ნეკრესის უძველესი ქართული წარწერები

58517_154607567899276_100000501025127_418286_6105319_s

ივანე ჯავახიშვილის სახელობის

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის

III კურსის სტუდენტი ნათია კენჭიაშვილი

პრეზენტაცია ქართულ პალეოგრაფიაში

საგნის ხელმძღვანელი: დარეჯან თვალთვაძე

ნეკრესის უძველესი ქართული წარწერები

თბილისი 2011

ისტორიული ნეკრესი

ნეკრესი – ისტორიული ქალაქი კახეთში, ახლანდელ ყვარელში, სოფელ შილდის მახლობლად, მთის ფერდობზე, დააარსა მეფე ფარნაჯომმა (ძვ. წ. II-I სს.) IV საუკუნეში მეფე თრდატმა აქ ააგო ეკლესია, სადაც VI საუკუნეში დამკვიდრდა ერთი ასურელი მამათაგანი – აბიბოსი.
ნეკრესის სახელს უკავშირდება ცნობილი ადრეული აგიოგრაფიული ძეგლი “აბიბოს ნეკრესელის წამება”. ეს ადგილი უფრო ცნობადი ხდება აქ აღმოჩენილი უძველესი ქართული წარწერებითს გამო.

ნეკრესის წარწერების სტატუსი

მეცნიერთა შორის დღემდე არაა ბოლომდე გაზიარებული ლევან ჭილაშვილის თვალსაზრისი, რომლის მიხედვითად, ქართული ანბანის არსებობა წინარექრისტიანულ ეპოქაში, კერძოდ, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამდე შექმნილად მოიაზრება და თარიღდება ჩვ. წ-ით I-IV საუკუნეების პერიოდით. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერმა შესაბამისი გამოკვლევაც მიუძღვნა ამ საკითხს და ფაქტობრივი მასალაც წარწერების სახით არსებობს, მისი თეორია მაინც არაა გაზიარებული.

არქეოლოგიური სამუშაოები

აღმოჩენებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია IV-VI სს.-ის არქიტექტურული ნაგებობის კედლებში ჩატანებული მეორადი გამოყენებით ქვის ფილები, რომლებზედაც უძველესი ქართული წარწერები არის (ახ. I-III სს.). პალეოგრაფიული თვალსაზრისით ისინი უძველეს ქართულ წარწერებად ითვლებიან. აღმოჩენილი 7 წარწერიდან 5 წარწერა განეკუთვნება I-III სს.
1984 წლიდან ნეკრესის ნაქალაქარზე მიმდინარეობდა არქეოლოგიური სამუშაოები, რომელსაც აწარმოებდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი.
2003 წლის მონაცემებით, ნეკრესის ნაქალაქარზე ათი ქართული წარწერაა აღმოჩენილი. მათგან ორი შემთხვევითი მონაპოვარია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად მოპოვებულ ეპიგრაფიკულ ძეგლებში იგულისხმება სხვადასხვა სახის მასალა:

1. ქვა;
2. კრამიტი;
3. თიხის ჭურჭელი.

სანამ გადავიდოდეთ კონკრეტულად განსახილველ საკითხზე, მანამდე უნდა დავაჯგუფოდ ის არქეოლოგიური მასალა, რაც გვაქვს ჩვენ ხელთ.
1. ქვაზე შუსრულებულ წარწერები მოცემულია ეპიტაფიებზე. საფლავის ქვები შემდგომ საშენ მასალად გამოიყენეს. ორი წარწერა შემთხვევით იქნა აღმოჩენილი:
• ერთი ნაქალაქარის ცენტრალურ ნაწილში (1999 წლს), ჭაბუკაურში, იმ ადგილის მახლობლად, სადაც ექსპედიცია სწავლობს IV საუკუნის ბაზილიკას.
• მეორე წარწერიანი ქვა აღმოჩნდა მანამდე, სანამ ექსპედიცია შეუდგებოდა საველე სამუშაოებს, 1973 წელს.
2. კრამიტზე დადასტურებულია მხოლოდ ქართული ასოების ცალკეული შემთხვევები და არა სრული წარწერები;
3. თიხის ჭურჭელს რაც შეეხება, ჩვენ გვაქვს ქვევრზე შესრულებული ორი წარწერა (მარნის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს ქვევრის პირის ორი ნატეხი).
რაც შეეხება ნეკრესის წარწერების ენობრივ მონაცემებს, გარდა ჩვენთვის საინტერესო ქართული წარწერებისა, აქ ვხვდებით სხვა ენაზე შესრულებულ ფრაგმენტებსაც, კონკრეტულად:

  • ქვის ფილაზე შესრულებული ებრაული ასოების ფრაგმენტები;
  • ბერძნულ-ლათინური ასოები მარმარილოს თეფშის ძირზე;
  • ბერძნული (¿? ) ასოები წითელკეციანი ჯამის ნატეხზე.

აქვე უნდა დავაზუსტოდ, რომ ჩვენ მიერ განხილვის საგანია მხოლოდ ქვაზე შესრულებული ნეკრესის წარწერები.
ქვაზე შესრულებული ათი წარწერიდან ექვსი წარწერა აღმოჩენილია ნაქალაქარის დასავლეთ ნაწილში, ე.წ. “ნაგებებში” – ადგილზე, რომელსაც არქეოლოგიური ფიქსაციის მიხედვით დაუმკვიდრდა სახელი “მარანი”, მრავალფენოვანი არქიტექტურული ძეგლის ზედა ფენაში მარნის დადასტურების გამო.

პირველი წარწერა:
1986 წლის 16 აგვისტო
(სურ. 8,9)
1. აბ
2. ზა
3. გივ
4. ჩ

მეორე წარწერა:
1986 წელი
(სურ. 12)
ლევაკი
ლევან ჭილაშვილი მიიჩნევს, რომ აქ სხვა სახელი უნდა ეწეროს: თუ დავუშვებთ, რომ ამ ექვსასოიანი სახელის პირველი, მეხუთე და მეექვსე ასოები არის არამეული – წადე, ჰეთ და იოდ, მაშინ სახელი წაიკითხება როგორც “წევახი” ან “ძევახი”. ეს სახელი კი წარმოადგენს ბერძნული “ზევახოსის” ქართულ გამოთქმას.

მესამე წარწერა:
1987 წლის 10 აგვისტო
(სურ. 15,16)
1. თობ ულა[ს]
2. სამნი

მეოთხე წარწერა:
1987 წლის 12 აგვისტო
(სურ. 17, 18)
1. სი … ეო აზრის გამოტანა ვერ ხერხდება
2. იოთორისი

მეხუთე წარწერა:
1987 წლის 10 აგვისტო
(სურ. 19)
ქვის ზედაპირი გადაშლილია. ჩანს ოთხი სტრიქონი ყოფილა ამოკაწრული. ასოების კვეთა ისეთივეა, როგორც პირველ წარწერაში.
1. ესე საფ…ე
ესეც ეპიტაფიის ნაშთად შეგვიძლია ვიგულისხმოთ

მეექვსე წარწერა:
წარწერა ქვევრის პირზე
(სურ. 23)
1. მბ ესე ჭ(უ)ური მე
2. დავრგე
წაკითხვა: ესე ჭური მე… დავრგე (სურ. 24)

შემთხვევით აღმოჩენილი წარწერები:
მეშვიდე წარწერა:
1999 წელი
(სურ. 25)
1. შემორჩენილია მხოლოდ სამი ასოს ბოლო ნაწილები. შეიძლება აღდგეს: ფრს.
2. შემორჩენილია ორი ასო ან. აღდგენის შემდეგ: (ემ) ან
3. აზატ
4. სი არს
5. ნუმ
6. ცა ვინ
7. ხრევ
8. ს
წარწერში დასახელებულია დაკრძალულის ვინაობა და არის მოწოდება: ნურავინ შეეხება მას/ნურავინ არევს მას.

მერვე წარწერა:
1973 წელი
(სურ. 27)
1. ვი, შემდეგ ლიგატურაა ხუთი ნიშნით, იკითხება ბოლო ორი ეა. შემდეგ სამი ასოა ვან. “ვი… ე ავან”
2. ისი და ნუმ
3. ცავინწა… ე
4. რთვის

ნეკრესის ბაზილიკაში აღმოჩენილი წარწერა
მეცხრე წარწერა:
2002 წლის სექტემბერი
(სურ. 29)
წაკითხვა:
1. როი სატანანი ქრისტეფორე და სალალრიმ
2. დო სალოსტმარიანებო… ასმე რ
3. კოზმა კვირიაკოზ ეზეკიელ…
4. მოხატა ფა იმის

მეათე წარწერა:
2003 წლის 23 სექტემბერი
(სურ. 20)
რიგით მეათე, ფიქლის ნაჭერზე ამოკაწრული რვასტრიქონიანი წარწერა აღმოჩენილი ბაზილიკის თხრის დროს, ერთ-ერთი სვეტის ქვების წყობაში. შემორჩენილია 6 სტრიქონი:
1. ესესაფლა
2. ვინოშისი
3. დაბავა
4. სინუმცა
5. ვის ხელე (წი)
6. ფების ჩ (ი)

როგორც დავინახეთ, დღეისათვის მეცნიერებს დაუგროვდათ საკმაოდ ბევრი მასალა, რაც საშუალებას აძლევთ შედარებითი მეთოდის გამოყენებით, გამოთქვან თამამად გამოიტანონ დასკვნები ცალკეული ძეგლის ქრონოლოგიური საკითხების ირგვლივ.
ასე გამოიყურება ნეკრესის არქეოლოგიური მასალა ქრონოლოგიური თვალსაზრისით:

  • II-IV სს.-ით დათარიღებული ნაგებობების მასალები მაზდეანური ტაძრიდან
  • IV-V სს.-ის მასალები ციხე-დარბაზიდან
  • IV ს.-ის უხვად დაგროვილი მასალები ბაზილიკიდან
  • გვიანელინისტური ხანიდან ა. წ. IV ს.-მდე მასალები მარნის ტერიტორიიდან

ლევან ჭილაშვილის კვლევის შედეგად, აღმოჩნდა, რომ ასო-ბგერა ჩ გვხვდება ცალკე განყენებულ ნიშნად არა მარტო ნეკრესის წარწერებში, არამედ სხვა არქეოლოგიურ მასალაზე. მაშასადამე, ლაპარაკია, არა ერთ შემთხვევაზე, ან ერთ გეოგრაფიულ არეალში არსებულ ენობრივ ფაქტზე, არამედ წესად ქცეულ ზოგად მოვლენაზე, რომლითაც გამოიხატებოდა რაღაც მთავარი და ღირსსაცნობი, ამასთანავე წარწერისთვის დასრულებული სახის მიმცემი. ორ შემთხვევაში, ნეკრესის 10 წარწერაში და რუსთავის 2 წარწერის ბოლოს ვხვდებით ანალოგიურ ნიშანს კონსტრუქციაში @ჩი, თანაც ერთ შემთხვევაში დაქარაგმებულია, ხოლო მეორე შემთხვევაში ქარაგმის გარეშეა.
მეცნიერულ კვლევას შედეგები მიჰყავს წინარექრისტიანულ ეპოქაში. უშუალოდ ნეკრესში ციურ მნათობთა კულტი ძვ. წ. II ათასწლეულიდან დასტურდება. მაშასადამე, ყველა ძეგლი, სადაც დადასტურებულია ქართული ასო ჩ, მიგვანიშნებს რაღაც ძველ, წინაქრისტიანულ პანთეონთან დაკავშირებულზე.
ჩ ქართული ანბანის ოცდამერვე ადგილზეა, რიცხვითი მნიშვნელობით აღნიშნავს ათასს. 28 არის მთვარის სიმბოლური რიცხვი და მის გამოყენებას წარწერებში, როგორც ჩანს, აქვს საკრალური დატვირთვა.
ნეკრესში აღმოჩენილი რვა წარწერიდან ერთ-ერთის – ფიქლის ნატეხზე ასომთავრულით შესრულებულის დათარიღება ახ.წ.-ის I საუკუნის 80-იანი წლებით უდავოს ხდის იმ შეხედულებას, რომ ქართული დამწერლობა წარმართულ ხანაში წარმოიშვა (ლ. ჭილაშვილი, 2002).

გამოყენებული ლიტერატურა:

1. ლევან ჭილაშვილი, ნეკრესის უძველესი ქართული წარწერები და ქართული დამწერლობის ისტორიის საკითხები, თბილისი, 2004.

2. http://iberiana.wordpress.com/alphabet/nekresi/

3. http://www.scribd.com/doc/27099271/kartveluri-memkvidreoba-XIII-Diasamdze-Bichiko

აღნიშნული პრეზენტაცია განთავსებულია თსუ-ს ელ-სასწავლო კურსების მონაცემტა ბაზაში.

ჩამოსატვირთი ფაილი:

natia kentchiashvili

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Innovations in Scholarly Communication

Changing Research Workflows

Crazy illusion

Thinking Aloud.

gypsyrepresent

Thinking critically about Romani representation in pop culture

ფილოლოგი

ქართული ფილოლოგია

Global Hinduism

Way of living Life

Learn to Teach Vedic Maths

Magical Methods-- World Leader in Vedic Mathematics

Defenders of Ma'at

Teach, Coach, Live, Learn, Train, Help, Inspire

Asheville Vedic Astrology

Vedic Astrology brought to you by Ryan Kurczak

Hamro dharma

Just another WordPress.com weblog

janeadamsart

An illustrated Journal of eastern and western wisdom

Sathya Sai Baba - Life, Love & Spirituality

Guru Bhagavan Sri Sathya Sai Baba Of Puttaparthi India

Soolaba's Blog

Ultimate Questions, Ultimate Answers

პიროვნული ზრდის სამყარო

„ჩვენ ვერასოდეს მივაღწევთ სიმშვიდეს გარე სამყაროში, სანამ არ მივაღწევთ მას შინაგანში“ - დალაი ლამა

მკითხველის ბლოგი

შთაბეჭდილებები კითხვის შემდეგ

Natia Kentchiashvili

natiakentchiashvili.WordPress.com site

კეჟერაძის ბლოგი

სამშობლოს, ადამიანებისა და ლიტერატურის მოყვარული რიგითი კლიმი

GeoSexMD.com - სამედიცინო სექსოლოგია

სექსუალური განათლება საქართველოში

აჭარა დღეს!

ჩვენ გვიყვარს ჩვენი კუთხე, საქართველოს ერთ–ერთი ულამაზესი მხარე, ჩვენი აჭარა.

Molly Bloom's Day™

ნაღებიან ყავასთან ერთად

მარო მაყაშვილის დღიური

გაფითრებული თებერვლის ლანდი

სემიოტიკა Semiotics

ცირა ბარბაქაძე _ შეხედეთ სამყაროს სემიოტიკის თვალით და აღმოაჩინეთ საკუთარი თავი მრავალ განზომილებაში

ბურუსი - BURUSI

თენგიზ ვერულავა - TENGIZ VERULAVA

Free Yourself

Just say "I am free!"

konspace

კოტეს ბლოგი ყველაფერზე

Barcelonisimo's Blog

ბლოგი მეგობრებისთვის და მათი მეგობრებისთვის...

My Civil Society

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის ბლოგი

ბაბუაწვერა

ოცნებებში გაფანტული ბლოგი ☮

kalatozishvili

КРИТИК - Мы страшные, потому что работаем над этим.

აღმოაჩინე შენთვის საინტერესო / Discover Things That Interest You

აღმოაჩინე შენთვის საინტერესო – ამოუცნობი,არქიტექტურა, აღმოჩენა ,ახალი ამბები, ბუნება, გასართობი, დიზაინი ,დოკუმენტური, ვიდეო ,თამაშები ,ივენთები, კინო / თეატრი ,კოსმოსი, კრეატივი ,მედიცინა ,მეცნიერება ,მისტიკა, მოგზაურობა, მოდა ,მუსიკა ,ნოვაცია ,პიროვნებები ,რელიგია ,სასარგებლო, საჭმელ / სასმელი ,სპორტი, სურათები, ტექნოლოგია ,ფოტოები, ფუფუნების საგნები ,შპალერები, წიგნები, ხელოვნება

Savidge Reads

The Chronicles of a Book Addict

%d bloggers like this: