დიონისური და აპოლონური საწყისები ხელოვნებაში

58517_154607567899276_100000501025127_418286_6105319_s 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის

III კურსის სტუდენტ ნათია კენჭიაშვილის

თემა სახელწოდებით:

დიონისური და აპოლონური საწყისები ხელოვნებაში

ხელმძღვანელი: ნანა გულიაშვილი

თბილისი 2011

დიონისური და აპოლონური საწყისები ხელოვნებაში

ფრ. ნიცშე თავის წიგნში “ტრაგედიის დაბადება მუსიკის სულიდან” ორ მთავარ ბერძნულ ღვთაებას აღგვიდგენს; ესენია: დიონისე და აპოლონი. საკმაოდ დიდი პროფესიონალური გამბედაობა სჭირდებოდა ადამიანს, ეს ნაბიჯი რომ გადაედგა. როგორც ბერძნული ფილოლოგიის სპეციალისტს, ნიცშეს ეს ორი ღვთაება წარმოდგენილი ჰყავს სულ სხვა კუთხით. ისინი საოცრად ზუსტად და სრულყოფილად გამოხატავენ სიცოცხლის ორ, ურთიერთსაპირისპირო, შეიძლება ითქვას ანტაგონისტურ საწყისს _ ესაა ორი პოლუსი, ორი დამოუკიდებელი სასიცოცხლო ძალა, რომლებიც მითოსური დროიდან მოყოლებული არსებობენ, თუმცა არ წარმოშობილან ერთდროულად. “ტრაგედიის დაბადება მუსიკის სულიდან” _ ასე უწოდა ავტორმა თავის ნაშრომს, მაგრამ ჩნდება კითხვა: რა კავშირია მუსიკასა და ტრაგედიას შორის? ბერძენი და ტრაგიკული მუსიკა? პასუხი ერთია: სწორედ მხატვრულ სამყაროში ჰპოვებდა ძველი ბერძენი საკუთარ თავს.

ანტიკური ეპოქის ბერძენი, კერძოდ კი ჰომეროსისდროინდელი ბერძენი, აპოლონურად აღიქვამდა სიცოცხლეს: შეჰყურებდა მოვლენათა წარმტაც სამყაროს _ იმას, რასაც ინდუსები მაიას მაცდურ საბურველს უწოდენებ. მრავალსახად იაზრებდა მაშინდელი ბერძენი სამყაროს _ დროისა და სივრცის ფორმებში, რომელსაც შოჰენჰაუერი ინდივიდუალურობის პრინციპს (პრინციპიუმ ინდივიდუატიონის) უწოდებდა. ადამიანს, რომელიც ამგვარად უყურებს სიცოცხლეს, ნიცშე, შოპენჰაუერის მსგავსად, ბობოქარ ზღვაზე მოცურავეს ადარებს. ასეთი ინდივიდი ფანტაზიის ნაყოფად მიიჩნევს უსასრულო წარსულსა და უსასრულო მომავალს; ერთადერთი რამ არის მისთვის ნამდვილი, _ შემოფარგლული აწმყო, უახლოესი მიზნებითა და დახშული ჰორიზონტებით.

აპოლონური საწყისი _ აი, რას ჩაუდგია ამგვარი ილუზიის ტყვეობაში ადამიანი. ის მაცდური “რეალური” სამყაროს ღმერთია. ხარობს წარმტაცი ღვთაების ხიბლით მოჯადოებული ადამიანი, ჰარმონიასა და სილამაზეს ჭვრეტს ცხოვრებაში, არაფრად აგდებს ცხოვრების საშინელებებს. ისაა ადამიანის წარმოსახვის უნარი, მისი ზმანება, რომელიც განუსაზღვრელობას გარდაქმნის მრავალფეროვან სახეებად და შესაბამისად, წარმოშობს სახვით ხელოვნებას. აპოლონი ძველ ბერძნულ პანთეონში ითვლებოდა უძრავი, უცვლელი, აუმღვრეველი ფორმებისა და ჰარმონიის ღვთაებად. კლასიკური ხელოვნება მთელი თავისი ეგზისტენციით აპოლონური შემოქმედების ნაყოფია.

Dდიონისური საწყისი _ სწორედ ამ დროს, ყველგან და ყოველთვის არსებულ ჰარმონიულ საუფლოში უეცრად ახალი, ჰომეროსისდროინდელი ბერძენისათვის უცხო ღვთაება იჭრება. ეს გარდატეხა იყო ელინის მსოფლმხედველობრივ სამყაროში, რადგან მან გააცნობიერა ადამიანური ყოფის ამაოება. ცხოვრება რომ გაუსაძლისი არ ყოფილიყო, ამქვეყნად არსებობის საშინელებების შემყურე ელინს თავი შუალედური სამყაროსთვის, ოლიმპიელი ღმერთებისთვის უნდა შეეფარებინა. დიონისური საწყისი _ ერთობა ადამიანსა და ბუნებას შორის _ განუსაზღვრელ ძალთა კავშირია, რომლის წარმმართველი მოტივია თრობა (ბახუსი), რაც აადვილებს ადამიანის ზიარებას მის კულტთან. ის წარმოშობს მუსიკის არაპლასტიკურ ხელოვნებას, ისეთს, როგორიცაა მაგალითად, პოსტმოდერნულ ხელოვნებაში არიტმული მუსიკა, რომელიც შეგვიძლია მივიჩნიოთ დიონისური ხელოვნების თავისებური ფორმით გამოვლენად.

ნაშრომში, “ბერძნული ტრაგედიის დაბადება მუსიკის სულიდან” (1872 წ.). ნიცშე შეეცადა მოეძებნა ანტიკური ტრაგედიის მძლავრი წყარო და ეს წყარო გახლდათ დიონისე. “ტრაგედია” (ბერძნ. თხის სიმღერა), თრობისა და ლხინის ღვთაებისადმი _ დიონისესადმი მიძღვნილ დითირამბს ნიშნავს. “დიონისური ხელოვნების” არსია შემოქმედების თავაწყვეტილი გახელება, ექსტაზი, უძრავი ფორმების მსხვრეველი ძალა, ნგრევა-შენების, სიკვდილ-სიცოცხლის მარადიული კვლავდაბრუნების პროცესი. სწორედ ჩრდილოეთიდან, თრაკიიდან შემოვიდა ელადაში (ასე მიიჩნევენ მკვლევარები) ეს ახალი, აქამდე ბერძენთათვის უცნობი ღმერთი. მაგრამ მხოლოდ ამ მხარეში არ არსებობდა მისი კულტი. ელადის სამხრეთით თუ ამოსავლეთითაც ცხოვრობდა ძნელ და მრისხანე ღმერთებს შორის ეს იდუმალი მარადტანჯული ღვთაება. ბაბილონელებთან მას თამუზი ერქვა, ლიდიელებთან _ ატისი, ფინიკიელებთან _ ადონისი. ამით იმის თქმაც შეგვიძლია, რომ “დიონისური საწყისი” ოდითგანვე არსებობდა ამა თუ იმ კულტურაში.

სხვადასხვა სახელით იწოდებოდა იგი, სხვადასხვა იერსახე ჰქონდა, ბედი კი ყველგან ერთნაირად ტანჯული ღმერთის დაჰყოლოდა. განსაზღვრულ დროს, ბუნების კვდომისას (სიმბოლური დატვირთვა) ბნელი, შემზარავი ძალები გამოჩნდებოდნენ და ასო-ასო კუწავდნენ ხოლმე მას, რომელსაც სული ტანჯვაში ამოსდიოდა და ქვესკნელში უჩინარდებოდა. მაგრამ დგებოდა იდუმალი, წმინდა ჟამი _ ბუნების გამოღვიძება და გარდაცვლილი ღმერთი ცოცხლდებოდა. ველური ორგიით, ექსტაზური როკვით ეგებებოდა ადამიანი გაცოცხლებული ღვთაების დაბრუნებას, მოუძლურებული სიცოცხლის აღორძინებას.

ის ჰარმონია, რომელშიც ცხოვრობდა ბერძენი, სულაც არ ყოფილა უბრალო სულიერი წონასწორობა და აუმღვრევლობა. მასში თურმე იმალებოდა აპოლონური კულტურის უმაღლესი შემოქმედების უნარი, რომელმაც მსოფლხედვის აქამდე არსებულ გრძნობიერ მხარესთან ჭიდილში ილუზიების მეშვეობით გაიმარჯვა. აპოლონური ბერძენის ჰარმონიულ თანხვედრას ამ სამყაროსთან განაპირობებდა ლამაზ ილუზიებში ცხოვრება (ბერძნულ მითოლოგიას თუ გავიხსენებთ, ისიც სწორედ ერთგვარი ილუზორული სამყაროა).

აპოლონის ეს “მკურნალი ტყუილი” ჰომეროსისდროინდელ ბერძენს სიცოცხლისუნარიანობას უნარჩუნებდა. მოგვიანო ხანის დიონისურ ბერძენს კი ტრაგედია შველოდა. მასში დიონისური “ჭეშმარიტებისა” და აპოლონური “ილუზიების” ურთიერთქმედებამ უდიდეს სიღრმესა და ჰარმონიულობას მიაღწია. აი უკვე ამ წიაღში ჩვენ ვხდებით მოწმენი ტრაგედიის დაბადებისა.

მაგრამ ჩნდება კითხვა: როგორ მიგვიყვანს ტრაგედია სიცოცხლის დამკვიდრებამდე? აკი ტრაგიკული გმირის მტანჯველი ბედი იმავე დიონისეს თანმხლები ბრძენის, სილენის სიტყვებს გამოხატავენ? ბერძნული მითი გადმოგვცემს:

ერთხელ მეფე მიდასმა ბევრი წვალების შემდეგ, ტყეში სილენი დაიჭირა და ჰკითხა რაშია ადამიანის უზენაესი ბედნიერებაო? დემონი დუმდა, მაგრამ ბოლოს შემზარავად გადაიხარხარა და მიუგო:

_სვეუბედური, დღემოკლეა ეგ თქვენი მოდგმა _ სიდუხჭირისა და შემთხვევის წერა! რად მაიძულე იმის გამხელა, რისი გაგებაც არა გმართებდა? უზენაესი ბედნიერება: არ გამჩდარიყავ, არ გეარსება, არარაობა ყოფილიყავი, _ მიუწვდომელი რამ არის შენთვის. აწ ერთადერთი რამ განიგესებს: რაც შეიძლება ნაადრევად გამოეთხოვო ამ წუთისოფელს.”

დიდი ტრაგიკოსების: ესქილესა და სოფოკლეს ტრაგედიები აკი გმირთა სიკვდილითა და სიცოცხლის ყველაზე უიმედო უარყოფით თავდება? რატომ არ გვინერგავს ტრაგედია განწირულობის შეგრძნებას, რატომ ხდება პირიქით _ რატომ გვაგუებს სიცოცხლესთან ახალი ენერგიით? როგორ ახერხებს უსახური და დისჰარმონიული შინაარსი, რაც ტრაგიკულ მითს ქმნის, სიცოცხლესთან ჩვენს შერიგებას? როგორ და იმ იდუმალი ძალით, რომელიც ცხოვრების საშინელ რეალობას სილამაზედ და ესთეტიკური ტკბობის საგნად აქცევს.

საოცრად ღრმად, გაბედულად და ორიგინალურად გვიხატავს ნიცშე იმ რთულ სულიერ პროცესს, რომელსაც მისი აზრით, ბერძენი განიცდიდა ტრაგედიის ჭვრეტისას.

ტრაგედიის ქოროში, განსაკუთრებით კი მის მუსიკაში, სრულად ხდებოდა დიონისეს გრძნობათა ქაოსის გათავისუფლება. ეს რიტმი, რომელიც დიონისური სტიქიის თავბრუდამხვევ უფსკრულებს აჩენდა ჩვენს წინაშე, შიშით გვმოსავდა, მაგრამ აქ მოულოდნელად აპოლონი გვეცხადება ტრაგიკული გმირის სახით და მხატვრული ტყუილის უებარი ბალზამი მოაქვს. ვჭვრეტთ პრომეთეს ან ოიდიპოსის ტრგიკულ სიკვდილს და ეს ჭვრეტა თვითგანადგურების საფრთხიდან გვიხსნის. მომაკვდავი გმირის ვნებათა ცალკეულმა სურათმა ჩვენს თვალთაგან გადაფარა ის ზოგადი, რომელიც დიონისურმა მუსიკამ განგვაცდევინა: იქ, სადაც წინათ თითქმის ყოფნის შუალედიდან სასოწარკვეთილი ამოძახილი მოისმოდა, ახლა მხოლოდ გმირთა პლასტიკურ სახეებს ვხედავთ, სიმბოლურ ხატებს, რომელთა მიღმაც უსაზღვრო დიონისური სტიქია ჩქეფს და იმ უზენაეს სიხარულზე მიგვანიშნებს, რომლისთვისაც ტრაგიკული გმირი ემზადება _ არა გამარჯვების წყალობით, არამედ თავის დაღუპვით. ჩვენ შვებას გვგვრის აპოლონური ილუზია და მისი ჭვრეტა, მაგრამ ამასთან ერთად, უარს ვამბობთ ამ შვებაზე და მოჩვენებითი, ხილული სამყაროს უგულებელყოფით კიდევ უფრო მაღალ კმაყოფილებას განვიცდით.

ჩვენ ვრწმუნდებით, რომ ცხოვრებაში თვით დისჰარმონიული და არიტმული მოვლენაც კი მხოლოდ მხატვრული თამაშია, სადაც მოჭარბებული დადებითი ენერგიის გამო ნება თავის თავს ეთამაშება. სიცოცხლეს დიდი მხატვარი ქმნის და მისი შემოქმედების მთავარი მიზანი მშვენიერებაა. მშვენიერებას კი სიხარულიც აუცილებლად სჭირდება და მწუხარებაც, სიკეთეც და ბოროტებაც, ნათელიცა და ბნელიც. თუ სიცოცხლის არსი გარედან არ საზრდოობს, არამედ შინაგანი პოტენციით იკვებება, მაშინ მასშივეა ჩადებული ყოველგვარი ასიცოცხლო ძალა. ადამიანი მხოლოდ საკუთარ თავზეა დამოკიდებული და არა რომელიმე სხვა ძალაზე, რადგან ის “ღმერთის გარეშე დარჩენილ სამყაროში” ცხოვრობს. ფრ. ნიცშეს თანახმად, სამყარომ დაკარგა თავისი სახე, ანუ ის სამყარე, რომელიც ადრე გააჩნდა ადამიანის თვალში. სიცოცხლის ფილოსოფიის კონცეფცია იმაში მდგომარეობს, რომ შემოქმედებითობა არის არსებითი წარმმართველი ძალა, რომლითაც თვით ჩვენი ¬_ ” სამყაროებს შორის ყველაზე უარესი” სამყაროს არსებობაც კი მართლდება. ამიტომ თუ არსებობს სიცოცხლე, არსებობს მარადიულად ეს შემოქმედებითი აქტივობაც, ხოლო ინერტული მდგომარეობა ყოვლად გამორიცხულია მისივე ბუნებიდან გამომდინარე.

ადამიანი, _ დასკვნის ნიცშე, _ ეს არის დისონანსი, რომელსაც ადამიანის სახე მიუღია. იმისათვის, რომ იცხოვროს, ამ დისონანს მშვენიერი ილუზია სჭირდება, რომელიც სილამაზის საბურველით მოსავს მის არსებას. ყოფნა და სამყაროს არსებობა, მხოლოდ ესთეტიკური ფენომენით მართლდება.

დიონისური საწყისი სწორედ შიშზე დაფუძნებული ადრეული პერიოდის ბერძნული ცნობიერებაა, აპოლონური საწყისი კი არის შემოქმედებითი ძალა, რომელიც ადამიანური ყოფის სიმძიმეს მშვენიერების სამყაროდ გარდაქმნის. მაგრამ, იმისათვის, რომ შესაძლებელი იყოს სრულფასოვანი არსებობა, საჭიროა ორივე საწყისის ურთიერთქმედება. მხოლოდ აპოლონს შეუძლია თავისი ილუზორული სამყაროთი დაიცვას სული და მოაშოროს ემპირიული რეალობის საშინელებებს.

ანტიკური ცივილიზაციის ბედი განსაზღვრა დიონისური და აპოლონური საწყისების არსებობამ, მაგრამ ძნელი სათქმელია, რამდენად მათმა დაპირისპირებამ. ნიცშეს აზრით, აპოლონური საწყისის, პლატონური მეტაფიზიკისა და ქრისტიანული მორალის გაბატონებამ ევროპული ცივილიზაცია მიიყვანა ტექნიკურ პროგრესამდე, მანქანური ცხოვრების წესამდე (ტექნოკრატიამდე), სადაც მართლაც კვდება ხელოვნება. ნიცშე უპირისპირდება დასვლურ მეტაფიზიკურ ტრადიციას პლატონიდან დაწყებული ჰეგელით დამთავრებული. ნიცშეს აზრით, ისტორიული განვითარების გარკვეულ ეტაპზე, ანტიკურ სამყაროშივე ჩამოყალიბდა ახალი მსოფლმხედველობა, რომელიც მეცნიერული სულით იყო გამსჭვალული და ანგარიშს აღარ უწევდა დიონისურს. ნიცშეს დასკვნით, თანამედროვე ადამიანი, დიონისურისაგან დაცლილ ცალმხრივ განვითარებულ ცივილიზაციაში ცხოვრობს. სოკრატედან და პლატონიდან მოყოლებული ფილოსოფიური ტრადიცია ცვლის დიონისურ-აპოლონურ მსოფლშეგრძნებას. ამავე ხაზს აგრძელებს ქრისტიანული რელიგია. ნიცშეს აზრით სიცოცხლესთან ყველაზე ახლოს ხელოვნებაა, თუმცა ისიც ილუზორულია. ხოლო ახალ ევროპულ კულტურაში რელიგია შეცვალა მეცნიერებამ. სამყაროს დიონისური განცდა მოკლა მეცნიერების ადამიანმა. ამდენად, სოკრატული ფილოსოფიის მრავალსაუკუნოვანმა ბატონობამ, რელიგიამ, კერძოდ კი ქრისტიანობამ და მეცნიერებამ ევროპული კულტურა და მათ შორის ხელოვნება მიიყვანა ღრმა კრიზისამდე. ფრ. ნიცშემ ჰეგელის ჩაკეტილ სისტემაში დაინახა ყველა ღირებულების გადაფასება. ის საზრისი და ის ღირებულებები, რომლებიც წარმმართავდნენ ცხოვრებას, გაუფასურდა და ხელმოსაჭიდი აღარაფერი დარჩა, რადგან ადამიანმა უკვე გააცნობიერა მეტაფიზიკური ობლობის მდგომარეობა. მაგრამ ღმერთის სიკვდილის შედეგად გაჩენილი ნიჰილიზმი იქნება არა დასასრული, არამედ გარდამავალი ფაზა. ყალბი (პირობითად) ღირებულებების გაუფასურების პარალელურად შეიქმნება ახალი ღიებულებები, რომლებიც უფრო მისაღები იქნება ადამიანისათვის. ამ დროს შეიცვლება ადამიანის არსებობის წესი ღმერთის გარეშე დარჩენილ სამყაროში, რითაც დაიძლევა ნიჰილიზმი. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ გამოვიცნოთ, სად დაესვა კითხვის ნიშანი ადამიანის არსებობის ღირებულებით ორიერტირებს. ნიჰილიზმი, ნიცშეს აზრით, არის აბსტრაქტული ცნებების ჩაკეტილი სისტემის გაღმერთების შედეგი. ხელოვნების არსება, ხელოვნების ლოგიკურ ცნებაში კი არ არის, არამედ სიცოცხლის სტიქიონშია. სიცოცხლის არსება კი მარადიული მოძრაობა და ქმნადობაა. ის ისეთი ძალაა, რომლის ჩაკეტვა არ შეიძლება ლოგიკურ სისტემაში. ამიტომ შეუძლებელია ხელოვნების კვდომა. კვდება მხოლოდ ხელოვნების ის სახეობა, რომელიც რაციონალური საწყისის გამოვლენაა და აპოლონური ეწოდება. ნიცშეს სწამს, რომ დიონისურ ხელოვნებას შეუძლია შეაჩეროს ევროპული კულტურის დეკადანსი.

სამყარო, თავისი ბუნებით დიონისურია. ნიცშე ხედავს დიონისური მსოფლშეგრძნების დაბრუნების ნიშნებს, რომელიც მიაჩნია ხელოვნების არსებობის გარანტიად.

ევროპული ცივილიზაციის ხასიათი რაციონალიზმმა განსაზღვრა. საწყის ეტაპზე, მისი საფუძველი გახდა ანტიკური კულტურა. ა. შოპენჰაუერის მსგავსად, ფრ. ნიცშე ირაციონალიზმისა და ვოლუნტარიზმის წარმომადგენელია, მაგრამ ცდილობს შოპენჰაუერის მსოფლმხედველობრივ პესიმიზმს ოპტიმიზმი დაუპირისპიროს. მოგვიანებით ფრ. ნიცშე თავის შემოქმედებაში ჩამოშორდა ამ ფილოსოფოსს. მისი პირველი წიგნი (განეკუთვნება მისი შემოქმედების პირველ პერიოდს) ეძღვნება რიჩარდ ვაგნერს, ხოლო მასში მაინც აშკარად იგრძნობა შოპენჰაუერის ძლიერი ზეგავლენა.

ნიცშე კითხულობს, ხომ არ იყო რაციონალიზმის წარმომშობი მიზეზი შიში და საკუთარი თავის მოტყუების ცდა. ბერძნულ კულტურას თუ გვინდა, რომ მივუახლოვდეთ, შეუძლებელია მხოლოდ რაციონალიზმისა და მორალიზმის პოზიციებიდან ვიხელმძღვანელოთ, რადგან მას სხვა საფუძველი აქვს. ესაა შემოქმედებითი სული. ნიცშე ინტერესდება, თუ რა წარმოშობს შემოქმედებას. მისი დაკვირვებით, როგორც სიცოცხლეს განსაზღვრავს ორი საპირისპირო სქესის ერთიანობა, ისე შემოქმედებასაც ქმნის ორი საწყისი ძალა. ერთია დიონისური საწყისი, ხოლო მეორე აპოლონური საწყისი. მაგრამ თუ თვალს გავადევნებთ ფრ. ნიცშეს შეხედულებათა ევოლუციას, დავინახავთ, რომ ის ადრეულ ნაშრომებში იცავდა დიონისური და აპოლონური მეტაფიიკური საწყისების ჰარმონიული თანაარსებობის აუცილებლობას, გვიანდელ ნაშრომებში კი ის დიონისურ საწყისს ანიჭებს უპირატესობას. ეს ფაქტი უნდა აიხსნას ფრ. ნიცშეს ფილოსოფიის ერთ-ერთი საკვანძო პუნქტის _ “ძალაუფლების ნების” მეტაფიზიკით. არარაციონალური ნება ხომ თავისი არსით დიონისურია.

დაბოლოს, ჩნდება კიდევ ერთი კითხვა: თუ რაციონალიზმს უარყოფ, თუ საერთოდ ხაზს უსვამ თეოლოგიას “ღმერთის სიკვდილის” გამოცხადებით, მაშ, რაღა რჩება, რაღას იტოვებ სათავისოდ? _ ამ კითხვაზე ჩვენ უკვე შევეცადეთ გაგვეცა პასუხი: ფრ. ნიცშემ ყოველივეს უარყოფის ფონზე წარმოაჩინა ხელოვნების მარადიული ხასიათი და მისი უკვდავი ბუნება.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ვ. ვერესაევი, “სიცოცხლით სავსე სიცოცხლე” თბ. 2006 წ.
  2. ა. ყულიჯანაშვილი, კულტურის თეორია გვ. 42-44
  3. Фридрих Ницше, Сочинения в двух томах, мысль Москва 1990
Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Innovations in Scholarly Communication

Changing Research Workflows

Crazy illusion

Thinking Aloud.

gypsyrepresent

Thinking critically about Romani representation in pop culture

ფილოლოგი

ქართული ფილოლოგია

Global Hinduism

Way of living Life

Learn to Teach Vedic Maths

Magical Methods-- World Leader in Vedic Mathematics

Defenders of Ma'at

Teach, Coach, Live, Learn, Train, Help, Inspire

Asheville Vedic Astrology

Vedic Astrology brought to you by Ryan Kurczak

Hamro dharma

Just another WordPress.com weblog

janeadamsart

An illustrated Journal of eastern and western wisdom

Sathya Sai Baba - Life, Love & Spirituality

Guru Bhagavan Sri Sathya Sai Baba Of Puttaparthi India

Soolaba's Blog

Ultimate Questions, Ultimate Answers

პიროვნული ზრდის სამყარო

„ჩვენ ვერასოდეს მივაღწევთ სიმშვიდეს გარე სამყაროში, სანამ არ მივაღწევთ მას შინაგანში“ - დალაი ლამა

მკითხველის ბლოგი

შთაბეჭდილებები კითხვის შემდეგ

Natia Kentchiashvili

natiakentchiashvili.WordPress.com site

კეჟერაძის ბლოგი

სამშობლოს, ადამიანებისა და ლიტერატურის მოყვარული რიგითი კლიმი

GeoSexMD.com - სამედიცინო სექსოლოგია

სექსუალური განათლება საქართველოში

აჭარა დღეს!

ჩვენ გვიყვარს ჩვენი კუთხე, საქართველოს ერთ–ერთი ულამაზესი მხარე, ჩვენი აჭარა.

Molly Bloom's Day™

ნაღებიან ყავასთან ერთად

მარო მაყაშვილის დღიური

გაფითრებული თებერვლის ლანდი

სემიოტიკა Semiotics

ცირა ბარბაქაძე _ შეხედეთ სამყაროს სემიოტიკის თვალით და აღმოაჩინეთ საკუთარი თავი მრავალ განზომილებაში

ბურუსი - BURUSI

თენგიზ ვერულავა - TENGIZ VERULAVA

Free Yourself

Just say "I am free!"

konspace

კოტეს ბლოგი ყველაფერზე

Barcelonisimo's Blog

ბლოგი მეგობრებისთვის და მათი მეგობრებისთვის...

My Civil Society

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის ბლოგი

ბაბუაწვერა

ოცნებებში გაფანტული ბლოგი ☮

kalatozishvili

КРИТИК - Мы страшные, потому что работаем над этим.

აღმოაჩინე შენთვის საინტერესო / Discover Things That Interest You

აღმოაჩინე შენთვის საინტერესო – ამოუცნობი,არქიტექტურა, აღმოჩენა ,ახალი ამბები, ბუნება, გასართობი, დიზაინი ,დოკუმენტური, ვიდეო ,თამაშები ,ივენთები, კინო / თეატრი ,კოსმოსი, კრეატივი ,მედიცინა ,მეცნიერება ,მისტიკა, მოგზაურობა, მოდა ,მუსიკა ,ნოვაცია ,პიროვნებები ,რელიგია ,სასარგებლო, საჭმელ / სასმელი ,სპორტი, სურათები, ტექნოლოგია ,ფოტოები, ფუფუნების საგნები ,შპალერები, წიგნები, ხელოვნება

Savidge Reads

The Chronicles of a Book Addict

%d bloggers like this: