„ინდოეთის სიბრძნე“

58517_154607567899276_100000501025127_418286_6105319_s

ივანე ჯავახიშვილის სახელობის

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის

კურსის სტუდენტი ნათია კენჭიაშვილი

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 92 წლისთავისადმი მიძღვნილი სტუდენტთა 70-ე საუნივერსიტეტო კონფერენცია

საკონფერენციო თემა სახელწოდებით 

„ინდოეთის სიბრძნე“

თბილისი 2010

ძველი ინდოეთის ფილოსოფიური მოძღვრებანი დასაბამს იღებს მითოსური მსოფლმხედველობის არქაული ფორმიდან, კერძოდ კი მისი საფუძველია ვედური ლიტერატურა. ინდური კულტურა თავის არსებობას იწყებს ძვ. წ. II ათასწლეულის მეორე ნახევრიდან, როდესაც ჩრდილო-დასავლეთიდან მოსული არიელების ტომი დასახლდა ირანსა და ჩრდილოეთ ინდოეთის ტერიტორიაზე. ამ დროს მოხდა არიელთა მაღალგანვითარებული კულტურის შერწყმა აბორიგენი ტომების პრიმიტიულ კულტურასთან. პირველსამშობლოდან ინდოარიელებმა მოიტანეს რწმენა, მემკვიდრეობითაც შეიძინეს ადგილობრივთაგან ბევრი რამ და შექმნეს სრულიად ახალი რელიგიურ-ფილოსოფიური მოძღვრებანი. არიელებმა თან მოიტანეს თავიანთი თქმულებანი, ჰიმნები და რიტუალები, რომელთა შერწყმითაც ადგილობრივ ხალხთა მითოსურ-რელიგიურ რწმენასთან დაიწყო ვედური აზროვნების ჩამოყალიბება და განვითარება. არსებობს სხვადასხვა თეორია იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იყვნენ არიალები? საიდან მოვიდნენ? რომელ ეთნოსს განეკუთვნებოდნენ და რა ენაზე საუბრობდნენ? საერთო საფუძველი, რაზეც მეცნიერები შეიძლება შეთანხმდნენ მგდომარეობს შემდეგში: არიელები და ირანელები ერთი წარმოშობისანი არიან, დასახლების საერთო არეალიდან ირანსა და ინდოეთში მოსულნი ზარატუსტრას ხანაში, რის გამოც მრავალი მსგავსება არსებობს მათ შორის, ერთ-ერთი კი ავესტასაც უკავშირდება. რადგან რიგვედას ჰიმნები შინაარსობრივად ემსგავსება ძველი სპარსელების მითოსურ საგალობლებს _ „ავესტას“ გათებს (რომლისგანაც ზოროასტრიზმი განვითარდა), ამიტომ გავრცელებულია აზრი არიელების ემიგრაციასთან მათი ურთიერთკავშირის შესახებ. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად არიელთა წინარესამშობლო დღევანდელი რუსეთის ტერიტორიაა, როგორც დღეს მეცნიერთა უმრავლესობა თვლის. მეორე ჰიპოთეზა კი ეკუთვნის ახალზელანდიელ ლინგვისტებს, რასელ გრეის და კვენტინ ატკინსონს (ოკლანდის უნივერსტეტიდან), რომელთაც მიაჩნიათ, რომ არიათა (არიელებთა, არიელთა) „საცხოვრი“ წარმოადგენდა სამხრეთ კავკასია და მცირე აზია. მეცნიერები ასეთ დასკვნამდე მაშინ მივიდნენ, როდესაც ინდოევროპული ენების ნათესაური კავშირის ანალიზისთვის, ახალი სტატისტიკური მეთოდი გამოიყენეს. მათ დაასკვნეს, რომ ინდოევროპული ენების განცალკევება (ერთობის დაშლა) საკმაოდ ადრე მოხდა ძვ. წ-ის 10000-სა და 8000-ს წლებს შორის და არა ძვ. წ-ის VI ათასწლეულში, როგორც ამას დღეს მეცნიერთა უმრავლესობა თვლის. ეს აღმოჩენა ნაწილობრივ ამართლებს  ე. წ. ანატოლიურ თეორიას (ინდოევროპელების მცირე აზიიდან წარმოშობაზე). ინფორმაცია ამ აღმოჩენის შესახებ სერიოზულ სამეცნიერო ჯურნალში „Nature“-ში გამოქვეყნდა. ვფიქრობ, ყველას ააქვს წარმოდგენა ძველ არიულ ცივილიზაციაზე, რომელიც ჩრდილოეთ ინდოეთსა და ირანში ძვ. წ-ის II ათასწლეულში არსებობდა. შედარებითი ინდოევროპეისტიკის ფუძემდებლებს, დიდი ხნის განმავლობაში, ყველა ინდოევროპული ენის წინაპრად უკამათოდ მიაჩნდათ სანსკრიტი (ძველ არიათა „კულტურულ“ ენა). მაგრამ არიები ინდოეთსა და ირანში საიდან უნდა მისულიყვნენ? ამ საკითხს, ძირითადად, ორი მთავარი კონცეფცია ეხმიანება. კლასიკური „ყორღანული თეორი“ რომელიც თვლის, რომ არიათა წინაპრები ევრაზიული სტეპების (ველ-მინდვრების) მომთაბარეები იყვნენ და დაახლოებით ძვ. წ-ის VI ათასწლეულში, სამხრეთ რუსეთიდან და უკრაინიდან მოვიდნენ ინდოეთში. ამ თეორიის თანახმად, ინდოევროპულ ენათა განყოფა სწორედ მაშინ დაიწყო. მეორე თეორია – ზემოთ ნახსენები ანატოლიური (სხვათაშორის, რომელიც ეკუთვნის თ. გამყრელიძესა და ვ. ვ. ივანოვს), – აცხადებს, რომ ინდოევროპელთა წინაპრები მშვიდობიანი მიწათმოქმედები იყვნენ და ცხოვრობდნენ თანამედროვე თურქეთისა და სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე. ანატოლიური თეორიის თანახმად, ევრაზიაში ამ მიწათმოქმედი კულტურის განვრცობა ძვ. წ-ის 9500 – 8000 წელს იწყება, ანუ გაცილებით ადრე ვიდრე „ყორღანულ“ თვლის. არიელები თემურ-გვაროვნული წყობილების პირველ საფეხურზე არ იცნობენ საზოგადოების დაყოფას ვარნებად, თავიდანვე ბრამინ-ქურუმნი ხელმძღვანელობენ რელიგიური მრწამსის შთანერგვასა და სააღმსარებლო ცნობიერების აღორძინებას. მას შემდეგ, პირველყოფილი წყობილების დასასრულს იქმნება ვარნები, რომლის პირველ საფეხურზე აღმოჩნდებიან ბრამინნი. ისინი ღვთაებრივი ნიჭით ხელდასმულნი, აყალიბებენ მითოლოგიას, განამტკიცებენ რწმენას, ადგენენ ფილოსოფიურ და რელიგიურ მოძღვრებებს, თხზავენ ჰიმნებს, ფლობდნენ კულტებს, რომელთა მეშვეობითაც ხალხზე უდიდესი ზეგავლენა ჰქონდათ. მეორე საფეხურზე დგანან კშატრიანნი – მეომარნი და მმართველნი ანუ ხელმწიფენი. მესამე საფეხურზე არიან ვაიშნი – თავისუფალი მშრომელი ხალხი, მეჯოგენი და მიწათმოქმედნი. ბრაჰმა შობს ვაიშიას გაპიროვნებას – ვიშთ: ვასუს, რუდრებს ადაადიტიებს. მეოთხე ვარნა აშუდრანი, დამარცხებულ ტომთა განდა უთვისტომო ადამიანთაგან შემდგარი, რომლის სიმბოლურ გაპიროვნებასაც _ პუშანს, ანუ მიწას, ყოველივე არსის მსაზღვრელს, შობს ბრაჰმა. პირველი სამი ვარნის წარმომადგენლები ყრმობიდანვე აღასრულებენ ინიციაციას, ანუ ზიარების განსაკუთრებულ წეს-მსახურებას, რისი ძალითაც მათ “ორჯერდაბადებულებს” უწოდებენ, განსხვავებით შუდრებისაგან, ანუ “ერთხელდაბადებულებისაგან”. პირველ სამ ვარნას საკუთარი ღვთაებებიც ჰყავს: ბრამინთ-ბრიჰასპატი, კშატრიათ-ინდრა, ვაიშთ-ვასუ. ძველინდოელთა მითოლოგიური წარმოდგენით, არსთაგამრიგემ, პრაჯაპატიმ, ანუიგივებრაჰმამ, საკუთარი პირისაგან შვა ვაიშნი, ხოლო ტერფებისაგან შვაშუდრანი დაბოლოს, “ყოვლისა უმაღლესი”: დჰარმა(კანონი) – მეუფე მეუფეთა, რომელსაც მორჩილებს ყოველი ვარნა, ყოველი კაცი და ყოველი ღმერთი. ვედები თავდაპირველად ვრცელდებოდა ზეპირი გზით, დამწერლობის შემოღების შემდეგ წერილობით. ვედების ისტორიული განვითარების ოთხი საფეხურია: სამჰიტები, ბრაჰმანები, არანიაკები და უპანიშადები. ვედების ოთხი ჯგუფია: რიგვედა, სამავედა, იაჯურვედა და ათარვავედა. მრავალი ხალხის რელიგია აღიხოცა პირისაგან მიწისა, ანდა უმნიშვნელო კვალი დაუტოვებია შთამომავალთა მეხსიერებაში. დღევანდელ ინდოეთში კი სწამთ იგივე ღმერთი, სამი ათასი წლის წინათ რომ სწამდათ, ისევიმთხზულებებსადიდებენ, რომლებსაც უძველეს დროში ადიდებდნენ და აფიქრებს ის, რაც მრავალი საუკუნის წინათ. ვედა ბრამინთა ბიბლიაა. ვედები, შრუტებს, ანუ “მოსმენილს” რომ უწოდებენ, განცხადებულია საღმრთო სიბრძნითა და ზეშთაგონებით ძველ წინასწარმეტყველთაგან – რიშთაგან. რადგან ინდოეთში დამწერლობა ჩვ. წ.-მდე VIII საუკუნიდან შეიქმნა, ვედებიც ამავე პერიოდში ჩაიწერა, მანამდე კი თხზულებანი ზეპირად გადაეცემოდა გვარიდან გვარს. ამგვარ მეთოდს ეფუძნებოდა მთელი ვედური სიბრძნე, ზეპირსიტყვიერება იყო ძველი ინდური ფილოსოფიური და რელიგიური მოძღვრებების ცოდნის დაუფლების ერთადერთი გზა.  “ვედა”  სანსკრიტის ენაზე “ცოდნას” ნიშნავს, მაგრამ არ შეესაბამება ცოდნის თანამედროვე გაგებას, არამედ გულისხმობს სულიერ, საღვთო ცოდნას. ვედების შემადგენლობაში შედის ლექსად და პროზად დაწერილი თხზულებები, რომლებიც მოიცავს ადამიანთა ურთიერთობის მრავალ ფორმას: მითიურ ამბებს, ლოცვებს, შეჩვენებას, ჰიმნებს, საგალობლებს, მსხვერპლშეწირვას, საგმირო ლეგენდებს, საყოფაცხოვრებო იგავებს, დიდაქტიკურ დამოძღვრებებს, ფილოსოფიურ განმარტებებს, სადაც ასახულია ღვთაებათა გამოცხადებანი, პირველი ვარაუდები, რომ ამ ხილული და წარმავალი, ყოფიერი სამყაროს მიღმა უნდა არსებობდეს რაღაც უხილავი და წარუვალი, ღვთაებრივი სამყარო. ვედები ისტორიული განვითარების მიხედვით ოთხ საფეხურად იყოფა:  უძველეს ჰიმნებს, შელოცვებსა და სამსხვერპლო ფორმულებს აერთიანებს სამჰიტები, რომლებზედაც დროთა განმავლობაში შეიქმნა კომენტარები. ამის საფუძველზე განვითარდა ვედების შემდგომი სამი საფეხური: ბრაჰმანები, არანიაკები და უპანიშადები. არანიაკები (“ტყისწიგნები”) არის თხზულებანი იმათთვის, ვინც მიატოვა სახლი და განდეგილი ცხოვრობს ტყეში. უპანიშადები წარმოადგენს ვედური ფილოსოფიური აზროვნების განვითარების უმაღლეს მწვერვალს, მის უკანასკნელ საფეხურს, რისთვისაც მას ვედანტა (“დასასრული ვედებისა”) უწოდეს. თავდაპირველივედები _ სამჰიტები, თავისიდანიშნულების, ხასიათისა და თავისებურების მიხედვით ოთხ ჯგუფად იყოფა: რიგვედა, სამავედა, იაჯურვედა და ათარვავედა. ვედების ამ სისტემაში რიგვედას ტექსტები გამორჩეულია თავისი თეორიული ნიმუშებით, რაც საფუძველი გახდა ფილოსოფიის განვითარებისათვის. რიგვედას მითებში მიზეზისა და შედეგის კავშირის ამოცნობის საკითხებიც დგება. დანარჩენი ვედების ფუნქცია შედარებით პრაქტიკული ხასიათისაა: სამავედა სიმღერების კრებულია, რაც გულისხმობს რიგვედას ლექსის თანხლებით მელოდიების შესრულებას; იაჯურვედა მსხვერპლშეწირვისას შესასრულებელი რიტუალების ვედებია; ათარვავედა – წყევლის, დაგმობის, შელოცვის ჰიმნებია და მაგიური ფორმულირებებს ასახავს. აღნიშნული ვედები გვიანაა შექმნილი და წარმოადგენს აბორიგენი მოსახლეობის შემოქმედებას და არაქურუმთა მიერ დამუშავებულ “წმინდა ტექსტებს”. რიგვედა, ოთხ ვედას შორის უმთავრესი, ინდური თხზულებების პირველი ძეგლი, რელიგიური ლირიკის უმაღლესი განსახოვნებაა. იგი არიელთა გარემოცვაში აღმოცენდა. ინდოეთში მათი განსახლების ჟამს, რამდენიმე საუკუნე რომ გრძელდებოდა, არიელნი აყალიბებენ გვაროვნულ წყობილებას და სწორედ ეს ხანა პოულობს თავის ანარეკლს ამ უდიადეს თხზულებაში. რიგვედას ჰიმნებს აერთიანებს საერთო საკულტო, მაგიური დანიშნულება. სამავედას ჰიმნები, უმცირესი ნაწილის გარდა, რიგვედადან გადმოსულია. ისინი საგალობლად არიან განკუთვნილნი მსხვერპლშეწირვისა და წეს-მსახურების აღსრულების დროს. ამ ჰიმნების უმთავრესი ნიშანი არის მელოდიურობა, რომელც მაგიური ძალის შემცველია. იაჯურვედა, თეთრ და შავი აჯურვედად განყოფილი, კრებულია იაჯუსთა. თეთრი იაჯურვედა შეიცავს საწესჩვეულებო ქადაგებებსა და შელოცვებს, შავი ყოველივე ზემოთქმულსა და სხვადასხვა სახის განმარტებებსაც. იაჯურვედას მოძღვრების არსი საიდუმლოდ რჩება ყველა იმათთვის, ვინც არ განეკუთვნება ქურუმთა ვარნას და ვისაც არ შეუძლია ეზიაროს ამ ცოდნას. ატჰარვავედა მხატრული ღირსებებით, რიგვედას შემდეგ ყველაზე გამორჩეულია. მისი ადრინდელი სახელწოდება – ატჰარვანგირასნი, ატჰარვანსა და ანგირასს აღნიშნავს, ორ საქურუმო გვარს, ზოგადად ქურუმს, ანუ საქურუმო კულტის მსახურს. მოგვიანებით ატჰარვანი და ანგირასი იქცნენ მაგიური შელოცვებისა და მისნობის აღმნიშვნელ ცნებებად, რომელთა შორისაც აზრობრივი განსხვავება დამტკიცდა: ატჰარვანი აღნიშნავს საღვთო გრძნებებს, ლოცვა-კურთხევას, ხოლო ანგირასი – მისნობას, ჯადოსნურ გრძნებებს, წყევლას. პირველი განეკუთვნება კეთილმყოფელ მაგიას, ხოლო მეორე – მტრულ მაგიას.

პირველი ფილოსოფიური საკითხები ვედებში: კოსმოგონია

საინტერესოა კოსმოგონიური ხასიათის ვედები, რომლებშიც სამყაროს დასაბამზე კითხვებია დასმული. რიგვედა უმთავრესად შედგება კოსმოგონიური ჰიმნებისაგან, აღვლენილნი ძველინდური პანთეონის ღმერთებისადმი. მისი ფილოსოფიური ჰიმნები განიხილავენ ყოფიერებისწარმოშობის საკითხებს, ღმერთების არსსა და შესაქმის პირველმიზეზებსა და მიზნებს. ვედურ რელიგიას გვაზიარებს მისივე კოსმოგონია, ანუ მითიშესაქმისა. თავდაპირველად იყო მხოლოდ წყლები, რომლებიც შეიცავდნენ ცხოველმყოფელობის საწყისს. დღითიდღე მაღლდებოდა მიწის მომცრო გორახი და ტივტივებდა წყლის ზედაპირზე, შემდგომ იგი განივრცო და იქცა მთად, დედამიწის პირველსახედ, რომელიც იყო საკრალური. სამყარო იყო ერთიანობა, დაპირისპირებათა გარეშე, არ იყო არც ცა, არც მიწა, არც დღე, არც ღამე, არც სინათლე, არც სიბნელე. განუყოფელი მთლიანობა უეცრად დასრულდა კოსმოგონიური განვითარების მეორე საფეხურზე, დასაბამიერი სამყაროს მიღმა ღმერთ ინდრას შობით. მითი არ გვამცნობს, საიდან მოვიდა იგი, რადგან “არაფრიდან მოსვლაა” მისი არსების ნაწილი. ინდრა არაა შემოქმედი, რადგან სამყარო რომელიღაც შინაგან ძალთა მოქმედებით იშვა, ღმერთის ჩაურევლად. ინდრას მითიური დანიშნულება განისაზღვრა როგორც დემიურგული ქმედება, ორი სხვადასხვა ნაწილისაგან შემდგარი, წარმოაჩენს დამოკიდებულებას დასაბამიერ მთასა და სიცოცხლის ხეს შორის. მთა, ჯერ კიდევ დასაბამიერ წყლებში მცურავი, საძირკვლამდე უნდა გაიხლიჩოს და დაიფაროს. მასში დამარხულია წინააღმდეგობის დიდი ძალა და ინდრას ბრძოლა მიმართულია ამ ძალის წინააღმდეგ. ანტაგონისტ მხარედ წარმოდგენილია დრაკონი და ინდრამ უნდა გაანადგუროს ის ანუ ვრიტრა. მათ ბრძოლაში ინდრა კლავს დრაკონს და მთიდან ამოიფრქვევა სიცოცხლე ორი სახით – წყლითა და ცეცხლად. წყალი წარმოდგენილია ოთხ მდინარედ, ხოლო ცეცხლი – მზედ. მთა იძენს საყრდენს და ყოველ მხარეს განივრცობა, ვიდრე არ მიაღწევს დედამიწის ზომას. სიცოცხლის ხეს კი, რომელშიც ინდრა სვეტად წარმოისახება, უპყრია ცა. ამით ინდრა არის ცისა და მიწის გამმიჯვნელი. ქაოსური ნივთობიდან სამყაროში ღმერთი ინდრა იწყებს მოღვაწეობას: აღმოცენდა სინათლე – სიბნელესთან დაპირისპირებული, სიცოცხლე – სიკვდილთან თანამყოფელი, გაჩნდა სიკეთე – ბოროტებისგან განტოტვილი. ინდრა არაფერს ქმნის, მაგრამ მოქმედებს მაგნიტის მსგავსად და სამყაროს ყოველ ძალას ყოფიერების ორ დაპირისპირებულ მხარედ ჰყოფს. რიგვედა ყველაზე ძველი ფილოსოფიური ვედაა, რომელიც ჩაიწერაძალიანგვიან. ჩვენამდე მოღწეულ კრებულში 1028 ჰიმნია გაერთიანებულიდა 10 მანდალას, ანუ წიგნს შეიცავს. ფილოსოფიური რიგვედას კოსმოგონიური მითების ნიმუშია „ორი ქება რიგვედადან“,[1] რომელთაგან პირველში – „ქება ცისა და დედამიწისა“ დგას პირველმიზეზის საკითხი:   “1.რომელია ამათგან ადრინდელი, რომელი – გვიანდელი?   როგორ წარმოიქმნენ ისინი, წინასწარმეტყველო? ვინ უწყის ეგე ნამდვილი? ცაში და დედამიწაზე ყოველივე, რაცრამსახელდებულია. ორივებრუნავსდღე-ღამ, ვითარცაბორბალი” (რიგ-ვედა,1,185) .   გამოკვეთილია საწყისის საკითხი სამყაროსთან მიმართებით:   “1. მასში ნა არ იყო რა: არცა ყოფნა და არცა არ ყოფნა. არიყო სივრცე, არც სააქო, არ საიქაო… რითი ფარვოდა ყოველივე ან რა იძვროდა? ვინ ფლობდა წყალსა და უფსკრულთ სიღრმეთ? 2. არ იყო მაშინ არც სიკვდილი და არც სიცოცხლე. არიყომაშინდღისადაღამისსხვადასხვაობა, მხოლოდ სუნთქავდა თავისთავად ერთი,   ურხევი ქარ-ნიავთაგან; არა რა იყო თვინიერ მისა. 3. წყვდიადი იყო წყვდიადითვე გარემოცული, თვალშეუდგამი წყალი იყო ეს ყოველივე. სადაც არარას გარსერტყმოდა არარაობა, იქ წარმოიქმნა სითბოსაგან ერთი” (32,129).   კოსმოლოგიურ ვედათა შორის ფილოსოფიური თემატიკისაა “ნასტასიას ჰიმნი”, რომელშიც საუბარია მეტაფიზიკურ საკითხებზე. ჩვ. წ.-მდე X ს.-დან იქმნება უპანიშადები. “უპა-ნიშად” – “ახლოსმყოფი”, ანუ ცოდნის წყაროსთან, მასწავლებელთან, ან ჭეშმარიტებასთან მიახლოებულს ნიშნავს. უპანიშადა ეტიმოლოგიურად მიღებულია ნაზმნარი არსებითი სახელისაგან უპა-ნი-სად და სიტყვა-სიტყვით ნიშნავს “გვერდით ჯდომას”, ანუ ფეხმორთხმით ჯდომას მოძღვართან, რომელიც მოწაფეს საკრალურ ცოდნას გადასცემს. შანკარა ფუძე სად-ს განმარტავს როგორც “განადგურებას”, “უმეცრების კავშირთა დარღვევას” ანუ როგორც “ბრაჰმანთან მიახლებულს”. უპანიშადები სვამენ ფილოსოფიურ (ონტოლოგიურ) კითხვებს: რა არის ყოფიერება? რა არის მიზეზი? ბრაჰმანი? როგორ გაჩნდა ადამიანი? რისთვის ვართ შობილნი? რისთვის ვარსებობთ?.. უპანიშადები, განსხვავებით ბრაჰმანებისაგან, მიზნად ისახავენ ასწავლონ არა საკულტო წესების ზუსტი აღსრულება, არამედ ემსახურებიან მსხვერპლის ცნების სულიერ მსხვერპლად გარდასახვასა და ყოფიერების კანონების ფილოსოფიურ წვდომას. უპანიშადები დაწერილია დიალოგის ფორმით, რაც აზრის თავისუფალი განვითარების შესაძლებლობას განაპირობებდა.[2] უპანიშადები აგებულია რელიგიურ-მითოსურ მსოფლმხედველობაზე, რომელსაც არ გააჩნია აზროვნების სტილი, არც მსჯელობის სისტემურობა, ამბები გადმოცემულია აფორისტული სტილით. ტექსტებში ჩანს მრავალღმერთიანობის დაგმობა და ერთღმერთიანობის წინა პლანზე წამოწევა. ადრეულ პერიოდში ინდოელთა მითოსური ღმერთების რიცხვი განუზომლად დიდი იყო, რადგან ყოველი ბუნებრივი მოვლენის გაღმერთების ტენდენცია შეინიშნებოდა. არსებობდნენ ღმერთები (“დევა”) დადემონები (“ასურა”). მოგვიანებით, ციფრი სამის მისტიკური მნიშვნელობით, სამი კოსმიური სფეროს ღვთაებათა (ზეციურის, ატმოსფერულის, მიწიერის) დიფერენცირებისშედეგად, უპანიშადებისხანაში 33 ან 333 ღვთაებას აღიარებდნენ, მოხდა ღმერთების კონცენტრაცია, მეტამორფოზის გზით მათი ერთმანეთთან შერწყმა. პოლითეისტური მითოლოგიიდან მონოთეისტურ რელიგიაზე გადასვლით მთავარი ღვთაებების პანთეონში აღმოჩნდნენ: ბრაჰმა, შივა და ვიშნუ. შეიქმნა ორთოდოქსული რელიგიები ბრაჰმანიზმი (მისი შემდგომი განვითარება ინდუიზმი), შივაიზმი და ვიშნუიზმი.   ვედების ღვთაებანი ძირითადად შემდეგი ნიშნით იყოფა: საკულტო ღვთაებანი: აგნი – ცეცხლის ღვთაება, სომა – დამათრობელი სასმელის ღვთაება, ბრაჰმანასპატი – ლოცვის ღვთაება, ვაჩი – მეტყველების ღვთაება; კოსმიური ღვთაებანი: მიწა და ცა, სურია – მზე, სავიტარი – მზის ღვთაება, უშასი – განთიადის ღვთაება; უსაზღვროების ღვთაებანი ანუ ადიტის ძენი: ვარუნა – დამფარველი, მიტრა – მოყვასი, ბჰაგა – კეთილმყოფელი, არიამანი – მეგობარი, ანშა – განმანაწილებელი; ქუხილის, ქარიშხლისა და ომის ღვთაებანი: ინდრა – ჭექა-ქუხილის ღვთაება, არიელთა წინამძღვარი და მფარველი, მარუტნი – ქარის ღვთაებანი და რუდრა – მათი მამა; ღვთაებანი, რომელთა ბუნება ბუნდოვანია: ორი აშვინი, სამი რიბჰუ… უძველესნი, ინდოევროპული წარსულიდან აღმოცენებულნი არიან აგნი, სომა, მიწა, ცა, სურია, სავიტარი, უშასი. ამათ მოჰყვება ღვთაებანი ინდოირანულ-არიული წარმოშობისანი, რომლებიც საერთოა ინდოელებისა და ირანელებისათვის: ვარუნა, ორმუზდი, მიტრა, ხოლო ღვთაებანი – ინდრა, ბრაჰმანასპატი, აშვინნი – ინდური წამომავლობისანი არიან. უპანიშადებში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს “ბრაჰმანისა” და “ატმანის” ღვთაებებს. ბრაჰმანი პირველადი ობიექტური რეალობის აღმნიშვნელია, ხოლო ატმანი არის სულის/გონის, მე-ს (ეგოს) სუბიექტურობის გამომხატველი. უპანიშადებში ნათქვამია: “ატმანი იგი – ბრაჰმანია” ანუ “მე”­ – ყოვლადი სულია, განუცხადებელი ღმერთია, მიზეზთა და შედეგთა მიღმა მყოფელი, რაც უპანიშადების ფილოსოფიურ ნააზრევში წმინდა შემეცნებაა. იაჯნიავალკიას თანახმად, აუცილებელია სრული გადასვლა გარეგანიდან შინაგანზე, ერთიანი სამყაროდან ერთიან “მე”-ზე: “ჭეშმარიტად! ყოველივე ძვირფასია არაყოველივეს სიყვარულის გამო, არამედ ყოველივე ძვირფასია “მე”-ს სიყვარულის გამო”, რადგან “მე” თავისუფალია ცოდვისაგან, გარდასულ დროთა ზეგავლენისაგან, სიკვდილისა და ტანჯვისაგან, შიმშილისა და წყურვილისაგან, დაუშლელია, უცვლელი და მარადიული. “მე” – მოიცავს ყოველ საგანსა და არსს წარმოადგენს. იგი ცნობიერებაა, ყოფიერების საფუძველი, უსასრულო, საგანთა დასაბამი. ვინც შეიცნო “მე”, მან შეიცნო ყოველი, ვინც შეიცნო ყოველი, მან შეიცნო “მე”. იაჯნიავალკიას მიხედვით, შეუძლებელია რაიმეს შეცნობა “მე”-ს შეცნობის გარეშე და პირიქით – მისი შეცნობით შევიმეცნებთ ყოველივეს, რადგან “მე” მთელი სამყაროა. ბრიჰადარანიაკა უპანიშადის მე-4 ბრაჰმანაში ნათქვამია: “პირველჟამად ყოველი იყო ოდენ ატმანი პურუშას სახით. და მან მიმოდაიხედა გარემო მისსა და ვერვინ იხილა თვინიერ თავისა.დაუწინარესად წარსთქვა:”მე ვარ”, ხოლო მერმე სახელსა იმას, რაიცა ჰქვია. და დასაბამამდე ყოველივე ამისა მან წარხოცა ყოველი ცოდვანი, და ამიტომაცაა იგი – პურუშა”.  პურუშა “პირველიკაცია”, რომლის შემდეგაც ატმანი, მსოფლიო სული ქმნის კოსმიურ ელემენტებს. თავდაპირველად ატმანი წარმოსთქვამს – “მე ვარ”, ე.ი. განაზოგადებს საკუთარ თავს და ახდენს თავისი თავის დეფინიციას. შემდეგნაირად წარმოიშვა სახელი “მე”, ამიტომ დღეს ვისაც ჰკითხავენ სახელს, პასუხად ამბობენ: “მე ვარ” და მერე სახელს, რაც ჰქვია. მარტომყოფი შიშმა შეიპყრო და მოიხსნა შიში, რადგან მის გარდა არა იყო რა, რის აღარ უნდა შინებოდა მას; არც სიხარული შესწევდა, რადგან სიხარულს აცდა შიშსაც მეორე არსება იწვევს. ატმანმა შექმნა “მეს” მეორენახევარი, ქალი და გაჩნდა წყვილები, დედალ-მამალი. შემდეგ მან შექმნა ცეცხლი, წყალი, მიწა და ჰაერი. უპანიშადებში აღნიშნულია, რომ ატმანი სამობით აღწევს სამყაროში: გონების სახით – თავის მეორენახევარში და შემდეგ – მესამეში – შთამომავლობაში. უპანიშადების მსოფლმხედველობის ცენტრალური ფიგურა პურუშა გამოხატავს პირველქმნილ ანთროპომორფულ არსებას, რაც მნიშვნელოვან ადგილს იკავებს უძველეს კოსმოგონიურ ლეგენდებში. უპანიშადებში ეს ცნება განიცდის გარკვეულ ფერიცვალებას და თავისი პირველსაწყისი ბუნებით მიუთითებს რომელიღაც განმაცხოველებელ სასიცოცხლო არსზე. ამიტომაც იწოდება იგი „ყოველშემაღწეველ ბრაჰმანად“. პურუშა გაიგივებულია აგრეთვე სასიცოცხლო მფშვინვასთან, ადამიანის ტანიდან რისი განტევების შემდეგაც ის კარგავს დანარჩენ სასიცოცხლო ძალებს. უპანიშადების თანახმად, “მეს” შემეცნება, ანუ გადასვლა უცოდინარობიდან ცოდნისაკენ ნიშნავს ატმანის ერთი (დაბალი) მდგომარეობიდან მეორე (მაღალ) მდგომარეობაში გადასვლას. უპანიშადები ატმანის ოთხ მდგომარეობას განიხილავენ: ღვიძილს, ძილს სიზმრებით, უსიზმრო ღრმა ძილს და ტურიას. ძილისპირველი (ქვედა) სახე, ანუ ატმანის პირველი მდგომარეობა – ღვიძილია, როცა ადამიანი ჩართულია ყოველდღიურ ცხოვრებაში, იღვწის, აგროვებს აუცილებელ ჩვევებსა და ცოდნას. ღვიძილის მდგომარეობაში ადამიანი, მისი ატმანი საგრძნობლად განრიდებულია “ჭეშმარიტებას”, რადგან ის ჩაძირულია “არაჭეშმარიტ” მატერიალურობაში. ძილის მეორე მდგომარეობა ანუ ატმანის მეორე მდგომარეობა – ადამიანის ტანში ატმანის მოქმედებაა, როცა მას სძინავს და ხედავს სიზმრებს. უპანიშადებში სიზმრები მიჩნეულია მეორე, შედარებით მაღალი ხარისხის შემეცნებად, რის დროსაც ადამიანის პიროვნული ატმანი “უკუდგება” ტანისაგან, ყოველდღიური საზრუნავისა და ვნებებისაგან და ამგვარად “მიეახლება” ატმანს, “ჭეშმარიტ” სიცოცხლეს. მესამე სახე ძილისა, ანუ მესამე მდგომარეობა ატმანისა – ადამიანის ტანში ატმანის მოქმედებაა, როცა მას სძინავს სიზმრების გარეშე. ამ მდგომარეობაში, დაყრდნობილი მესამე სახის შემეცნებას, პიროვნული ატმანი “განინქრევის” ყოვლად ატმანში და განიცდის “სიხარულს”. ძილის მეოთხე მდგომარეობა, ანუ ატმანის მეოთხე მდგომარეობა – ტურია, როცა ატმანი საერთოდ არაფერს განიცდის, ანუ სრულად “ითიშება” მიწიერ სამყაროს ყველაზე მარტივ კავშირთაგან და ეზიარება ბრაჰმანს. ინდოელი თვითდაუნჯების გზით წამით შეიძლება იქცეს ბრაჰმანად, რომელიც არის ერთიანი, განყენებული აზროვნება. ის მოირთხამს ფეხს გულხელდაკრეფილი, ზეცისკენ თვალებაპყრობილი, მდუმარედ დანთქმული თავის საფშვინველსა და განსჯაში და იდუმალ გაუმხელს თავისთავს: “მე – ბრაჰმანი ვარ, არსი უზენაესი”. ეს ამაღლება სხვა არაფერია, თუ არა გადასვლა მშვიდ განმარტოებაში, განკერძოებულ თვითცნობიერებაში და ყოფიერებასთან კავშირის გაწყვეტა, განყენებულ თვითცნობიერებაში. ის, რაც ხორციელდება ამ კულტში ღმერთთან ერთიანობაა, თვითცნობიერების დახშვითა მიღწეული და ეს ის დასრულებული განყენებაა და სიცარიელე ანუ გამოცარიელება, ყოველნაირი ცნობიერების, ნების, ვნების, წადილისუარყოფამდერომმივყავართ, რადგან, ინდუისტური წარმოდგენებით, ვიდრე კაცი საკუთარი ცნობიერების ანუ თვითცნობიერების ტყვეობაში იმყოფება, იგი არაღვთიურია. ბრაჰმანის ჭეშმარიტი შემეცნება იწყება მაშინ, როდესაც ღვთიური და ადამიანური ერთმანეთს ერთვიან, როდესაც ადამიანი ტოვებს განსჯის საზღვრებს, აზრთასაუფლოს, გარდასახული ინტუიტურ ყოფიერებად და რელიგიური ცხოვრებით დაეუფლება სრულ ექსტაზსა და ნეტარებას და ახლადდაბადებულის უცოდველი მზერით უცქერს სამყაროს (“დაე ამიტომ ბრაჰმანი, სწავლულობის უარმყოფელი, შეიქმნას ვითარცა ყრმა”).

ინდოეთის ფილოსოფიური სისტემა

უპანიშადებში ვედური სიბრძნის კონსოლიდაციამ წარმართა ინდური ფილოსოფიის განვითარება. მაგრამ ამ პროცესში შეიმჩნეოდა რომელიმე ღვთაების განზოგადების ტენდენცია. ინდოეთში ფილოსოფიური აზროვნების განვითარებაზე ზეგავლენა მოახდინა ისეთი ეპოსების შექმნამ, როგორიცაა „რამაიანა“ და “მაჰაბჰარატა“, რომლის 18 წიგნიდან  გამორჩეულია მე-6 წიგნი „ბჰაგავად-გიტა“, ანუ “ღვთაებრივი სიმღერა“, რომელშიც მხატვრულადაა დამუშავებული ფილოსოფიური (გნოსეოლოგიური, ონტოლოგიური, ეთიკური) დარელიგიური პრობლემები. ქრ. შ.-მდე VI საუკუნიდან ჩამოყალიბდა ინდოეთის ფილოსოფიური სისტემა. ფილოსოფიასძველინდოეთში „დარშანას“ უწოდებენ, რაც პირდაპირი თარგმანით ნიშნავს ჭეშმარიტების წვდომას, „ხილვას“. ყველა ფილოსოფიური სკოლა ცდილობდა ამ მიზნისთვის მიეღწია. ინდოეთში თავდაპირველად შეიქმნა ცხრა ფილოსოფიური სკოლა. ის სკოლები, რომლებიც ვედურ ლიტერატურას ეფუძნება ორთოდოქსურ სკოლებს განეკუთვნებიან და იწოდებიან ასტიკად, ხოლო ის სკოლები, რომლებიც არ ემყარებიან ვედებს და არ აღიარებენ მათ _ არაორთოდოქსული სკოლებია, ანუ ნასტიკა. ორთოდოქსულია ექვსი სკოლა: იოგა, ვაიშეშიკა, მიმამსა, ვედანტა, სანქჰიადანიაია. აქედან მიმამსა არის ორი სახის: კარმა-მიმამსა და უტამა-მიმამსა, ანუ იგივე ვედანტა.[3] არაორთოდოქსულია დანარჩენი სამი სკოლა: ჯაინიზმი, ბუდიზმი და ჩარვაკალოკაიატა – არც ერთი აღნიშნული მიმდინარეობა არ ემყარება ვედების ავტორიტეტს.

გამოყენებული ლიტერატურა:

უპანიშადები, მთარგმნელი ლერი ალიმონაკი


[1]ფრაგმენტი თარგმნილია გიორგი ახვლედიანის მიერ
[2]შდრ. დიალოგური ფორმით წერდნენ ძველი ბერძენი ფილოსოფოსები
[3]ამ უკანასკნელზეა დამყარებული კრიშნაიზმი, ასევე ვედანტიდან მოდის ისეთი სკოლა, მაგალითად, როგორიცაა შანკარაჩარიას სკოლა (მაჰარიში მაჰეშ იოგი).

 

Advertisements
Posted in საუნივერსიტეტო კონფერენცია, ფილოსოფია. Comments Off on „ინდოეთის სიბრძნე“
Innovations in Scholarly Communication

Changing Research Workflows

Crazy illusion

Thinking Aloud.

gypsyrepresent

Thinking critically about Romani representation in pop culture

ფილოლოგი

ქართული ფილოლოგია

Global Hinduism

Way of living Life

Learn to Teach Vedic Maths

Magical Methods-- World Leader in Vedic Mathematics

Defenders of Ma'at

Teach, Coach, Live, Learn, Train, Help, Inspire

Asheville Vedic Astrology

Vedic Astrology brought to you by Ryan Kurczak

Hamro dharma

Just another WordPress.com weblog

janeadamsart

An illustrated Journal of eastern and western wisdom

Sathya Sai Baba - Life, Love & Spirituality

Guru Bhagavan Sri Sathya Sai Baba Of Puttaparthi India

Soolaba's Blog

Ultimate Questions, Ultimate Answers

პიროვნული ზრდის სამყარო

„ჩვენ ვერასოდეს მივაღწევთ სიმშვიდეს გარე სამყაროში, სანამ არ მივაღწევთ მას შინაგანში“ - დალაი ლამა

მკითხველის ბლოგი

შთაბეჭდილებები კითხვის შემდეგ

Natia Kentchiashvili

natiakentchiashvili.WordPress.com site

კეჟერაძის ბლოგი

სამშობლოს, ადამიანებისა და ლიტერატურის მოყვარული რიგითი კლიმი

GeoSexMD.com - სამედიცინო სექსოლოგია

სექსუალური განათლება საქართველოში

აჭარა დღეს!

ჩვენ გვიყვარს ჩვენი კუთხე, საქართველოს ერთ–ერთი ულამაზესი მხარე, ჩვენი აჭარა.

Molly Bloom's Day™

ნაღებიან ყავასთან ერთად

მარო მაყაშვილის დღიური

გაფითრებული თებერვლის ლანდი

სემიოტიკა Semiotics

ცირა ბარბაქაძე _ შეხედეთ სამყაროს სემიოტიკის თვალით და აღმოაჩინეთ საკუთარი თავი მრავალ განზომილებაში

ბურუსი - BURUSI

თენგიზ ვერულავა - TENGIZ VERULAVA

Free Yourself

Just say "I am free!"

konspace

კოტეს ბლოგი ყველაფერზე

Barcelonisimo's Blog

ბლოგი მეგობრებისთვის და მათი მეგობრებისთვის...

My Civil Society

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის ბლოგი

ბაბუაწვერა

ოცნებებში გაფანტული ბლოგი ☮

kalatozishvili

КРИТИК - Мы страшные, потому что работаем над этим.

აღმოაჩინე შენთვის საინტერესო / Discover Things That Interest You

აღმოაჩინე შენთვის საინტერესო – ამოუცნობი,არქიტექტურა, აღმოჩენა ,ახალი ამბები, ბუნება, გასართობი, დიზაინი ,დოკუმენტური, ვიდეო ,თამაშები ,ივენთები, კინო / თეატრი ,კოსმოსი, კრეატივი ,მედიცინა ,მეცნიერება ,მისტიკა, მოგზაურობა, მოდა ,მუსიკა ,ნოვაცია ,პიროვნებები ,რელიგია ,სასარგებლო, საჭმელ / სასმელი ,სპორტი, სურათები, ტექნოლოგია ,ფოტოები, ფუფუნების საგნები ,შპალერები, წიგნები, ხელოვნება

Savidge Reads

The Chronicles of a Book Addict