას შინაგანში“ - დალაი ლამა

მკითხველის ბლოგი

შთაბეჭდილებები კითხვის შემდეგ

Natia Kentchiashvili

natiakentchiashvili.WordPress.com site

კეჟერაძის ბლოგი

სამშობლოს, ადამიანებისა და ლიტერატურის მოყვარული რიგითი კლიმი

GeoSexMD.com - სამედიცინო სექსოლოგია

სექსუალური განათლება საქართველოში

აჭარა დღეს!

ჩვენ გვიყვარს ჩვენი კუთხე, საქართველოს ერთ–ერთი ულამაზესი მხარე, ჩვენი აჭარა.

Molly Bloom's Day™

ბებია ასტრიდი 1907-2017

მარო მაყაშვილის დღიური

გაფითრებული თებერვლის ლანდი

სემიოტიკა Semiotics

ცირა ბარბაქაძე _ შეხედეთ სამყაროს სემიოტიკის თვალით და აღმოაჩინეთ საკუთარი თავი მრავალ განზომილებაში

ბურუსი - BURUSI

თენგიზ ვერულავა - TENGIZ VERULAVA

Free Yourself

Just say "I am free!"

konspace

კოტეს ბლოგი ყველაფერზე

Barcelonisimo's Blog

ბლოგი მეგობრებისთვის და მათი მეგობრებისთვის...

My Civil Society

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის ბლოგი

ბაბუაწვერა

ოცნებებში გაფანტული ბლოგი ☮

kalatozishvili

КРИТИК - Мы страшные, потому что работаем над этим.

აღმოაჩინე შენთვის საინტერესო / Discover Things That Interest You

აღმოაჩინე შენთვის საინტერესო – ამოუცნობი,არქიტექტურა, აღმოჩენა ,ახალი ამბები, ბუნება, გასართობი, დიზაინი ,დოკუმენტური, ვიდეო ,თამაშები ,ივენთები, კინო / თეატრი ,კოსმოსი, კრეატივი ,მედიცინა ,მეცნიერება ,მისტიკა, მოგზაურობა, მოდა ,მუსიკა ,ნოვაცია ,პიროვნებები ,რელიგია ,სასარგებლო, საჭმელ / სასმელი ,სპორტი, სურათები, ტექნოლოგია ,ფოტოები, ფუფუნების საგნები ,შპალერები, წიგნები, ხელოვნება

Savidge Reads

The Chronicles of a Book Addict

%d bloggers like this: