ფილოსოფიისა და თეოლოგიის ურთიერთმიმართების საკითხი

58517_154607567899276_100000501025127_418286_6105319_s 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის

III კურსის სტუდენტ ნათია კენჭიაშვილის

პრეზენტაცია თემაზე

ფილოსოფიისა და თეოლოგიის ურთიერთმიმართების საკითხი შუა საუკუნეებში

საგნის ხელმძღვანელი: ლელა ალექსიძე

თბილისი 2012

ფილოსოფიასა და თეოლოგიას შორის წინააღმდეგობამ ჯერ კიდევ მაშინ იჩინა თავი, როდესაც ახალი რელიგია თავის ძალებს იკრეფდა და სახელმწიფო რელიგიის სტატუსს ირგებდა. ეს ახალი რელიგია ქრისტიანობა გახლდათ, რომელსაც  ბრძოლას უცხადებენ. ვითარება შეიცვალა მომდევნო საუკუნეებში და ქრისტიანობა წამყვანი რელიგია ხდება იქ, სადაც ადრე სდევნიდნენ. ახლა კი ჩამოვთვალოთ ის მნიშვნელოვანი ისტორიული ფაქტები, რომლებიც ასახავენ ურთიერთობას ოფიციალურ ხელისუფლებას, ქრისტიანობასა და ფილოსოფიას შორის:

წინააღმდეგობა ფილოსოფიასა და თეოლოგიას შორის თავს იჩენს 529 წელს, როდესაც იმპერატორ იუსტინიანეს ბრძანებით დაიხურა ათენის ფილოსოფიური სკოლა და აკრძალულ იქნა საერთოდ ანტიკური ფილოსოფის სწავლება.

ნეოპლატონიკოსები ან დაემორჩილნენ და მიიღეს ქრისტიანობა, ან გადაიხვეწნენ და სირიას შეაფარეს თავი.

524 წელს რომის იმპერატორის თეოდორიხის ბრძანებით მილანის ახლოს სიკვდილით დასაჯეს ბოეციუსი – ქრისტიანი ნეოპლატონიკოსი, რომელიც მიზნად ისახავდა ანტიკური ფილოსოფიის გადამუშავებასა და ახალი ეპოქის სამსახურში ჩაყენებას.

ამავე წელს იტალიაში, მონტე-კაზინოში ბენედიქტე ნურსიელმა დააარსა დასავლური ტიპის პირველი მონასტერი, როგორც თავის დროზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სულიერი კულტურის ცენტრი.

ამგვარი მოვლენების შემდეგ, ანტიკურმა ფილოსოფიამ ადგილი დაუთმო თეოლოგიას. თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თეოლოგია ადრეც არსებობდა, ჯერ კიდევ ჩვ. წ.-მდე II საუკუნიდან VIII საუკუნემდე:

•    ტერტულიანე, რომელიც უარყოფდა რაიმე თანხმობის არსებობის შესაძლებლობას “ათენსა და იერუსალიმს… აკადემიასა და ეკლესიას შორის”.

•    კლემენტ ალექსანდრიელი, რომელიც ქრისტიანული რწმენისა და ფილოსოფიური ცოდნის შეთანხმებას ცდილობდა.

•    ორიგენე, რომელიც ფილოსოფიას თეოლოგიის მსახურს უწოდებდა და ამით ხაზს უსვამდა, ფილოსოფიის არსებობის საჭიროებას, თუმცა თეოლოგიასთან დაქვემდებარებულ პოზიციაში.

აქ ერთი საკითხი გამოიყოფა: ფილოსფიისა და თეოლოგიის ურთიერთმიმართება თავიდანვე იძენს ცოდნისა და წმენის ურთიერთდამოკიდებულების სახეს. რა ხდებოდა მაშინ, როდესაც არ არსებობდა ქრისტიანული თეოლოგია? იდგა თუ არა ერთ-ერთ პრობლემატურ საკითხად ცოდნისა და რწმენის მიმართება ანტიკურ ფილოსოფიაში?

შეიძლება ითქვას, რომ პირველად ეს საკითხი მსჯელობის საგნად ეკლესიის მამებს არ გაუხდიათ. გაცილებით ადრე, ანტიკური ფილოსოფიის დეკადანსი იმითაც წარმოჩინდა, რომ ფილოსოფიამ დაკარგა გონების ზალისადმი რწმენა და მასში თავი იჩინა სკეპტიციზმმა, ეკლექტიზმმა, მისტიკის ელემენტებმა და ა.შ. ჩვ. წ.-ის I საუკუნეში ფილონ ალექსანდრიელი ცდილობდა სტოიკური ფილოსოფია და იუდეური რელიგია შეეთანხმებინა.

თუ ჩვენ გვინდა ფილოსოფიისა და თეოლოგიის საფუძვლების – ცოდნისა და რწმენის – ურთიერთმიმართების არსს ჩავუღრმავდეთ, აუცილებელია ამისათვის ავხსნათ ორივე ფენომენი. ღწმენა არის ისეთი რამის აღიარება, რასაც ჩვენი გონების პრინციპები ან ეწინააღმდეგებიან, ან დამაჯერებლად ვერ ასაბუთებენ. რწმენის მრავალი სახე არსებობს, თუმცა შეიძლება ზოგადად დავიყვანოთ მეცნიერული და რელიგიური რწმენის სახეებზე. საერთოდ, რწმენა ადამიანის აქტივობის ერთ-ერთი გამოხატულებაა. მაშ ასე, მეცნიერული რწმენა სწორ მიმართულებასა და ძალას აძლევ მას თავისი პრაქტიკული და თეორიული მოქმედების შესასრულებლად.რწმენა მეცნიერულია, თუ იგი ემყარება დასაბუთებას და მასთან თანხმობაში ადგენს იმას, რაც სხვადასხვა მიზეზის გამო ჯერჯერობით მიუღწეველია გონებისათვის. რელიგიური რწმენა კი მიმართულია დასაბუთებისა და გრძნობიერების ფაქტების წინააღმდეგ. ის ემყარება იმას, რომ ჩვენი შემეცნება ისტორიულად შეზღუდულია.

არსებობს ასევე ორი სახის აზროვნება: ეზოთერიკული და ეგზოთერიკული.

ეზოთერული მოძღვრებები არ უაყოფენ რაციონალიზმს: იმისათვის, რომ იაზროვნო, აუცილებელია, როგორც რაციონალური აზროვნება, ისე ინტუიციური/მისტიკური აზროვნება. ანტიკურ ფილოსოფიაში ამგვარი აზროვნების წესს მისდევდნენ: პითაგორა, ემპედოკლე, ხოლო შუა საუკუნეებში – ავგუსტინე, ნ. კუზენი და სხვ.

თუ ადამიანის ცოდნისა და რწმენის ობიექტთა ურთიერთმიმართების ისტორიულ დინამიკას გავაგევნებთ თვალს, დავინახავთ, რომ რელიგიური რწმენის ობიექტთა უკუსვლა განპირობებულია მეცნიერული ცოდნის წინსვლით. ღელიგიური რწმენის ობიექტი ყოველთვის ადგილს უთმობს მეცნიერულ ცოდნას მას შემდეგ, რაც ის აიხსნება და დასაბუთდება, ანუ გონებით მისაწვდომი გახდება. ვთქვათ, რომელიმე პირველყოფილ ადამიანს თავისი ცოდნა, რაც მას გააჩნია, საშუალებას აძლევს თაყვანი სცეს ბიოლოგიურ არსებას, ან ბუნებრივ მოვლენას (ყველა შესაძლო შემთხვევაში, ის ეთაყვანება განვითარებით მასზე დაბლა მდგომგომ ცოცხალ არსებას თუ არაცოცხალ საგანსა თუ მოვლენას). ჩივილიზებული ადამიანის ცოდნა კი თანდათანობით რწმენის ობიექტს აცლის დამაჯერებლობას და მას ცვლის მეცნიერული არგუმენტაციით მსჯელობა. თუ ჩვენ დავუშვებთ აბსოლუტური ცოდნის განხორციელებას, მაშინ რწმენისთვის ადგილი არ დარჩება. ეს ეხება როგორც მეცნიერულ, ისე რეგილიურ რწმენას.

ცოდნისა და რწმენის ანტაგონიზმს იმთავითვე გრძნობდა ოფიციალური რეგილია. ქრისტიანული რელიგია თავიდანვე მტრულად განეწყო მეცნიერებისა და ფილოსოფიისადმი. “სიბრძნე ამის სოფლისაი სიცოფე არს წინაშე ღმრთისა”, _ წერდა პავლე მოცქული ბერძნული ფილოსოფიის შესახებ (კორ. 1, 3, 19). “ნუვინ თავსა თვისსა აცდუნებენ. უკუეთუ ვინმე ბრძენ გონიეს თავი თვისი თქუენ შორის ამას სოფელსა, სულელ იქმენით, რაითა იყოს იგი ბრძენ” (1, 3, 18) – აქ ფილოსოფიას უარყოფითი შეფასება ეძლევა.

შუა საუკუნეების ერთ-ერთი ცნობილი გამოთქმა – “მწამს, რადგან აბსურდია”, რომელიც ტერტულიანებს მიეწერება, იმის კარგი გამოხატულებაა, რომ ფილოსოფიისა და თეოლოგიის დაპირისპირება ორ ერთმანეთისაგან გამიჯნულ ფენომენს ქმნიდა და მათი გადაკვეთა, ან თანხვედრა შეუძლებლადაც კი ცხადდებოდა.

ეკლესიის ცნობილი მოღვაწე იერონიმე (345-420), პირდაპირ მოუწოდებდა, რომ ფილოსფიას ისე მოქცეოდნენ, როგოც ბრძოლაში დატყვევებულს. ეს წინააღმდეგობა არ არსებობდა მხოლოდ მხოლოდ თეორიული სახით, მას აუცილებლად მოჰყვებოდა პრაქტიკული შედეგები. Mაგალიტად, 415 წელს ნეოპლატონური ალექსანდრიული სკოლის მეთაური ქალი ჰიპათია ეპისკოპოს კირილეს ბრზანებით (წაქეზებით) ბრბომ ქუჩაში მოკლა.

ქრისტიანობის მომძლავრების პროცესში, უფრო და უფრო ნათელი ხდებოდა, რომადამიანისათვის ისეთი არგუმენტების გამოტანა, რომელიც გონებას ეფუძნება, ისევე აუცილებელია, როგორც რწმენა. შაეკლესიო მოღვაწეთა მცირე ნაწილი უკვე II საუკუნიდან მოყოლებული ეძებს ფილოსოფიაში მოკავშირეს. Dაიწყო იმის აღიარება, რომ ყველაზე მტკიცე რწმენა ის არის, რომელიც გონებას ემყარება და არ უპირისპირდება მას. Kლიმენტი ალექსანდრიელი ამტკიცებდა, რომ მათ სორის სრული ჰარმონია უნდა სუფევდეს. ამავე დამოკიდებულებას უწერდა მხარს ორიგენე (185-253). ფილოსოფიასთან კავშირს იცავდა კაბადოკიელი გრიგოლ ღვთისმეტყველი (გარდ. 394), რომელიც ფილოსოფოსთა მისამართით ამბობდა[1]: “საყუარელნო ათინელნო, რომელთა შორის ვისწავლიდით და გასწავლიდით”. იგულისხმება, რომ ასწავლიდნენ ქრისტიანულ თეოლოგიას და სწავლობდნენ ფილოსოფიას.

თავდაპირველად, ქრისტიანულმა რელიგიამ შეურუგებელ ბრძოლა გამოუცხადა არა მარტო სხვა რელიგიებს, არამედ სხვადასხვა ფილოსოფიურ მიმართულებებსაც. ამ მიმართულებებში უმთავრესი იყო ნეოპლატონიზმი.

შუა საუკუნეების პირველი პერიოდი VI-დან VIII საუკუნემდე ე.ი. სქოლასტიკის დასაწყისამდე, ხასიათდება ქრისტიანული რელიგიის მიერ მოკავშირის ძიებით და ასეთ მოკავშირედ კი ნეოპლატონიზმი იქცა. ქრისტიანული ფილოსოფია[2] მას იყენებდა რელიგიის ოფიციალურ გაბატონებამდე. ჩნობილია, რომ ავგუსტინე დიდად აფასებდა პორფირიუსს (232-304), თუმცა მას ჰქონდა გამოცემული ტავისი შრომა 15 წიგნად სახელწოდებით “ქრისტიანობის წინააღმდეგ”. ნეოპლატონიზმის გავლენა ქრისტიანულ ფილოსოფიაზე არ შეწყვეტილა 529 წელს ათენში აკადემიის დახურვის სემდეგაც. ჩნობილია, რომ სერგი რეშაინელს, VI საუკუნის მონოფიზიტს, რომელმაც ფსევდოარისტოტელური თხზულება თარგმა “სამყაროს შესახებ” სირიულიდან, ასევე მის მომხრე იაკობიტებს დამასკელი საყვედურობდა: არისტოტელე მეცამეტე მოციქულად აქციესო.იოანე დამასკელი ახალ ეტაპს იწყებს შუა საუკუნეების ფილოსოფიის განვითარებაში _ სქოლასტიკის ეტაპს. მისთვის ფილოსოფია არის თეოლოგიის მსახური და არა მოკავშირე: მსახური, რომელიც ჩირაღდნით ხელში გზას უნათებს თავის ქალბატონს, როგორც ეს სურდა წარმოედგინა იმანუელ კანტს, არამედ მისი კაბის კალთა მიაქვს, ფილოსოფიამ უნდა მოამზადოს ადამიანი რელიგიურ ჭეშმარიტებათა მისაღებად, თუნდაც ისინი გონებისთვის მიუწვდომელნი იყვნენ. გონებას თუნდაც ამ მიუწვდომლობის დასაბუთება ევალება.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. შუა საუკუნეების ფილოსოფიის ისტორიის პრობლემები, 1981 წ. ნაწილი I, 6-15 გვ.
  2. გ. თევზაძე, შუა საუკუნეების ფილოსოფიის ისტორია, 1996 წ.

[1] ციტატაბასილიდიდისსაფლავზეწარმოთქმულისიტყვებიდან, რომელიცქართულადეფრემმცირემთარგმნა

[2]ქრისტიანულიფილოსოფია, . ჰაიდეგერისთქმით, ისევეწინააღმდეგობრივია, როგორცცნებახისრკინა

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Innovations in Scholarly Communication

Changing Research Workflows

Crazy illusion

Thinking Aloud.

gypsyrepresent

Thinking critically about Romani representation in pop culture

ფილოლოგი

ქართული ფილოლოგია

Global Hinduism

Way of living Life

Learn to Teach Vedic Maths

Magical Methods-- World Leader in Vedic Mathematics

Defenders of Ma'at

Teach, Coach, Live, Learn, Train, Help, Inspire

Asheville Vedic Astrology

Vedic Astrology brought to you by Ryan Kurczak

Hamro dharma

Just another WordPress.com weblog

janeadamsart

An illustrated Journal of eastern and western wisdom

Sathya Sai Baba - Life, Love & Spirituality

Guru Bhagavan Sri Sathya Sai Baba Of Puttaparthi India

Soolaba's Blog

Ultimate Questions, Ultimate Answers

პიროვნული ზრდის სამყარო

„ჩვენ ვერასოდეს მივაღწევთ სიმშვიდეს გარე სამყაროში, სანამ არ მივაღწევთ მას შინაგანში“ - დალაი ლამა

მკითხველის ბლოგი

შთაბეჭდილებები კითხვის შემდეგ

Natia Kentchiashvili

natiakentchiashvili.WordPress.com site

კეჟერაძის ბლოგი

სამშობლოს, ადამიანებისა და ლიტერატურის მოყვარული რიგითი კლიმი

GeoSexMD.com - სამედიცინო სექსოლოგია

სექსუალური განათლება საქართველოში

აჭარა დღეს!

ჩვენ გვიყვარს ჩვენი კუთხე, საქართველოს ერთ–ერთი ულამაზესი მხარე, ჩვენი აჭარა.

Molly Bloom's Day™

ბებია ასტრიდი 1907-2017

მარო მაყაშვილის დღიური

გაფითრებული თებერვლის ლანდი

სემიოტიკა Semiotics

ცირა ბარბაქაძე _ შეხედეთ სამყაროს სემიოტიკის თვალით და აღმოაჩინეთ საკუთარი თავი მრავალ განზომილებაში

ბურუსი - BURUSI

თენგიზ ვერულავა - TENGIZ VERULAVA

Free Yourself

Just say "I am free!"

konspace

კოტეს ბლოგი ყველაფერზე

Barcelonisimo's Blog

ბლოგი მეგობრებისთვის და მათი მეგობრებისთვის...

My Civil Society

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის ბლოგი

ბაბუაწვერა

ოცნებებში გაფანტული ბლოგი ☮

kalatozishvili

КРИТИК - Мы страшные, потому что работаем над этим.

აღმოაჩინე შენთვის საინტერესო / Discover Things That Interest You

აღმოაჩინე შენთვის საინტერესო – ამოუცნობი,არქიტექტურა, აღმოჩენა ,ახალი ამბები, ბუნება, გასართობი, დიზაინი ,დოკუმენტური, ვიდეო ,თამაშები ,ივენთები, კინო / თეატრი ,კოსმოსი, კრეატივი ,მედიცინა ,მეცნიერება ,მისტიკა, მოგზაურობა, მოდა ,მუსიკა ,ნოვაცია ,პიროვნებები ,რელიგია ,სასარგებლო, საჭმელ / სასმელი ,სპორტი, სურათები, ტექნოლოგია ,ფოტოები, ფუფუნების საგნები ,შპალერები, წიგნები, ხელოვნება

Savidge Reads

The Chronicles of a Book Addict

%d bloggers like this: