„ადამის ენა“, ანუ უნივერსალური ენის ძიების პრობლემა ფილოსოფიაში

 58517_154607567899276_100000501025127_418286_6105319_s 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის

IV კურსის სტუდენტი ნათია კენჭიაშვილი 

მოხსენება თემაზე:

„ადამის ენა“, ანუ უნივერსალური ენის ძიების პრობლემა ფილოსოფიაში

თბილისი 2013

ზოგადადამიანური საერთო ენის იდეა საკმაოდ ძველი და თავის დროზე ფართოდ გავრცელებული საკითხი იყო, რომელსაც მრავალი მოაზროვნე შეეხო. მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა და ვარიანტულობისა, ყველა მოსაზრებას გააჩნდა მსგავსი შინაგანი კანონზომიერებანი. კერძოდ, როდესაც ადამიანი იწყებდა ამგვარი ენობრივი კატეგორიის, თუ შეიძლება ასე ითქვას, კვლევას, საბოლოოდ მაინც მიდიოდა ენის ღვთაებრივი წარმომავლობის იდეამდე, რაც მეტად საყურადღებოა და ჩვენ ამას დავინახავთ საკითხის უშუალოდ განხილვისას. თუ განვმარტავთ ამ ფენომენს – აღმოჩნდება, რომ ის ასევე ცნობილია სხვადასხვა სახელწოდებით, როგორიცაა „ადამის ენა“, უნივერსალური ენა, ზოგადადამიანური ენა, „ბოემეს ენა“, ფილოსოფიური ენა (რ. დეკარტი), „ბუნებრივი ენა“ (ლაიბნიცი), იდეალური ენა. ჩვენ საკითხის მიმოხილვისას მრავლად შევხვდებით ამ ტერმინებს, რომლებიც ერთმანეთთან ნაწილობრივ თანხვედრაში მოდიან და მაგრამ მათი ურთიერთჩანაცვლება და ერთმანეთის იდენტურ, აბსოლუტურ სინონიმებად გამოყენება გამორიცხულია. ტერმინთა მეორე წყება – ფილოსოფიური ენა, იდეალური ენა, უნივერსალური ენა – აღნიშნავენ და მიემართებიან ხელოვნურ ენას, რომლის იდეურ სურათს გვთავაზობდნენ და ცდილობდნენ მის შექმნას თავის დროზე ემპირისტები, რაციონალისტები, ანალიტიკური ფილოსოფიის წარმომადგენლები, საკუთრივ  ენის ფილოსოფოსები და ა.შ. მიზანი კი ერთი იყო: ამგვარი ენა გამხდარიყო ეპისტემოლოგიურად სრულყოფილი საშუალება. ტერმინთა პირველი ჯგუფი ადამის  ენის ფენომენს აღნიშნავენ, ხოლო მეორე ჯგუფი – ხელოვნურ ენას. ამდენად, საკითხის თავიდანვე წარმოსაჩენად, ამ ტერმინთა ურთიერთჩანაცვლება დაუშვებელია.

ენაზე საუბარი ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ ძველი ინდური ფილოსოფიურ-თეოლოგიური ლიტერატურიდან, კერძოდ, ვედების განვითარების ბოლო სტადიაზე, რომელსაც უპანიშადების სახელით ვიცნობთ, აქ საუბარია ენის რეალიზაციაზე – მეტყველებაზე. თუ ჩვენ გავიხსენებთ თვითონ ძველინდურ წარმართულ პანთეონს, იქ ერთი მეტად საყურადღებო ღვთაება ფიგურირებს – ესაა „ვაჩე“//„ვაჩი“, რომლის ზუსტი დანიშნულება, როგორც ღვთაებრივი სუბიექტისა, ბოლომდე გამორკვეული ჯერ კიდევ არაა. აღნიშნავენ, რომ ის, ზოგადად, არის „ენის ღმერთი“, მაგრამ რა იგულისხმება „ენაში“ – ესაა სწორედ მსჯელობის საგანი. ჩვენი აზრით, ეს „ენა“ არ შეიძლება იყოს შემოფარგლული ერთი კონკრეტული ენით და  რადგან ძველინდური ღვთაებაა, ამის გამო სანსკრიტის ენა ვიგულისხმოთ მასში, თუმცა ეს უკანასკნელი „ღმერთების ენადაც“ კი არის მონათლული, არამედ იგი ბევრად უფრო სცდება კონკრეტული ენის ფარგლებს; ის უნდა აღნიშნავდეს ენას ზოგადად, როგორც ღვთაებრივი საწყისის მქონეს, რადგან ღვთაება განასახიერებს და ამავე დროს, უნივერსალიას იყოს ყველაფრის საფუძველმდებარე ენა. როგორც არის მონოთეისტურ რელიგიებში ერთი ღმერთის იდეა, ამგვარივე ანალოგიით, ძველინდურ პანთეონში მოგვეპოვება ერთი ენის იდეური სახე, რომლის ღვთაებრივი გამოხატულებაა ვაჩე//ვაჩი. სწორედ, ამგვარ გაგებაზეა საუბარი.

რაც შეეხება სხვა წერილობით წყაროებს, ენასთან//ენებთან დაკავშირებით არსებობს ძველი ებრაული ბიბლიური ცნობები ენის წარმოშობის შესახებ. თუმცა ამ მიმართულებით, ორი მოსაზრება გამოიყოფა. ამის საილუსტრაციოდ ორ მაგალითს მოვიყვანთ:

1)   ბიბლიის პირველ თავში ვკითხულობთ: „და უწოდა ღმერთმან ნათელსა დღე და ბნელსა უწოდა ღამე… და უწოდა სამყაროსა ცა… და უწოდა ღმერთმან ჴმელსა ქუეყანაჲ და შესაკრებელსა წყალთასა უწოდა ზღუებ“(5,1, 10).

2)   ბიბლიის მეორე თავში ვკითხულობთ: „…და და-ვე-ჰბადა უფალმა ყოველი მხეცი ველისა და მოიყვანნა იგინი ადამისა ხილვად და ყოველთა მშჳნვიერთა ცხოველთა, რომელიცა უწოდა ადამ, იგი არს სახელი მათი, რაჲძი უწოდოს მათ… და ყოველი, რომელი უწოდა მათ ადამ სახელები ყოველთა მჴეცთა ქვეყანაისათა, ხოლო ადამისი არა ეპოვა შემწე მსგავსი მისი“ (5,2, 19-20).

როგორც ვხედავთ, ენის წარმოშობის შესახებ ბიბლიაში ორი განსხვავებული თვალსაზრისია[1] წარმოდგენილი: პირველის მიხედვით ღმერთმა თავისი სიტყვით შექმნა ყოველივე და პირველი სიტყვისმთქმელი თავადვე იყო; იმდენად რამდენადაც, მან შექმნა მთელი სამყარო, მანვე დასაბამი მისცა ენასაც. ხოლო მეორე თვალსაზრისის მიხედვით, ადამი არის ენის შემქმნელი, რადგან მან ყველაფერს ედემის ბაღში უწოდა თავისი უტყუარი ბუნებითი[2] სახელი.

სახელების დარქმების პროცესი არის თუ არა მათი ბუნების ამოცნობა? თუ უბრალოდ ესაა სახელდების პროცესი? მით უფრო რთულდება საქმე, რაც უფრო შორეულ წარსულად, ანდა საერთოდაც სამოთხისეულ უდროობაში გავიაზრებთ პირველი ნომინაციის აქტს ადამის მიერ.

როცა ბიბლიის ავტორები ენის წარმოშობაზე საუბრობენ, რა თქმა უნდა, მხედველობაში აქვთ ებრაული ენა, მაგრამ მათ მხედველობიდან არ გამორჩენიათ სხვა ენებიც. ბიბლიის ერთ-ერთი მითი ასევე გვთავაზობს მრავალენიანობის ახსნასაც, რაც გამოხატულია ბაბილონის გოდოლის შესახებ მითში.

ენის თუ ენების წარმოშობის ამგვარ მითოლოგიურ ახსნას არაფერი აქვს საერთო მეცნიერებასთან, თუმცა საკითხის ფილოსოფიური კვლევა სრულებით დასაშვებია. მაგრამ აქ მთავარი მიდგომა კი არ არის, არამედ საკითხის დასმა. ამ მხრივ კი ბიბლიური ცნობები ენის დ ენათა წარმოშობის შესახებ, გარკვეულ ყურადღებას იმსახურებს და შესაბამისად, ჩვენ მიერ დასმული საკითხის შესწავლისას აღსანიშნავია.[3]

დავუბრუნდეთ „ადამის ენას“,  რომელიც  საკუთრივ ფილოსოფიური ფენომენია. უ.

ეკოს თანახმად, უნივერსალური ენის შესახებ სხვადასხვა სახის სპეკულაციები განსაკუთრებით   აღორძინების ეპოქიდან  მოყოლებული  გაჩნდა  და  საკმაოდ

მომრავლდა კიდეც.  XVII-XVIII საუკუნეების ევროპელი ინტელექტუალების მნიშვნელოვანი ნაწილი ზოგადადამიანური, ანუ უნივერსალური ენის ძიებით იყო დაკავებული. თანდათანობით, ძირითადად პროტესტანტულ ქვეყნებში, ამ მიმართულებით გაწეული კვლევების საფუძველზე ჩამოყალიბდა ერთგვარი „ენის თეოლოგია“, რომელშიც ადამიანთა თავდაპირველი ენის ძიება ორი ძირითადი მიმართულებით განვითარდა:

Ø ერთნი ასეთად ებრაულ ენას თვლიდნენ

Ø მეორენი კი მას ადამის ენას უწოდებდნენ

რამდენადაც ამ საკითხის შესახებ ყველაზე ადრე ი. ბოემე სპეკულირებდა, იგივე ფენომენი ზოგჯერ „ბოემეს ენის“  სახელითაც არის ცნობილი.

თანავედროვე აზროვნებაში ენათა ღირებულების ბოემესეულ კლასიფიკაციას ყურადღება მიაქცია მ. ფუკომ, თავის გახმაურებულ წიგნში „სიტყვები და საგნები“, იგი თვლის, რომ ებრაული ენა საერთო იყო ღმერთის, ადამიანისა და ცხოველებს შორის. მასში შემორჩენილია პირველადი სიბრძნის ნამსხვრევები, იმ სიბრძნისა, როცა სიტყვა და საგანი მის არსებას გამოხატავს.

რამდენადაც ყოველი არსებული ი. ბოემესათვის არის  ღმერთის  გამოვლინება,  ის,

გარკვეული აზრით, ღმერთის ენას წარმოადგენს. ყოველი არსებული რაღაცას გვეუბნება ღმერთზე. საგნები ღმერთის ენაა და ჩვენ იგი უნდა გავიგოთ. ბოემესათვის ეს გარეგანისა და შინაგანის, ფიზიკურისა და ფსიქიკურის, სულისა და სხეულის კავშირის პრობლემაა და მისი ენის თეორიაც, ამ გლობალური ასპექტით, ცდილობს ენის რაობის გაგებას. ნაშრომში „საგანთა ხელწერა“, რომლის ერთ-ერთი ქვესათაურია „იმის შესახებ, თუ როგორ გარდაიქმნება ბოროტება სიკეთედ და სიკეთე ბოროტებად“, ბოემე წერს: „შინაგანი გარეგანში არსებობს და შინაგანს გარეგანი უჭირავს, როგორც სარკე, რომელშიც ის ხედავს თავისი ყოველი ფორმირების თავისებურებას. გარეგანი მისი ხელწერაა, მისი ნიშანია“. ასეთი დიალექტიკური კავშირი რომ არ არსებობდეს ამ ორ მხარეს შორის, ენას არავითარი მნიშვნელობა არ ექნებოდა. ადამიანები ვერც ღმერთს გაუგებდნენ და ვერც ერთმანეთს. ენის ხმაური იმ სპეციფიკისაა, რომ ადამიანს უმხელს მისსავე შინაგან ფორმას. ხმაში სული თავის ფორმას აქსოვს. მავანის ხმის ჟღერა ამოძრავებს სხვებში მსგავს ფორმებს. ამდენად, სხვისი სული თავისებური საკრავია, რომელზედაც ადამიანის ენა უკრავს.[4]

ყველა ადამიანური ენის საფუძველში, ბოემეს აზრით, ძევს „ბუნების ენა“; ეს ის ენაა, რომლითაც ადამი ნივთებს სახელს არქმევდა. მაგრამ მას წინ უძღვის ენა, რომლითაც ღმერთმა თავისი ნება გამოხატა სამყაროს შექმნისას. იგი არსებითად განსხვავდება ადამიანთა ენისაგან. ღმერთის ენა საგნებს ქმნის. ენა თავისთავად არ ნიშნავს მეტყველებას, რომელიც ყოველთვის დიალოგურია და გულისხმობს მიმართვის ობიექტს. ადამის შექმნამდე ღმერთი არ ლაპარაკობდა. მისი აზრის გახმოვანება არ იყო საჭირო. ამდენად, კითხვა, თუ რა არსებობდა სამყაროს შექმნამდე? _ ი. ბოემეს თანახმად, მანამდე ღმერთი უბრალოდ დუმდა.

ბოემე ცდილობს ენათა გენეალოგიაშიც გაერკვეს. იგი ლაპარაკობს „ენათა ხის ოთხ ალფაბეტზე“:

1.   ბუნებრივი ენა, რომელიც ფერში მდგომარეობს და მხოლოდ იმას ესმის, ვინც ღვთაებრივ გამოცდილებას ეზიარება;

2.   ებრაული ალფაბეტი, რომელიც გახსნის შავი ფერის მატერიას (თუ ენებს ხის სახით წარმოვიდგენთ, ეს იქნება ხის ტოტები და შტოები);

3.   ბერძნული ალფაბეტი, რომელიც ხის ნაყოფს წარმოადგენს და მის მშვენებას გამოხატავს;

4.   ლათინური ალფაბეტი, რომელიც მრავალ ერს დაეხმარა და ენათა სიქველე და ძალა გამოახატვინა.

მაგრამ  ერთი  არსებითი  განსხვავება,  რომელიც  არსებობდა ენისადმი მიდგომის

თვალსაზრისით იყო ის, რომ XVIII საუკუნის შემდგომ ფილოსოფოსებმა და ენათმეცნიერებმა უარყვეს „ღვთიური გამოცხადების“  თეორია  და  დაიწყეს  ენის წარმოშობის „ადამიანური“ მიზეზების ძებნა. იმ შრომათაგან, რომლებიც ამ პრობლემის გადაჭრას ისახავდნენ მიზნად, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჟან-ჟაკ რუსოს „მსჯელობა ხალხთა შორის უთანასწორობის საწყისისა და საფუძვლების შესახებ“ (1755, რუს. თარგმ. 1770) და „ცდა ენათა წარმოშობის შესახებ“ (1761) და ი. ჰერდერის „გამოკვლევა ენის წარმოშობის შესახებ“ (1772, რუს. თარგმ. 1909).[5]

იგივე ზოგადადამიანური, ანუ უნივერსალური ენის არსებობის პრობლემას გვერდი ვერ აუარეს XVII-XVIII საუკუნეების სამმა დიდმა მოაზროვნემ: ფრ. ბეკონმა[6], რ. დეკარტმა[7] და გ. ვ. ლაიბნიცმა. მაგარმ ამათგან ფრ. ბეკონი და რ. დეკარტი დაინტერესებული იყვნენ არა ზოგადადამიანური, ღვთაებრივი ენის ძიების საკითხით, არამედ, ზოგადად, ხელოვნური ენის შექმნით, რომელიც იქნებოდა უნივერსალური საშუალება ეფექტურად შემეცნებისთვის.

უშუალოდ „ადამის ენის“ შესახებ მსჯელობის ძველ თეოლოგიურ ტრადიციას აგრძელებს გ. ვ. ლაიბნიცი. რაში მდგომარეობს მისი ინტერპრეტაცია? საქმე ეხება ი. ბოემეს მიერ იმ ცნობილი ბიბლიური სიუჟეტის ინტერპრეტაციას, როდესაც ადამი ყოველ საგანს ედემის ბაღში თავ-თავის სახელს არქმევს. გ. ვ. ლაიბნიცი, რომელიც თავიდან კრიტიკულად უყურებდა ი. ბოემეს მისტიკას, თავის „ახალ გამოკვლევებში“ სერიოზულად განიხილავს ენათა საერთო ძირსა და მისი განშტოებების ბოემესეულ თეორიას. უკვე ლაიბნიცთან, მოგვიანებით, შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ ადამის ენით დაინტერესების შემდეგი მოტივაცია: ადამის ენის გამოთქმების ბგერითი ფორმა ახორციელებს პირდაპირ რეფერენციას საგანთა არსებაზე. ამიტომ ყოველგვარი ხელახალი სახელდება ახორციელებს საგნებისათვის საფარის ჩამოხსნის მისტერიას და დაბრუნებას „ბუნებრივ ენასთან“. მატერიალური სამყაროს ყოველი ნივთი, ფენომენი არის მხოლოდ ნიშანი და აღნიშვნა  შინაგანი ესენციალური სამყაროსი და თუ მოხერხდება  გარეგანი საფარის გარღვევა,  შეღწევა

შინაგან ესენციალური არსებობის წესთან, ამით ვეზიარებით ენას, რომელზედაც ლაპარაკობდა ღმერთი. ამდენად, ლაიბნიცთან ადამის ენა პირდაპირ კავშირშია ღვთაებრივ საწყისთან. ეს ენა, როგორც ამას იუწყება ბიბლიის ფსალმუნი, ამჟამად ცოცხალია და მას იცნობს ბუნების ყველა ქმნილება ადამიანის გარდა, რომელმაც ბაბილონის შემდეგ, საკუთარი ცოდვების გამო მიივიწყა ეს ენა (28.922-3).

გ. ვ. ლაიბნიცის ენის ფილოსოფია სრულად ემყარება მის მეტაფიზიკას. ენის პრობლემა ლაიბნიცის ფილოსოფიაში მჭიდროდ უკავშირდება მის მოძღვრებას იდეებისა და შემეცნების შესახებ. რამდენადაც ამ საკითხის კვლევას ღვთაებრივი   ცოდნის  პრობლემისაკენ  მივყავართ, ამდენად  ენის  პრობლემა  უკავშირდება რელიგიურ თემატიკას. წმინდა ეპისტემოლოგიური თვალსაზრისით, საქმე შეეხება ენობრივი ნიშნების ფუნქციას და როლს ღვთაებრივ ცოდნასთან საზიარებლად.[8] რამდენად შეუძლია ღმერთის მიერ მისსავე ხატად შექმნილ არსებას, ადამიანს მიუახლოვდეს ღვთაებრივ სიბრძნეს? რამდენად შორს შეიძლება წავიდეს ადამიანი სამყაროს შეცნობაში? აი ის ზოგადი კითხვები, რომელზედაც უნდა გვიპასუხოს ლაიბნიცის ენის ფილოსოფიამ. ადამის მიერ ცხოველთა სახელდება (დაბადება II, 19-20), რაც თითოეული მათგანისათვის არსების მიწერის ტოლფასია, სიკეთისა და ბოროტების ნაყოფის შეცნობა, ღმერთის პირველი დიალოგი ადამიანთან სრულდება ადამისათვის მიცემული შემდეგი ღვთაებრივი შეფასებით: „აჰა, გახდა ადამიცა როგორც ერთი ჩვენთაგანი“ (დაბადება III, 22 ). მაგრამ როგორ გავიგოთ ბიბლიის ეს სიტყვები? რამდენად შეუძლია სასრულ არსებას, ადამიანს ეზიაროს უსასრულო სიბრძნეს და მაშასადამე თავად უსასრულობას?

მართალია ადამიანი სასრული არსებაა, თუმცა მას შეუძლია უნივერსალური, „ენციკლოპედიური“  ცოდნის  მქონე  გახდეს.  ამ  მიმართულებით  გადამწყვეტი

მნიშვნელობა ენიჭება სწორი ინსტრუმენტალიების შემუშავებას „ადამის ენისათვის“, რაც   ორი  გზით  შეიძლება  განხორციელდეს:   ან  მიზანდასახულად  შევქმნათ

მეცნიერების მიზნებისთვის საჭირო „იდეალური“ ენა, რასაც ცდილობდნენ ფრ. ბეკონი და რ. დეკარტი, ან ჩვენს ბუნებრივ ენაში ვეძებოთ ღვთაებრივი სიბრძნის ნაპერწკალი.

ფრ.  შელინგის   თვალსაზრისით,  ენათა   წარმოშობა   დაკავშირებულია   ერთა

გამოყოფისა და ჩამოყალიბების პროცესთან, რომელიც თავის მხრივ, გამოწვეულია სულიერი კრიზისის მიზეზით.[9]  ხალხთა გამოყოფა  არ  შეიძლება  გავიაზროთ  დაგავიგოთ ენათა გამიჯვნის გარეშე, ენის, რომელიც არის სულიერი მოვლენა. არც ერთ სხვა რამეს არ შეუძლია ისე გაჰყოს და დააშოროს ხალხები ერთმანეთისაგან, როგორც ეს  ენას  შეუძლია.  ენების წარმოშობის საკითხი განუყოფელია  ერთა წარმოშობის

საკითხისაგან და რომ არ გამოცალკევებულიყვნენ ხალხები ერთმანეთისაგან თავის დროზე, ეს მოხდებოდა შემდგომში და ეს შეიძლება ითქვას, ასევე ენის შემთხვევაშიც. თუ ჩვენ გვინდა, რომ წარმოვიდგინოთ კაცობრიობა განუყოფლად და განუცალკევებლად, მაშინ უნდა დავუშვათ ერთიანი, საერთო ენის არსებობაც. ერთა წარმოშობა გარდაუვალი გახდა უსათუოდ ენათა გათიშულობის გამო, რომელსაც წინ უსწრებდა კაცობრიობის შიგნით მიმდინარე სულიერი კრიზისი. აქ კი ავტორი ახსენებს მოსეს წიგნს, რომლის გაგებაც ბოლომდე ვერ ხერხდება. სწორედ ბიბლიაში (11 თავში) არის აღწერილი ერთა წარმოშობის შესახებ, რომელიც ენათა გაყოფას პირდაპირ უკავშირდება. ეს „მითი“, როგორც მას უწოდებს ფრ. შელინგი ატარებს რეალურად მომხდარი მოვლენების შესახებ ინფორმაციას და ამდენად არის კიდევაც ღირებული. თუმცა ყოველ ჩვენთაგანს მაინც გვრჩება იმის თავისუფლება, რომ სხვადასხვაგვარი აზრი ჩავდოთ და თავისებურად გავიაზროთ აღნიშნული ფაქტები ისევ მითის დონეზე.

ენათა  გაყოფის  მიზეზი   და   თავად   ფაქტი   უშუალოდ   ბიბლიურ   მითში

მოხსენიებულია,  როგორც  „ენათა აღრევა“.   თავად  ერთა  წარმოშობა  ახსნილია

სულიერი პროცესებით. „ენათა აღრევის“ ფაქტი  არ  შეიძლება გავიაზროთ შინაგანი პროცესების მიღმა, საკუთრივ ცნობიერების გარეშე. თუ ყველაფრის წარმოშობას დავალაგებთ ბუნებრივ წესრიგში, მაშინ რამდენიმე ურთიერთდაკავშირებული და ურთიერთგანპირობებული მიზეზ-შედეგობრივი მიმართება გამოიკვეთება:

  •   თავად ყველაზე შინაგანი პროცესი – ესაა ცნობიერების შიგნით მიმდინარე ვცლილება
  •   შემდეგ კი უკვე გარეგნული – უნებლიე აღრევა ენებისა
  •   ხოლო უკვე მერე, ასევე გარეგნული – ესაა საკაცობრიო მოდგმის მასებად დაყოფა

მოგვიანებით გამორიცხავს ერთიმეორეს არა მხოლოდ სივრცობრივად, არამედ შინაგანად და სულიერად. ამგვარ წესრიგში ის, რაც იკავებს შუალედურ ადგილს, უწინდებურად აგრძელებს სხვა მიზეზებთან ურთიერთკავშირს, განსაკუთრებით, გარეგნულად იმასთან, რაც არის შედეგი; ის მიემართება მას, როგორც უახლოესი მიზეზი; თხრობა და დასახელება სწორედ ამგვარი მიზეზისა, გასაგებია ყველანაირად იმათთვის, ვინც მიაქცევს თავის ყურადღებას იმ განსხვავებას, რომელიც არსებობს ერებს შორის.

ცნობიერებას შეექმნა დაბრკოლება, რომელიც წარმოიშვა არა ზედაპირულად, არამედ პრინციპულად.  ენათა აღრევის ნაცვლად, რომ კვლავ რომ არსებულიყო მთლიანობა ყველა ენისათვის, მოემსახურებოდა ერთ მიზანს – საერთო ყოფილიყო ხალხისათვის და გაეეერთიანებინა მთელი კაცობრიობა.

ფრ. შელინგის აზრით, ჩვენ არ შეგვიძლია ამ ჰომოგენური კაცობრიობის ასაკზე რაიმე ვთქვათ მაშინ, როცა განურჩეველია დრო, როცა არაფერი არ ხდება, ინარჩუნებს მხოლოდ საწყის წერტილს, წმინდა terminus a quo,  საიდანაც იწყება რაღაცის ათვლა, მაგრამ რომელი დროის აღრიცხვა, ეს დაუზუსტებელია. ჩვენი აზრით, ეს უნდა იყოს ე.წ. ისტორიული დრო, დროის ის მდინარება, როცა მოძრაობა უკვე დაწყებულია. ასევე ჩნდება კითხვა, თუ რა სულიერი ძალა არსებობდა ისეთი ძლიერი, რომ კაცობრიობას სრულ უმოძრაობაში ამყოფებდა, უნდა ვთქვათ, რომ ეს იყო საყოველთაო პრინციპი, რომელიც აკავშირებდა მთელი კაცობრიობის ცნობიერებას და ერთიანობაში კრავდა მას. ის აუცილებლად მართავდა მათ, ანდა რომ ყოფილიყო ორი პრინციპი, რომელიც ებრძოდნენ ერთმანეთს ადამიანთა ცნობიერების სამართავად, მაშინ კაცობრიობას გამორიცხულია არ დასტყობოდა სახესხვაობები მის შიგნით არსებული ჯგუფების სახით. ამ ლოგიკით, რომ იყო ერთი პრინციპი და ის წარმოადგენდა ერთიან ცნობიერებას, რომელიც არ უშვებდა საკუთარ თავში არაფერს სხვას, რადგან თავად წარმოადგენდა თვითკმარ მოცემულობას, უნდა ვივარაუდოთ, რომ ასეთი შეიძლებოდა ყოფილიყო თავად ღმერთი, როგორც თვითცნობიერება – საერთო მთელი კაცობრიობისთვის. ის აქცევდა მთელს კაცობრიობას თავის საკუთარ შინაგან მოცემულობაში, რაც განაპირობებდა ერთგვარ შეზღუდვას და საკაცობრიო განვითარების გზის არარსებობას, მის ჩაკეტვას. მხოლოდ ამგვარ ღმერთს შეეძლო მოეცა ყოფიერების აბსოლუტურად უმოძრაო ფორმა, წინსვლის ნაცვლად (შდრ. კაცობრიობის წინარეისტორიული მდგომარეობა).

მაგრამ ამგვარი უმოძრაო მდგომარეობა თავისთავად დაირღვა ისევ მოძრაობის არსებობის გარდაუვალი აუცილებლობით. საწყის ეტაპზე კი ცნობიერებაში გაჩნდნენ ღმერთები, რომლებმაც მოიცვა ადამიანის ცნობიერება. ეს კი გვაძლევს პოლითეიზმს, როგორც არ უნდა დაწყებულიყო და წარმოშობილიყო ის, მან კაცობრიობის ერთად ცხოვრება გახადა შეუძლებელი. ამდენად, პოლითეიზმი – აი დანაწევრების საშუალება და მიზეზი, რომელიც წარმოიშვა ჰომოგენური კაცობრიობის შიგნით.

ეს შინაგანი პროცესი, რომელიც გამოწვეულია სრულიად კონკრეტული მიზეზით – „ენათა აღრევით“, ამავდროულად გვიჩვენებს სრულიად შორეულ დამასრულებელ სურათს (პოლითეიზმის წარმოშობას). ბიბლიური ტრადიცია ამ პროცესის მიმდინარეობის ადგილად ასახელებს ბაბილონს.

თუ ჩვენ ჩავთვლით, რომ ენა – ეს ადამიანამდელი ფენომენია და ის წინ უსწრებს მას, ჩვენ ხელიდან გამოგვეცლება ადამიანიცა და ენაც და მივალთ ენის იმ ღვთაებრივ გაგებამდე,  სადაც  ყოველი  სიტყვა  „მომენტალური  ღმერთებია“.[10] აი ის საწყისი მდგომარეობა, სადაც სიტყვა, ღმერთი და საგანი განურჩეველია.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

1. კ. ჭრელაშვილი, ლინგვისტურ მოძღვრებათა ისტორია, თბილისი, 1990, გვ. 13-14, 66-72.

2. კოდუხოვი, ზოგადი ენათმეცნიერება, თბილისი, 1982

3.   გ. თევზაძე, აღორძინების ეპოქის ფილოსოფია (მარსილიო ფიჩინოდან იაკობ ბოემემდე), თბილისი, 2008. გვ. 236-238.

4.   მ. ბიჭაშვილი, ლაიბნიცის მეტაფიზიკა და ენის ფილოსოფია, გვ. 8-9, 153-162.

5.  ერნ. კასირერი, რა არის ადამიანი, თბილისი.

6.   Эко У., Отсутствующая структура. Введение в семиологию. –
ТОО ТК “Петрополис”, 1998
.

7.   Эко У., Поиск совершенного языка, 1995.

8.   Шеллинг Ф. Историко-критическое введение в философию мифологии

9.   http://www.gumer.info/bogoslov_Buks/Philos/shell/03.php


[1]კ. ჭრელაშვილი, ლინგვისტურ მოძღვრებათა ისტორია, თბილისი, 1990

[2]„ბუნებრივ ენათან“ დაკავშირებით თავის მოსაზრებას აყალიბებს გ. ვ. ლაიბნიცი, რომელსაც ქვემოთ შევეხებით.

[3]კ. ჭრელაშვილი, ლინგვისტურ მოძღვრებათა ისტორია, თბილისი, 1990

[4] გ. თევზაძე, აღორძინების ეპოქის ფილოსოფია (მარსილიო ფიჩინოდან იაკობ ბოემემდე), თბილისი, 2008.

[5] ვ. კოდუხოვი, ზოგადი ენათმეცნიერება, თბილისი, 1982, გვ. 19.

[6] ფრ. ბეკონმა ახალი ცოდნის მიღებისთვის შემუშავებული მეცნიერული მეთოდი საფუძვლად დაუდო თავის ფილოსოფიური გრამატიკის კონცეფციას, რაც მეტად ანგარიშგასაწევი ფაქტია. ფრ. ბეკონს ეკუთვნის თვალსაზრისი, რომლის მიხედვითად შეიძლება შეიქმნას შედარებითი გრამატიკა ყველა შესაძლო ენობრივი მოვლენების გათვალისწინებით. მისი აზრით, ასეთ გრამატიკაში აისახება ყოველი ენის ღირსება და ნაკლი. ამის საფუძველზე უნდა აიგოს კაცობრიობისათვის რაღაც საერთო და ერთიანი ენა, სადაც თავს მოიყრის ცალკეული ენებისათვის დამახასიათებელი მარჯვე, მარტივი ენობრივი კატეგორიები. ამ გზით შექმნილი ენა, ფრ. ბეკონის აზრით, იქნება იდეალური ენა, რომელიც საკომუნიკაციო, ექსპრესიულ და კოგნიტურ ფუნქციებს მაქსიმალურად გამოავლენს.

[7] რ. დეკარტის ფილოსოფიურ კონცეფციის მიხედვით მეტად საყურადღებოა რაციონალიზმის როლი უნივერსალური ენის საკითხის დაყენების კუთხით. როგორც ცნობილია, ახალი დროის მეცნიერებისა და ფილოსოფიის წინაშე, დადგა მეთოდის პრობლემა. მის მეთოდოლოგიურ სკეპტიციზმს _ როგორც ახალი ცოდნის მიღების მეთოდს – პირდაპირ მივყავართ ე.წ. „ფილოსოფიური ენის“ შექმნის პრობლემამდე. რ. დეკარტსარ აქვს სპეციალური ნაშრომი ენის შესახებ. არც რომელიმე გამოკვლევაში ეხება კონკრეტულად ენასთან დაკავშირებულ საკითხებს. მაგრამ მან წამოაყენა ფილოსოფიური ენის, საყოველთაო ხელოვნური ენის ზოგადი სქემის იდეა, რომელსაც ის გამოთქვამს აბატ მერსენისადმი მიწერილ წერილში. აქ ის ამოდის მის მიერ შემუშავებული მეთოდიდან, რომელიც გულისხმობს ეჭვგარეშე დებულების დადგენას.

რ. დეკარტის აზრით, ფილოსოფიურ ენას საფუძვლად უნდა დაედოს ამოსავალი ცნებების გარკვეული რაოდენობა. ის ვარაუდობს, რომ ადამიანური ცნებების რთული სისტემა შეიძლება დაყვანილ იქნეს ელემენტარულ ერთეულთა შედარებით უმნიშვნელო რიცხვამდე, რომელიც თავის მხრივ, ემყარება ამოსავალ, განუყოფელ იდეებს. ამ იდეების კომბინაციებით იქმნება ადამიანური აზროვნების მთელი სიმდიდრე. რ. დეკარტს მიაჩნია, რომ საჭიროა ყველა აზრი-იდეის აღიცხვა ისე, როგორც ეს დადგენილი წესის მიხედვით რიცხვთა ბუნებრივი რიგია.

ამის შემდეგ უნდა გამოინახოს თითოეული სიტყვის აგების შესაძლებლობა, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რათა შევძლოთ ადამიანის გონებაში მიმდინარე პროცესების გამოხატვა და ეპისტემოლოგიურად სრულყოფილი ენის შექმნა. ასეთი ენის აღმოჩენა, რ. დეკარტის აზრით, დამოკიდებულია ჭეშმარიტ ფილოსოფიაზე. მხოლოდ მას შეუძლია აღრიცხოს ადამიანთა აზრები, იდეები და დაალაგოს ისინი მწყობრად, ისე რომ, იყოს ისინი ნათელი და მარტივი. რ. დეკარტის აზრით, იდეალური, ფილოსოფიური ენის დამახასიათებელი ნიშნები იქნებოდა:

  •   მეტად მარტივი გრამატიკა (ერთი უღვლილება, ბრუნება და სიტყვის სტრუქტურა)
  •  აღჭურვილი იქნებოდა უნივერსალური ექსპრესიული ფუნქციით
  •  მოცემული იქნებოდა საწყისი, ამოსავალი, უნივერსალური, ზოგადი ცნებების ერთიანობა

[8] მ. ბიჭაშვილი, ლაიბნიცის მეტაფიზიკა და ენის ფილოსოფია

[9] Шеллинг Ф. Историко-критическое введение в философию мифологи

[10] ერნ. კასირერი, რა არის ადამიანი, თბილისი

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Innovations in Scholarly Communication

Changing Research Workflows

Crazy illusion

Thinking Aloud.

gypsyrepresent

Thinking critically about Romani representation in pop culture

ფილოლოგი

ქართული ფილოლოგია

Global Hinduism

Way of living Life

Learn to Teach Vedic Maths

Magical Methods-- World Leader in Vedic Mathematics

Defenders of Ma'at

Teach, Coach, Live, Learn, Train, Help, Inspire

Asheville Vedic Astrology

Vedic Astrology brought to you by Ryan Kurczak

Hamro dharma

Just another WordPress.com weblog

janeadamsart

An illustrated Journal of eastern and western wisdom

Sathya Sai Baba - Life, Love & Spirituality

Guru Bhagavan Sri Sathya Sai Baba Of Puttaparthi India

Soolaba's Blog

Ultimate Questions, Ultimate Answers

პიროვნული ზრდის სამყარო

„ჩვენ ვერასოდეს მივაღწევთ სიმშვიდეს გარე სამყაროში, სანამ არ მივაღწევთ მას შინაგანში“ - დალაი ლამა

მკითხველის ბლოგი

შთაბეჭდილებები კითხვის შემდეგ

Natia Kentchiashvili

natiakentchiashvili.WordPress.com site

კეჟერაძის ბლოგი

სამშობლოს, ადამიანებისა და ლიტერატურის მოყვარული რიგითი კლიმი

GeoSexMD.com - სამედიცინო სექსოლოგია

სექსუალური განათლება საქართველოში

აჭარა დღეს!

ჩვენ გვიყვარს ჩვენი კუთხე, საქართველოს ერთ–ერთი ულამაზესი მხარე, ჩვენი აჭარა.

Molly Bloom's Day™

ბებია ასტრიდი 1907-2017

მარო მაყაშვილის დღიური

გაფითრებული თებერვლის ლანდი

სემიოტიკა Semiotics

ცირა ბარბაქაძე _ შეხედეთ სამყაროს სემიოტიკის თვალით და აღმოაჩინეთ საკუთარი თავი მრავალ განზომილებაში

ბურუსი - BURUSI

თენგიზ ვერულავა - TENGIZ VERULAVA

Free Yourself

Just say "I am free!"

konspace

კოტეს ბლოგი ყველაფერზე

Barcelonisimo's Blog

ბლოგი მეგობრებისთვის და მათი მეგობრებისთვის...

My Civil Society

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის ბლოგი

ბაბუაწვერა

ოცნებებში გაფანტული ბლოგი ☮

kalatozishvili

КРИТИК - Мы страшные, потому что работаем над этим.

აღმოაჩინე შენთვის საინტერესო / Discover Things That Interest You

აღმოაჩინე შენთვის საინტერესო – ამოუცნობი,არქიტექტურა, აღმოჩენა ,ახალი ამბები, ბუნება, გასართობი, დიზაინი ,დოკუმენტური, ვიდეო ,თამაშები ,ივენთები, კინო / თეატრი ,კოსმოსი, კრეატივი ,მედიცინა ,მეცნიერება ,მისტიკა, მოგზაურობა, მოდა ,მუსიკა ,ნოვაცია ,პიროვნებები ,რელიგია ,სასარგებლო, საჭმელ / სასმელი ,სპორტი, სურათები, ტექნოლოგია ,ფოტოები, ფუფუნების საგნები ,შპალერები, წიგნები, ხელოვნება

Savidge Reads

The Chronicles of a Book Addict

%d bloggers like this: