კიბერნეტიკის ფილოსოფიური საფუძვლები

58517_154607567899276_100000501025127_418286_6105319_s

ივანე ჯავახიშვილის სახელობის

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის

IV კურსის სტუდენტი ნათია კენჭიაშვილი

რეფერატი XX საუკუნის ფილოსოფიურ მიმდინარეობებში

კიბერნეტიკის ფილოსოფიური დაფუძნება

თბილისი 2013

მეცნიერების ისტორიიდან ცნობილია, რომ მეცნიერების მრავალი დარგი წარმოიშვა ისე, რომ მათ გააჩნდათ გარკვეული ფილოსოფიური საფუძვლები. მაგალითად, საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი და სხვ. მაგრამ მთელი რიგი ცალკეული დარგები არ საჭიროებდნენ არავითარ წანამძღვრებს. მაგალითად, ისეთი ვიწრო სპეციალობები, როგორიცაა ტრიგონომეტრია, აკუსტიკა, ოპტიკა, ზოოლოგია და სხვ.

ისტორიიდან ისიც ვიცით, რომ ზოგჯერ იყო გამონაკლისი შემთხვევებიც, როცა მეცნიერების ცალკეული დარგის თუ თეორიის წამოშობა იწვევდა ფილოსოფიურ დისკუსიას. საჭირო იყო მისი გამართლებისათვის ფილოსოფიური დასაბუთება. მაგალითად, მათემატიკის ისტორიიდან ცნობილია სიმრავლეთა თეორიის წარმოშობა, რომელსაც საგრძნობი ფილოსოფიური დისკუსია მოჰყვა. მისმა ფუძემდებელმა გ. კანტორმა შემოიღო მეტად უჩვეულო აბსტრაქცია, როგორიცაა აქტუალური უსასრულობა, რომელიც არ ურიგდება ჩვენს ემპირიულ წარმოდგენებს სინამდვილეზე. მართლაც, ადამიანის ჩვეულებრივ გონებას უჭირს შეურიგდეს სიმრავლეთა თეორიის იმ დებულებას, რომ შეიძლება ნატურალურ რიცხვთა უსასრულო მიმდინარეობა უგუვებელვყოთ და წარმოვიდგინოთ ისეთი ერთეული, რომელიც თავის თავში შეიცავს ნატურალურ რიცხვთა მთელ უსასრულობას. სიმრავლეთა თეორიის ფუძემდებელმა გ. კანტორმა სცადა მოენახა აქტუალური უსასრულობის ცნების ფილოსოფიური დასაბუთება. იგი გვიჩვენებდა ამ ცნების აუცილებლობას მათემატიკური მეცნიერების სრულყოფისათვის და უნდოდა, რომ ეს ცნება ფილოსოფიურადაც ყოფილიყო დასაბუთებული. ფილოსოფიური დისკუსიები ცნობილია კიდევ უფრო ფართო მასშტაბით ფიზიკაში. მაგალითად, ა. აინშტაინის ფარდობითობის თეორია, ვ. ჰაიზენბერგის ქვანტური თეორია და სხვ. ისინი ფართო ხასიათის ფილოსოფიურ დისკუსიებს იწვევდნენ, რადგან მათი დებულებები არ ურიგდებოდა სინამდვილეზე არსებულ ძველ წარმოდგენებსა და მეცნიერულ პარადიგმებს. მაგრამ მათემატიკასა და ფიზიკაში წარმოშობილი დისკუსიები არ იწვევდა ფართო საზოგადოებრივი აზრის ისეთ შეშფოთებას, როგორიც გამოიწვია კიბერნეტიკის ფილოსოფიურმა პრობლემატიკამ. ამ მეცნიერებაში დისკუსიას იწვევდნენ არა მარტო მისი ძირითადი ცნებები და იდეები, არამედ უფრო მეტად თვითონ მისი, როგორც მეცნიერების თავისებურებანი. იგი არ ჰგავდა ჩვეულებრივი, ტრადიციული ტიპის მეცნიერებას, არ ჯდებოდა სპეციალურ მეცნიერებათა ლოგიკურ სისტემაში, რომელიც, ჯერ კიდევ არისტოტელედან მოყოლებული თითქმის უცვლელი სახით იყო შენარჩუნებული და წარმოადგენდა საფუძველს მეცნიერების სპეციალური დარგების გამოყოფისათვის.

არისტოტელემ მეცნიერებათა კლასიფიკაციას საფუძვლად დაუდო თავისი მეტაფიზიკური ფილოსოფია და ამ საფუძველზე შემუშავებული ფორმალური ლოგიკა. მისი აზრით მოვლენები უნდა დავაჯგუფოთ მსგავსი სახეობითი და გვარეობითი ნიშნებით. თითოეული გვარეობითი ჯგუფი უნდა შეისწავლოს მასზე განკუთვნილმა მეცნიერებამ. ამ წესით სამყაროს მთელი შინაარსი შეიძლება იქნეს განაწილებული მეცნიერებათა სპეციალურ დარგებს შორის ისე, რომ მეცნიერების თითოეული დარგი მოუვლის თავის სფეროს, ხოლო მთლიანობაში შეადგენდნენ სამყაროს მთელ შინაარს და მოგვცემდნენ მის შესახებ ასე თუ ისე სრულ ცოდნას. ეს პრინციპი მათემატიკურად ფორმულირებულია შემდეგნაირად: მთელი უდრის ნაწილების ჯამს.

როგორც ცნობილია, კიბერნეტიკის, როგორც მეცნიერების, ჩამოყალიბების საქმეში მნიშვნელობა ჰქონდა არა რომელიმე ერთი დარგის მეცნიერებას, არამედ რამდენიმეს და მათ შორის სხვებზე არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ფილოსოფია.

რაც შეეხება თავად ავტორს, ნ. ვინერს ეკუთვნის წიგნები „კიბერნეტიკა“ (1948), „ყოფილი ვუნდერქინდი“ (1951), „მე მათემატიკოსი ვარ“ (1956) და „კიბერნეტიკა და საზოგადოება“. თუ პირველ წიგნში ახალი მეცნიერული დისციპლინის საფუძვლები საყოველთაოდ გასაგები ფორმითაა გადმოცემული, ხოლო მომდევნო ორი ავტობიოგრაფიულია, ბოლო წიგნი გაცილებით უფრო ფართო ფილოსოფიური განზოგადებების შემცველია.[1]

კიბერნეტიკის ფუძემდებელი ნ. ვინერი თავის ძირითად ნაშრომში „კიბერნეტიკა“ ავტობიოგრაფიული ფორმით გვიამბობს იმას, თუ როგორ წარმოიშვა ეს მეცნიერება. პირველ რიგში, მან აღნიშნა კიბერნეტიკის მეთოდოლოგიური წანამძღვრები. კიბერნეტიკის წარმოშობას იგი ვარაუდობს დაახლოებით ათწლიანი პერიოდით, სახელდობრ, 1937-1947 წლებში. მისი წარმოშობის ისტორიას იგი იწყებს იმ დროიდან, როცა შეიქმნა სხვადასხვა დარგის სპეციალისტთა სამეცნიერო წრე, სადაც ტარდებოდა დისკუსიები მეცნიერების მეთოდოლოგიის საკითხებზე. ნ. ვინერი თავისი წიგნის შესავალს იწყებს ამ ამბის მოთხრობით იმიტომ, რომ იგი მიაჩნია კიბერნეტიკის იდეათა წარმოშობის პირველ დასაწყისად. მეცნიერების მეთოდოლოგიის საკითხი კი, როგორც ცნობილია, ფილოსოფიის ამოცანაა და მაშასადამე, კიბერნეტიკის წარმოშობის სათავეები ფილოსოფიაში უნდა ვეძიოთ. გარდა ამისა, ესაა თვალსაჩინო მაგალითი იმისა, თუ როგორ ხდება XX საუკუნის მეცნიერების წიაღში ახალი მეცნიერული დარგის გაჩენა და რა წინაისტორია გააჩნია საერთოდ მეცნიერების წარმოშობას.

კიბერნეტიკის შექმნისათვის ფილოსოფიურ მეთოდოლოგიის საკითხს მნიშვნელობა ჰქონდა არა მხოლოდ სათავეებში, არამედ დამამთავრებელ სტადიაზეც. კიბერნეტიკა, როგორც დამოუკიდებელი მეცნიერება, ჩამოყალიბდა მაშინ, როცა ნ. ვინერმა გაარკვია კიბერნეტიკის ფილოსოფიური საფუძვლები და რაც მთავარია, დაადგინა მეთოდოლოგიური საშუალებები, რაც საჭიროა მეცნიერების მიერ თავისი საკვლევი სფეროს შესასწავლად და სპეციალური ცოდნის დასაგროვებლად.

ნ. ვინერმა თავისი თეორია (შემდგომ ამის საფუძველზე მეცნიერება), ჩამოაყალიბა თავის წიგნში „კიბერნეტიკა ანუ მართვა და კავშირი ცხოველსა და მანქანაში“ (1947-1948). მასში გადმოცემული იყო არა მხოლოდ მათემატიკური იდეები, არამედ უმთავრესად ის ზოგადი ფილოსოფიური იდეა, რამაც გააერთიანა მანამდე უწესრიგოდ და უსისტემოდ მიმოფანტული, მაგრამ ერთმანეთთან იდეურად დაკავშირებული მათემატიკური, ტექნიკური, ფიზიკური და ბიოლოგიური კვლევა-ძიებანი. ეს ზოგადი მეთოდოლოგიური იდეა ნ. ვინერს ჩამოყალიბებული აქვს თავისი წიგნის „კიბერნეტიკის“ პირველ თავში, რომელიც მთლიანად ფილოსოფიური ხასიათისაა. მაშასადამე, ამოსავალი კიბერნეტიკის იდეა ფილოსოფიურ ჭრილშია მოქცეული, ხოლო მომდევნო თავებში კი უკვე კონკრეტულადაა გაშლილი და დადასტურებული სპეციალურ მეცნიერებათა მონაცემები.

ნ. ვინერმა თავის ფილოსოფიურ იდეაში თავი მოუყარა კიბერნეტიკის მათემატიკური, ტექნიკური, ფიზიკური და ბიოლოგიური აპარატი. ამავე ფილოსოფიურმა საფუძველმა, რომელიც ერთგვარად არასტანდარტულ მეცნიერულ ხედვას შეიცავდა და მოულოდნელი იყო, როგორც ფართო საზოგადოებისთვის, ისე ვიწრო წრისთვის, გამოიწვია კიბერნეტიკის გარშემო საზოგადოებრივი აზრის მწვავე რეაქცია; იყვნენ მოწინააღმდეგენიც და მომხრეებიც. მაგრამ შედეგი უკვე სახეზე იყო: კიბერნეტიკის ფილოსოფიურმა შინაარსმა გარდატეხა მოახდინა ადამიანთა მსოფლმხედველობაზე, ახლებურად მოხდა გააზრება ბუნების, ადამიანისა და მანქანის ურთიერთობა, ახლებურად დასახა ტექნიკის როლი საზოგადოების ცხოვრებაში და სხვ.

მეცნიერების ყოველი ახალი დარგის განვითარება მეტ-ნაკლებად ხელს უწყობს ზნეობრივ პროგრესს, თუ ეს განვითარებული მეცნიერება და მისი შედეგი ათვისებული იქნება ხალხის ფართო მასების მიერ.[2]

ამდენად, კიბერნეტიკის ფილოსოფიურ დაფუძნებას დიდი მნიშვნელობა აქვს კიბერნეტიკის, როგორც მეცნიერების, თავისებურებათა გაგებისათვის.

ნ. ვინერი თავის წიგნში „კიბერნეტიკა და საზოგადოება“, საუბრობს იმაზე თუ რა ისტორია ჰქონდა კაცობრიობისთვის კომუნიკაციის საკითხს; „მეცნიერების ისტორიაში კავშირის შესწავლის ამოცანა არ წარმოადგენს არც მარტივ, არც შემთხვევით და არც ახალ საქმეს. მსგავსი ამოცანები ნიუტონამდეც კი იდგა ფიზიკის წინაშე, განსაკუთრებით პიერ ფერმას, ქრისტიან ჰიუგენსის და გოტფრიდ ვილჰელმ ლაიბნიცის შრომებში. ყოველი ამ მეცნიერებათაგანი ამჟღავნებდა ინტერესს ფიზიკისადმი, რომლის ყურადღების ცენტრშიც მექანიკა კი არ იმყოფებოდა, არამედ ოპტიკა – ხილულ გამოსახულებათა კავშირი.“[3]

ჩვენთვის მნიშვნელოვანია გ. ვ. ლაიბნიცის მოხსენიება და მისი მოღვაწეობის ნ. ვინერისეული ინტერპრეტაცია. გერმანელი ფილოსოფოსი მთელ სამყაროს განიხილავდა, როგორც „მონადების“ ერთობლიობას, რომელთა მოქმედებაც გამოიხატება ერთმანეთის აღქმადობით. აქ კი ნ. ვინერი ამგვარ შეფასებას იძლევა: „სრულიად ცხადია, რომ ეს ურთიერთქმედება მას ძირითადად ოპტიკის ცნებაში ესახებოდა. გარდა მისა აღქმებს, მონადებს არავითარი „ფანჯრები“ არ ჰქონდათ და ამრიგად, ლაიბნიცის თვალსაზრისით ყველა მექანიკური ურთიერთქმედება ფაქტიურად სხვა არაფერია, თუ არა ოპტიკური ურთიერთქმედების შეუმჩნეველი შედეგი.“[4]

ნ. ვინერის აზრით, ოპტიკისა და ინფორმაციის გაცვლისადმი ინტერესი გასდევს ლაიბნიცის მთელს ფილოსოფიას. ის დიდ როლს თამაშობს და ფიგურირებს მის ორ დებულებაში:

1)      უნივერსალური მეცნიერული ენის შესახებ;

2)      ლოგიკური აღრიცხვის შესახებ.

გ. ვ. ლაიბნიცი თავისი იდეებით კომუნიკაციის შესახებ, ნ. ვინერის შეხედულებით, წარმოადგენს მისი აზრების ინტელექტუალურ წინამორბედს. მისი აზრით, მართალია მათი შეხედულებები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისაგან, თუმცა პრობლემების წამოჭრის მხრივ, რომლებზედაც ის მუშაობდა, სრულებით ემთხვევა ლაიბნიცის წარმოდგენებს.

მაშასადამე, ამ მაგალითით, უფრო მეტად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ის ფილოსოფიური პრობლემატიკა, რაც თავს იჩენს ნ. ვინერის ნააზრევში, რაც შემდგომ უკვე დამოუკიდებელი მეცნიერების – კიბერნეტიკის – სახით გაფორმდა და ყოველივეს ახლებური ხედვა და გააზრება შემოგვთავაზა.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ნ. ვინერი, კიბენეტიკა და საზოგადოება, თბილისი, 1961.
  2. ა. ი. ბერგი, ბ. ვ. ბირიუკოვი, კიბერნეტიკა და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესი, 4 სერია „საქართველოს სსრ საზოგადოება ცოდნა“, თბილისი, 1970.
  3. შ. ადეიშვილი, კიბერნეტიკა და ფილოსოფია, თბილისი, 1966.
  4. გ. ბანძელაძე, ზნეობრივი პროგრესის თეორია და პრაქტიკა, „მეცნიერება“, თბილისი, 1982.               

 [1] ნ. ვინერი, კიბენეტიკა და საზოგადოება, თბილისი, 1961, გვ. 8.

[2] გ. ბანძელაძე, ზნეობრივი პროგრესის თეორია და პრაქტიკა, „მეცნიერება“, თბილისი, 1982, გვ. 252.

[3] . ვინერი, კიბენეტიკა და საზოგადოება, თბილისი, 1961, გვ. 37

[4] იქვე, გვ. 38.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Innovations in Scholarly Communication

Changing Research Workflows

Crazy illusion

Thinking Aloud.

gypsyrepresent

Thinking critically about Romani representation in pop culture

ფილოლოგი

ქართული ფილოლოგია

Global Hinduism

Way of living Life

Learn to Teach Vedic Maths

Magical Methods-- World Leader in Vedic Mathematics

Defenders of Ma'at

Teach, Coach, Live, Learn, Train, Help, Inspire

Asheville Vedic Astrology

Vedic Astrology brought to you by Ryan Kurczak

Hamro dharma

Just another WordPress.com weblog

janeadamsart

An illustrated Journal of eastern and western wisdom

Sathya Sai Baba - Life, Love & Spirituality

Guru Bhagavan Sri Sathya Sai Baba Of Puttaparthi India

Soolaba's Blog

Ultimate Questions, Ultimate Answers

პიროვნული ზრდის სამყარო

„ჩვენ ვერასოდეს მივაღწევთ სიმშვიდეს გარე სამყაროში, სანამ არ მივაღწევთ მას შინაგანში“ - დალაი ლამა

მკითხველის ბლოგი

შთაბეჭდილებები კითხვის შემდეგ

Natia Kentchiashvili

natiakentchiashvili.WordPress.com site

კეჟერაძის ბლოგი

სამშობლოს, ადამიანებისა და ლიტერატურის მოყვარული რიგითი კლიმი

GeoSexMD.com - სამედიცინო სექსოლოგია

სექსუალური განათლება საქართველოში

აჭარა დღეს!

ჩვენ გვიყვარს ჩვენი კუთხე, საქართველოს ერთ–ერთი ულამაზესი მხარე, ჩვენი აჭარა.

Molly Bloom's Day™

ნაღებიან ყავასთან ერთად

მარო მაყაშვილის დღიური

გაფითრებული თებერვლის ლანდი

სემიოტიკა Semiotics

ცირა ბარბაქაძე _ შეხედეთ სამყაროს სემიოტიკის თვალით და აღმოაჩინეთ საკუთარი თავი მრავალ განზომილებაში

ბურუსი - BURUSI

თენგიზ ვერულავა - TENGIZ VERULAVA

Free Yourself

Just say "I am free!"

konspace

კოტეს ბლოგი ყველაფერზე

Barcelonisimo's Blog

ბლოგი მეგობრებისთვის და მათი მეგობრებისთვის...

My Civil Society

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის ბლოგი

ბაბუაწვერა

ოცნებებში გაფანტული ბლოგი ☮

kalatozishvili

КРИТИК - Мы страшные, потому что работаем над этим.

აღმოაჩინე შენთვის საინტერესო / Discover Things That Interest You

აღმოაჩინე შენთვის საინტერესო – ამოუცნობი,არქიტექტურა, აღმოჩენა ,ახალი ამბები, ბუნება, გასართობი, დიზაინი ,დოკუმენტური, ვიდეო ,თამაშები ,ივენთები, კინო / თეატრი ,კოსმოსი, კრეატივი ,მედიცინა ,მეცნიერება ,მისტიკა, მოგზაურობა, მოდა ,მუსიკა ,ნოვაცია ,პიროვნებები ,რელიგია ,სასარგებლო, საჭმელ / სასმელი ,სპორტი, სურათები, ტექნოლოგია ,ფოტოები, ფუფუნების საგნები ,შპალერები, წიგნები, ხელოვნება

Savidge Reads

The Chronicles of a Book Addict

%d bloggers like this: