არისტოტელე

58517_154607567899276_100000501025127_418286_6105319_s

ივანე ჯავახიშვილის სახელობის

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის

III კურსის სტუდენტი ნათია კენჭიაშვილი

საგანი: ლოგიკა

საგნის ხელმძღვანელი: ლერი მჭედლიშვილი

არისტოტელე

(ცხოვრება და ფილოსოფია)

თბილისი 2011

არისტოტელე

(ცხოვრება და ფილოსოფია)

არისტოტელე არის ძველი ბერძნული ფილოსოფიის უდიდესი ფიგურა, რომელმაც უაღრესად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ლოგიკის, მეტაფიზიკის, მათემატიკის, ფიზიკის, ბიოლოგიის, ბოტანიკის, ეთიკის, მედიცინის, თეატრის და მთელი რიგი დარგების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.
არისტოტლე (ბერძნ. Aristotéles) დაიბადა თრაკიაში, ქალაქ სტაგირაში, რის გამოც მას “სტაგირელად” მოიხსენიებენ. 17 წლის იყო, როდესაც ათენში ჩავიდა და 20 წლის განმავლობაში პლატონის აკადემიის მოწაფედ ითვლებოდა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც მასწავლებელი გარდაიცვალა, მან ჩამოაყალიბა საკუთარი ფილოსოფიური სკოლა. მას მიაწერენ გამოთქმას: “პლატონი ჩემი მეგობარია, მაგრამ ჭეშმარიტება უფრო დიდი მეგობარი”. არისტოტელე ფილიპე II-ის მოწვევით გახდა 13 წლის ალექსანდრე მაკედონელის აღმზრდელი.
არისტოტელე აღარ დარჩა ათენში პლატონის გარდაცვალების შენდეგ. ის წავიდა ტროადის ქალაქ ასოსში და დააფუძნა აკადემიის ფილიალი, მაგრამ მოგვიანებით, მან დააარსა საკუთარი ფილოსოფიური სკოლა, რადგან თავისი უკვე საკმაოდ ორიგინალური ფილოსოფიური შეხედულებები უფლებას არ აძლევდა დაბრუნებულიყო პლატონის აკადემიაში. ახალი სასწავლებელი მდებარეობდა ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ლიკეიონში, აპოლონ ლიკეოსის ტაძრის სიახლოვეს. “პერიპატოს” – ასე უწოდებდნენ სხვანაირად სკოლას, ხოლო მის წევრებს პერიპატეტიკოსებს. ეს კი ასახავს იმ ტრადიციას,რომლის მიხედვით, მოსწავლეები და მასწავლებელი სეირნობდნენ (ბერძნ. “პერიპატე”-ობდნენ) ლიკეიონის ბაღში და მსჯელობდნენ ფილოსოფიაზე. მის სკოლას ჰყავდა მოსწავლეები, ჰქონდა ბიბლიოთეკა და რეგულარულად ტარდებოდა ლექციები.
ძვ. წ. 323 წელს, როდესც ალექსანდრე მაკედონელი გარდაიცვალა, ათენში დაიწყო რეაქცია მაკედონელთა ბატონობის წინააღმდეგ, რაც არისტოტელესაც შეეხო, როგორც ალექსანდრესთან დაახლოებულ პირს. მას, ისევე როგორც სოკრატეს, ბრალი დასდეს “არაღვთისმოსაობაში” (“ასებია”). არისტოტელემ, მისისვე სიტყვებით რომ ვთქვათ, “იხსნა ათენელები მეორე დანაშაულისაგან ფილოსოფიის წინააღმდეგ” და სოკრატესგან განსხვავებით, დატოვა ათენი. მან დარჩენილი ცხოვრება გაატარა თავისი დედის მამაულში, ევბოას ქალაქ ქალკისში, სადაც ავადმყოფობით გარდაიცვალა 62 წლის ასაკში (ალექსანდრე მაკედონელის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ).
გოეთე აისტოტელეს ფილოსოფიას მოხდენილად ადარებდა პირამიდას, რომელიც ზეცისკენ საფეხუროებრივად მიემართებოდა მიწაზე დამყარებული ვრცელი საძირკველიდან. ხოლო პლატონის ფილოსოფიას – ობელისკს, ანდა ცეცხლის ალ, რომელიც მიწიდან პირდაპირ ზეცაშია ატყორცნილი გრადაციების გარეშე.
არისტოტელე გაემიჯნა პლატონის თეორიას მატერიალური სამყაროსაგან დამოუკიდებლად არსებული იდეების შესახებ. მისთვის იდეები განცალკევებულად არ არსებობენ, არამედ არიან მატერიაში. არისტოტელეს ფილოსოფიას “ჰილემორფიზმსაც” უწოდებენ, ანუ მატერიის (ჰილე) და ფორმის (მორფე) ერთობლიობის ფილოსოფიას. არისტოტელე მივიდა ყველგვარ ფორმას და თვისებას მოკლებული პირველადი მატერიის გააზრებამდე: პირველადი მატერია არის სრული პოტენციურობა, რომელსაც შეუძლია მიიღოს ნებისმიერი ფორმა. ფორმა არის მატერიის პოტენციის აქტუალიზაცია.

არისტოტელეს მოძღვრების თანახმად, ყველა არსებას აქვს პოტენციის აქტუალობად ქცევის საკუთარი გზა და საკუთარი დანიშნულება, ბერძნულად “ტელოს”-ი. არისტოტელეს ცნობილი ტერმინი “ენ-ტელექია” ნიშნავს იმას, რომ საგანი არულებს თავის დანიშნულებას, არის თავის “ტელოსში”. მისთვის მოძრაობები ბუნებაში არ არის შემთხვევითი, არამედ ტელეოლოგიურია. არისტოტელე დააკვირდა მოძრაობების ბუნებას და შენიშნა, რომ ყველაფერი რაც მოძრაობს, მოძრაობს რაღაც სხვა მოძრავის მეშვეობით. მაგრამ ეს ქმნის მანკიერ უსასრულობას. მაშ, რა არის ის, რაც ამოძრავებს სხვებს და თვითონ რჩება უძრავი? ასეთი რამ არისტოტელესთვის არის ღმერთი _ “უძრავი მამოძრავებელი”. სამყარო, როგორც მთლიანობა, ღმერთის თანამარადიულია. ცოცხალი არსებები, ფლორისა და ფაუნის თითოეული სახეობა მარადიულად ასეთები იყვნენ. არისტოტელეს ამ შეხედულებას, რომელიც ძირითადად მიიღეს ნეოპლატონიკოსებმა, შემდგომში დაუპირისპირდნენ ქრისტიანები თავიანთი იდეით სამყაროს ეხ ნიჰილო ანუ სამყაროს არაფრისგან შექმნის შესახებ. არისტოტელეს ღმერთი არის გონება. მისთვის ადამიანის სული არ არის დამოუკიდებელი მისივე სხეულისაგან, არამედ, როგორც ნებისმიერი ფორმა, წარმოადგენს ამ სხეულის ენტელექიას, ანუ სხეულის პოტენციის აქტუალიზაციას.
არისტოტელეს სამყარო იყოფა ორ ნაწილად:
• მთვარისქვეშა სამყარო, სადაც ყველაფერი იბადება და კვდება და ასე დაუსრულებლად. მთვარისქვეშა სამყარო შედგება ოთხი სტიქიისაგან: ცეცხლი, წყალი, ჰაერი და მიწა;
• მთვარისზედა სამყარო, სადაც არის მარადიული მატერიალური სხეულები – პლანეტები, თითოეული საკუთარი სფეროთი, ხოლო სულ მაღლა, ვარსკვლავების სფერო. ციური სხეულები შედგებიან სხვა, უფრო მაღალი ელემენტის – ეთერისაგან. სამყაროს ცენტრში კი არის დედამიწა და სწორედ მის გარშემო ბრუნავენ პლანეტები. ხილული სამყაროს ეს სურათი ძირითადად იყო შუა საუკუნეებში გავრცელებული წარმოდგენა, სანამ კოპერნიკმა და გალილეიმ ახალი ხედვა არ წამოაყენეს და მზე არ მოაქციეს სამყაროს ცენტრში.
არისტოტელეს ტელეოლოგიურ ხედვასვე ეფუძნება მისი ეთიკა. ადამიანს, მისი აზრით, აქვს საკუთარი ტელოსი, რაც არის ღირსეული ცხოვრება, სიქველეებისა და სათნოებების შეძენა. ეს კი შეუძლებელია აზროვნების გარეშე. ემოცია არც ღირსებაა და არც მანკიერება. ჩვენ არ გვადანაშაულებენ იმისათვის, რომ გაგვაჩნია განცდები, არამედ იმისათვის, რომ არ დავუმორჩილეთ იგი გონებას. ღირსებად არ შეიძლება ჩაითვალოს ჩვენი ბუნებრივი მონაცემი, რადგან ის ჩვენი ჩვევის (ბერძნ. “ეთოს”) გამომუშავების შედეგად მიიგება. ღირსება არისტოტელესთან დაკავშირებულია ოქროს შუალედის პოვნასთან ორ უკიდურესობას შორის. მაგალითად, ღირსება არის შუალედი ნაკლსა და გადაჭარბებას შორის და ა.შ.
არისტოტელე შეიძლება ჩაითვალოს ლოგიკის, როგორც სამეცნიერო დისციპლინის, ფუძემდებლად. მან შექმნა ფორმალურ-თეორიული ლოგიკა, ანუ განიხილა ლოგიკა და მისი წესები თავისთავად, მოწყვეტილად ყოველგვარი ონტოლოგიური დატვირთვების გარეშე. მას ლოგიკური წესები სჭირდებოდა როგორც ინსტრუმენტი ფილოსოფიისთვის და არა როგორც თვითკმარი დისციპლინა. მისი მთავარი ნაშრომი ლოგიკაში არის ორგანონი , რომელშიც პირველად გვხვდება ტერმინი ლოგიკა, როგორც მსჯელობის ეკვივალენტი. როგორც ლოგიკის მამა, ის იყო პირველი, რომელმაც მსჯელობის მთელი სისტემა ჩამოაყალიბა. არისტოტელე დააკვირდა, რომ ყოველი არგუმენტის სისწორე დამოკიდებულია უფრო მის სტრუქტურაზე, ვიდრე შინაარსზე. ამის კლასიკური მაგალითი არის შემდეგი სილოგიზმი:

• ყველა ადამიანი მოკვდავია
• სოკრატე ადამიანია

მაშასადამე, სოკრატე მოკვდავია

თავის სიცოცხლის განმავლობაში არისტოტელემ 200-ზე მეტი ნაშრომი დაწერა, მაგრამ მათგან ჩვენამდე მხოლოდ 31-მა მოაღწია.
არისტოტელეს თხზულებანი ორ ნაწილად იყოფა:
1. ეგზოთერული, პუბლიკის გარეშე “გაცემული ნაშრომები”;
2. ეზოთერული, ანუ პედაგოგიური ნაწერები, რომლებიც განკუთვნილი იყო ლიკეიონის სტუდენტების ვიწრო წრისათვის და ძირითადად სწორედ სალექციო ჩანაწერებს, კონსპექტებს წარმოადგენდნენ.
არისტოტელეს პირველი ტიპის შრომები დიალოგის სახით იყო დაწერილი, პლატონის მსგავსად. მისი ფილოსოფია უდაოდ არის დაკავშირებული პლატონის მოძღვრებასთან, მაგრამ ამასთანავე მისგან განსხვაავდება.სამწუხაროდ, ამ ან ჩანაწერებმა ჩვენამდე ვერ მოაღწია. რაც შეეხება მეორე ტიპის ნაშრომებს, მათი ვრცელი კორპუსია შემონახული.
არისტოტელეს მემკვიდრეობას სავარაუდოდ სამ პერიოდად ყოფენ:
I პერიოდს მიაკუთვნებენ იმ ნაშრომებს, რომლებიც აშკარაა პლატონის გავლენა; მათში არისტოტელე აბსოლუტურად იზიარებს თავისი მასწავლებლის იმ იდეებსაც, რომლებსაც შემდგომში დაუპირისპირდა;
II პერიოდის ნაშრომებში პლატონის გავლენა ისევ მნიშვნელოვანია, მაგრამ უკვე ჩანს არისტოტელეს კრიტიკული დამოკიდებულებაც აკადემიის ტრადიციასთან;
III პერიოდის ნაშრომებს აკავშირებენ არისტოტელეს ლიკეიონში მოღვაწეობის პერიოდთან. მათში უკვე აშკარაა არისტოტელეს საკუთარი, იდიოსინკრეტული მეთოდი, ორიგინლური მიდგომა ფილოსოფიისადმი. ძირითადი, რაც განასხვავებს მაას პლატონისაგან მეთოდოლოგიური თვალსაზრისით, არის ის, რომ არისტოტელე ფიზიკური რეალობის შესწავლას აუცილებელ საფეხურად მიიჩნევს ფილოსოფიისათვის.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ანტიკური ლიტერატურა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი, თბილისი, 2009.

2. ს. ყაუხჩიშვილი, ანტიკური ლიტერატურის ისტორია, თბილისი, განათლება, 1971.

Advertisements
Innovations in Scholarly Communication

Changing Research Workflows

Crazy illusion

Thinking Aloud.

gypsyrepresent

Thinking critically about Romani representation in pop culture

ფილოლოგი

ქართული ფილოლოგია

Global Hinduism

Way of living Life

Learn to Teach Vedic Maths

Magical Methods-- World Leader in Vedic Mathematics

Defenders of Ma'at

Teach, Coach, Live, Learn, Train, Help, Inspire

Asheville Vedic Astrology

Vedic Astrology brought to you by Ryan Kurczak

Hamro dharma

Just another WordPress.com weblog

janeadamsart

An illustrated Journal of eastern and western wisdom

Sathya Sai Baba - Life, Love & Spirituality

Guru Bhagavan Sri Sathya Sai Baba Of Puttaparthi India

Soolaba's Blog

Ultimate Questions, Ultimate Answers

პიროვნული ზრდის სამყარო

„ჩვენ ვერასოდეს მივაღწევთ სიმშვიდეს გარე სამყაროში, სანამ არ მივაღწევთ მას შინაგანში“ - დალაი ლამა

მკითხველის ბლოგი

შთაბეჭდილებები კითხვის შემდეგ

Natia Kentchiashvili

natiakentchiashvili.WordPress.com site

კეჟერაძის ბლოგი

სამშობლოს, ადამიანებისა და ლიტერატურის მოყვარული რიგითი კლიმი

GeoSexMD.com - სამედიცინო სექსოლოგია

სექსუალური განათლება საქართველოში

აჭარა დღეს!

ჩვენ გვიყვარს ჩვენი კუთხე, საქართველოს ერთ–ერთი ულამაზესი მხარე, ჩვენი აჭარა.

Molly Bloom's Day™

ნაღებიან ყავასთან ერთად

მარო მაყაშვილის დღიური

გაფითრებული თებერვლის ლანდი

სემიოტიკა Semiotics

ცირა ბარბაქაძე _ შეხედეთ სამყაროს სემიოტიკის თვალით და აღმოაჩინეთ საკუთარი თავი მრავალ განზომილებაში

ბურუსი - BURUSI

თენგიზ ვერულავა - TENGIZ VERULAVA

Free Yourself

Just say "I am free!"

konspace

კოტეს ბლოგი ყველაფერზე

Barcelonisimo's Blog

ბლოგი მეგობრებისთვის და მათი მეგობრებისთვის...

My Civil Society

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის ბლოგი

ბაბუაწვერა

ოცნებებში გაფანტული ბლოგი ☮

kalatozishvili

КРИТИК - Мы страшные, потому что работаем над этим.

აღმოაჩინე შენთვის საინტერესო / Discover Things That Interest You

აღმოაჩინე შენთვის საინტერესო – ამოუცნობი,არქიტექტურა, აღმოჩენა ,ახალი ამბები, ბუნება, გასართობი, დიზაინი ,დოკუმენტური, ვიდეო ,თამაშები ,ივენთები, კინო / თეატრი ,კოსმოსი, კრეატივი ,მედიცინა ,მეცნიერება ,მისტიკა, მოგზაურობა, მოდა ,მუსიკა ,ნოვაცია ,პიროვნებები ,რელიგია ,სასარგებლო, საჭმელ / სასმელი ,სპორტი, სურათები, ტექნოლოგია ,ფოტოები, ფუფუნების საგნები ,შპალერები, წიგნები, ხელოვნება

Savidge Reads

The Chronicles of a Book Addict

%d bloggers like this: