მორალურობა და ამორალურობა

 58517_154607567899276_100000501025127_418286_6105319_s

ივანე ჯავახიშვილის სახელობის

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის

IV კურსის სტუდენტი ნათია კენჭიაშვილი

საკონფერენციო თემა სახელწოდებით

მორალურობა და ამორალურობა

თბილისი 2012

მე მაოცებს ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ჩემს

ზემოთ და მორალური კანონი ჩემში

/ი. კანტი/

ადამიანის არსებითი თავისებურებებიდან შეგვიძლია გამოვყოთ 3 ნიშანი:

1. ადამიანი მოაზროვნე არსებაა;

2. ადამიანი შემოქმედებითი არსებაა;

3. ადამიანი თავისუფალი ნებელობის მქონე არსებაა.

ეს უკანასკნელი ნიშანი მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანი თავად აკეთებს არჩევანს რამდენიმე შესაძლებლობას შორის. ამ ლოგიკას თუ გავყვებით, აუცილებლად მივალთ იმ დასკვნამდე, რომ ადამიანს თავისუფლად შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება და იყოს როგორც კეთილი, ისე ბოროტი, იყოს როგორც სამართლიანი, ისე უსამართლო, იყოს როგორც კარგი, ისე ცუდი და ა.შ. მაგრამ ორივე უკიდურესი საწყისი, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ადამიანში თავიდანვე დევს. მთავარი არის ის, თუ რა არჩევანს გააკეთებს თავად.

ადამიანში მზა სახით არც “სიკეთე” და არც “ბოროტება” არაა მოცემული. ჩვენში პოტენციის სახითაა ორივე ეს მოცემულობა ჩადებული და ვავლენთ მას იმგვარად, როგორადაც ამის შესაძლებლობას ჩვენს თავს მივცემთ. ამდენად, ჟ. ჟ. რუსოს აღნიშნული აზრის (მთლიანად მისი მოძღვრებისაც) კრიტიკა მრავალი კუთხით შეგვიძლია. ვართ კი “კეთილები”? ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელ პოტენციურ შესაძლებლობას მივცემთ გასაქანს, რადგან ჩვენში იმთავითვე დევს ამგვარი სპონტანურობის მომენტი – ან ვავლებთ თავს ისე, როგორც “კეთილი” ან როგორც “ბოროტი” ადამიანი. ამიტომ, ჯერ იმის თქმაც კი არ შეგვიძლია, რომ “მე კეთილი ვარ” და აი, ესა და ეს ადამიანი “ბოროტი”. რადგან “კეთილ” ან “ბოროტ” ადამიანად ყოფნა არაა ჩვენი მუდმივი მდგომარეობა და რომ ჩვენ გამუდმებულ ცვალებადობას ვექვემდებარებით. ჩვენი თავისუფალი ნებაც კი ამას მიჰყვება და ყოველი მომდევნო არჩევანი, რომელსაც გავაკეთებთ იქნება გამოვლინება პოტენციური სიკეთის ან ბოროტების. ამაში ჩვენ არც მორალი არ გვაბრკოლებს, რახან ისიც დაძლევადია. ეს მორალი შეიძლება იყოს თავსმოხვეული და იმ საზოგადოების მიერ შექმნილი, რომელიც ცდილობს ყოველი მისი წევრი თავის კანონებს დაუმორჩილოს. და თუ შეიცვალა ეს მორალი, საზოგადოებაც ამ ახალი მორალის შესაბამისად მოითხოვს თითოეული წევრისაგან მორჩილებას, თუ არადა დასჯის, ან გარიყავს თავისი საზოგადოებიდან, ან თვითონ ეს ადამიანი იტყვის უარს ამ საზგადოების წევრობაზე. ჟ. ჟ. რუსოს ადამიანის თავისუფლებაც სწორედ ამგვარ “გაქცევაში” ესმოდა, თუ უნდა ადამიანს პირველყოფილი თავისუფლების აღდგენა, მაშინ ის უნდა განერიდოს საზოგადოებრივ ცხოვრებას და თავი შეაფაროს თავის “ნამდვილ” სამყოფელს – ბუნებას. რადგან ადამიანი ბუნებაში შეიქმნა და მისი ნაწილია, ამავეს უნდა დაუბრუნდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში საზოგადოებაში ის მუდამ არაბუნებრივ მდგომარეობაში იქნება.

ჟ.ჟ. რუსო ამიტომ უარყოფითად აფასებდა საზგადოებრივ ცხოვრებას, სავსეს უამრავი მანკიერებით.

მაშ, რა როლს ასრულებს ჩვენს ცხოვრებაში საზოგადოება? დადებითი როლი უფრო ჭარბობს თუ უარყოფითი? და საერთოდ, არის თუ არა აუცილებელი დავემორჩილოთ საზოგადოებრივ კანონებს. ამასთან დაკავშირებით ორი ძალიან ცნობილი ფილოსოფოსის, ჟან ჟაკ რუსოსა და ფროიდს ორი, ურთიერთგამომრიცხავი აზრი აქვთ გამოთქმული:

ჟან ჟაკ რუსო ამბობს”ადამაიანები თავიანთი ბუნებრივი მდგომარეობით არიან კეთილები, მაგრამ საზოგადოება თავისი აკრძალვებით თავს ახვევს მათ აგრესიას და ცოდვებს”

მაგრამ აი ზ. ფროიდი კი ამტკიცებს, რომ ”უხეშობა და აგრესიულობა ადამიანის ბუნებრივ მდგომარეობადაა მიჩნეული, ხოლო საზოგადოება თავისი კანონებით და წესებით ახდენს ადამიანის ინსტინქტური აგრესიულობის მოთოკვას, მის სუბლიმირებას”.

განსხვავება ამ ორი ადამიანის აზრებს შორის პრინციპულად ესაა _ პირველი უარყოფით დატვირთვას ანიჭებს საზოგადოებრივ ცხოვრებას, ან დღევანდელი გადმოსახედიდადნ რომ ვთქვათ, ტექნოკრატიულ ეპოქაში ჩამოყალიბებულ ცხოვრების წესს. ხოლო მეორეს, ზ. ფროიდს ერთგვარი გამართლებაც კი აქვს მოძებნილი იმისათვის, რომ საზოგადოება ადამიანისთვის სასარგებლოა; რომ არა საზოგადოების არსებობა, ადამიანი ვერ შეძლებდა თავისი ენერგიის სუბლიმირებას. აშკარად ჩანს ორივე მოსაზრების უსაფუძვლობა და ნაკლულოვანება. საზოგადოება პირდაპირ ამას უხეშად ვერ განახორციელებს, ირიბი გავლენა კი მართლა აქვს და თუ თავად ადამიანს ძლიერი “ეგო” გააჩნია, მასზე რაც არ უნდა დიდი ზეგავლენა ქონდეს საზოგადოებას, ის მაინც ვერ შეძლებს მის მოქცევას თავისი ზემოქმედების ქვეშ.

არისტოტელე “ნიკომაქეს ეთიკაში” (წიგნი 3, თავი 7) წერს: სიკეთე ისევე, როგორც ბოროტება, ჩვენზეა დამოკიდებული, ხოლო იქ, სადაც მოქმედება ჩვენზეა დამოკიდებული, უმოქმდობაც ჩვენზე იქნება დამოკიდებული და სადაც შეგვიძლიაჰო“- თქმა, იქვე შეგვეძლებაარა“- თქმაც.. ჩვენზე ყოფილა დამოკიდებული, ვიქნები კეთილი თუ ბოროტი”.

რაც შეეხება ნათქვამს იმის შესახებ, რომ თავისი ნებით არავინ არის უზნეო და არც იძულებით არის ბედნიერი – ეს ნაწილობრივ სწორია, ნაწილობრივ კი მცდარი, რადგან იძულებით ბედნიერი არავინ გამხდარა, ცუდი კი შეიძლება გახდეს კაცი თავისი ნება-სურვილით. მაგრამ ის, რაც ახლახან ვთქვით, სადავოა, რადგან ამბობენ, რომ ადამიანი არ არის საწყისი ჩადენილი საქმეებისა… თუ აღმოჩნდა, რომ არ შეიძლება ეს სხვა საწყისზე დავიყვანოთ, თუ არა ისევ ჩვენზე, მაშინ ამ მოქმედების საწყისი ჩვენში ყოფილა. მაშ, ისინი ჩვენზე ყოფილან დამოკიდებული და ამიტომ ნებაყოფლობითი ყოფილან.

ამას ადასტურებს როგორც ცალკეული ადამიანის, ისე კანონმდებლების გამოცდილება. ისინი სჯიან და სდევნიან იმათ, რომლებმაც რაიმე ცუდი ჩაიდინეს, თან ისე, რომ არც იძულებით და არც უცოდინარობით. მაგრამ კაცს სჯიან იმ უცოდინარობის გამო, რომლის მიზეზი თვითონ არის. მაგალითად, მთვრალი იმსახურებს ორმაგ სასჯელს, რადგან უცოდინარობის საწყისი მასშივეა. სჯიან იმათაც, რომლებმაც არ იციან რომელიმე კანონი, რომლის დაცვა საჭიროა და ძნელი არაა. ასევეა სხვა შემთხვევებში, სადაც კი ვარაუდობენ, რომ უცოდინარობის მიზეზი დაუდევრობაა. რადგან თვითონ ადამიანზე იყო დამოკიდებული უცოდინარობის თავიდან აცილება. ადამიანებს შეუძლიათ იყვნენ როგორც ყურდღებიანი, ისე უყურადღებონი. ისინი არიან თვითონ იმის მიზეზი, რომ დაუდევრად ცხოვრობენ, რომ უსამართლონი და თავშეუკავებელნი არიან… საერთოდ, ადამიანები ისეთნი არიან, როგორც მოქმედებენ… ის, ვინც უცოდინარობის გამო სჩადის ასეთ საქმეს, საიდანაც უსამართლობა წარმოიშობა, ის ნებაყოფლბით არის უსამართლო. ალოგიკურობაა იმის მტკიცება, რომ უსამართლოს არ სურს იყოს უსამართლო, ანდა თავაშვებულს არ სურს იყოს თავაშვებული. უსამართლოს არ შეუძლია შეწყვიტოს უსამართლო მოქმედება და სამართლიანი გახდეს, როცა კი მოისურვებს… მაშასადამე, ადამიანები თავიანთი ნება-სურვილით არიან ასეთნი, მაგრამ გახდნენ რა ასეთნი, აღარ შეუძლიათ სხვანაირნი იყვნენ.

არა მარტო სულიერი ბოროტებაა ნებაყოფლობითი, არამედ ზოგიერთი სხეულებრივიც. ამიტომაც ასეთ ადამიანებს კიცხავენ კიდეც, ხოლო იმას, ვინც ბუნებრივად არის ასეთი, არ კიცხავენ. მაგალითად, არ განიკითხავენ ბუნებრივად მახინჯს, მაგრამ კიცხავენ დაუდევობისა და იმის გამო, რომ სპორტს არ მისდევს, იგივე ითქმის სისუსტისა და ხეიბრობის შესახებ… მაგრამ კიცხავენ ლოთობისა ან სხვაგვარი თავშეუკავებლობის გამო. გასაკიცხია სხეულებრივი სიმახინჯე, რომელიც ჩვენგან არის გამოწვეული. ხოლო რაც ჩვენზე არაა დამოკიდებული, გასაკიცხი არაა. თუ ეს ასეა, მაშინ სხვა შემთხვევებშიც გასაკიცხი ბოროტება ჩვენგან არის წარმოშობილი.”

მორალისტის რადიკალური პოზიციაც რომ არ დავიცვათ, უნდა გვახსოვდეს, რომ ვინც არ აღიარებს მორალს (საყოველთაო მორალს), ყოველთვის ზიზღსა და სიძულვილს არ იმსახურებს. ადამიანი შეიძლება ამორალურობაშიც იყოს დიდი და დიადი. მეტიც: თვით დანაშაულშიც კი, თუკი ის ძალაუფლებისათვის უპატივცემულობის დემონსტრაციაა. მაგრამ ეს უკვე ე.წ. მორალური ამბოხია, რომელიც, თავის მხრივ, თვითგანადგურებისა და თვითმკვლელობისაგან თავდახსნისა და თავის დაღწევის საშუალებას წარმოადგენს.

ახლა მინდა განვიხილო ერთი მაგალითი მხატვრული ლიტერატურიდან ზემოთაღნიშნული პოზიციის საილუსტრაციოდ, კერძოდ, ე. ბერჯესის “მექანიკური ფორთოხალი”; ნაწარმოებში მოქმედება მიმდინარეობს შორეულ მომავალში, როდესაც ინგლისში ტოტალიტარული რეჟიმი მძვინვარებს. იქნებ სწორეს ამიტომაც არ არის მართებული რომანში  ასახული ვითარების რომელიმე კონკრეტულ სოციალურ-პოლიტიკურ მოვლენაზე პროექცია: რასაკვირველია, თუ გავითვალისწინებთ რომანის დაწერის დროს, ის შეგვიძლია დავუკავშიროთ 60-იანი წლების ევროპის ახალგაზრდულ ამბოხს. ერთი სიტყვით, აქ მთავარი არის ინდივიდის სახელმწიფო მანქანასთან დაპირისპირების თემა. ესეც უნივერსალიაა და ამდენად არც არაფერ სიახლეს არ შეიცავს. მაგრამ როდესაც ნაწარმოების მთავარი გმირის ალეკსის თვალით შევხედავთ მოვლენებს, სულ სხვა კუთხით წარმოგვიდგება მთლიანად სამყარო. ხომ საშინელებაა (ამორალურობა, თუნდაც უზნეობა) ალეკსისა და მისი საძმოს (პიტის, ჯორჯი ბიჭისა და ბნელოს) საქციელი, მაგრამ როცა ითვალისწინებ მათი გარეგნულად უმოტივო დანაშაულების სიღრმისეულ მიზეზებს, ხვდები, რომ მათ “ამგვარობაში” გარემოსაც მიუძღვის დიდი წვლილი. კანონდამრღვევი ალეკსი, რომელიც ჯერ კიდევ 16 წელს არაა მიღწეული, გადის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ გამოსასწორებელ ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას. მოძალადე ტინეიჯერი ალეკსი, რომელიც უშურველად ეძლევა და უძღვნის თავს ბოროტებას, – თვითონვე ხდება სადისტური მეცნიერული ექსპერიმენტის მსხვერპლი.

რაც ყველაზე საყურადღებოა: ალეკსს წაართმევენ პირადი არჩევანის თავისუფლებას. შედეგად, ის იქცევა მხოლოდ პირობითი რეფლექსების გროვად. აი, რას ეუბნება მას ციხის კაპელანი: “ძალად კეთილი გაგხადონ – არ იქნება ეს ადვილი ასატანი საქმე. ადვილი კი არა, გაუსაძლისი იქნება ალბათ და უკვე ვგრძნობ, მრავალი ღამე დამათენდება მაგაზე ფიქრით… განა რა სურს ღმერთს ჩვენგან? ბრმად და იძულებით კეთილნი ვიყოთ თუ შეგნებულად ვარჩიოთ კეთილი ბოროტს? იქნებ ვინც შეგნებულად ირჩევს ბოროტების დაკლაკნილ ბილიკს, რაღაცით მაინც უფრო ახლოა ღმერთთან, ვიდრე ის, ვისაც სიკეთის სწორ გზას იძულებით გაუყენებენ?!” – ასეთია ის კითხვა, რომელიც ჩნდება თავისთავად.

რა თქმა უნდა, ამორალურობაში ცხოვრებას მივყავართ თვითონ სუბიექტის ფსიქოლოგიურ დეკონსტრუქციამდე, მაგრამ, ამავდროულად, პიროვნული თავისუფლებისაკენ უბიძგებს გმირს. ამიტომ ამგვარი ამორალურობა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, უკეთესიც კი არის. მთავარი კი ისაა, რომ რომანის გმირის ყოველი ქმედება არჩევანის იდეას ამკვიდრებს, თუნდაც მისი თავისუფალი ქმედებები გახდეს გარე სამყაროსაგან გარიყვის მიზეზი. მართლაც, ალეკსი ემიჯნება (ემიჯნებიან) ოჯახს, მეგობრებს, საზოგადოებას. მთელი რომანი იმის ჩვენებაა, რომ ნებით არჩეული ბოროტება სჯობს თავსმოხვეულ სიკეთესა და სათნოებას.

რაც შეეხება მეცნიერულ-ტექნიკურ პროგრესს, ის იწყება სიკეთით და მთავრდება ბოროტებით; კერძოდ, მატერიალური ღირებულებებით გვამდიდრებს და სულიერ ღირებულებებით გვაღარიბებს. პირველ რიგში, ეს ეხება ზნეობრივ ღირებულებებს, ადამიანის მორალურ შეგნებას და ზნეობრივ გრძნობებს, მოვალეობას, პასუხისმგებლობასა და სინდისს. საფრანგეთის აკადემიის წევრი ფრანსუა პონსე წერს, რომ ცივილიზაცია იხრება დაცემისაკენ, ხოლო ბარბაროსობა პროგრესს განიცდის… რა ფასი აქვს ყველაზე კარგ მანქანებს, _ წერს იგი, _ რა ფასი აქვს მთვარეზე გაფრენას, თუკი ტექნიკის სასწაულებს თან ახლავს კაცობრიობის მორალური დაცემა.

ფრ. ნიცშეს აზრით, პროგრესის იდეა ქიმერაა, რომელიც ეყრდნობა მცდარ აზრს, თითქოს არსებობდეს მსოფლიო მიზანი. ადამიანები მიეჩვივნენ დაინახონ მიზანი ყოველ ისტორიულ მოვლენაში, რაც მისთვის გამორიცხული ჭეშმარიტებაა. ნიცშე აყენებს რეაქციულ, ანტიჰუმანურ იდეას ზეადამიანის შესახებ, რომელიც დგას სიკეთისა და ბოროტების საზღვრებს იქით”. “ადამიანი, – აცხადებს ნიცშე ზარატუსტრას პირით, – არის სირცხვილი და თავის მოჭრა. იგი დაძლეულ უნდა იქნას”.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. გ. ბანძელაძე, მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუცია და ზნეობრივი პროგრესის პრობლემა. მეცნიერება. თბილისი, 1979.
  2. გ. ბანძელაძე, ზნეობრივი პროგრესის თეორია და პრაქტიკა. მეცნიერება. თბილისი, 1982.
  3. ვ. რამიშვილი, ფილოსოფია
Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Innovations in Scholarly Communication

Changing Research Workflows

Crazy illusion

Thinking Aloud.

gypsyrepresent

Thinking critically about Romani representation in pop culture

ფილოლოგი

ქართული ფილოლოგია

Global Hinduism

Way of living Life

Learn to Teach Vedic Maths

Magical Methods-- World Leader in Vedic Mathematics

Defenders of Ma'at

Teach, Coach, Live, Learn, Train, Help, Inspire

Asheville Vedic Astrology

Vedic Astrology brought to you by Ryan Kurczak

Hamro dharma

Just another WordPress.com weblog

janeadamsart

An illustrated Journal of eastern and western wisdom

Sathya Sai Baba - Life, Love & Spirituality

Guru Bhagavan Sri Sathya Sai Baba Of Puttaparthi India

Soolaba's Blog

Ultimate Questions, Ultimate Answers

პიროვნული ზრდის სამყარო

„ჩვენ ვერასოდეს მივაღწევთ სიმშვიდეს გარე სამყაროში, სანამ არ მივაღწევთ მას შინაგანში“ - დალაი ლამა

მკითხველის ბლოგი

შთაბეჭდილებები კითხვის შემდეგ

Natia Kentchiashvili

natiakentchiashvili.WordPress.com site

კეჟერაძის ბლოგი

სამშობლოს, ადამიანებისა და ლიტერატურის მოყვარული რიგითი კლიმი

GeoSexMD.com - სამედიცინო სექსოლოგია

სექსუალური განათლება საქართველოში

აჭარა დღეს!

ჩვენ გვიყვარს ჩვენი კუთხე, საქართველოს ერთ–ერთი ულამაზესი მხარე, ჩვენი აჭარა.

Molly Bloom's Day™

ბებია ასტრიდი 1907-2017

მარო მაყაშვილის დღიური

გაფითრებული თებერვლის ლანდი

სემიოტიკა Semiotics

ცირა ბარბაქაძე _ შეხედეთ სამყაროს სემიოტიკის თვალით და აღმოაჩინეთ საკუთარი თავი მრავალ განზომილებაში

ბურუსი - BURUSI

თენგიზ ვერულავა - TENGIZ VERULAVA

Free Yourself

Just say "I am free!"

konspace

კოტეს ბლოგი ყველაფერზე

Barcelonisimo's Blog

ბლოგი მეგობრებისთვის და მათი მეგობრებისთვის...

My Civil Society

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის ბლოგი

ბაბუაწვერა

ოცნებებში გაფანტული ბლოგი ☮

kalatozishvili

КРИТИК - Мы страшные, потому что работаем над этим.

აღმოაჩინე შენთვის საინტერესო / Discover Things That Interest You

აღმოაჩინე შენთვის საინტერესო – ამოუცნობი,არქიტექტურა, აღმოჩენა ,ახალი ამბები, ბუნება, გასართობი, დიზაინი ,დოკუმენტური, ვიდეო ,თამაშები ,ივენთები, კინო / თეატრი ,კოსმოსი, კრეატივი ,მედიცინა ,მეცნიერება ,მისტიკა, მოგზაურობა, მოდა ,მუსიკა ,ნოვაცია ,პიროვნებები ,რელიგია ,სასარგებლო, საჭმელ / სასმელი ,სპორტი, სურათები, ტექნოლოგია ,ფოტოები, ფუფუნების საგნები ,შპალერები, წიგნები, ხელოვნება

Savidge Reads

The Chronicles of a Book Addict

%d bloggers like this: