ვუნდერკინდებისა და გენიოსების ფენომენი

58517_154607567899276_100000501025127_418286_6105319_s

ივანე ჯავახიშვილის სახელობის

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის

II კურსის სტუდენტი ნათია კენჭიაშვილი

თემა სახელწოდებით:

ვუნდერკინდებისა და გენიოსების ფენომენი

ვუნდერკინდები – ვინ არიან ისინი: ბავშვები, რომლებსაც დაბადებიდან დაჰყვათ არაორდინარული შესაძლებლობები, მერე განუვითარდათ თუ უბრალოდ ღვთისაგან ნაბოძები უნარია?

ისინი, როგორც ყველა ჩვეულებრივი ადამიანი, თავიანთ ადგილს ეძებენ ცხოვრებაში, მაგრამ როდესაც იზრდებიან, ხშირად კარგავენ უნიკალურ ნიჭს და საზოგადოებისაგან არაფრით გამორცეული, ასე ვთქვათ, ჩვეულებრივი მოკვდავნი ხდებიან.

რატომ ხდება ასე?საოცარი ბავშვების ამ და სხვა ფენომენალური მხარეების ახსნას კაცობრიობა უკვე დიდი ხანია ცდილობს.

ცნება “ვუნდერკინდი” (გერმანულიდან თარგმანში – “საოცარი ბავშვი”) XVII საუკუნეში გაჩნდა. მაშინდელი ევროპის სკოლებში სწორედ ასე უწოდებდნენ ასაკთან შედარებით გამორჩეულად განვითარებულ ბავშვებს. იმ დროის ტრაქტატში სახელწოდებით “ბავშვები, რომლებიც სახელგანთქმულნი გახდნენ” ფრანგ მორალისტ ბაიეს უამრავი მაგალითი მოჰყავს იმის შესახებ, თუ როგორ მოჰქონდა ნაადრევად გამოვლენილ ტალანტს ადამიანთათვის მაღალი თანამდებობები და პატივისცემა. თითქოს ეს უეჭველი ჭეშმარიტება იყო, მაგრამ უკვე შემდგომ საუკუნეებში ჩვეულებრივზე მეტად დაჯილდოებული ბავშვებისადმი ერთგვარი ეჭვი გაუჩნდათ. ისეთი მოსაზრებაც კი არსებობდა, რომ ბავშვებში ინტელექტუალური განვითარების დაყოვნება დადებითი იყო მათი ფსიქიკისათვის, ეგ კი არა, მასწავლებლები მშობლებს ურჩევდნენ კიდეც, რომ შვილები ორი წელი დაეტოვებინათ ერთსა და იმავე კლასში.

მოგვიანებით, უკვე XX საუკუნეში, მაღალი ინტელექტუალური შესაძლებლობების გამოვლენა IQ-ს გამოთვლის მიხედვით ხდებოდა. IQ_An intelligence quotient _ ეს მეთოდი, რომელიც 1912 წელს გამოიყენა გერმანელმა ფსიქოლოგმა უილიამ სტერნმა, დღესაც პოპულარულია. ბავშვს გარკვეული პერიოდის განმავლობასი უტარებდნენ ტესტს, რის მიხედვიტაც ირკეოდა მისი უნიკალურობა:

70-80-ის ტოლია სუსტად განვიტარებული ბავშვების მაჩვენებელი;

100 – ჩვეულებრივი ადამიანის მაჩვენებელი;

100-120 – განსაკუთრებით დაჯილდოებული ბავშვის მაჩვენებელი;

120-140 – ვუნდერკინდების…

ტესტირების ეს სისტემა განსაკუთრებით XX საუკუნის II ნახევარში გავრცელდა, თუნცა, როგორც ცხოვრება გვიჩვენებს, ადამიანის გენიალურობის მათემატიკურად გამოთვლა შეუძლებელია.

მეცნიერებამ საკმაოდ დიდი დრო დაუთმო ვუნდერკინდების დაბადების საიდუმლოს შესწავლას. ჯერ კიდევ გოეთე ამტკიცებდა, რომ “გენიოსი – ეს არის 1% ტალანტი და 99% ოფლი”. თანამედროვე მკვლევრები სხვა შეფასებამდე მივიდნენ: მხოლოდ 20% – ადამიანის პირადი დამსახურებები, 80% კი – ბუნების ჯილდო.

ისევე, როგორც ზღაპარში კეთილ და ბოროტ ჯადოქრებზე, პატარა გენიოსიც უძვირფასეს ნიჭს იღებს ჯილდოდ, მაგრამ ტვირთად აწევს იმ საზოგადოებაში ცხოვრება, რომელიც მის გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევას ცდილობს. საოცარი ბავშვები, როგორც წესი, სათუთი და მგრძნობიარენი არიან. ადრე ნაკისრ გენიალურობის ტვირთს ხშირად მათი ფსიქიკა ვერ უძლებს. ლაპარაკი აღარ არის იმაზე, რომ მათნაირი გამორჩეული არავის უყვარს და უამრავი ფსიქოლოგიური სირთულის გადალახვა უწევთ. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ნაადრევი ნიჭიერების 90% მოგვიანებით ვეღარ ამართლებს მოლოდინს და უკვე 18 წლისათვის მათი უმრავლესობა ჩვეულებრივი მოზარდი ხდება. თანაც, თუ ვაჟებში 10% მაინც ხდება ცნობილი, გოგონების 99%-ში ნიჭი იკარგება.

საერთოდ, მამაკაცებს შორის გენიოსი მეტია. ისინი ფართოდ არიან გაფანტულნი ინტელექტის შკალაზე – არიან როგორც მეტისმეტად ჭკვიანები, ასევე უკიდურესად სულელები, იმ დროს, როდესაც ქალებს შორის უმეტესობა საჭიროზე მეტად ან ნაკლებად ჭკვიანები კი არ არიან, არამედ საშუალო წკუისანი.

მაინც რა არის საჭირო, რომ ახალგაზრდა ტალანტმა მომავალ ცხოვრებაში თავისი ადგილი იპივოს? აღმოჩნდა, რომ ამ შემთხვევაში ორი ფაქტორი უნდა დაემთხვეს ერთმანეთს – ბუნებრივი ნიჭი, რომელიც არ უნდა განელდეს და სოციალუი მდგომარეობა, რადგან გენიოსებს დახმარება სჭირდებათ. მაგალითად, ზოგიერთი ვუნდერკინდი უკვე მოზრდილ ასაკში დონით თანატოლებს უთანაბრდება, თუმცა თავის ავადმყოფურ ამბიციებს ვერ ელევა. ბევრი მორალურად ტყდება, უჩნდება ნევროზი, დეპრესია, საკურათ თავში იკეტება.

და კიდევ ერთი რამ:შესანიშნავი აკადემიური მოსწრება ბავშვის გენიალურობასა და ვუნდერკინდობას არ ნიშნავს.

“არ ვიცით რა ვუყოთ ჩვენს ბერტს: იგი უკვე 9 წლისაა და არაფერი იცის”, _ გამოიცანით ვისი მშობლები იტყოდნენ ამას? ვისი და ალბერტ აინშტაინის! ბავშვის არადამაკმაყოფილებელ ცოდნას მასწავლებლებიც ადასტურებდნენ და მას საკმაოდ დაბალ შეფასებას აძლევდნენ. ალბერტი კლასში თანატოლებზე ორი წლით დიდი იყო და საერთოდაც, გვიან დაიწყო ლაპარაკი. მოკლედ, ბავშვობაში ვუნდერკინდს ვერავინ უწოდებდა, მაგრამ ის დიდი გენიოსი დადგა. აინშტაინის მაგალითი ყველაზე პარადოქსული და კომიკურია, მაგრამ არა ერთადერთი. ცნობილი ადამიანების ცხოვრებაში ამის მსგავსი მრავალი მაგალითი არსებობს, როცა მათ გენიალობას თავიდან არც ცნობდნენ და ვერც ხვდებოდნენ. პირველ რიგში, მეცნიერები და მხატვრები და ასევე გამომგონებლებიც, თეატრის მსახიობები, ლიტერატორები ამ ბედს ხშირად იზიარებდნენ: დაწყებული  ფრანგ მათემატიკოს ევარისტ გალუადან, რომელიც სკოლის რამდენიმე გამოცდაში ჩაჭრეს, დამთავრებული ამერიკელი გამომგონებლით თომას ალვა ედისონით, ვისი ნათურაც თავიდან “სულელურ იდეად” ჩათვალეს. ცნობილია, რომ მას მასწავლებელმა მთელი კლასის თანდასწრებით “ვირისტვინა” უწოდა. ნიუტონი სკოლაში საერთოდ გონებასუსტად მიაჩნდათ.

ემილ ზოლას ფრანგულ ენაში მუდამ არადამაკმაყოფილებელი შეფასება ჰქონდა. შესანიშნავმა მხატვარმა პაბლო პიკასომ 10 წლამდე არ იცოდა წერა-კითხვა. “Microsoft”-ის დამაარსებელმა ბილ გეიტსმა ვერ დაძლია ჰარვარდის პროგრამა და უკვე IV კურსიდან მიატოვა სწავლა. საბოლოოდ მეცნიერები ერთ დასკვნამდე მივიდნენ: მათ დაადგინეს, რომ ადამიანის გენიალურობა თავის ტვინის სხვადასხვა უბანთანაა დაკავშირებული. იმის მიხედვით, თავის რა ნაწილია განვითარებული, ერთ ბავშვს ურთულესი მათემატიკური ამოცანების ამოხსნა შეუძლია, მეორეს – გენიალური მუსიკის დაწერა. მსოფლიოში ერთ-ერთი სახელგანთქმული ვუნდერკინდი იყო კომპოზიტორი ვილფგანგ ამადეუს მოცარტი; ის სამი წლის ასაკში ქმნიდა მუსიკას, ხუთი წლისა კონცერტებს ატარებდა, შესანიშნავად უკრავდა კლავისინზე, ვიოლინოსა და ორგანზე, კითხულობდა ნებისმიერ პარტიტურას.

მუსიკალური ტალანტი ერთ-ერთი პირველი ვლინდება. მაგალითად, ბელგიელი ერიკ ვასარჰალი, რომელიც ზუსტად 3 წლისა უკრავდა როიალზე, 4 წლისამ კი აითვისა დასავლური კულტურული მემკვიდრეობის უდიდესი ნაწილი. ამერიკელი ბიჭუნა რენდი სკოტი ასევე 3 წლისა მიუჯდა როიალს, ამას გარდა ვიოლინოც შეისწავლა და 4 წლისა უკვე კონცერტებს მართავდა; რუმინელი რადუ პოსტევარუ ჯერ კიდევ საბავშვო ბაღში დადიოდა, როცა მთელ ორკესტრს დირიჟორობდა.

საინტერესო რამ უწერია ხულიო კორტასარს თავის მოთხრობაში “მდევარი”, რომელიც ეხება ერთ გენიალურ საქსაფონისტს სახელად ჯონის: “ყველას შეუძლია – რა თქმა უნდა – პოეტური სულისა თუ ტალანტის პატრონს – იოლად დაემგვანოს ჯონის, თუკი უარს იტყვის იყოს მაგნაირი უიღბლო, ავადმყოფი, მანკიერი და უნებისყოფო. დიახ, მე ეგრე მგონია, მეც კი, უამრავჯერ რომ აღვფრთოვანებულვარ გენიოსებით აინშტაინებით თუ პიკასოებით, აღვფრთოვანებულვარ წმინდათაწმინდა სახელებით, იმ სახელებით, ყოველ წუთში რომ შეგვიძლია გამოვაცხადოთ (განდი, ჩაპლინი, სტრავინსკი და ა.შ.), მზად ვარ სხვებივით ვირწმუნო, რომ მსგავსი უნიკუმები ისევე დააბიჯებენ ცაში, როგორც დედამიწაზე და არაფერი გამაკვირვებს, რაც უნდა ჩაიდინონ. ისინი აბსოლუტურად განსხვავდებიან ჩვენგან და ამაზე არაფერი გვეთქმის”.

მუსიკალური ნიჭი ერთია, მაგრამ როცა საუბარრია მეცნიერებაში გამოვლენილ უნარსა და მიღწეულ წარმატებებზე, მკვლევართა აზრით, საქმე გვაქვს არა იმდენად ნიჭთან, რამდენადაც მეტისმეტად განვითარებულ შესაძლებლობებთან. თუმცა ვუნდერკინდები აქაც გვაოცებენ. პატარა ამერიკელი ჯონათან სკოტი 5 წლისა იყო, უფროსი დის ქიმიის წიგნებმა რომ გაიტაცა, მე-2 კლასელი უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა, თუნცა უკვე ასპირანტურის დონის ცოდნა ჰქონდა; მისი თანამემამულე უინფრიდ სტოუნერი 6 თვისა ალაპარაკდა, 4 წლისამ ლათინური და ესპერანტო ისწავლა. 5 წლისამ უკვე 8 ენა იცოდა, 9 წლისა უნივერსიტეტში ჩაირიცხა, 12-ისა კი მეცნიერებათა დოქტორი გახდა; ცნობილმა მკვლევარმა ნორბერტ ვინერმა უკვე 6 წლისამ რამდენიმე უცხო ენა იცოდა, 11 წლისამ საშუალო საშუალო სკოლა დაამთავრა, 18 წლისა კი ჰარვარდის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორი გახდა.

ზოგიერთ გენიოსს ვერ უგებენ იმის გამო, რომ ისინი ან საკმაოდ გვიან ყალიბდებიან, ან პირიქით – ძალიან ადრე.

გემანული მწერლობის კლასიკოსი იოჰან ვოლფგანგ გოეთე 7 წლისა იყო, როცა ექვს ენაზე ლაპარაკობდა.

ფრანგი ფილოსოფოსი ბლეზ პასკალი, 16 წლისა გეომეტრიულ ასსეებს წერდა. სამაგიეროდ, პოლ სეზანმა საკმაოდ გვიან დაიწყო ხატვა, ირლანდიელმა დრამატურგმა ბერნარდ შოუმ კი თავისი პირველი პიესა 40 წლის ასაკში დაწერა.

რისკი ორივე შემთხვევაში არსებობს: პირველნი შურს აღძრავენ, მეორენი – გარშემომყოფთა მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Innovations in Scholarly Communication

Changing Research Workflows

Crazy illusion

Thinking Aloud.

gypsyrepresent

Thinking critically about Romani representation in pop culture

ფილოლოგი

ქართული ფილოლოგია

Global Hinduism

Way of living Life

Learn to Teach Vedic Maths

Magical Methods-- World Leader in Vedic Mathematics

Defenders of Ma'at

Teach, Coach, Live, Learn, Train, Help, Inspire

Asheville Vedic Astrology

Vedic Astrology brought to you by Ryan Kurczak

Hamro dharma

Just another WordPress.com weblog

janeadamsart

An illustrated Journal of eastern and western wisdom

Sathya Sai Baba - Life, Love & Spirituality

Guru Bhagavan Sri Sathya Sai Baba Of Puttaparthi India

Soolaba's Blog

Ultimate Questions, Ultimate Answers

პიროვნული ზრდის სამყარო

„ჩვენ ვერასოდეს მივაღწევთ სიმშვიდეს გარე სამყაროში, სანამ არ მივაღწევთ მას შინაგანში“ - დალაი ლამა

მკითხველის ბლოგი

შთაბეჭდილებები კითხვის შემდეგ

Natia Kentchiashvili

natiakentchiashvili.WordPress.com site

კეჟერაძის ბლოგი

სამშობლოს, ადამიანებისა და ლიტერატურის მოყვარული რიგითი კლიმი

GeoSexMD.com - სამედიცინო სექსოლოგია

სექსუალური განათლება საქართველოში

აჭარა დღეს!

ჩვენ გვიყვარს ჩვენი კუთხე, საქართველოს ერთ–ერთი ულამაზესი მხარე, ჩვენი აჭარა.

Molly Bloom's Day™

ბებია ასტრიდი 1907-2017

მარო მაყაშვილის დღიური

გაფითრებული თებერვლის ლანდი

სემიოტიკა Semiotics

ცირა ბარბაქაძე _ შეხედეთ სამყაროს სემიოტიკის თვალით და აღმოაჩინეთ საკუთარი თავი მრავალ განზომილებაში

ბურუსი - BURUSI

თენგიზ ვერულავა - TENGIZ VERULAVA

Free Yourself

Just say "I am free!"

konspace

კოტეს ბლოგი ყველაფერზე

Barcelonisimo's Blog

ბლოგი მეგობრებისთვის და მათი მეგობრებისთვის...

My Civil Society

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის ბლოგი

ბაბუაწვერა

ოცნებებში გაფანტული ბლოგი ☮

kalatozishvili

КРИТИК - Мы страшные, потому что работаем над этим.

აღმოაჩინე შენთვის საინტერესო / Discover Things That Interest You

აღმოაჩინე შენთვის საინტერესო – ამოუცნობი,არქიტექტურა, აღმოჩენა ,ახალი ამბები, ბუნება, გასართობი, დიზაინი ,დოკუმენტური, ვიდეო ,თამაშები ,ივენთები, კინო / თეატრი ,კოსმოსი, კრეატივი ,მედიცინა ,მეცნიერება ,მისტიკა, მოგზაურობა, მოდა ,მუსიკა ,ნოვაცია ,პიროვნებები ,რელიგია ,სასარგებლო, საჭმელ / სასმელი ,სპორტი, სურათები, ტექნოლოგია ,ფოტოები, ფუფუნების საგნები ,შპალერები, წიგნები, ხელოვნება

Savidge Reads

The Chronicles of a Book Addict

%d bloggers like this: