ენათმეცნიერების შესავალი

58517_154607567899276_100000501025127_418286_6105319_s

წინამდენარე მასალა არის კომპილაციური ხასიათის და

წარმოადგენს სხვადასხვა ავტორთა ნაშრომების შეჯერებულ ვერსიას და

არ წარმოადგენს და არ შეიცავს ჩემს დამოუკიდებელ კვლევასა და დასკვნებს

ტექსტის შემდგენელი, ამკრეფი და რედაქტორი:

ნათია კენჭიაშვილი

სალექციო მასალა განკუთვნილია ბაკალავრიატის საფეხურის ფილოლოგიის პროგრამის სტუდენტთათვის და აღნიშნული საკითხით დაინტერესებული გარეშე პირთათვის

საკითხები:

  1. ენის რაობა და ფუნქციები
  2. ფონოლოგიური ანალიზის პრინციპები
  3. განმარტეთ ტერმინები: ფონემა-ალოფონი
  4. ენის საარტიკულაციო ფუნქცია და ცხოველის ენა
  5. ლ. ტენიერის სტრუქტურული სინტაქსი: ზმნური ვალენტობა და აქტანტები.
  6. განმარტეთ ტერმინები მორფემა და ალომორფი
  7. ენა და აზროვნება; აზროვნების ფორმები
  8. თანხმოვანთა სისტემები – ცალეულები, წყვიელულები და სამეულები
  9. თანხმოვათა ჰარმონიული კომპლექსები ქართულში
  10. განასხვავეთ სინქრონიული და დიაქრონიული ენათმეცნიერება
  11. ენა როგორც პირობით ბგერით ნიშანთა სისტემა
  12. ენათა გენეალოგიური კლასიფიკაცია
  13. განასხვავეთ: ენა და მეტყველება
  14. ბგერითი და არაბგერითი ენები – სემიოტიკა
  15. ენათა მორფოლოგიური კლასიფიკაცია
  16. განასხვავეთ ენა და დიალექტი
  17. ნიშნის აგებულება: გამოხატულებისა და შინაარსის პლანი
  18. ტიპოლოგიური ენათმეცნიერება და ენათა კლასიფიკაცია
  19. განასხვავეთ ბგერა და ფონემა
  20. ნიშნის პირობითობის საკითხი
  21. ხმოვანთა სისტემები
  22. განასხვავეთ სილაბური და კონსონანტური დამწერლობები
  23. ენის საარტიკულაციო ფუნქცია და აზროვნების ფორმები
  24. მორფემათა გამოყოფის წესები
  25. განასხვავეთ კონსონანტური და ანბანური დამწერლობები
  26. ანტიკური თეორიები, ნიშნის პირობითობის შესახებ
  27. ფონემათა გამოყოფის წესები
  28. დამწერლობის ტიპები
  29. ფონეტიკა, მისი დარგები და ფონოლოგია
  30. განასხვავეთ ჟარგონი და დიალექტი
  31. ენათმეცნიერების შესწავლის საგანი და ობიექტი; გამოყენებითი ენათმეცნიერება
  32. ფონი, ფონემა და ალოფონთა სახეები
  33. განასხვავეთ ფონოლოგიური და არაფონოლოგიური ოპოზიციები
  34. ისტორიულ-შედარებითი მეთოდი; ენათა ნათესაობა
  35. მორფი, მორფემა და ალომორფთა სახეები
  36. განასხვავეთ სიღრმისეული და ზედაპირული სტრუქტურები
  37. ენათა სინტაქსური კლასიფიკაცია – ერგატიული, ნომინატიური, აქტიური ენები
  38. განასხვავეთ: პირიანობა ახალი გაგებით და ვალენტობა
  39. სიტყვის აგებულება: ძირი, ფუძე აფიქსი და აფიქსთა სახეები; ფლექსია-დერივაცია
  40. უშუალო შემადგენელთა მეთოდი
  41. განასხვავეთ: ფონემა-მორფემა-სიტყვა
  42. ენათა დაჯგუფების პრინციპები. ენათა მორფოლოგიური კლასიფიკაცია
  43. თანამედროვე სინტაქსური თეორიები
  44. განასხვავეთ: პიქტოგრაფიული და იდეოგრაფიული დამწერლობები
  45. ენა, როგორც სემიოტიკური სისტემა
  46. სემიოტიკა: მიმართებათა ტიპები, შესწავლის ასპექტები, ნიშანთა ტიპები
  47. ფონეტიკა და მისი დარგები. ქართული ენის ხმოვანთა ფონეტიკური დახასიათება
  48. ბგერა, ფონემა და ალოფონი
  49. მარცვალი და მახვილი
  50. ფონემათა გამოყოფის წესები
  51. ქართული დამწერლობის წარმოშობის თეორიები
  52. სინქრონია და დიაქრონია
  53. თანხმოვანთა სისტემები – ცალეულები, წყვიელულები და სამეულები
  54. ენათა გენეალოგიური კლასიფიკაცია
  55. ენა და მეტყველება
  56. ენათა დაჯგუფების პრინციპები
  57. წინადადების ტიპები აგებულების მიხედვით
  58. სინტაქსური ურთიერთობის სახეები
  59. ზმნის პირიანობა და ვალენტობა
  60. ენათა მორფოლოგიური კლასიფიკაცია
  61. აფიქსების მაგივრობის გამწევი საშუალებები
  62. ენათა გენიალოგიური კლასიფიკაცია
  63. ენეალოგიური კლასიფიკაციის პრინციპები

 

ენის რაობა და ფუნქციები

ენა ურთულესი ფენომენია. იგი იმდენად რთულია, რომ ჭირს კიდეც მკვეთრად შემოვსაღვროთ ენათმეცნიერების ობიექტი. ასეთი საზღვრების დადგენა მოითხოვს ენის ძირითადი ფუნქციების გარკვევას, ენის გამიჯვნას არაენობრივი მოვლენებისგან.

ენის ძირითად ფუნქციად განიხილება ექსპრესიული ფუნქცია. ამ შემთხვევაში იგულისხმება ის, რომ ადამიანი ბგერითი ენის საშუალებით გამოხატავს თავის აზრებს. ყრუ-მუნჯი ამ უნარს მოკლებულია, მაგრამ იგი სხვა საშუალებებს იყენებს თავისი აზრების გამოსახატავად. ყრუ-მუნჯი ამისათვის ჟესტიკულაციას იყენებს. ნორმალური ადამიანიც მიმართავს ჟესტიკულაციას, რომელიც გარკვეულ შემთხვევებში კონკურირენციასაც უწევს ბგერით ენას. თანამედროვე ადამიანი წარმოუდგენელია დამწერლობის გარეშე. დამწერლობა კი სხვა არაფერია თუ არა იგივე ენა, უფრო ზუსტად გრაფიკული ენა, რომელიც აუცილებელია გარკვეულ პირობებში.

ბგერით ენას აქვს მეორე ფუნქციაც. ესაა საკომუნიკაციო ფუნქცია. ენის საშუალებით ხდება აზრების გაზიარება ინდივიდებს შორის ანუ ინფორმაციის გადაცემა ერთი ინდივიდიდან მეორესათვის. ენა სოციალური მოვლენაა. შრომის განაწილება საზოგადოებაში შესაძლებელია, ძირითადად, მხოლოდ იმდენად, რამდენადაც საზოგადოება იყენებს ენას. საკომუნიკაციო ფუნქცია არ აქვს მარტო ბგერით ენას. ამავე ფუნქციას ასრულებს დამწერლობაც, ჟესტიკულაცია და სხვ.

ენისა და აზროვნების მჭიდრო კავშირი დიდი ხნის წინ იყო შემჩნეული. ამ საკითხზე მსჯელობდნენ ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში. „ენა აზროვნების უშუალო სინამდვილეა“. თუ ენასა და კონცეპტუალურ აზროვნებას შორის ისეტი მჭიდრო კავშირია, რომ ისინი უერთმანეთოდ არ არსებობენ, მაშინ სიტყვა გამოხატავს არა წარმოდგენას, არამედ ცნებას, რომელიც გარკვეული თვალსაზრისით წარმოდგენას ჰგავს, მაგრამ მისგან არსებითადაც განსხვავდება. ცნებაც, ისევე როგორც წარმოდგენა, მენტალური მოვლენაა და ამიტომ მისი აღქმა გრძნობის ორგანოების საშუალებით შეუძლებელია. წარმოდგენასა და ცნებას შორის მსგავსებაცაა და განსხვავებაც. მსგავსება ისაა, რომ ორივე მათგანი მენტალური მოვლენაა, ისინი მხოლოდ გნოსეოლოგიურად არსებობენ და არა ონტოლოგიურად. განსხვავება კი, მდგომარეობს იმაში, რომ წარმოდგენა იკონურია, საგანს ან მოვლენას ჰგავს, ხოლო ცნება არ არის იკონური, იგი აზრია საგნისა ან მოვლენის შესახებ. ამრიგად, ენა ძირითადად შედგება ისეთი სიტყვებისგან, რომლებიც პირობითად აღნიშნავენ საგნებსა და მოვლენებს, ე.ი. ენაში მოქმედებს არა იკონიურობის, არამედ პირობითობის პრინციპი.

ფონოლოგიური ანალიზის პრინციპები

ბგერათა ანალიზს, რომლის მიზანია ენაში ფონოლოგიურ დაპირისპირებათა გამოყოფა ფონოლოგიური ანალიზი ეწოდება. იგი საშუალებას გვაძლევს გავაერთიანოთ მოცემული ენის ბგერები სასრული რაოდენობის მკაცრად განსაზღვრულ კლასებად.ყოველი ასეთი კლასის თითოეული წევრი უპირისპირდება ამავე კლასის სხვა წევრებს ისე, რომ ეს დაპირისპირება არ არის ფონოლოგიურად ღირებული; ამავე დროს იგი ფონოლოგიურად უპირისპირდება სხვა კლასის წევრებს.მაშასადამე,კლასის შიგნით ბგერები ურთიერთგამომრიცხავია,სხვადასხვა კლასში შემავალი ბგერები კი ურთიერთშენაცვლებადი.მაგალითად ქართულში ურთიერთგამომრიცხავი (ვ და f) ერთ კლასში შედის,ხოლო ურთიერთშენაცვლებადი (ბ და ფ) სხვადასხვა კლასში.

ყველა სამეტყველო ბგერის აბსულუტურად ზუსტი აღწერა პრინციპულად შეუძლებელია მათი პრაქტიკულად უსასრულო სიმრავლის გამო. გარდა ამისა, ბგერათა შორის განსხვავებებს  ენაში სხვადასხვა ფუნქციური დატვირთვა აქვთ და წმინდა ფონეტიკური აღწერა არ იძლევა საშუალებას, გამოვყოთ არსებითი იმ არა არსებითისაგან, რაც ყოველ ენობრივ გამონათქვამშია წარმოდგენილი.

როდესაც რაღაც ობიექტების კლასიფიკაციას ვახდენთ ჩვენ მათ ვაჯგუფებთ გარკვეული თვალსაზრისით არსებითი თვისებების მიხედვით და უგულებელვყოფთ არაარსებითს, იმას, რაც შეიძლება საერთო ჰქონდეს სხვადასხვა ჯგუფის ობიექტებს. სისტემაში ერთი და იმავე ღირებულების მქონე ბგერათა კლასების გამოყოფა ასახავს იმ კანონზომიერებებს რომლებიც მოცემულ ენაში მოქმედებს.

განმარტეთ ტერმინები: ფონემა-ალოფონი

 

ფონემა წარმოადგენს აბსტრაქციას.ყოველგვარი ბგერის მიღმა მეტყველებაში ყოველთვის დგას ესა თუ ის ფონემა, მაგრამ ფონემა მიანც არ ემთხვევა ბგერას. ჩვენ წარმოვთქვამთ არა ფონემებს, არამედ ბგერებს. ზოგჯერ მიაჩნიათ, რომ ფონემა თითქოს ემთხვევა მის ერთ-ერთ ვარიანტს, კერძოდ კი, ძირითად ვარიანთს, რაც, რა თქმა უნდა, შეცდომაა. ფონემასა და ვარიანტს შორის ყოველთვის განსხვავებაა და ფონემა ამიტომ არა თუ არ ემთხვევა ბგერას, არამედ არც შეიძლება ემთხვეოდეს მას.

ფონემების ვარიანტებს ფონები ანუ ბგერები, მაგრამ რადგანაც ფონემას სხვადასხვა ვარიანტი აქვს, ამიტომ შემოაქვთ ალოფონის ცნება და შესაბამისად ლაპარაკობენ ალოფონების შესახებ.

ალოფონები ორგვარია, ალოფონთა ერთი რიგის არსებობა განპირობებულია სამეტყველო აპარატის არასტაბილური ხასიათით. სამეტყველო აპარატი, მართალია, სტაბილურია, მაგრამ არც ისე, რომ შეეძლოს აბსოლუტური სიზუსტით გაიმეოროს ერთი და იგივე ბგერა. ერთი და იგივე ინდივიდიც კი სხვადასხვა მდგომარეობაში სხვადასხვაგვარად წარმოთქვამს ბგერებს.

ენის საარტიკულაციო ფუნქცია და ცხოველის ენა

სუბიექტი ამყარებს მიმართბას საგანთა სამყაროსთან, ობიექტურ სინამდვილესთან, აღიქვამს საგანთა სამყაროს. საგანი შეიცავს გარკვეულ ინფორმაციას, რომელიც მოქმედებს შეგრძნებათა ორგანოებზე. აღქმის პროცეში საგნის დამახასიათებელი ფიზიკური ინფორმაცია გარდაიქმენბა ნერვულ იმპულსებად, ე.ი ფიზიოლოგიურ ინფორმაციად. ფიზიოლოგიური ინფორმაცია აღწევს ცენტრალურ ნერვულ სისტემამდე, სადაც იგი გარდაიქმნება ფსიქიკურ ინფორმაციად, ამიტომ საგნის აღქმის შედეგად ჩვენ ცნობიერებაში ჩნდება მისი ანაბეჭდი წარმოდგენის სახით.

ცხოველებს აქვთ უნარი ერთმანეთს გადასცენ გარკვეული ინფორმაცია. ცხოველებს და ფრინველებს აზროვნების დანაწევრების უნარი არ აქვთ და, ამდენად, არც ენა აქვთ. დანაწევრებული ანუ კონცეპტუალური აზროვნება გულისხმობს ფონემებს, მაგრამ ფონემები არც ერთი ცხოველის სიგნალებში არ გამოიყოფა, მაშასადამე მათ არც კონცეპტუალური აზროვნება აქვთ. რადგანაც ცხოველებსა და ფრინველებს არ აქვთ აზროვნებისა და ბგერების არტიკულაციის უნარი, ამიტომ მათი აზროვნება შეიძლება იყოს მხოლოდ ვიზუალური.

ლ. ტენიერის სტრუქტურული სინტაქსი: ზმნური ვალენტობა და აქტანტები.

 

ქართული ზმნის ძირითადი თავისებურებაა მრავალპირიანობა: ერთსა და იმავე დროს ზმნა შეიძლება მორფოლოგიურად დაკავშირებული იყოს რამდენიმე პირთან ე.ი. ზმნაში აისახოს რამდენიმე პირი – სუბიექტური და ობიექტური. შესაბამისად ზმნა შეიძლება იყოს ერთპირიანი, ორპირიანი და სამპირიანი. იშვიათად, მაგრამ მაინც ზმნას შეიძლება შეეწყოს ოთხი პირი. ვალენტობა სინტაქსური კატეგორიაა. ეს არის ზმნის უნარი შეიწყოს აქტანტების განსაზღვრული რაოდენობა. ზმნამ შეიძლება არ შეიწყოს არცერთი აქტანთი, ამ შემთხვევაში ის უვალენტოა. თუ ერთ აქტანტს იწყობს ერთვალენტიანია, თუ ორს – ორვალენტიანი.

აქტანტებს წარმოადგენენ სუბიექტი, პირდაპირი და ირიბი ობიექტი. სუბიექტი არის წინადადების წევრი,რომლის შესახებადაც რაღაც მტკიცდება, ხოლო ობიექტია ის წევრი,რომელზეც ან რომლისთვისაც ხდება მოქმედება.აქტანტების რაოდენობის მიხედვით შეიძლება დავადგინოთ ზმნის ვალენტობა.

განმარტეთ ტერმინები მორფემა და ალომორფი

ენობრივი სისტემის უფრო მაღალ საფეხურზე – მორფოლოგიურ დონეზე გამოიყოფა გარკვეული ერთეულები – მორფები. მნიშვნელობის მქონე მინიმალური ელემენტები. ერთნაირი მნიშვნელობის მქონე მორფები ერთიანდებიან გარკვეულ კლასებად – მორფემებად.ყოველი ასეთი კლასის წევრებს, ალომორფები ეწოდებათ.

ენა და აზროვნება; აზროვნების ფორმები

ენისა და აზროვნების მჭიდრო კავშირი დიდი ხნის წინ იყო შემჩნეული. ამ საკითხზე მსჯელობდნენ ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში. „ენა აზროვნების უშუალო სინამდვილეა“. თუ ენასა და კონცეპტუალურ აზროვნებას შორის ისეტი მჭიდრო კავშირია, რომ ისინი უერთმანეთოდ არ არსებობენ, მაშინ სიტყვა გამოხატავს არა წარმოდგენას, არამედ ცნებას, რომელიც გარკვეული თვალსაზრისით წარმოდგენას ჰგავს, მაგრამ მისგან არსებითადაც განსხვავდება. ცნებაც, ისევე როგორც წარმოდგენა, მენტალური მოვლენაა და ამიტომ მისი აღქმა გრძნობის ორგანოების საშუალებით შეუძლებელია. წარმოდგენასა და ცნებას შორის მსგავსებაცაა და განსხვავებაც. მსგავსება ისაა, რომ ორივე მათგანი მენტალური მოვლენაა, ისინი მხოლოდ გნოსეოლოგიურად არსებობენ და არა ონტოლოგიურად. განსხვავება კი, მდგომარეობს იმაში, რომ წარმოდგენა იკონურია, საგანს ან მოვლენას ჰგავს, ხოლო ცნება არ არის იკონური, იგი აზრია საგნისა ან მოვლენის შესახებ. ამრიგად, ენა ძირითადად შედგება ისეთი სიტყვებისგან, რომლებიც პირობითად აღნიშნავენ საგნებსა და მოვლენებს, ე.ი. ენაში მოქმედებს არა იკონიურობის, არამედ პირობითობის პრინციპი.

ადამიანს შეუძლია იაზროვნოს წარმოდგენებით, ე.ი. წარმოიდგინოს ესა თუ ის საგნები, თუ მოვლენები, ამგვარ აზროვნებას ეწოდება – ვიზუალური (ხედვითი).

ადამიანს აქვს სხვაგვარი აზროვნებაც,რომელსაც კოცეფტუალურს ანუ ცნებით აზროვნებასაც უწოდებენ. აზროვნების ეს ტიპი მთლიანად განპირობებულია ენით.ის ხორციელდება რომელიმე კონკრეტულ ენაზე. მაგალითად, ქართველი ვერ იაზროვნებს ინდიელთა ენაზე ან პირიქით.

თანხმოვანთა სისტემები – ცალეულები, წყვიელულები და სამეულები

თანხმოვანთა სიტემები იყოფა ხშულების, ნაპრალოვნების და სონორის სისტემებად. ხშულები სამეულებრივ სისტემას ქმნიან. ჰომოგენურების მიხედვით ხშულთა სისტემებში იყოფა ორი სერია მჟღერებისა და ყრუს. ყრუ შეიძლება გაიყოს ორად, რომელთაგან ერთ-ერთ ფშვინვიერი, ხოლო მეორე არაფშვინვიერი. ნაპრავლოვნები ხშულებისგან განსხვავებით, როგორც წესი, წყვილეულებრივ სისტემებს  ქმნიან, რომლებშიც განსხვავებულია მჟღერებისა და ყრუ ნაპრალოვნების სერიები. სონორები ხშულებისა და ნაპრალოვნებისაგან გასნხავებით, ცალეულ სისტემებს ქმნიან. სონორების დაჯგუფება ხდება შემდეგნაირად: მ – ნ და ლ – რ. აქედან პირველი წყვილი ცხვირისმიერია, ხოლო მეორე არაცხვირისმიერი.

თანხმოვათა ჰარმონიული კომპლექსები ქართულში

 

თანხმოვანთა ისეთ კომპლექსებს, როგორიცაა, მაგ., ბღ, თხ, ჭყ, ეძახიან ქართული ენის სპეციფიკურ კომპლექსებს. სპეციფიკურია ეს კომპლექსები ქართულისთვის, რადგან ასეთი რამ, სისტემის სახით, სხვა კავკასიურ ენაში არ გვხვდება; ქართულში კი ისინი სისტემას წარმოადგენენ. ეძახიან მათ აგრეთვე ჰარმონიულ ჯგუფებს, რადგან კომპლექსში შემავალი თანხმოვნები (ბ და ღ, თ და ხ, ჭ და ყ) შეგუებულია ერთმანეთთან არა მხოლოდ ფიზიოლოგიურად, არამედ აკუსტიკურადაც: კომპლექსის შემადგენელი ორივე თანხმოვანი ერთნაირი მჟღერობა-სიყრუისაა: ან ორივე მჟღერი, ან ორივე ყრუ ფშვინვიერი, ან ყრუ მკვეთრი.

ამ თანხმოვანი ბგერების ფიზიოლოგიური შეგუებულობა იმაში გამიხატება, რომ ყველა ჰარმონიული კომპლექსი დეცესიურია, ე.ი.  მათი შემადგენელი თანხმოვნები ერთჟამიერშემართვიანია: ყოველ ჰარმონიულ კომპლექსს ერთი შემართვა აქვს და არა ორი, ე.ი. არა ცალ-ცალკე თითოეული შემადგენლისთვის.

მაშასადამე, ქართულის თანხმოვანთა ჰარმონიული კომპლექსები, როგორც დეცესიური ბგერათშეერთებები, შედეგია ბგერათშეერთების II წესის მოქმედებისა: მათში შეერთებულია ჰეტეროორგანული თანხმოვნები არტიკულაციის ერთჟამიერობის საფუძველზე.

ქართულში ჩვენ გვხვდება თანხმოვანთა ჰარმონიული კომპლექსების ორი სისტემა: A-სისტემა და B-სისტემა. განსხვავებულია ერთმანეთისაგან A და B სისტემები კომპლექსთა მეორე კომპონენტით, კერძოდ, A სისტემაში მონაწილეობს ხშულთა მეხუთე სამეული (გ-ქ-კ), ხოლო  B სისიტემაში მეოთხე წყვილეული (ღ-ხ) და მეექვსე სამეულის ყ.

A-სისტემა

ბგ, ფქ, პკ;

დგ, თქ, ტკ;

ძგ, ცქ, წკ;

ჯგ, ჩქ, ჭკ.

B-სისტემა

ბღ, ფხ, პყ;

დღ, თხ, ტყ;

ძღ, ცხ, წყ;

ჯღ, ჩხ, ჭყ.

განასხვავეთ სინქრონიული და დიაქრონიული ენათმეცნიერება

ფერდინანდ დე სოსიურმა პირველმა მოითხოვა ენათა კვლევის დროს მკაცრად ყოფილიყო გამიჯნული სინქრონიული და დიაქრონიული პერსპექტივა. ეს მოთხოვნა შემდგომში თანამედროვე ენათმეცნიერების საფუძველი გახდა. სინქრონია წარმოადგენს ერთ მოცემულ მდგომარეობას და, ამდენად, იგი ასახავს მოლაპარაკე სუბიექტის პერსპექტივას. მოლაპარაკე სუბიექტმა იცის მხოლოდ ერთი მდგომარეობა, იგი იყენებს ენას, რომ არ სჭირდება მისი ისტორიის ცოდნა.

მაგრამ ენა იცვლება დროში. დღევანდელი ქართული იგივე არაა, რაც მე-5 საუკუნის ქართული. ასევე შეიცვალა დროში სომხური, რუსული, ფრანგული, გერმანული, ინგლისური და სხვ. ენის ცვლილება დროში უნდა გავიგოთ როგორც ერთი სინქრონიული მდგომარეობიდან მეორეში გადასვლა. მე-12 საუკუნის ქართული წარმოადგენდა გარკვეულ სინქრონიულ მდგომარეობას, რომელიც ასახულია „ვეფხისტყაოსანში“. ასევე შექსპირის ტრაგედიებში ასახულია ის სინქრონიული მდგომარეობა, რომელიც ინგლისურს ჰქონდა მე-16 ს-ის მეორე ნახევარში და ა.შ. საქმე ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ, თითქოს სინქრონიული მდგომარეობები ენაში იცვლებოდეს საუკუნეების მიხედვით, რომ თითქოს ენაში რამდენი საუკუნეცაა იმდენივე სინქრონიული მდგომარეობა. ენა რომ ერთი სინქრონიული მდგომარეობიდან მეორე სინქრონიულ მდგომარეობაში გადავიდეს, საჭიროა ამ ენაში ძირეული ცვლილებები მოხდეს.

სხვადასხვა სინქრონიულ მდგომარეობებს ასახავენ ერთი ენის განვითარებაში ისეთი ცნებები, როგორიცაა ძველი რუსული და თანამედროვე რუსული, ძველი სომხური და ახალი სომხური, ძველი ფრანგული და ახალი ფრანგული და ა.შ შეიძლება დავასკვნათ: დიაქრონია წარმოადგენს ერთი სინქრონიული მდგომარეობიდან მეორე სინქრონიულ მდგომარეობაში გადასვლას. თუ სინქრონიას წარმოვიდგენთ ჰორიზონტალური ღერძის სახით, მაშინ ერთი ჰორიზონტალური ღერძიდან მეორე ჰორიზონტალურ ღერძზე გადასვლა იქნება ერთი სინქრონიული მდგომარეობიდან მეორე სინქრონიულ მდგომარეობაში გადასვლა.

ენა როგორც სემიოტიკური სისტემა

 ენა არის პირობით ნიშანთა სისტემა, ნიშანთა სისტემები კი შეისწავლება ცალკე მეცნიერების მიერ, რომელსაც სემიოტიკა (მოძღვრება ნიშნების შესახებ) ეწოდება. ამ თვალსაზრისით ენათმეცნიერება გვევლინება სემიოტიკის დარგად რომელიც შეისწავლის ნიშანთა სისტემებს შორის ერთ ერთ ყველაზე რთულსა და მნიშვნელოვანს – ადამიანის ენას. ენა, როგორც სემიოტიკური სისტემა განსაზღვრა ფერდინანდე სოსიურმა და ჩარლზ პერსმა. ადამიანის ენა შეიძლება დახასიათდეს, როგორც პირობით ბგერით ნიშანთა სისტემა, რომელიც გამოიყენება ადამიანთა საზოგადოებაში. გამოთქმა „ენა სისტემაა“ გულისხმობს, იმას რომ ენა არის არა რაღაც ერთეულების მეუწესრიგებელისიმრავლე, არამედ ისეთი ელემენტების ერთობლიობა რომელთა შორის გარკვეული მიმართებები და კავშირები არსებობს, ხოლო ენა სემიოტიკური სისტემაა იმდენად რამდენადაც ენის ეს სიტემა შედგება ნიშნებისაგან. მნიშვნელობის მქონე ყოველი ელემენტი ენაში არის ნიშანი, მას კი ორი მხარე აქვს – აღმნიშვნელი და აღსანიშნი. კავშირი მათ შორის პირობითია, რადგან არავითარი აუცილებლობა არაა იმისა, რომ მაგალითად „სკამს“ სკამი ერქვას. დავა ენობრივი ნიშნის პირობითობის შესახებ გრძელდებოდა საუკუნეების განმავლობაში. ჩვენთვის საინტერესო საკითხზე პასუხს იძლევა მხოლოდ ფერდინარდ სოსიური. იგი მიუთითებს 4 გარემოებაზე.

ენა, როგორც პირობით ბგერით ნიშანთა სისტემა

 

ძველ ბერძნულ ფილოსოფიაში ჩამოყალიბებული იყო ორი ურთიერთსაწინააღმდეგო აზრი იმის შესახებ, თუ როგორ ვარქმევთ საგანს სახელს.  ერთი ნაწილი, თესეისტები (thesei „შეთანხმება“), თვლიდნენ რომ საგნების სახელდება ჩვენი შეთანხმების საფუძველზე ხდება ანუ პირობითია. ფუსეისტები (physei „ბუნებითი“) კი თვლიდნენ რომ სახელდება საგნების ბუნების გათვალისწინებით განმავლობაში.

დავა ენობრივი ნიშნის შესახებ გრძელდებოდა საუკუნეების განმავლობაში, რადგანაც ძველ ბერძნულ ფილოსოფიაში გადაუჭრელი დარჩა ერთი მეტად პრინციპული მნიშვნელობის საკითხი. საქმე ისაა, რომ თუ კონვენციონალური თეორია სწორია, ე.ი. თუ საგნების სახელდება ხდება პირობითად, მაშინ რატომ არაა შესაძლებელი ნიშანთა შეცვლა ჩვენი ნება-სურვილის მიხედვით? ამ შეკითხვაზე პასუხს ვერ იძლეოდა ვერც ანტიკური და ვერც შუა საუკუნეების ფილოსოფია და ფილოლოგია, სანამ ფერდინანდ დე სოსიურმა არ მიუთითა 4 გარემოებაზე, რომლებიც ხელს უშლიან ენობრივ ნიშანთა ცვლას ჩვენი ნება-სურვილის მიხედვით:

  1. ნიშნის პირობითობა – რადგანაც კავშირი აღსანიშნსა და აღმნიშვნელს შორის პირობითია, ამიტომ არ დგას რაციონალურობის საკითხი. ენისათვის არსებითია თვითონ აღნიშვნის ფაქტი და არა ის, თუ როგორ აღინიშნება ესა თუ ის ცნება.
  2. ნიშანთა სიმრავლე – ყოველ ენაში ნიშანთა რაოდენობა რამდენიმე ათეული ათასია. ამიტომ თუ ნიშნებს საკუთარი ნება-სურვილით შევცვლიდით მივიღებდით ქაოსს.
  3. ენობრივი სისტემის სირთულე – ენა მეტად რთული სისტემაა, მაგრამ იმათ, ვინც ამ სისტემით ყოველდღიურად სარგებლობს, წარმოდგენა არ აქვთ ამ სისტემის შესახებ. მეორე მხრივ, სისტემის გონივრულად შეცვლა ან სუსტემის ცოდნას გულისხმობს. ამიტომ თითქოს ენა შესაძლებელია გონივრულად შევცვალოთ გრამატიკოსების და სხვა სპეციალისტების დახმარებით, მაგრამ გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ამგვარ ცდებს რაიმე წარმატება არ მოჰყოლია.
  4. ენობრივი კოლექტივის წინააღმდეგობა ყოველგვარი სიახლის მიმართ ენაში, ანუ კონსერვატიულობა – ანის მიმართება ინდივიდთან, როგორც ვნახეთ, იმპერატიულია, რადგანაც ენა სოციალური მოვლენაა. ენა წარმოადგენს ყველას კუთვნილებას მოცემულ ენობრივ კოლექტივში, ამიტომ ყოველგვარი ინდივიდუალური გადახვევა ენობრივი ნორმებიდან კოლექტივში წინააღმდეგობას იწვევს. ენა არსებითად განსხვავდება სხვა სოციალური მოვლენებისგან, ამიტომ ენაში შეუძლებელია რაიმე რევოლუციის მოხდენა.

 

ენათა გენეალოგიური კლასიფიკაცია

ენათა ტიპოლოგიური და არეალური კლასიფიკაციის გვერდით შესაძლებელია ენათა გენეალოგიური კლასიფიკაცია, რომელიც მიზნად ისახავს ენათა ცალკეული ჯგუფების გამოყოფას მათი საერთო წარმომავლობის მიხედვით.

მსოფლიოს ენათა დაჯგუფებას, ჩვეულებრივ, სწორედ გენეტიკური ნიშნის მიხედვით ახდენენ. გენეალოგიური კლასიფიკაცია შეიძლება შეივსოს ტიპოლოგიური კლასიფიკაციით, იმის საჩვენებლად, თუ როგორ შეიჩვალა ენის ტიპი, ან იმ ნიშნის წარმოსაჩენად, რომლებიც საზიარო აქვთ ერთი ოჯახის სხვადასხვა შტოს ენებს.

 

განასხვავეთ: ენა და მეტყველება

 

ერთმანეთისგან განასხვავებენ სამეტყველო ქმედებას, ენასა და მეტყველებას. ენა და მეტყველება ერთად სამეტყველო ქმედებას ქმნის. ამიტომ ძირითადია ენისა და მეტყველების გამიჯვნა ანუ დიქოტომია.

ენა ქმნის სამეტყველო ქმედების სოციალურ ასპექტს, ხოლო მეტყველება – ინდივიდუალურს. ამიტომ ენა ზეინდივიდუალური კატეგორიაა, იგი თავსმოხვეულია ინდივიდისადმი, ენა ბატონობს ინდივიდზე ე.ი ენის მიმართება ინდივიდთან იმპერატიულია. ინდივიდი ვერც ქმნის ენას და ვერც თავის ნებაზე ცვლის მას. მეტყველება, პირიქით, ინდივიდის ფუნქციას წარმოადგენს, ინდივიდის მიერ იქმნება. ესაა ზეპირი დაწერილი ტექსტი, რომლის შექმნა მთლიანად დამოკიდებულია ინდივიდის ცოდნაზე და ტალანტზე.

ენასა და მეტყველებას შორის ის განსხვავებაცაა, რომ უშუალო დაკვირვებაში ჩვენ გვეძლევა მხოლოდ მეტყველება და არა ენა. ქართული ან ნებისმიერი სხვა ენა ჩვენ გვეძლევა არა უშუალოდ, არამედ მხოლოდ ტექსტის (მეტყველების) სახით. ყოველგვარი ტექსტის მიღმა დგას ენა, რომლის რეალიზებასაც მეტყველება ახდენს.

ბგერითი და არაბგერითი ენები – სემიოტიკა

აზრის გამოხატვის ფუნქცია აქვს არა მარტო ბგერით, არამედ  სხვა სახის ენებსაც. ამ თვალსაზრისით ბგერითი ენა არ განსხვავდება სხვა ენებისგან. ბგერით ენას აქვს მეორე ფუნქციაც. ესაა საკომუნიკაციო ფუნქცია. ენის საშუალებით ხდება აზრების გაზიარება ინდივიდებს შორის ანუ ინფორმაციის გადაცემა ერთი ინდივიდიდან მეორესათვის. ენა სოციალური მოვლენაა. შრომის განაწილება საზოგადოებაში შესაძლებელია, ძირითადად, მხოლოდ იმდენად, რამდენადაც საზოგადოება იყენებს ენას. საკომუნიკაციო ფუნქცია არ აქვს მარტო ბგერით ენას. ამავე ფუნქციას ასრულებს დამწერლობაც, ჟესტიკულაცია და სხვ. განსხვავება ბგერით და არაბგერით ენებს შორის უფრო ღრმაა და იგი არ დაიყვანება მხოლოდ გარეგნულ გამოხატულებაზე. ეს განსხვავება ჩანს ენის მესამე საარტიკულაციო ფუნქციაში. სუბიექტი ამყარებს მიმართებას საგანთა სამყაროსთან, ობიექტურ სინამდვილესთან, აღიქვამს საგანთა სამყაროს. საგანი შეიცავს გარკვეულ ინფორმაციას, რომელიც მოქმედებს შეგრძნებათა ორგანოებზე. აღქმის პროცეში საგნის დამახასიათებელი ფიზიკური ინფორმაცია გარდაიქმნება ნერვულ იმპულსებად, ე.ი ფიზიოლოგიურ ინფორმაციად. ფიზიოლოგიური ინფორმაცია აღწევს ცენტრალურ ნერვულ სისტემამდე, სადაც იგი გარდაიქმნება ფსიქიკურ ინფორმაციად, ამიტომ საგნის აღქმის შედეგად ჩვენ ცნობიერებაში ჩნდება მისი ანაბეჭდი წარმოდგენის სახით.

ენათა მორფოლოგიური კლასიფიკაცია

მორფოლოგიური ტიპოლოგია წარმოადგენს ენათა კლასიფიკაციას მორფემათა ტიპების მიხედვით. იგი განავითარეს XIX საუკუნის დასაწყისში, ძმებმა ფრიდრიხ და ოგიუსტ ფონ შლეგერებმა. დღეისთვის ენათმეცნიერებაში ამგვარ კლასიფიკაციას უკვე ნაკლები ყურადღება ექცევა.

მორფოლოგიურ ტიპოლოგიაში განარჩევენ ანალიზურ ანუ იზოლირებად და სინთეზურ ენებს. სინთეზური ენები თავის მხრივ იყოფა აგლუტინაციურ და ფლექსიურ ენებდ.

ანალიზურ ანუ იზოლირებად ენებში მორფემები ცალ-ცალკე, ერთმანეთისგან იზოლირებულად არსებობს. აქედან გამომდინარე ყოველი იზოლირებული სიტყვა მორფემას წარმოადგენს. ამრიგად, თითოეული იზოლირებული სიტყვა გრამატიკული მნიშვნელობის მატარებელი აფიქსია, რომელიც ლექსიკური მნიშვნელობის სიტყვის გარეთ დგას. გრამატიკული კატეგორიები განისაზღვრება სიტყვათა თანმიმდევრობით (მაგ.შემასმენლისა და ქვემდებარის ინვერსია კითხვით ფრაზაში) ან დამატებითი სიტყვების შემოტანით. ანალიზურ ენებში კონტექსტი და სინტაქსი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მორფოლოგია.

ასეთ ენათა კლასიკურ ტიპს ჩინური და ვიეტნამური ენები წარმოადგენს. ანალიზური ელემენტები გვხვდება ასევე ინგლისურ ენაშიც.

სინთეზურ ენებში სიტყვათწარმოება ხდება ფუძეზე ერთი ან რამდენიმე მორფემის დამატებით. ამ მორფემათა ფუძისგან გარჩევა შესაძლოა მეტ-ნაკლებად ადვილი იყოს. სინთეზურ ენებში სიტყვათა თანმიმდევრობა ნაკლებად მნიშვნელოვანია ვიდრე იზოლირებადი ტიპის ენებში, რადგან ცალკეული სიტყვები უფრო მეტ მნიშვნელობას ატარებს. აქედან გამომდინარე მორფოლოგია უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს ვიდრე სინტაქსი.

განასხვავებენ სინთეზური ენების ორ ტიპს, იმისდა მიხედვით, ადვილად განირჩევა თუ არა ერთმანეთისგან მორფემები. ესენია აგლუტინაციური და ფლექსიური ენები.

აგლუტინაციურ ენებში ყოველი გრამატიკული მნიშვნელობა ერთი ფონეტიკური ფორმით გამოიხატება, მორფემები ფუძის შემდეგ ერთიმეორის გვერდითაა განლაგებული და სიტყვა ადვილად იშლება შემადგენელ ნაწილებად.

აგლუტინაციური ენების კლასიკურ მაგალითს თურქული წარმოადგენს, რომელშიც ერთი სიტყვის ფარგლებში მრავალი მორფემის თავმოყრაა შესაძლებელი. ამავე ტიპს ეკუთვნის კორეული, იაპონური და ქართულიენებიც.

            ფლექსიურ ენებში ძნელია მორფემათა ერთმანეთისგან და ფუძისგან გარჩევა. ერთ აფიქსში შესაძლოა რამდენიმე მორფემამ მოიყაროს თავი, თავის მხრივ აფიქსები შესაძლოა ერთმანეთში აირიოს და ურთიერთგავლენა მოახდინონ. მორფემები შესაძლოა გამოიხატოს ტონალობის შეცვლით ან მახვილით, რისი ფუძისგან გარჩევაც შეუძლებელი ხდება. მორფემა შესაძლოა გამოიხატოს ასევე ფუძეში ფონეტიკური ცვლილებით.

ძლიერად ფლექსიური იყო არქაული ენები, როგორიცაა სანსკრტი, ლათინური, ბერძნული. დღეისთვის ინდოევროპული ენების უმრავლესობას სხვადასხვა ხარისხით ფლექსიურობა ახასიათებს. ფლექსიურია სლავურიდა ბალტიური ენები.

 

განასხვავეთ ენა და დიალექტი

 

          ენასა და დიალექტს შორის სხვაობას ენათმეცნიერების განვითარების სხვადასხვა ეტაპზე განსხვავებულად უდგებოდნენ. მაგალითად, რომანული დიალექტოლოგიის ზოგიერთი წამომადგენელი (ჰ. შუხარდტი, პ. მეიერი, გ. პარისი, ჟ. ჯილერონი და სხვ.) საერთოდ უარყოფდა დიალექტების არსებობას. მათი თვალსაზრისით, საერთოდ შეუძლებელია დიალექტის გამოყოფა, რამდენადაც სპეციფიკური სამეტყველო სხვაობები ვერ ქმნიან სტრუქტურულ ნიშან-თვისებათა მყარ ერთობას, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება ერთი დიალექტის მეორისაგან ცალსახა გამიჯვნა; გერმანელი და შვეიცარიელი ენათმეცნიერები კი მიიჩნევდნენ, რომ დიალექტების გამოყოფა-განსხვავება შესაძლებელია, რამდენადაც სპეციფიკური მეტყველებების მახასიათებლებში შეიძლება გამოიყოს ბირთვული და პერიფერიული ნიშან-თვისებები და ბირთვული მახასიათებლების საფუძველზე განისაძღვროს დიალექტის საძღვრები.

 

ნიშნის აგებულება: გამოხატულებისა და შინაარსის პლანი

სემიოტიკის ერთ-ერთი ცენტრალური პრობლემაა ნიშნის პირობითობა. მეცნიერები უძველესი დროიდან ცდილობდნენ იმის გაგებას, თუ რა კავშირია სიტყვის ფორმასა და შინაარსს შორის. დავა ენიბრივი ნიშნის არსის გარშემო ახალი დროის ლინგვისტიკაშიც გრძელდება.

ტერმინი აღსანიშნი არ გულისხმობს უშუალოდ გარეენობრივი სამყაროს საგნებსა და მოვლენებს. აღსანიშნი ენისგან დამოუკიდებლად არ არსებობს. ეს არის არა საგანი, არამედ ცნება, იდეა საგნის თუ მოვლენის შესახებ, საგანთა თუ მოვლენათა მთელი კლასის შესახებ. აღსანიშნი უპირისპირდება აღმნიშვნელს.

აღსანიშნთა ერთობლიობა ჰქმნის შინაარსის პლანს, ხოლო აღმნიშვნელთა ერთობლიობა ენის გამოხატულების პლანს.

კავშირი აღსანიშნსა და აღმნიშნელს შორის პირობითია. არავითარი ლოგიკური აუცილებლობა არაა იმისა, რომ H2O ქართულში მაინცდამაინც „წყალი“ ფონემათა მიმდევრობით აღინიშნებოდეს.

ტიპოლოგიური ენათმეცნიერება და ენათა კლასიფიკაცია

მე-19 საუკუნის ენათმეცნიერებაში მიღებული იყო,ენათა სიმრავლის დაყოფა, ენათა კლასიფიკაცია ისეთ მორფოლოგიურ ტიპებად, როგორიც არის მაიზოლირებელი, ფლექსიური და აგლუტინაციური.

მაიზოლირებელია ენები, რომლებშიც ადვილად ხორციელდება სეგმენტაცია, ანუ გამონათქვამთა დანაწევრება მორფებად, მაგრამ ძნელია კლასიფიკაცია.

ფლექსიურია ენები, რომლებშიც ადვილია კლასიფიკაცია, მაგრამ ძნელია სეგმენტაცია.

აგლუტინაციურია ენები, რომლებშიც ადვილად ხორციელდება, როგორც სეგმენტაცია, ისე კლასიფიკაცია.

სეგმენტაცია და კლასიფიკაცია ღრმა ლინგვისტური აზრის შემცველი პროცედურებია. სეგმენტაცია, უწინარეს ყოვლისა, გულისხმობს იმას, თუ როგორ შეესაბამება ერთმანეთს მორფები და ის მნიშვნელობები, რომლებიც მათ მიეწერებათ.

კლასიფიკაცია გულისხმობს იმას, თუ რამდენად ქმნიან გამოყოფილი მორფები დაპირისპირებათა შინაგან სისტემას, როგორია მათი პარადიგმატული ურთიერთმიმართებები. შედარებით-ტიპოლოგიური კლასიფიკაციის თანახმად განირჩევა ენათა სამი ტიპი: ანალიზური,სინთეზური და პოლისინთეზური.

განასხვავეთ ბგერა და ფონემა

 

ფონემა წარმოადგენს აბსტრაქციას.ყოველგვარი ბგერის მიღმა მეტყველებაში ყოველთვის დგას ესა თუ ის ფონემა, მაგრამ ფონემა მიანც არ ემთხვევა ბგერას. ჩვენ წარმოვთქვამთ არა ფონემებს, არამედ ბგერებს. ზოგჯერ მიაჩნიათ, რომ ფონემა თითქოს ემთხვევა მის ერთ-ერთ ვარიანტს, კერძოდ კი, ძირითად ვარიანთს, რაც, რა თქმა უნდა, შეცდომაა. ფონემასა და ვარიანტს შორის ყოველთვის განსხვავებაა და ფონემა ამიტომ არა თუ არ ემთხვევა ბგერას, არამედ არც შეიძლება ემთხვეოდეს მას.

ნიშნის პირობითობის საკითხი

დავა ენობრივი ნიშნის შესახებ გრძელდებოდა საუკუნეების განმავლობაში, რადგანაც ძველ ბერძნულ ფილოსოფიაში გადაუჭრელი დარჩა ერთი მეტად პრინციპული მნიშვნელობის საკითხი. საქმე ისაა, რომ თუ კონვენციონალური თეორია სწორია, ე.ი თუ საგნების სახელდება ხდება პირობითად, მაშინ რატომ არაა შესაძლებელი ნიშანთა შეცვლა ჩვენი ნება-სურვილის მიხედვით? ამ შეკითხვაზე პასუხს ვერ იძლეოდა ვერც ანტიკური და ვერც შუა საუკუნეების ფილოსოფია და ლინგვისტიკა.

ჩვენთვის საინტერესო საკითხზე პასუხს იძლევა მხოლოდ ფერდინანდ სოსიური. იგი მიუთითებს 4 გარემოებაზე, რომლებიც ხელს უშლიან ენობრივ ნიშანთა ცვლას ჩვენი ნება-სურვილის მიხედვით.

  1. ნიშნის პირობითობა – რადგანაც კავშირი აღსანიშნსა და აღმნიშვნელს შორის პირობითია, ამიტომ არ დგას რაციონალურობის საკითხი. ენისათვის არსებითია თვითონ აღნიშვნის ფაქტი და არა ის, თუ როგორ აღინიშნება ესა თუ ის ცნება.
  2. ნიშანთა სიმრავლე – ყოველ ენაში ნიშანთა რაოდენობა რამდენიმე ათეული ათასია. ამიტომ თუ ნიშნებს საკუთარი ნება-სურვილით შევცვლიდით მივიღებდით ქაოსს.
  3. ენობრივი სისტემის სირთულე – ენა მეტად რთული სისტემაა, მაგრამ იმათ, ვინც ამ სისტემით ყოველდღიურად სარგებლობს, წარმოდგენა არ აქვთ ამ სისტემის შესახებ. მეორე მხრივ, სისტემის გონივრულად შეცვლა ან სუსტემის ცოდნას გულისხმობს. ამიტომ თითქოს ენა შესაძლებელია გონივრულად შევცვალოთ გრამატიკოსების და სხვა სპეციალისტების დახმარებით, მაგრამ გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ამგვარ ცდებს რაიმე წარმატება არ მოჰყოლია.
  4. ენობრივი კოლექტივის წინააღმდეგობა ყოველგვარი სიახლის მიმართ ენაში (კონსერვატიზმი) – ანის მიმართება ინდივიდთან, როგორც ვნახეთ, იმპერატიულია, რადგანაც ენა სოციალური მოვლენაა. ენა წარმოადგენს ყველას კუთვნილებას მოცემულ ენობრივ კოლექტივში, ამიტომ ყოველგვარი ინდივიდუალური გადახვევა ენობრივი ნორმებიდან კოლექტივში წინააღმდეგობას იწვევს. ენა არსებითად განსხვავდება სხვა სოციალური მოვლენებისგან, ამიტომ ენაში შეუძლებელია რაიმე რევოლუციის მოხდენა.

ამრიგად, ენა, მართალია, პირობით ნიშანთა სისტემაა, მაგრამ ენობრივი ნიშნის პირობითობის თეორია მაინც გარკვეულ დაზუსტებას საჭიროებს. საქმე ისაა, რომ ენაში, ერთი შეხედვით, ყველაფერი არ არის პირობითი, თითქოს ადგილი რჩება ბუნებითობის თეორიისათვისაც. ასე, მაგალითად, სიტყვა „ყური“ პირობითი ნიშანია და გარკვეული ფიზიოლოგიური ორგანოსი, მაგრამ მისგან ნაწარმოები „საყურე“ თითქოს აღარ არის პირობითი, რადგანაც „საყურე“ შეიძლება ეწოდოს ისეთ საგანს, რომელიც ყურისთვის არის დანიშნული. ასევე სიტყვა „ქათამი“ პირობითია, მაგრამ სიტყვა „საქათმე“ თითქოს არა.

ხმოვანთა სისტემები

ხმოვანთა სისტემებს წარმოადგენენ გარკვეული გეომეტრიული ფიგურების სახით (სწორი ხაზი, სამკუთხედი, ტრაპეცია და ა.შ.). ხმოვანთა სისტემებში ფუნდამენტურია ოპოზიციები,ენის აწეულობის, ლოკალური რიგისა და ბაგეების მონაწილეობის მიხედვით.

ენის აწეულობის მიხედვით განასხვავებენ სამ საფეხურს: დაბალს, საშუალოსა და მაღალს. ლოკალური რიგით სამია: წინა, შუა და უკანა რიგის. ზოგ ენაში ხმოვნები უპირისპირდებიან ერთმანეთს მხოლოდ ენის აწეულობის ხარისხის მიხედვით. ხმოვანთა ასეთ სისტემებს ეწოდება ხაზობრივი. ქართული ენის ხმოვნები გამოისახება სამკუთხა სისტემით და განსხვავებულია ენის აწეულობის სამი საფეხური: მაღალი აწეულობის (ი და უ ) საშუალო (ე და ო ) და დაბალი (ა).

განასხვავეთ სილაბური და კონსონანტური დამწერლობები

სილაბური დამწერლობა (ბერძ. syllabē – მარცვალი) – მარცვლოვანი დამწერლობა; ფონეტიკური დამწერლობის სახეობა, რომელშიც ნიშანი (სილაბემა) გადმოსცემს დამოუკიდებელი მარცვლის წარმომქმნელ ცალკე ხმოვანს ან თანხმოვან და ხმოვან ფონემათა თანმიმდევრულ ჟღერადობას. არსებობს წმინდა სილაბური და სიტყვიერ-მარცვლოვანი სილაბური დამწერლობები. წმინდა სილაბურთაგან აღსანიშნავია კუნძულ კვიპროსის დამწერლობა, აგრეთვეეთიოპიური და ინდური დამწერლობები (ქაროშთი, ბრაჰმი და მათგან მომდინარე სისტემები, მათ შორის ტიბეთის, ინდონეზიის). სიტყვიერ-მარცვლოვან დამწერლობას (სიტყვიერი წერილობითი სისტემისა და სილაბურის შერწყმა) განეკუთვნება იაპონური, ძველი კორეული, გვიანდელი სოლისებრი (აქადური, ხეთური) და იეროგლიფური ლუვიური დამწერლობა. სიტყვიერ-მარცვლოვანი დამწერლობა შუმერული იდეოგრაფიულ-ფონეტიკური დამწერლობისაგან მომდინარეობს. იხმარება ძვ. წ. III ათასწლეულის შუა ხანებიდან. იგი მრავალნიშნიანობითა და დიდი სირთულით ხასიათდება, ამიტომ გაანბანების ტენდენციამ ადრევე იჩინა თავი. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავიასპარსული სოლისებრი ანბანი.

კონსონანტიური დამწერლობა – ფონეტიკური დამწერლობის ტიპი, რომელიც მხოლოდ თანხმოვანი ბგერების აღმნიშვნელ სიმბოლოებს (ასოებს) შეიცავს. ამგვარი დამწერლობები ძირითადად გამოიყენება ისეთი ენების ჩასაწერად, რომელთა სტრუქტურა იძლევა იმის საშუალებას, რომ ხმოვნების გერეშე ჩაწერილმა სიტყვამ ორაზროვნება ან აზრის გაუგებრობა არ გამოიწვიოს. ამის საშუალებას ძირითადად სემიტური ენები იძლევიან, რომელთა მორფოლოგია და ლექსიკაც კონსონანტურ საწყისებზეა დაფუძნებული. კონსონანტური დამწერლობების შესახებ პეტერ ტ. დანიელსის მიერ 1990 წელს გამოქვეყნებული ნარკვევის შემდეგ კონსონანტური დამწერლობის აღსანიშნავად პარალელურად გამოიყენება ტერმინი აბჯადიც.

კონსონანტური დამწერლობების მაგალითებია არაბული, ებრაული, სირიული დამწერლობები, ასევე ძველი სემიტური სისტემები, როგორიცაა პროტო-სემიტური, ფინიკიური, არამეული და სხვა. კონსონანტური დამწერლობიდან, კერძოდ ფინიკიურიდან განვითარდა პირველი ხმოვნების შემცველი ბერძნული ანბანი, რამაც დასაბამი მისცა ანბანური (ხმოვნიანი) დამწერლობების შექმნას ევროპაში.

 

ენის საარტიკულაციო ფუნქცია და აზროვნების ფორმები

 

სუბიექტი ამყარებს მიმართბას საგანთა სამყაროსთან, ობიექტურ სინამდვილესთან, აღიქვამს საგანთა სამყაროს. საგანი შეიცავს გარკვეულ ინფორმაციას, რომელიც მოქმედებს შეგრძნებათა ორგანოებზე. აღქმის პროცესში საგნის დამახასიათებელი ფიზიკური ინფორმაცია გარდაიქმენბა ნერვულ იმპულსებად, ე.ი ფიზიოლოგიურ ინფორმაციად. ფიზიოლოგიური ინფორმაცია აღწევს ცენტრალურ ნერვულ სისტემამდე, სადაც იგი გარდაიქმნება ფსიქიკურ ინფორმაციად, ამიტომ საგნის აღქმის შედეგად ჩვენ ცნობიერებაში ჩნდება მისი ანაბეჭდი წარმოდგენის სახით.

            ადამიანს შეუძლია იაზროვნოს წარმოდგენებით, ე.ი წარმოიდგინოს ესა თუ ის საგნები, თუ მოვლენები, ამგვარ აზროვნებას ეწოდება – ვიზუალური (ხედვითი).

ადამიანს აქვს სხვაგვარი აზროვნებაც, რომელსაც კონცეფტუალურს ანუ ცნებით აზროვნებასაც უწოდებენ. აზროვნების ეს ტიპი მთლიანად განპირობებულია ენით. ის ხორციელდება რომელიმე კონკრეტულ ენაზე. მაგალითად, ქართველი ვერ იაზროვნებს ინდიელთა ენაზე ან პირიქით.

მორფემათა გამოყოფის წესები

 

  1. სიტყვა უნდა დაიშალოს ორ ნაწილად, ისე ,რომ ყოველ ნაწილს ჰქონდეს თავისი მნიშვნელობა.
  2. სიტყვა უნდა დაიშალოს ორ ნაწილად, ისე ,რომ ყოველ ნაწილს ჰქონდეს თავისი მნიშვნელობა და ამ მნიშვნელობათა ჯამი უნდა ემთხვეოდეს სიტყვის მთლიან მნიშვნელობას.
  3. ეკონომიურობის პრინციპი. მაგ. ოქრო – დ და კაც- ად ორივე სწორია.

 

განასხვავეთ კონსონანტური და ანბანური დამწერლობები

 

კონსონანტიური დამწერლობა – ფონეტიკური დამწერლობის ტიპი, რომელიც მხოლოდ თანხმოვანი ბგერების აღმნიშვნელ სიმბოლოებს (ასოებს) შეიცავს. ამგვარი დამწერლობები ძირითადად გამოიყენება ისეთი ენების ჩასაწერად, რომელთა სტრუქტურა იძლევა იმის საშუალებას, რომ ხმოვნების გერეშე ჩაწერილმა სიტყვამ ორაზროვნება ან აზრის გაუგებრობა არ გამოიწვიოს. ამის საშუალებას ძირითადად სემიტური ენები იძლევიან, რომელთა მორფოლოგია და ლექსიკაც კონსონანტურ საწყისებზეა დაფუძნებული. კონსონანტური დამწერლობების შესახებ პეტერ ტ. დანიელსის მიერ 1990 წელს გამოქვეყნებული ნარკვევის შემდეგ კონსონანტური დამწერლობის აღსანიშნავად პარალელურად გამოიყენება ტერმინი აბჯადიც.

კონსონანტური დამწერლობების მაგალითებია არაბული, ებრაული, სირიული დამწერლობები, ასევე ძველი სემიტური სისტემები, როგორიცაა პროტო-სემიტური, ფინიკიური, არამეული და სხვა. კონსონანტური დამწერლობიდან, კერძოდ ფინიკიურიდან განვითარდა პირველი ხმოვნების შემცველი ბერძნული ანბანი, რამაც დასაბამი მისცა ანბანური (ხმოვნიანი) დამწერლობების შექმნას ევროპაში.

            ანბანური დამწერლობა – ანბანურ დამწერლობაში ასოები არნიშნავენ არა იდეებს, არამედ ბგერებს. ანბანური დამწერლობის ჩანასახები ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტელებს გააჩნდათ, თუმცა მისი შექმნა წილად ხვდა ფინიკიელებს, რომელთაც კაცობრიობის კულტურის ისტორიაში უდიდესი აღმოჩენა გააკეთეს – შექმნეს ანბანური დამწერლობა და ამის უკვდავყვეს კიდეც თვისი სახელი ისტორიაში.

ანტიკური თეორიები, ნიშნის პირობითობის შესახებ

 

          ჯერ კიდევ ძველ ბერძნულ ფილოსოფიაში ჩამოყალიბდა ორი ურთიერთსაწინააღდეგო თვალსაზრისი ნიშნის პირობითობის შესახებ. ძველ ბერძენ ფილოსოფოსთა ერთი ნაწილი ამტკიცებდა, რომ საგნების სახელდება ხდება პირობითად ჩვენი შეთანხმების მიხედვით. მეორე თვალსაზრისით საგნების სახელდება ხდება არა შეთანხმების, არამედ მათი ბუნების გათვალისწინებით. ძველმა ბერძენმა ფილოსოფოსმა პლატონმა ამ პრობლემას სპეციალური დიალოგიც კი მიუძღვნა, სადაც მოტანილია არგუმენტები, როგორც ერთი, ისე ემორე თეორიის სასარგებლოდ და საწინააღმდეგოდ, მაგრამ პლატონი ვერცერთ ამ თეორიას ვერ აძლევს უპირატესობას. მეორე დიდი ბერძენი ფილოსოფოსი არისტოტელე აშკარად ანიჭებდა უპირატესობას ნიშნის კონვენციონალურ თეორიას.

დავა ენობრივი ნიშნის შესახებ გრძელდებოდა საუკუნეების განმავლობაში, რადგანაც ძველ ბერძნულ ფილოსოფიაში გადაუჭრელი დარჩა ერთი მეტად პრინციპული მნიშვნელობის საკითხი. საქმე ისაა, რომ თუ კონვენციონალური თეორია სწორია, ე.ი თუ საგნების სახელდება ხდება პირობითად, მაშინ რატომ არაა შესაძლებელი ნიშანთა შეცვლა ჩვენი ნება-სურვილის მიხედვით? ამ შეკითხვაზე პასუხს ვერ იძლეოდა ვერც ანტიკური და ვერც შუა საუკუნეების ფილოსოფია და ლინგვისტიკა.

ფონემათა გამოყოფის წესები

 

წესი 1: თუ ორი ბგერა ერთმანეთთან თავისუფალი ვარირების მიმართებაშია, მაშინ ასეთი ორი ბგერა უნდა განვიხილოთ როგორც ერთი ფონემის ალოფონები.

წესი 2: თუ ორი ბგერა ერთმანეთთან კონტრასტული დისტრიბუციის მიმართებაშია, მაშინ ასეთი ორი ბგერა ორი სხვადასხვა ფონემის ალოფონებია.

წესი 3: თუ ორი ბგერა ერთმანეთთან დამატებითი დისტრიბუციის მიმართებაშია და თუ ასეთი ორი ბგერა მსგავსია ერთმანეთისა ფონეტიკურად, მაშინ ისინი ერთი და იმავე ფონემის პოზიციური ალოფონებია.

დამწერლობის ტიპები

 

  1. იდეოგრაფიული დამწერლობა – ამ ტიპის დამწერლობით სისტემებში ნიშნები არ გამოხატავენ კონკრეტული ენის არც ბგერას, არც მარცვალს და არც ცალკეულ სიტყვას. ისინი მიემართებიან ცალკეულ ცნებებს ან მთელ სიტუაციებს. ნიშნები ამგვარ წერით სისტემაში უშუალოდ ასახავენ ენის შინაარსის პლანს. მათი გაგება და წაკითხვა შესაძლებელია სხვადასხვა ენაზე მეტყველთა მიერ. იდეოგრაფიულ წერით სისტემებს საფუძვლად უდევს აღმნიშვნელის გაიგივება რეალური სამყაროს ობიექტებთან, რომლებსაც იკონურად ასახავენ.

იდეოგრაფიის ელემენტები დასტურდება მრავალ ძველ და თანამედროვე წერით სისტემაში. ასეთი, მაგალითად, უძველესი დამწერლობები: ჩინური, ეგვიპტური და სხვ. და თანამედროვე წერითი სისტემები: მათემატიკურ სიმბოლოთა სისტემა.

იდეოგრაფიული სისტემის წერითი ნიშნები შეიძლება გრაფიკულად ჰგავდეს აღსანიშნი ცნებების შესატყვის რეალურ ობიექტებს. ასეთი იკონური მსგავსების შემთხვევაში წერით სისტემას ეწოდება პიქტოგრაფიული ე.ი. ხატოვანი სისტემა, ხოლო მის ნიშნებს – პიქტოგრამები.

  • პიქტოგრაფიული დამწერლობა – ტერმინი პიქტოგრაფია – „პიქტო“ ნახატი და „გრაფოს“ ვწერ, სიტყვებისგან შედგება და კარგად გამოხატავს დამწერლობის ისეთ თავისებურებას, რომელსაც პიქტოგრაფიული დამწერლობა ეწოდება. პიქტოგრაფიულ დამწერლობაში პიქტოგრამა ასე თუ ისე გავს იმ საგანს, რომელსაც ის აღნიშნავს ანუ პიქტოგრაფიული დამწერლობა იკონურობის პრინციპს ემყარება, შესაბამისად, პიქტოგრამა იკონური ნიშანია. პიქტოგრაფიული დამწერლობა, მართალია, დამწერლობის უძველესი საფეხურია, მაგრამ იგი დღესაც გამოიყენება. რეკლამები, რომლებიც მაღაზიების ფირნიშნებზეა გაკეთებული, მიგვანიშნებენ იმაზე, თუ რა იყიდება ამა თუ იმ მაღაზიაში.
  1. ფონოგრაფიული დამწერლობა – წერით სისტემას, რომელშიც ნიშანთა აღმნიშვნელები ასახავს განსაზღვრული ენის ბგერით მხარეს და არა ენის უნივერსალურ ცნებით კატეგორიებს. ამდენად, ფონოლოგიურ სისტემებში წერითი ნიშნების აღსანიშნები არის არა ცნებები, არამედ კონკრეტული ბგერითი სახის მქონე სიტყვები ან უფრო დაბალი დონის ენობრივი ერთეულები – მარცვლები და/ან ბგერები. ფონოგრაფიულ სისტემებში დამწერლობა უკვე მეტყველებას ასახავს და ამ სისტემათა შინაარსის პლანს ენის ბგერითი მხარე შეადგენს. ასეთი წერითი სისტემის გრაფიკულ ნიშანთა აღსანიშნებია ბგერითი სეგმენტები: სიტყვა, მარცვალი, ბგერა.

წერითი სისტემის მინიმალურ ერთეულს, რომელსაც ფუნქციური მნიშვნელობა აქვს, გრაფემა ეწოდება. იმის მიხედვით, თუ რა ენობრივი ერთეული მოიაზრება გრაფემაში, გამოიყოფა ფონოგრაფიული სისტემის სხვადასხვა სახე:

  • ლოგოგრაფიული სისტემა;

ფონოგრაფიური სისტემა, რომელშიც გრაფემები კონკრეტული ენის ცალკეულ სიტყვებს აღნიშნავებ, ეწოდება ლოგოგრაფიული სისტემა, ხოლო მის ნიშნებს – ლოგოგრამები.

  • სილაბოგრაფიული სისტემა;

თუ ფონოგრაფიული სისტემის გრაფემები ცალკეულ მარცვლებს აღნიშნავენ, მაშინ ეს სისტემა განისაზღვრება როგორც სილაბოგრაფიული, ხოლო მისი ნიშნები – სილაბოგრამები.

  • ანბანური/ალფაბეტური სისტემა;

ფონოგრაფიული სისტემა, რომელშიც გრაფემები ცალკეულ ბგერებს (ან ფონემებს) აღნიშნავენ, განისაზღვრება როგორც ანბანური სისტემა ანუ ანბანი, ალფაბეტი, ხოლო ასეთი გრაფემები ასო-ნიშნებად იწოდება.

ანბანური დამწერლობა – ანბანურ დამწერლობაში ასოები აღნიშნავენ არა იდეებს, არამედ ბგერებს. ანბანური დამწერლობის ჩანასახები ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტელებს გააჩნდათ, თუმცა მისი შექმნა წილად ხვდა ფინიკიელებს, რომელთაც კაცობრიობის კულტურის ისტორიაში უდიდესი აღმოჩენა გააკეთეს – შექმნეს ანბანური დამწერლობა და ამის უკვდავყვეს კიდეც თავისი სახელი ისტორიაში. ფინიკურ დაწერლობას საფუძვლად დაედო ეგვიპტური ნიშნები, რომლებიც თანხმოვნებს გამოხატავდნენ. ფინიკიელებმა ამ ნიშნების საფუძველზე შექმნეს კონსონანტურ-სილაბოგრაფიული, რომელშიც 22 ასო შედიოდა. ეს ასოები მხოლოდ თანხმოვნებს აღნიშნავდნენ და ამიტომ ამ დამწერლობას კონსონანტური ეწოდება. ფინიკიური დაედო შემდეგში საფუძვლად ძველ ბერძნულ დამწერლობას. ბერძნებმა ხმოვნებისთვისაც შემოიღეს გარკვეული ნიშნები და ამ გზით ნამდვილი ანბანური დამწერლობა შექმნეს. ბერძნულ დამწერლობას ემყარება ისეთი ცნობილი დამწერლობები, როგორიცაა ლათინური, ქართული, სომხური, სლავური.

ფონეტიკა, მისი დარგები და ფონოლოგია

 

ფონეტიკა, ენათმეცნიერების დარგი, რომელიც შეისწავლის ადამიანის სამეტყველო ბგერებს.

სამეტყველო ბგერა შეისწავლება სამი თვალსაზრისით:

  1. ფიზიოლოგიურად, ანუ იმ სამეტყველო ორგანოების მიხედვით, რომელთა მოქმედების შედეგად წარმოიქმნება მოცემული ბგერა;
  2. აკუსტიკურად, ანუ ბგერი ფიზიკური თვისებების მიხედვით;
  3. სმენითი შთაბეჭდილების, პერცეფციის მიხედვით.

ფონოლოგია არის სტრუქტურული ენათმეცნიერების საფუძველზე წარმოქმნილი სამეცნიერო დისციპლინა, რომელიც შეისწავლის ენაში არსებულ ბგერათა მნიშვნელობის განმასხვავებელ ფუნქციას.

თუ ფონეტიკა მეტყველებაში ფონემათა რეალიზაციითაა დაკავებული. ფონოლოგია აღმოაჩინოს, აღწეროს და განსაზღვროს ენის ფონემებს, მათ შორის დისტინქტიურ (განმასხვავებელ) ფონეტიკურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით.

განასხვავეთ ჟარგონი და დიალექტი

 

ჟარგონი მეტყველების ისეთი ნაირსახეობაა, რომელიც გასაგებია მხოლოდ ადამიანთა ვიწრო წრისთვის. ჟარგონი რომელიმე ენის საფუძველზე იქმნება და ამ ენის ხელოვნურად შეცვლილ ნაირსახეობას წარმოადგენს. ჟარგონს ახასიათებს უცხო სიტყვები, ბარბარიზმები, სემანტიკურად გადააზრებული, ფრაზეოლოგიური გამოთქმები. ჟარგონი იქმნება ხელოვნური ჩარევის, წინასწარ გააზრებული სტრატეგიის გარეშე რომელიმე ასაკობრივ ან სოციალურ ჯგუფში. მაგალითად არსებობს ახალგაზრდული ჟარგონი, ქურდული ჟარგონი და ა.შ.

დიალექტი (ბერძ. διαλέγομαι, dialegomai „ერთად ლაპარაკი“) არის გარკვეული ლიტერატურული ენის არასტანდარტიზებული ვარიანტი, მისი რეგიონალურ-კუთხური ან სალაპარაკო ფორმა, რომელიც ამავე ენის სხვა დიალექტებისგან გარკვეული რაოდენობის ლექსიკური, სინტაქსური თუ ფონეტიკური თავისებურებებით გასხვავდება. მას იყენებს მოსახლეობის შედარებით მცირე ნაწილი, თუმცა იგი ძირითადში გასაგებია სტანდარტული ენის მატარებლებისთვის.

ძირითადად დიალექტთა ორ ტიპს განასხვავებენ:

  1. ლოკალური დიალექტები (ანუ გეოგრაფიული დიალექტები, რომლებსაც გეოლექტებსაც უწოდებენ), რომელთაც შეისწავლის დიალექტოლოგია. ეს დიალექტები შეიძლება თანაარსებობდნენ ერთსა და იმავე დონეზე (მაგ.ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ყველა რეგიონში მეტ-ნაკლებად განსხვავებული ინგლისურით ლაპარაკობენ, მაგრამ არც ერთი ვარიანტი არ არის სხვებზე უპირატესი), ან სტანდარტულ ენასთან შედარებით დაბალ დონეზე იყოს მიჩნეული.
  2. სოციალური დიალექტები (სოციოლექტები), რომელთაც სოციოლინგვისტიკა შეისწავლის.

ენათმეცნიერების შესწავლის საგანი და ობიექტი; გამოყენებითი ენათმეცნიერება

 

თანამედროვე ენათმეცნიერების მისი თეორიული პრინციპებისა და ამოსავალი დებულებების შესახებ მსჯელობა უნდა დავიწყოთ საზოგადოდ ენის, როგორც თავისთვადი ფენომენის განსაზღვრით. ენის როგორც აზრის გამოხატვისა და საკომუნიკაციო საშუალების გარეშე წარმოუდგენელია ადამიანის არსებობა. ენათმეცნიერება შეისწავლის ენას წმინდა ლინგვისტური თვალსაზრისით.ენის ამგვარი შესწავლა მნიშვნელოვანია, როგორც გამოყენებითი მიზნებისთვის, ისე ზოგად თეორიული თვალთახედვით. ენობრივი ფენომენი რომელიც არსებით როლს ასრულებს ადამიანის ცხოვრებაში, ყოველმხრივ და შეძლებისდაგვარად სრულად უნდა იქნეს შესწავლილი. რაც უფრო ღრმად ჩავწვდებით იმას თუ რას წარმოადგენს ენობრივი სისტემა,როგორია მისი აგებულება და როგორ ფუნქციონირებს იგი,მით უკეთ შევიცნობთ ჩვენს თავს და ჩვენს ადგილს სამყაროში.

ტერმინი გამოყენებითი ენათმეცნიერება შეიქმნა მე-20 საუკუნის 20-იან წლებში. როდესაც დღის წესრიგში დადგა მკაცრი მეთოდებით პრაქტიკული ამოცანების გადაწყვეტის საკითხი. გამოყენებითმა ენათმეცნიერებამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა მას შემდეგ, რაც ენათმეცნიერებაში გამოიკვეთა ენობრივი სტრუქტურების ფორმალურ-ალგორითმული მეთოდით შესწავლის ტენდენცია და შეიქმნა პირველი ელექტრონულ გამომთვლელი მანქანები.

 

ფონი, ფონემა და ალოფონთა სახეები

 

ფონემა წარმოადგენს აბსტრაქციას. ყოველგვარი ბგერის მიღმა მეტყველებაში ყოველთვის დგას ესა თუ ის ფონემა, მაგრამ ფონემა მიანც არ ემთხვევა ბგერას. ჩვენ წარმოვთქვამთ არა ფონემებს, არამედ ბგერებს. ზოგჯერ მიაჩნიათ, რომ ფონემა თითქოს ემთხვევა მის ერთ-ერთ ვარიანტს, კერძოდ კი, ძირითად ვარიანტს, რაც, რა თქმა უნდა, შეცდომაა. ფონემასა და ვარიანტს შორის ყოველთვის განსხვავებაა და ფონემა ამიტომ არა თუ არ ემთხვევა ბგერას, არამედ არც შეიძლება ემთხვეოდეს მას.

ფონემების ვარიანტებს ფონები ანუ ბგერები, მაგრამ რადგანაც ფონემას სხვადასხვა ვარიანტი აქვს, ამიტომ შემოაქვთ ალოფონის ცნება და შესაბამისად ლაპარაკობენ ალოფონების შესახებ.

ალოფონები ორგვარია, ალოფონთა ერთი რიგის არსებობა განპირობებულია სამეტყველო აპარატის არასტაბილური ხასიათით. სამეტყველო აპარატი, მართალია, სტაბილურია, მაგრამ არც ისე, რომ შეეძლოს აბსოლუტური სიზუსტით გაიმეოროს ერთი და იგივე ბგერა. ერთი და იგივე ინდივიდიც კი სხვადასხვა მდგომარეობაში სხვადასხვაგვარად წარმოთქვამს ბგერებს.

 

განასხვავეთ ფონოლოგიური და არაფონოლოგიური ოპოზიციები

 

დაუნაწევრებელი ბგერების ფონემებად გარდაქმნას აპირობებს აზროვნების დანაწევრების მოთხოვნილება. ფონოლოგიაც ბგერას იკვლევს. ისევე როგორც ფონეტიკა, მაგრამ სრულიად სხვა თვალსაზრისით. ფონოლოგია ბგერებს იკვლევს ფუნქციონალური თვალსაზრისით. კონკრეტულ ენაში ბგერით ოპოზიციათა ერთი ნაწილი შეიძლება ფონოლოგიური აღმოჩნდეს მეორე კი არაფონოლოგიური. თუ ბგერითი ოპოზიცია მოცემულ ენაში სიტყვებს განასხვავებს ერთმანეთისგან ის ფონოლოგიურია,ხოლო თუ არ განასხვავებს არაფონოლოგიური. ამრიგად, ჩვენ შეიძლება გვქონდეს, როგორც ფონოლოგიური , ისე არაფონოლოგიური ოპოზიციები. ამიტომ ფონემა წარმოადგენს სიტყვათგანმასხვავებელ ერთეულს.

ისტორიულ-შედარებითი მეთოდი; ენათა ნათესაობა

 

            ისტორიულ შედარებითი ენათმეცნიერების ძირითადი ამოცანაა ენათა შესწავლა, მათი ნათსაობის დადგენა, ასევე საკვლევი ენის ისტორიული და თანამედროვე მდგომარეობის შესწავლა.

            ენათა ნათსაობის დადგენის კრიტერიუმებია:

  1. ენათა ნათესაობის დადგენა.
  2. ფუძე ენის რეკონსტრუქცია
  3. განსაზღვრა იმ გზისა ფუძე ენიდან თანამედროვე მონათესავე ენებამდე.

ენათა ნათსაობის დადგენა ხდება რეგულარული ფონეტიკური შესატყვისობების საფუძველზე. ენათა ნათესაობის დადგენის დროს არ ენიჭება მნიშვნელობა შემთხვევით მსგავსებებს ენებს შორის, ასევე არ ენიჭება მნიშვნელობა ხმაბაძვით სიტყვებს, რომლებიც სხვადასხვა არამონათესავე ენებშიც მსგავსია. არ ენიჭება მნიშვნელობა ასევე, არც სხვა ენებიდან ნასესხებ სიტყვებს, თუ კი ის თავად ფუძე ენაში არ არის ნასესხები.

მორფი, მორფემა და ალომორფთა სახეები

 

ფონოლოგიური ანალიზის შედეგად გამოიყოფა შემდეგი ენობრივი ერთეულები: ფონი,ფონემა და ალოფონი. ამის მსგავსად მორფოლოგიურ დონეზე გამოიყოფა გარკვეული ერთეულები მორფები, მნიშვნელობის მქონე მინიმალური ელემენტები. ერთნაირი მნიშვნელობის მქონე მორფები ერთიანდებიან გარკვეულ კლასებად მორფემებად. ყოველი ასეთი კლასის წევრებს ალომორფები ეწოდებათ. მაშასადამე, მორფემა ერთიდა იმავე მნიშვნელობის მქონე მორფების ერთობლიობაა. ენათმეცნიერების დარგს, რომელიც შეისწავლის სხვადასხვა ტიპის მოფემათა ალომორფულ შემადგენლობას,ალომორფებს შორის არსებულ მონაცვლეობებს და იმ ფონოლოგიურ ცვლილებებს, რომლებიც ვლინდება მორფემათა ურთიერთ დაკავშირების დროს მორფოფონოლოგია ეწოდება.

განასხვავეთ სიღრმისეული და ზედაპირული სტრუქტურები

 

            ამოსავალი კონსტრუქციები და ძირითად ტრანსფორმაციათა ჩამონათვალი ჰქმნის ენის სიღრმისეულ სტრუქტურას, რომელიც აბსტრაქტულად აღწერს წინადადების აგებულებას. ის უნივერსალურია და შესაძლებლობას იძლევა ერთი და იმავე მნიშვნელობის მქონე, მაგრამ სინტაქსურად განსხვავებული კონსტრუქციების სახით წარმოდგენილი წინადადების სიღრმისეული ერთიანობა იქნეს წარმოჩენილი. ზედაპირული კონსტრუქცია ამ სიღრმისეული მიმართებების კონკრეტული ენობრივი რეალიზაციაა და პირდაპირ კავშირშია გამონათქვამის ბგერით მხარესთან. ერთსა და იმავე სიღრმისეულ სტრუქტურას შეიძლება სხვადასხვა ზედაპირული კონსტრუქცია შეესაბამებოდეს. ზედაპირული კონსტრუქციები განსხვავებულია, როგორც კონკრეტულ ენათა მიხედვით, ისე ერთი ენის ფარგლებშიც.

 

ენათა სინტაქსური კლასიფიკაცია – ერგატიული, ნომინატიური, აქტიური ენები;

 

            ნომინატიურია სისტემა სადაც გარდაუვალი და გარდამავაი ზმნის სუბიექტი ბრუნვსი მიხედვით ერთმანეთს ემთხვევა. ამავე თვალსაზრისით მათგან განსხვავებულია პირდაპირი ობიექტი. ერგატიული სისტემა, თუ გარდაუვალი ზმნის სუბიექტი პირდაპირ ობიექტს ემთხვევა და არა გარდამავალი ზმნის სუბიექტს. ნომინატიურ სისტემაში სპეციალური ბრუნვით გამოიხატება პირდაპირი ობიექტი,ხოლო ერგატიულ სისტემაში გარდამავალი ზმნის სუბიექტი. ეს სპეციალური ბრუნვაა ერგატივი. ამიტომ ნომინატიურ სისტემაში ზედმეტია ერგატივი. ხოლო ერგატიულ სისტემაში აკუზატივი. არსებობს ისეთი ენებიც სადაც,იმპერფექტულ დროებთან ნომინატიური სისტემა გვაქვს, ხოლო პერფექტულ დროებთან ერგატიული. როგორც ვხედავთ ამ ენებში, სადაც ნომინატიური და ერგატიული სისტემები ერთმანეთთან თანაარსებობენ, მათ გავრცელების სხვადასხვა არე აქვთ და ამიტომ ერთმანეთში არ ირევიან.

            ბოლო დროს ენათმეცნიერებაში არსებითად შეიცვალა მდგომარეობა, რადგანაც ენათა უფრო ღრმა კვლევამ აჩვენა საოცარი მსგავსებები ენებს შორის. აღმოჩნდა რომ ჩვენს პლანეტაზე არსებული ენობრივი სტრუქტურები იზომორფულია და ისინი უნივერსალური ენობრივი სტრუქტურის ვარიანტებს წარმოადგენენ. ამ ახალი თვალსაზრისით ენაში წარმოდგენილი ყოველგვარი კონკრეტული ფაქტის მიღმა იმალება რაღაც უნივერსალური კანონზომიერება, რომლის კერძო რეალიზებასაც წარმოადგენს ესა თუ ის ენობრივი მოვლენა.

განასხვავეთ: პირიანობა ახალი გაგებით და ვალენტობა

 

            ქართული ზმნის ძირითადი თავისებურებაა მრავალპირიანობა: ერთსა და იმავე დროს ზმნა შეიძლება მორფოლოგიურად დაკავშირებული იყოს რამდენიმე პირთან ე.ი. ზმნაში აისახოს რამდენიმე პირი – სუბიექტური და ობიექტური. შესაბამისად ზმნა შეიძლება იყოს ერთპირიანი, ორპირიანი და სამპირიანი. იშვიათად, მაგრამ მაინც ზმნას შეიძლება შეეწყოს ოთხი პირი.ვალენტობა სინტაქსური კატეგორიაა. ეს არის ზმნის უნარი შეიწყოს აქტანტების განსაზღვრული რაოდენობა. ზმნამ შეიძლება არ შეიწყოს არცერთი აქტანთი,ამ შემთხვევაში ის უვალენტოა. თუ ერთ აქტანტს იწყობს ერთვალენტიანია, თუ ორს – ორვალენტიანი.

სიტყვის აგებულება: ძირი, ფუძე აფიქსი და აფიქსთა სახეები; ფლექსია-დერივაცია

            შედარებით მცირერიცხოვანი მორფები, რომლებიც უკავშირდება პირველი ჯგუფის მორფს ან პირველი და მეორე ჯგუფის მორფების მიმდევრობას ფლექსიური კონსტრუქციების საწარმოებლად, ისინი ყოველთვის ბმულია. მაგ. კაც – მა, დიდ – მა და ა.შ. პირველ ჯგუფში გაერთიანებულ მორფებს ძირები ეწოდება, დანარჩნებს აფიხსები. ფლექსიური აფიქსები შეიძლება დაუკავშირდნენ დერივაციული აფიქსებით გართულებულ ძირს – ფუძეს. ფუძე არის სიტყვის ის ნაწილი, რომელიც იწარმოება ძირზე დერივაციული აფიქსების დართვით, იგი უცვლელია ერთი ფლექსიური პარადიგმის ფარგლებში. ყოველი ძირი ამავე დროს შეიძლება ფუძეც იყოს, მაგრამ ყოველი ფუძე არ არის ძირი, ის შეიძლება ერთზე მეტ მოფრს შეიცავდეს.

            ძირის მიმართ ადგილის მიხედვით აფიქსები იყოფა შემდებ ჯგუფებად: სუფიქსი – ბოლოსართი, პრეფიქსი – თავსართი, ინფიქსი – რომელიც ხლეჩს ძირს და ჩაერთვის მასში.

            ფუნქციის მიხედვით განარჩევენ ორი ტიპის მორფოლოგიურ კონსტრუქციებს. თუ რთული ფორმა მარტივი ერთ მორფიანი ფორმის გრამატიკული ეკვივალენტია მაშინ ვიტყვით, რომ ეს რთული ფორმა მასში შემავალი მარტივი ფორმისგან მიღებულია დერივაციით ანუ წარმოქმნით.

            თუ რთული ფორმა არ არის მარტივი ფორმის გრამატიკული ეკვივალენტი მისთვის დამახასიათებელ არც ერთ კონსტრუქციაში, ვიტყვით, რომ ეს რთული ფორმა მასში შემავალი მარტივი ფორმისგან მიღებულია ფლექსიით ანუ მიმოხრით.

უშუალო შემადგენელთა მეთოდი

 

          ამოსავალი,  ბირთვული  კონსტრუქციები ქმნიან ენის ბაზისურ კომპონენტს, რომელიც აღიწერება უშუალო შემადგენელთა ანალიზის შესაბამისი წესებით. ეს წესები ასახავენ წინადადების წარმოშობის პროცესს და თავისი ხასიათით ბინალურნი არიან, ანუ ყოველ საფეხურზე ეტაპობრივად ნაბიჯ- ნაბიჯ ყოველი ერთი ერთეული იშლება გადაიწერება ორ ერთეულად.ეს გაშლის პროცესი გრძელდება მანამ, სანამ არ მიიღება წინადადების შესაბამისი აბსტრაქტული კატეგორიებითა და სიმბოლოებით განსაზღვრული სტრიქონი. ძირითადად კატეგორიათა შესაბამისი სიმბოლოებია: S – წინადადება, NP – სახელური ფრაზა, VP – ზმნური ფრაზა, N – სახელი, V – ზმნა, A – განსაზღვრება, ADV – გარემოება.

განასხვავეთ: ფონემა-მორფემა-სიტყვა

ფონემა წარმოადგენს აბსტრაქციას.ყოველგვარი ბგერის მიღმა მეტყველებაში ყოველთვის დგას ესა თუ ის ფონემა, მაგრამ ფონემა მიანც არ ემთხვევა ბგერას. ჩვენ წარმოვთქვამთ არა ფონემებს, არამედ ბგერებს. ზოგჯერ მიაჩნიათ, რომ ფონემა თითქოს ემთხვევა მის ერთ-ერთ ვარიანტს, კერძოდ კი, ძირითად ვარიანთს, რაც, რა თქმა უნდა, შეცდომაა. ფონემასა და ვარიანტს შორის ყოველთვის განსხვავებაა და ფონემა ამიტომ არა თუ არ ემთხვევა ბგერას, არამედ არც შეიძლება ემთხვეოდეს მას.

ენობრივი სისტემის უფრო მაღალ საფეხურზე – მორფოლოგიურ დონეზე გამოიყოფა გარკვეული ერთეულები – მორფები. მნიშვნელობის მქონე მინიმალური ელემენტები.ერთნაირი მნიშვნელობის მქონე მორფები ერთიანდებიან გარკვეულ კლასებად – მორფემებად.ყოველი ასეთი კლასის წევრებს,ალომორფები ეწოდებათ.

თავისუფალი ფომრა სიტყვაა. ტერმინი სიტყვა მიზანშეწონილია ვიხმაროთ არამარტო უმცირესი თავისუფალი ფორმის მიმართ, არმედ თავისფულა ფორმათა ზოგიერთი კომბინაციის მიმართაც. სიტყვა, რომელიც თუნდაც ერთ ბმულ ფორმას შეიცავს – რთული ფორმა ეწოდება. ფორმა, რომელიც შედგება უფრო მცირე თავისუფალი ფორმებისგან შედგენილი ფორმაა.

ენათა დაჯგუფების პრინციპები. ენათა მორფოლოგიური კლასიფიკაცია

 

          მსოფლიოს ენათა კლასიფიკაცია სხვადასხვა პრინციპს ემყარება. ტიპოლოგიური კლასიფიკაციის გარდა,რომელიც ენებს აერთიანებს ცალკეულ ჯგუფებად გარკვეული სტრუქტურული ნიშნების მიხედვით, შესაძლებელია ისეთი ლინგვისტური კლასიფიკაციაც, რომელიც გულისხმობს შედარებით კომპაქტურ ტერიტორიაზე გეოგრაფიულად მომიჯნავე ისტორიული კონტაქტების ენათა საერთო ჯგუფში გაერთიანებას. სხვადასხვა ენათა არეალურ ჯგუფებში გაერთიანება მათ შორის სტრუქტურული მსგავსების საფუძველზე ეწოდება არეალური კლასიფიკაცია.

          ენათა ტიპოლოგიური და არეალური კლასიფიკაციის გვერდით შესაძლებელია ენათა გენეალოგიური კლასიფიკაცია, რომელიც მიზნად ისახავს ენათა ცალკეული ჯგუფების გამოყოფას მათი საერთო წარმომავლობის მიხედვით.

            მსოფლიოს ენათა დაჯგუფებას, ჩვეულებრივ, სწორედ გენეტიკური ნიშნის მიხედვით ახდენენ. გენეალოგიური კლასიფიკაცია შეიძლება შეივსოს ტიპოლოგიური კლასიფიკაციით,იმის საჩვენებლად, თუ როგორ შეიჩვალა ენის ტიპი, ან იმ ნიშნის წარმოსაჩენად,რომლებიც საზიარო აქვთ ერთი ოჯახის სხვადასხვა შტოს ენებს.

თანამედროვე სინტაქსური თეორიები

 

ქართული ზმნის ძირითადი თავისებურებაა მრავალპირიანობა: ერთსა და იმავე დროს ზმნა შეიძლება მორფოლოგიურად დაკავშირებული იყოს რამდენიმე პირთან ე.ი. ზმნაში აისახოს რამდენიმე პირი – სუბიექტური და ობიექტური. შესაბამისად ზმნა შეიძლება იყოს ერთპირიანი, ორპირიანი და სამპირიანი. იშვიათად, მაგრამ მაინც ზმნას შეიძლება შეეწყოს ოთხი პირი. ვალენტობა სინტაქსური კატეგორიაა. ეს არის ზმნის უნარი შეიწყოს აქტანტების განსაზღვრული რაოდენობა. ზმნამ შეიძლება არ შეიწყოს არცერთი აქტანთი,ამ შემთხვევაში ის უვალენტოა.თუ ერთ აქტანტს იწყობს ერთვალენტიანია, თუ ორს – ორვალენტიანი.

აქტანტებს წარმოადგენენ სუბიექტი, პირდაპირი და ირიბი ობიექტი. სუბიექტი არის წინადადების წევრი,რომლის შესახებადაც რაღაც მტკიცდება,ხოლო ობიექტია ის წევრი,რომელზეც ან რომლისთვისაც ხდება მოქმედება.აქტანტების რაოდენობის მიხედვით შეიძლება დავადგინოთ ზმნის ვალენტობა.

ამოსავალი კონსტრუქციები და ძირითად ტრანსფორმაციათა ჩამონათვალი ჰქმნის ენის სიღრმისეულ სტრუქტურას, რომელიც აბსტრაქტულად აღწერს წინადადების აგებულებას. ის უნივერსალურია და შესაძლებლობას იძლევა ერთი და იმავე მნიშვნელობის მქონე, მაგრამ სინტაქსურად განსხვავებული კონსტრუქციების სახით წარმოდგენილი წინადადების სიღრმისეული ერთიანობა იქნეს წარმოჩენილი. ზედაპირული კონსტრუქცია ამ სიღრმისეული მიმართებების კონკრეტული ენობრივი რეალიზაციაა და პირდაპირ კავშირშია გამონათქვამის ბგერით მხარესთან. ერთსა და იმავე სიღრმისეულ სტრუქტურას შეიძლება სხვადასხვა ზედაპირული კონსტრუქცია შეესაბამებოდეს. ზედაპირული კონსტრუქციები განსხვავებულია, როგორც კონკრეტულ ენათა მიხედვით, ისე ერთი ენის ფარგლებშიც.

ამოსავალი,  ბირთვული  კონსტრუქციები ქმნიან ენის ბაზისურ კომპონენტს, რომელიც აღიწერება უშუალო შემადგენელთა ანალიზის შესაბამისი წესებით. ეს წესები ასახავენ წინადადების წარმოშობის პროცესს და თავისი ხასიათით ბინალურნი არიან, ანუ ყოველ საფეხურზე ეტაპობრივად ნაბიჯ-ნაბიჯ ყოველი ერთი ერთეული იშლება გადაიწერება ორ ერთეულად.ეს გაშლის პროცესი გრძელდება მანამ, სანამ არ მიიღება წინადადების შესაბამისი აბსტრაქტული კატეგორიებითა და სიმბოლოებით განსაზღვრული სტრიქონი. ძირითადად კატეგორიათა შესაბამისი სიმბოლოებია:

S – წინადადება;

NP – სახელური ფრაზა;

VP – ზმნური ფრაზა;

N – სახელი, V – ზმნა;

A – განსაზღვრება;

ADV – გარემოება.

განასხვავეთ: პიქტოგრაფიული და იდეოგრაფიული დამწერლობები

 

პიქტოგრაფიული დამწერლობა – პირველი დამწერლობა, იქნება ეს ეგვიპტური, შუმერული თუ ჩინური, პიქტოგრაფიულია. ტერმინი პიქტოგრაფია – „პიქტო“ ნახატი და „გრაფოს“ ვწერ, სიტყვებისგან შედგება და კარგად გამოხატავს დამწერლობის ისეთ თავისებურებას, რომელსაც პიქტოგრაფიული დამწერლობა ეწოდება.

პიქტოგრაფიული დამწერლობა, მართალია, დამწერლობის უძველესი საფეხურია, მაგრამ იგი დღესაც გამოიყენება. რეკლამები, რომლებიც მაღაზიების ფირნიშნებზეა გაკეთებული, მიგვანიშნებენ იმაზე, თუ რა იყიდება ამა თუ იმ მაღაზიაში.

იდეოგრაფიული დამწერლობა – იდეოგრაფიული შედარებით მაღალი საფეხურია, რომელიც პიქტოგრაფიულისგან განვითარდა. პიქტოგრაფიულ დამწერლობაში პიქტოგრამა ასე თუ ისე ჰგავს იმ საგანს, რომელსაც ეს პიქტოგრამა აღნიშნავს. იდეოგრაფიულ დამწერლობას საფუძვლად უდევს პირობითობის პრინციპი. იდეოგრაფიული დამწერლობით აღინიშნება იდეები, ცნებები და არა ბგერები. ასეთ იდეოგრამებს წარმოადგენს, მაგალითად, ციფრები, რომლებსაც ჩვენ ნებისმიერ ენაზე ვკითხულობთ და ისინი ბგერებს არ გამოხატავენ.

იდეოგრაფიულ დამწერლობას სხვაგვარად იეროგრიფურსაც უწოდებენ, ხოლო თვითონ იდეოგრამებს – იეროგლიფებს.

სემიოტიკა: მიმართებათა ტიპები, შესწავლის ასპექტები, ნიშანთა ტიპები

 

მეცნიერებას, რომელიც იკვლევს სხვადასხვა სახის ნიშანთა სისტემების საერთო მახასიათებლებს, ეწოდება სემიოტიკა, ანუ მეცნიერება ნიშნების შესახებ. ნიშანთა სისტემაში მიმართულებათა ტიპები ორგვარია: სინტაგმატური და პარადიგმატული. სინტაგმატურ მიმართულებას ერთეული ამყარებს წინამავალ ან მომდევნო ერთეულებთა, ხოლო პარადიგმატული ერთეული გვაქვს, როდესაც ერთეული რაღაც თვალსაზრისით უპირისპირდება სხვა ერთეულებს სისტემაში, იგი სისტემის არსებით საფუძველს წარმოადგენს.

სემიოტიკა განარჩევს ნიშანთა სისტემის შესწავლის სამ ძირითად ასპექტს. ისინი განისაზღვრება ნიშნის ბუნებით ურთიერთმიმართულებით აღმნიშვნელსა და აღსანიშნს შორის და აგრეთვე, ნიშნის მომხმარებლის დამოკიდებულებით ნიშანთან, ეს სამი ასპექტია:

სინტაქტიკა – შეისწავლის ნიშანთა შორის არსებულ წრფივ მიმართებებს, ნიშანთგა ნაწილების მიმდევრობაში. ეს ასპექტი არ ითვალისწინება არც ნიშნის მომხმარებელს და არც ნიშანში აღსანიშნსა და აღმნიშვნელს შორის მიმართებას.

სემანტიკა – ასახავს აბსტრაქციის მეორე საფეხურს. იგი ითვალისწინებს მიმართებას აღსანიშნსა და აღმნიშვნელს შორის, მაგრამ უგულებელყოფს ნიშნის მომხმარებელს.

პრაგმატიკა – შეისწავლის ნიშნის მომხმარებლის დამოკიდებულებას ნიშანთან. პრაგმარიკული ასპექტი ყველაზე ფართოა და მოიცავს როგორც სინტაქტიკურ, ისე სემანტიკურ ასპექტებს.

 

ფონეტიკა და მისი დარგები. ქართული ენის ხმოვანთა ფონეტიკური დახასიათება

 

მეტყველი სუბიექტი იყენებს გარკვეულ ორგანოებს და დაუნაწევრებელ ბგრებს გარდაქმნის დანაწევრებულ ბგერებად, ანუ ფონემებად, რომლებიც აკუსტიკური ეფექტის საშუალებით აღწევს მსმენელამდე. ენათმეცნიერებაში დიდი ხანია შეიქმნა ამგვარი დანაწევრებული ბგერების შემსწავლელი მეცნიერება – ფონეტიკა, რომელიც დანაწევრებულ ბგერებს იკვლევს ორი თვალსაზრისით არტიკულაციური და აკუსტიკური. არტიკულაციური ფონეტიკა ბგერებს იკვლევს იმის მიხედვით თუ რომელი ორგანოები ღებულობენ მონაწილეობას ამა თუ იმ ბგერის წარმოქმნაში, ხოლო აკუსტიკური ფონეტიკა – იმის მიხედვით თუ როგორი აკუსტიკური ეფექტი მიიღება ამა თუ იმ ორგანოების მუშაობის შედეგად. ფონეტიკა არის კერძო და ზოგადი. კერძო ფონეტიკა იკვლევს მოცემული, ვთქვათ, ქართული ენისათვის დამახასიათებელი ბგერების ფიზიოლოგიურ და ფიზიკურ მახასიათებლებს. ზოგადი ფონეტიკა, როგორც ამას თვითონ სახელი გვიჩვენებს, განაზოგადებს იმ შედეგებს, რომლებიც კონკრეტული ენების კვლევის სფეროშია მიღწეული ამ თვალსაზრისით.

ფონეტიკაში ფონემები ქმნიან გარკვეულ სისტემებს და ეს სისტემები განსხვავდებიან ენიდან ენაში, რაც ამტკისებს იმას, რომ სხვადასხვა ენა სხვანაირად ანაწევრებს ბგერათა მასას ბგერათა მასას ფონემება. უნივერსალურია დაყოფა ფონემების ხმოვანთა და თანხმოვანთა სისტემად.

ხმოვანთა სისტემებს წარმოადგენენ გარკვეული გეომეტრიული ფიგურების სახით, მაგალითად სწორი ხაზი, სამკუთხედი, ტრაპეცია… ხმოვანთა სისტემებში ფუნდამენტალურია ოპოზიციები ენის აწეულობის, ლოკალური რიგისა და ბაგეების მონაწილეობის მიხედვით. ენის აწეულობის მიხედვით განასხვავებენ სამ საფეხურს: დაბალს, საშუალოსა და მარალს. დაბალი აწეულობის ხმოვნების წარმოთქმისას ქვედა ყბა და ენა შედარებით ძირს არის ჩამოშვებული. ქართულში ასეთი ხმოვანია „ა“. საშუალო აწეულობის ხმოვნების წარმოთქმისას ან წინა ენა აიწევს ოდნავ მაღლა ან უკანა ენა. პირველ შემთხვევაში მიიღება „ე“ ხმოვანი, ხოლო მეორეში „ო“. წინა ენის უფრო აწევისას მიიღება ხმოვანი „ი“, ხოლო უკანა ენის უფრო აწევისას „უ“. ლოკალური რიგიც სამია: წინა, შუა და უკანა. წინა რიგის ხმოვნები იწარმოებიან ენით – „ი“ „ე“. შუა რიგისაა „ა“ ხმოვანი. და უკანა რიგისა „ო“ და „უ“ ხმოვანი. ბაგეების მონაწილეობის მიხედვით გამოიყოფიან ლაბიალური ხმოვნები – „ო“ და „უ“, რომლებიც ამ ნიშნით უპირისპირდებიან არალაბიალურ ხმოვნებს „ა“ „ე“ „ი“

ბგერა, ფონემა და ალოფონი

ბგერა არის ორგვარი ფიზიკური და ბიოლოგიური, ფიზიკური იყოფა მუსიკალურ და არამუსიკალურ ბგერებად, ხოლო ბიოლოგიური სამეტყველო და არასამეტყველო ბგერებად. ბგერას შეუძლია სიტყვის მნიშვნელობის განსხვავებამ სხვაგვარად, რომ ვთქვათ თუ ბგერას აქვს დისტანციური ფუნქცია მაშინ იგი არის ფონემა.

სამეტყველო ბგერის მეორე სახელწოდებაა – ფონემა. ფონემა წარმოადგენს აბსტრაქციას. ყოველგვარი ბგერის მიღმა მეტყველებაში ყოველთვის დგას ესა თუ ის ფონემა, მაგრამ ფონემა მაინც არ ემთხვევა ბგერას. ჩვენ წარმოვთქვამთ არა ფონემებს არამედ ბგერებს, ზოგჯერ მიაჩნიათ, რომ ფონემა თითქოს ემთხვევა მის ერთ-ერთ ვარიანტს, კერძოდ კი ძირითად ვარიანტს, რაც რა თქმა უნდა შეცდომაა.

ალფონები ორგვარია, ალფონთა ერთი რიგის არსებობა განპირობებულია სამეტყველო აპარატის არასტაბილური ხასიათით. ალოფონი ისეთი ბგერაა, რომელთა ურთიერთჩანაცვლება არ ქმნის ახალ ფორმას და ახალ შინაარსს.

მარცვალი და მახვილი

მარცვალი ისეთივე ბუნებრივი ერთეულია ენისა, როგორც სიტყვა და წინადადება. კლასიკური ფორმის მიხედვით სიტყვაში იმდენი მარცვალი გვაქვს, რამდენი ხმოვანიცაა მასში, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ მარცვლის შექმნა თანხმოვნებსაც შეუძლიათ. პრიბლემატურია მარცვალთა გამოყოფის, საზღვრების საკითხიც. ერთმარცვლიანის გარდა, ყველა სიტყვის დამარცვლა რამდენიმენაირადაა შესაძლებელი. სონორობის თეორიის მიხედვით, სიტყვაში იმდენი მარცვალია, რამდენიცაა მასში სონორების მწვერვალი, მაგრამ თუ სიტყვებს პოეზიაში განვიხილავთ, სონორთა თეორია მცდარი აღმოჩნდება და დავინახავთ, რომ სიტყვაშჲ იმდენი მარცვალია, რამდენი ხმოვანიცაა.

მარცვლის შექმნის უნარი არ აქვთ არც თანხმოვნებს და არც ნახევართანხმოვნებს. ნახევართანხმოვნები ამ შემთხვევაში თანხმოვნებს ეკედლება, ე.ი. მარცვალს არ ქმნის. მარცვლების საზღვრების დადგენასთან დაკავშირებით რაიმე გამოკვეთილი წესები არ გვაქვს. დამარცვლის არაცალსახა წესები მეტყველებას უფრო მოქნილსა და ბუნებრივს ხდის.

მახვილი, ასე ვთქვათ, ზესეგმენტური ანუ სუპრასეგმენტული ერთეულია. იგი ორგვარია: ლინგვისტური და ლოგიკური. ლოგიკური მახვილი ნიშნავს წინადადებაში რომელიმე სიტყვის გამოყოფა-წარმოჩენას. ლინგვისტური ანუ ენობრივი მახვილი ყველა ენას მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი აქვს.

ლინგვისტური მახვილი შეიძლება იყოს დინამიკური და ტონური. ხმოვნის სიძლიერის გაზრდას სიტყვაში ეწოდება დინამიკური მახვილი, ხოლო მისი სიმაღლის ზრდას – ტონური მახვილი.

ფონემათა გამოყოფის წესები

წესი 1: თუ ორი ბგერა ერთმანეთთან თავისუფალი ვარიირების მიმართებაშია, მაშინ ასეთი ორი ბგერა უნდა განვიხილოთ როგორც ერთი ფონემის ალოფონები.

წესი 2: თუ ორი ბგერა ერთმანეთთან კონტრასტული დისტრიბუციის მიმართებაშია, მაშინ ასეთი ორი ბგერა ორი სხვადასხვა ფონემის ალოფონებია.

წესი 3: თუ ორი ბგერა ერთმანეთთან დამატებითი დისტრიბუციის მიმართებაშია და თუ ასეთი ორი ბგერა მსგავსია ერთმანეთისა ფონეტიკურად, მაშინ ისინი ერთი და იმავე ფონემის პოზიციური ალოფონებია.

 

ქართული დამწერლობის წარმოშობის თეორიები

ისტორიული ცნობები ქართული დამწერლობის წარმოშობის შესახებ მეტად მწირია. XI ს-ის ქართველი ისტორიკოსი ლეონტი მროველი ქართული დამწერლობის წაროშობის თარიღად ძვ.წ III საუკუნეს მიიჩნევს, მაგრამ გასარკვევია, თუ როგორი დამწერლობა შეიქმნა ფარნავაზ მეფის დროს. ეს ის დამწერლობაა, რომელიც ჩვენი წელთაღრიცხვის მეხუთე საუკუნიდან დოკუმენტურად არის დადასტურებული, თუ სხვა, რომელსაც ცჰვენამდე არ მოუღწევია.

საკუთრი დამწერლობის შექმნა მხოლოდ სამმა ხალხმა (ეგვიპტელებმა, შუმერებმა და ჩინელებმა) შეძლო. ყველა სხვა დამწერლობა, იქნება ეს ფინიკიური, ბერძნული, არამეული, არაბული და სხვა, ამ დამწერლობების განშტოებებია, მათი ტრანსფორმაციის გზით წარმოქმნილი გრაფიკული სისტემებია.

ანტიკური პერიოდის ბერძენ და რომაელ ისტორიკოსთა შრომებში მოცემული ცნობების მიხედვით შეიძლება ვილაპარაკოთ კოლხური დამწერლობის შესახებაც. დამწერლობა იბერიასა და კოლხეთში უნდა გვქონოდა ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე, მაგრამ ქრისტიანობის შემოღების შემდეგ მაინც ახალი დამწერლობა შეიქმნა.

სომეხი ისტორიკოსი კორიუნი ამბობს, რომ ქართული ანბანი შექმნა მე5 საუკუნის სომეხმა მოღვაწე მესროპ-მაშტორცმა, მაგრამ ივ.ჯავახიშვილი ამტკიცებს, რომ კორიუნის ეს ცნობები გვიანდელი ფალსიფიკაციაა, რადგან მე-5 საუკუნის სომეხი მემატიანე ვრცლად საუბრობს მესროპ-მაშტორცზე, ტუმცა ქარტული ანბანის შექმნაზე არაფერს ამბობს. უფრო მეტიც, როგორც გაირკვა მესროპ-მაშტორცმა ტვიტონ არ იცოდა ქართული ენა, რაც გამორიცხავს შესაძლებლობას მის მიერ ქართული ანბანის შექმნას.

ქართულმა დამწერლობამ გარკვეული ტრანსფორმაცია განიცადა და ამიტომ მის განვითარებაში სამი საფეხური გამოიყო:

  1. მრგლოვანი (5-8 სს.);
  2. ნუსხური (9 ს.);
  3. მხედრული (10 ს.-დან დღემდე).

 

სინქრონია და დიაქრონია

ფერდინანდ დე სოსიურმა პირველმა მოითხოვა ენათა კვლევის დროს მკაცრად ყოფილიყო გამიჯნული სინქრონიული და დიაქრონიული პერსპექტივა. ეს მოთხოვნა შემდგომში თანამედროვე ენათმეცნიერების საფუძველი გახდა. სინქრონია წარმოადგენს ერთ მოცემულ მდგომარეობას და, ამდენად, იგი ასახავს მოლაპარაკე სუბიექტის პერსპექტივას. მოლაპარაკე სუბიექტმა იცის მხოლოდ ერთი მდგომარეობა, იგი იყენებს ენას, რომ არ სჭირდება მისი ისტორიის ცოდნა.

მაგრამ ენა იცვლება დროში. დღევანდელი ქართული იგივე არაა,რაც მე-5 საუკუნის ქართული. ასევე შეიცვალა დროში სომხური, რუსული, ფრანგული, გერმანული, ინგლისური და სხვ. ენის ცვლილება დროში უნდა გავიგოთ როგორც ერთი სინქრონიული მდგომარეობიდან მეორეში გადასვლა. მე-12 საუკუნის ქართული წარმოადგენდა გარკვეულ სინქრონიულ მდგომარეობას,რომელიც ასახულია „ვეფხისტყაოსანში“. ასევე შექსპირის ტრაგედიებში ასახულია ის სინქრონიული მდგომარეობა, რომელიც ინგლისურს ჰქონდა მე-16 ს-ის მეორე ნახევარში და ა.შ საქმე ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ, თითქოს სინქრონიული მდგომარეობები ენაში იცვლებოდეს საუკუნეების მიხედვით, რომ თითქოს ენაში რამდენი საუკუნეცაა იმდენივე სინქრონიული მდგომარეობა. ენა რომ ერთი სინქრონიული მდგომარეობიდან მეორე სინქრონიულ მდგომარეობაში გადავიდეს, საჭიროა ამ ენაში ძირეული ცვლილებები მოხდეს.

სხვადასხვა სინქრონიულ მდგომარეობებს ასახავენ ერთი ენის განვითარებაში ისეთი ცნებები, როგორიცაა ძველი რუსული და თანამედროვე რუსული, ძველი სომხური და ახალი სომხური, ძველი ფრანგული და ახალი ფრანგული და ა.შ შეიძლება დავასკვნათ : დიაქრონია წარმოადგენს ერთი სინქრონიული მდგომარეობიდან მეორე სინქრონიულ მდგომარეობაში გადასვლას. თუ სინქრონიას წარმოვიდგენთ ჰორიზონტალური ღერძის სახით, მაშინ ერთი ჰორიზონტალური ღერძიდან მეორე ჰორიზონტალურ ღერძზე გადასვლა იქნება ერთი სინქრონიული მდგომარეობიდან მეორე სინქრონიულ მდგომარეობაში გადასვლა.

ენათა გენეალოგიური კლასიფიკაცია

 

       ენათა ტიპოლოგიური და არეალური კლასიფიკაციის გვერდით შესაძლებელია ენათა გენეალოგიური კლასიფიკაცია, რომელიც მიზნად ისახავს ენათა ცალკეული ჯგუფების გამოყოფას მათი საერთო წარმომავლობის მიხედვით.

         მსოფლიოს ენათა დაჯგუფებას, ჩვეულებრივ, სწორედ გენეტიკური ნიშნის მიხედვით ახდენენ. გენეალოგიური კლასიფიკაცია შეიძლება შეივსოს ტიპოლოგიური კლასიფიკაციით,იმის საჩვენებლად,თუ როგორ შეიჩვალა ენის ტიპი, ან იმ ნიშნის წარმოსაჩენად, რომლებიც საზიარო აქვთ ერთი ოჯახის სხვადასხვა შტოს ენებს.

ენა და მეტყველება

ერთმანეთისაგან განასხვავებენ სამეტყველი ქმედებას, ენას და მეტყველებას. ეს განსხვავება ენათმეცნიერებაში პირველად ფერდინანდ დე სოსიურმა შემოიტანა. ენა და მეტყველება ერთად სამეტყველო ქმედებას ქმნის. ამიტომ ძირითადია ენისა და მეტყველების გამოჯვნა ანუ დიქოტომია.

ენა ქმნის სამეტყველო ქმედების სოციალურ ასპექტს, ხოლო მეტყველება – ინდივიდუალურს. ამიტომ ენა ზეინდივიდუალური კატეგორიაა, იგი თავსმოხვეულია ინდივიდისადმი. ენა ბატონობს ინდივიდზე, ე.ი. ენის მიმართება ინდივიდთან იმპერატიულია. ინდივიდი ვერ ქმნის ენას და ვერც თავის ნებაზე ცვლის მას. მეტყველება, პირიქიტ, ინდივიდის ფუნქციას წარმოადგენს, ინდივიდის მიერ იქმნება. ესაა ზეპირი ან დაწერილი ტექსტი, რომლის შექმნა მთლიანად დამოკიდებულია ინდივიდის ცოდნასა და ტალანტზე.

სამეტყველო ქმედებას აქვს როგორც სოციალური, ისე ინდივიდუალური მხარე. სოციალურია სამეტყველო ქმედებაში ყველაფერი ის, რაც ენობრივი ნორმაა, სხვა დანარჩენი კი ინდივიდუალურია. გარდა ამისა, ენა სასრული სისტემაა. როგორი დიდიც არ უნდა იყოს სისტემათა რაოდენობა ენაში, მათი ჩამოთვლა მაინც შესაძლებელია, რომ აღარაფერი ვთქვათ ფონემებზე, გრამატიკულ თუ ლექსიკურ მორფემებზე, ანდა სინტაქსურ კონსტრუქციებზე. მეტყველება, პირიქით, უსასრულობაა. ერთსა და იმაზე ენაზე შეიძლება შეიქმნას ტექსტების უსასრულო რაოდენობა.

ენასა და მეტყველებას შორის ის განსხვავებაცაა, რომ უშუალო დაკვირვებაში ჩვენ გვეძლევა მხოლოდ მეტყველება და არა ენა. ქართული ან სხვა ნებისმიერი ენა ჩვენ გვეძლევა არა უშუალოდ, არამედ მხოლოდ ტექსტების სახით. ყოველგვარი ტექსტის მიღმა დგას ენა, რომლის რეალიზაციასაც მეტყველება ახდენს. ენა ესაა წესების სისტემა, რომელსაც ვიყენებთ ჩვენ, როგორც მოლაპარაკე ინდივიდები, გარკვეული ტექსტების შესაქმნელად. ამიტომ როგორი დიდიც არ უნდა იყოს ერთი ტექსტი, იგი ვერასდროს ვერ მოგვცემს სრულ წარმოდგენას იმ ენის შესახებ, რომელზეც ეს ტექსტია შექმნილი.

ამრიგად, ენასა და მეტყველებას შორის განსხვავება შეიძლება წარმოვადგინოთ სამი ძირითადი პარამეტრის მიხედვით:

  • ენა სოციალურია, ხოლო მეტყველება – ინდივიდუალური რეალიზაცია;
  • ენა სასრული სისტემაა ელემენტების და წესებისა, მეტყველება კი უსასრულობაა;
  • ენა უშუალო დაკვირვებაში არ გვეძლევა, ხოლო მეტყველება ყოველთვის უშუალო დაკვირვების ობიექტიცაა.

ენათა დაჯგუფების პრინციპები

ენათა რაოდენობა რამდენიმე ასეულს მაინც აღწევს. ენათა კლასიფიკაცია მიზნად ისახავს, დააჯგუფოს ენები, რათა გაადვილდეს მათი მიმოხილვა. ენათა კლასიფიკაცია საჭიროებს რაიმე გარკვეულ საერთო ნიშანს, რომლის მიხედვითაც მოხდება ენათა ერთ ჯგუფში გაერთიანება.

ენათა კლასიფიკაციებიდან ყველაზე ცნობილია მორფოლოგიური და გენეალოგიური კლასიფიკაცია. ისინი არსებითად ერთმანეთისგან განსხვავდებიან საკლასიფიკაციო საფუძვლებით.

მორფოლოგიური კლასიფიკაცია – ამოსავალია ის, თუ როგორია სიტყვების აგებულება ენაში.

გენეალოგიური კლასიფიკაცია – აჯგუფებს ენებს იმის მიხედვით, თუ რა წარმოშობისაა ენა, რა ენებს ენათესავება. მონათესავეა ენები, რომლებიც მომდინარეობენ ერთი ფუძე ენიდან.

გარდა მორფოლოგიური და გენეალოგიურისა, ენათა კლასიფიკაცია ხდება სტადიური, ტიპოლოგიური და არეალური პრინციპით.

სტადიური კლასიფიკაცია ემყარება ენათა სტადიური განვითარების თეორიას. ენათა მორფოლოგიური ტიპის საფუძველზე გამოყოფს განვითარების სხვადასხვა საფეხურზე მდგარ ენებს.

ტიპოლოგიური კლასიფიკაცია – ემყარება ენათა მსგავსებას გარკვეული სტრუქტურული ნიშნის (მორფოლოგიური, ფონოლოგიური, სინტაქსური და ა.შ) მიხედვით. ამასთან, მსგავსება შეიძლება იყოს ერთი ან რამდენიმე ნიშნით. ერთი ენა სხვადასხვა ნიშნით სხვადასხვა ტიპის ჯგუფში შეიძლება გაერთიანდეს.

არეალური კლასიფიკაცია ენებს აჯგუფებს ენობრივი მოვლენების ტერიტორიული გავრცელების მიხედვით. იგი გამოყოფს გეოგრაფიულად ერთმანეთის მომიჯნავე და ხანგრძლივი, მჭიდრო ურთიერთობის მქონე ენათა ჯგუფებს. არეალურმა კლასიფიკაციამ შეიძლება მოიცვას მონათესავე და არამონათესავე ენები, ასევე ერთი ენის დიალექტები.

ქვემოთ ვისაუბრებთ ენათა მორფოლოგიური და გენეალოგიური კლასიფიკაციის პრინციპებსა და საფუძვლებზე. ასევე შევეხებით ინდოევროპულ ენათა ოჯახს, მასში შემავალ ენებს და კავკასიურ ენებს.

წინადადების ტიპები აგებულების მიხედვით

ქვემდებარე ჩვეულებრივ გამოიხატება არსებითი სახელით ან მისი სუბსტიტუტით, ხოლო შემასმენელს, როგორც წესი, ზმნა ან ზმნის შემცველი კონსტრუქცია გამოხატავს. ასეთი წინადადება შეიძლება განივილოთ როგორც მოქმედი-მოქმედება ან ქვემდებარე-შემასმენელი ტიპის (სუბიექტ-პრედიკატის ტიპის) წინადადება. ეს არის წინადადების ყველაზე გავრცელებული ტიპი. მაგ, ქართულში, რუსულშ, ლათინუღში ამ ტიპის წინადადება შეიძლება შეიცავდეს ერთადერთ სიტყვას, რომელიც ერთდროულად გამოხატავს როგორც ქვემდებარეს, ისე შემასმენელს. ეს წინადადებებიც, რომლებსაც სიტყვა-წინადადებები შეიძლება ვუწოდოთ, კონსტრუქციულად სუბიექტურ-პრედიკატული ტიპისაა, რადგან მათი გაშლები ორშემადგენლიანია. სუბიექტ-პრედიკატის ტიპის წინადადებები შინაარსობირივად ძალზე მრავალფეროვანია. ამ წინადადებებში მოქმედებს, მოქმედებას განიცდის ან გარკველ მდგომარეობაშ იმყოფება ესა თუ ის პირი ან საგანი. სხვადასხვა ენაში ამგვარ წინდადებათა სხვადასხვა ქვეტიპი გამოიყოფა. მაგ, ინგლისურში they met „ისინი შეხვდნენ“ წინადადებაში ქვემდებარე თვითნ მოქმედებს, ესენი აქტიური კონსტრუქციებია, ხოლო they were met „მათ შეხვდნენ“ წინადადებებში ქვემდებარე სხვის მიერ ჩადენილ მოქმედებას განიცდის, ესენი პასიური კონქსტრუქციებია.

სინტაქსური ურთიერთობის სახეები

სინტაქსური კავშირები იერარქიულია-„ზედა“ მმართველ ელემენტს უკავშირდება „ქვედა“, მართული, დაქვემდებარებული ელემენტი. მოცემული სიტყვა შეიელძება იყოს მმართველი ერთი სიტყვის მიმართ და მართული-სხვა სიტყვის მიმართ. მაგ, წინადადებაში პატარა გოგონ ა მღერის სიტყვა გოგონა მმართველია პატარა სიტყვის მიმართ და მართული-მღერის სიტყვის მიმართ. ეს დამოკიდებულება შეიძლება გამოვსახოთ შემდეგი ვერტიკალური სქემის ანუ სტემის სახით: მღერის–გოგონა–პატარა (ოღონდ ვერტიკალურად). თუ სიტყვა მართავს ერთზე მეტ ელემენტს, იგი ქმნის კვანძს. მაგ, წინადადება პატარა გოგონა მღერის ძალაინ ლამაზ სიმღერას

ზმნის პირიანობა და ვალენტობა

აქტანტები (ფრ. Actants „მოქმედნი“) იმ პირებისა და საგნების აღმნიშნვლი სახელებია, რომლებიც ამა თუ იმ სახით მონაწილეობენ ზმნით გადმოცმეულ მოქმედებაში. ყოველ ზმნას შეიძლება დაუკავშირდეს აქტანტების გარკვეული რაოდენობა; ზმნის ამ უნარს ვალენტობა ეწოდება. წინადადების სემანტიკა განხილება როგორც ზმნის სემანტიკური ვალენტობების სისტემა. აქტანტები მოწესრიებულ სიმრავლეს ქმნიან: I აქტანტი ტრადიციული გრამატიკის ქვემდებარეა, II აქტანტი-პირდაპირი დამატება, III აქტანტი -ირიბი დამატება.

ენათა მორფოლოგიური კლასიფიკაცია

 

მორფოლოგიურ კლასიფიკაციას საფუძვლად ედება სიტყვის აგებულება. სიტყვის შემადგენლობაში გამოიყოფა ფორმაცვალების აფიქსები (ფორმანტები), – ე.ი. სიტყვათა დამოკიდებულების გამომხატველი აფიქსები. შეიძლება, ასეთი აფიქსები სიტყვის შემადგენლობაში არ მოგვეპოვებოდეს. რადგან სიტყვის აგებულებასა და დამოკიდებულების აღმნიშვნელ აფიქსებს შეისწავლის მორფოლოგია, ენათა კლასიფიკაციაც სიტყვის აგებულების მიხედვით, მორფოლოგიური კლასიფიკაცია იქნება.

მორფოლოგიური კლასიფიკაციის მიხედვით ენები ორ ძირითად ჯგუფს ქმნიან: უაფიქსო ენები (ე.ი. დამოკიდებულების აღმნიშვნელი აფიქსების არმქონე ენები) და აფიქსიანი ენები.

გამოყოფენ ენათა რამდენიმე მორფოლოგიურ ტიპს. ესენია: ძირეული, აგლუტინაციური, ფლექსიური და ინკორპორაციული ტიპები.

ა) ძირეული ენები (უაფიქსო ენები)

როდესაც სიტყვაში დამოკიდებულების აღმნიშვნელი აფიქსი არ გამოიყოფა, სიტყვათა ურთიერთობას განსაზღვრავს სიტყვათა ადგილმდებარეობა. სიტყვები უცვლელია მორფოლოგიურად, თუმცა წინადადება მოკლებული არ არის გრამატიკულ აგებულებას: არ გვაქვს მორფოლოგია, თუმცა გვაქვს სინტაქსი. ფორმაუცვლელი სიტყვები ძირებს მოგვაგონებს, ამიტომ ასეთ ენებს პირობითად შეგვიძლია ვუწოდოთ ძირეული ენები.

ძირეული ენის მაგალითია ჩინური ენები (არსებობს 120–მდე ჩინური ენა). ძირეულ ენებში სიტყვებს არ ახასიათებთ ბრუნება და უღლება, ფლექსია და დერივაცია. (ფლექსია – ეს არის სიტყვის ფორმალური ცვალება, ვთქვათ, ბრუნვის ნიშანთა დამატებით. დერივაცია – ახალი მნიშვნელობების შექმნა ერთი ფუძიდან).უაფიქსო ენათა წინადადებებში ძირის ძირთან დაკავშირება განსხვავებულად ხდება.

 

აფიქსების მაგივრობის გამწევი საშუალებები

 

აფიქსების მაგივრობის გამწევი საშუალებებია:

  • ფუძის გაორკეცება
  • სიტყვის რიგი წინადადებაში

მაგ. წინადადება „კაენ მოკლა აბელ“. სანამ ქართულ ენაში დამკვიდრდებოდა საკუთარ სახელთა ბრუნება დღეს არსებული სახით, მანამდე წრფელობით, სახელობით, მოთხრობით და წოდებით ბრუნვებში სახელი ფუძის სახით იყო წარმოდგენილი, რაც ქმნიდა ბუნდოვანებას. სახელი კაენ და აბელ ფუძის სახითაა წარმოდგენილი. ბუნდოვანია, რომელია მკვლელი? ამ შემთხვევაში მნიშვნელობა ენიჭებოდა სიტყვათა თანმიმდევრობას: ზმნას წინ უსწრებდა ქვემდებარე, ზმნის შემდეგ ადგილი ეკავა დამატებას. მაშასადამე, ზემოთ მოყვანილი წყობით, კაენი არის მკვლელი, ხოლო აბელი – მოკლული. სიტყვათა თანმიმდევრობა აღარ არის მკაცრად განსაზღვრული სახელთა ბრუნების დაწყებიდან მოყოლებული.

  • ინტონაცია

მაგ. კითხვით წინანადებაში „მოიტანა?“ და თხრობითში „მოიტანა“, განსხვავება მხოლოდ ინტონაციაშია.

  • მახვილი

ზოგჯერ ენაში მახვილს აქვს დერივაციული ფუნქცია.

       ბ) აფიქსიანი ენები

აფიქსიანი ენები იყოფა აგლუტინაციურ და ფლექსიურ ენებად. აფიქსები ორივეს აქვს, მაგრამ კავშირი აფიქსსა და სიტყვის ლექსიკურ ნაწილს შორის არ არის ერთნაირი ხასიათის. აგლუტინაციურ ენებში, როგორც წესი, თითოეული მორფოლოგიური მნიშვნელობა გამოხატულია ცალკეული აფიქსით, ყოველ აფიქსს აქვს ერთი დანიშნულება. ამის შედეგად, სიტყვა ადვილად იშლება შემადგენელ ნაწილებად. კავშირი ძირეულ ნაწილსა და აფიქსს შორის სუსტია. ქართული ენა წარმოადგენს აგლუტინაციური ენის მაგალითს.

მაგ. მთ–ებ–ი – ამ სიტყვაში ორი სუფიქსი გვაქვს. მრავლობითი რიცხვის აღმნიშვნელი –ებ და სახელობითი ბრუნვის ნიშანი –ი. ორივე მორფოლოგიური კატეგორიის (რიცხვისა და ბრუნების) ნიშანი ცალ–ცალკე, მკვეთრად გამიჯნული ნიშნებით გამოიხატება. მაგრამ შევადაროთ მთა–ნ–ი და მთა–თა. პირველ შემთხვევაში ორი მორფოლოგიური კატეგორია თითო ნიშნითაა გამოხატული, ხოლო მეორე შემთხვევაში –თა გამოხატავს რიცხვსა და ბრუნებას ერთად.

ფლექსიურ ენებში, აგლუტინაციურისგან განსხვავებით, ძნელია, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ სიტყვის ძირი და მორფემა. ერთი მორფემა მოიცავს რამდენიმე ნიშანს. ამგვარი პრინციპია ინდოევროპულ ენებშიც.

განვიხილოთ ფლექსიურობის მაჩვენებელი მაგალითი. რუსულ სიტყვაში „дом–ам“ გამოიყოფა ერთი სუფიქსი –ам, რომელიც ერთდროულად აღნიშნავს მრავლობით რიცხვსაც და მიცემით ბრუნვასაც, თუმცა არ შეიძლება, ვამტკიცოთ, რომ  а აღნიშნავს მრავლობით რიცხვს, ხოლო м – ნათესაობით ბრუნვას. უფრო მჭიდრო კავშირი ფუძესა და აფიქსს შორის ვლინდება ე.წ. ფუზიის(აფიქსისა და ფუძის შერწყმა) დროს. მაგ: друг, друг-а, друг-у, ადვილია, გამოვყოთ ფუძე друг, მაგრამ მრავლობით რიცხვში – друзья – ძნელია, გამოვყოთ ფუძე და აფიქსი. ფუძის ბოლო თანხმოვანი г ფონეტიკურად შეიცვალა.

აგლუტინაციური ენებია: ალათაური, უნგრულ–ფინური, იბერიულ-კავკასიური და ა.შ.

ფლექსიური ენებია: ინდოევროპული (რუსული, გერმანული, ინგლისური, ლათინური, ინდური და სხვა) და სემიტური (არაბული, ებრაული). თუმცა ფუძის ფლექსია წამყვან როლმს მხოლოდ სემიტურ ენებში ასრულებს.

გარდა აგლუტინაციური და ფლექსიური ენებისა, გამოყოფენ პოლისინთეზურ ანუ ინკორპორაციულ ენებს. ასე უწოდებენ ენებს,  რომლებშიც ერთ რთულ ოდენობად გაერთიანებულია მთელი წინადადება: ზმნა თავისი სუბიექტით, ობიექტით, განსაზღვრებებითა და საგარემოებო სიტყვებით. ინკორპორაციულია ამერიკის ინდიელთა ენები. ამ ენებში, სხვაგვარად რომ ვთქვათ, წინადადება უდრის სიტყვას, რომლის ცენტრი არის ზმნა. მთელი წინადადება წარმოითქმის ერთი სიტყვისთვის საჭირო ამოსუნთქვით. ცენტრშია ზმნა, ირგვლივ ლაგდება სხვა დანარჩენი. მაგლითი: იოკნაპატოფა – ეს არის წინადადება, რომელიც ქართულად ასე ითარგმნება: წყალი სწორ მიწაზე კარგად მოძრაობს.

ენათა გენიალოგიური კლასიფიკაცია

ენათა   გენიალოგიური კლასიფიკაცია დამყარებულია ენათა ისტორიულ, ნათესაურ  ურთიერთობაზე.  ენათა ნათესაური ურთიერთობის დადგენა  ენათმეცნიერებაში  ხდება ისტორიულ-შედარებითი  მეთოდის გამოყენებით. შედარებითი მეთოდი ენათა ისტორიის

გათვალისწინებით გვაძლევს საშუალებას,გავერკვეთ მონათესავე ენებში, რომლებიც მომდინარეობენ ერთი ფუძე ენიდან, მაგრამ  შედარებითი მეთოდის  შესაძლებლობები განსაზღვრულია. ფუძე ენის აღდგენა მას არ შეუძლია ოთხი ძირითადი მიზეზის გამო:

    1. ენები არ ინახავენფუძე ენის ყველა ფაქტს.
    2. ფუძე ენის ყველა ფაქტი არ განიცდის დიფერენციაციას, ამასთან ერთად ზოგი მონათესავე ენა უკვალოდაა გამქრალი.
    3. შესატყვისობათა საფუძველზე ყოველთვის ვერ დავასკვნით, რა ბგერითი სახე უნდა ჰქონოდა საერთო წარმოშობის ფაქტებს ფუძე ენაში.
    4. შესატყვისობათა არსებობა გრამატიკულ ფორმებში ყოველთვის არ ნიშნავს, რომ ეს კატეგორიები ფუძე ენას გააჩნდა.

ისტორიულ-ნათესაური ურთიერთობის თვალსაზრისით  მსოფლიოში არსებული ენები შეიძლება დავაჯგუფოთ ოჯახებად. მაგალითად, ინდოევროპულ ენათა ოჯახში შედიან:  ძველი ინდური, ლათინური, გერმანული, სლავური, ბერძნული ენები.                                                                                                  მათი ურთიერთნათესაური  სიახლოვე  ეჭვს არ იწვევს,  ამიტომ,  შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ენები მომდინარეობს ერთი წინარე ინდოევროპული ენიდან. წინარე ინდოევროპულის განშტოებებს  ჰქვია ჯგუფები, მაგალითად, ინდური ჯგუფი, სლავური ჯგუფი და სხვ.  ხოლო თავის მხრივ,  თითოეული მათგანისგან  წარმოქმნილ ენებს – ქვეჯგუფები. (მაგ. ინდურის ქვეჯგუფებია: ჰინდი, ბენგალი, გუჯარატი და სხვ.)                                                                                                           უნდა ვიფიქროთ, რომ დასახელებული განშტოებები ანუ ჯგუფები და ქვეჯგუფები წინათ დიალექტები იყო და   შემდეგ  განვითარდნენ დამოუკიდებელ ენებად.  ასე რომ, წინარეინდოევროპული ენის შთამომავალი ენები ყველა ინდოევროპულია და ყველა ერთმანეთის მონათესავეა, თუმცა მათ შორის ნათესაობა მეტ-ნაკლებია.

შეიძლება, ერთი ჯგუფის შთამომავალი ენები უფრო ჰგავდნენ ერთმანეთს, ვიდრე სხვა რომელიმე ჯგუფის შთამომავალი ენები.  მაგალითად, ფრანგულს უფრო მეტი აქვს საერთო იტალიურთან, ვიდრე გერმანულთან, რომელიც აგრეთვე ინდოევროპულია, მაგრამ სხვა ჯგუფის  შთამომავალია.

არსებობს ენები, რომლებიც გენიეალოგიური კლასიფიკაციის გარეშე რჩებიან, რადგან  მათი ნათესაობა  რომელიმე სხვა ენასთან არ მტკიცდება.

ასეთი ცოცხალი ენაა  მაგ. ბასკური, რომელზეც ლაპარაკობს პატარა ხალხი, მეტწილად პირენეის ნახევარკუნძულზე, ხოლო გადაშენებულ ენათაგან შეგვიძლია დავასახელოთ ეტრუსკული, რომელიც  ლათინურმა მოსპო იტალიის ნახევარკუნძულზე.

ენეალოგიური კლასიფიკაციის პრინციპები

ენათა გენეალოგიური კლასიფიკაცია დაფუძნებულია შემდეგ ვითარებაზე: ენა დროთა განმავლობაში იცვლება. ცვლილების სახეობას განსაზღვრავს მთელი რიგი პირობები. ერთი და იგივე ენა  დროთა განმავლობაში სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა სახეს იღებს. ენა იშლება დიალექტებად. სხვადასხვა დიალექტზე მოლაპარაკეთათვის   ერთმანეთის მეტყველება გასაგებია, თუმცა სხვაობაც აშკარად იგრძნობა.  ცვალებადობის პროცესი ამით არ წყდება. დიალექტებს შორის სხვაობა შეიძლება უფრო და უფრო  გაიზარდოს და  იმ ზომას მიაღწიოს, რომ  ყოველმა დიალექტმა თავისი ძირითადი ლექსიკური ფონდი  და გრამატიკული წყობა გაიჩინოს, ასე რომ, დიალექტები დამოუკიდებელ ენებად ჩამოყალიბდებიან და ფუძე ენიდან  რამენდენიმე ენად დაიშლებიან.  ეს პროცესი შეიძლება ისევ განმეორდეს და დიფერენციაციის შდეგად ხელახლა დაიშალოს ენები ახალ ენებად.   დიფერენციაციისას წარმოშობილი თითოეული მონათესავე ენა ერთი და იმავე ფუძე ენის სხვაასხვა დიალექტის თავისებური განვითარების შედეგს წარმოადგენს.

ენების განვითარების შედეგად შესაძებელია საწყისი ენა  „მოკვდეს“, ე. ი. ძველი     ენის ადგილი შესაძლოა ახალმა ენამ დაიკაოს. ასეთი შემთხვევები ენათა განვითარების ისტორიაში ცნობილია, მაგალითად, როგორც სპეციალისტები მიუთითებენ ძველი  ბერძნული ამჟამად მკვდარი ენაა, იგი გაუგებარია  თანამედროვე ბერძნებისათვის და ამგვარად ორი ბერძნული ენაა ცნობილი: ერთი ძველი ბერძნული, რომელზედაც აღარავინ მეტყველებს და მეორე – ახალი, თანამედროვე სალაპარაკო ენა. საუკუნეთა განმავლობაში  ბერძნული ენა თაობიდან თაობას გადაეცემოდა, ვითარდებოდა და იცვლებოდა. როგორც ვიცით, ენა ადამიანთა საზოგადოების გარეშე არ არსებობს, ხოლო ერთსა და იმავე ენაზე მოლაპარაკე საზოგადოება შეიძლება დანაწილდეს, გამოყოფილი ნაწილები კი ერთმანეთს მოწყდეს. ისინი თავდაპირველად  შეინარჩუნებენ ერთსა და იმავე ენას, მაგრამ თითოეულ მათგანში ეს ენა სხვადასხვა პირობებში მოექცევა, რაც სხვადასხვა გზით წარმართავს ამ ენის განვითარებას და ბოლოს ერთი, ყველასთვის გასაგები ენის ადგილას რამდენიმე სხვადასხვა თვისობრიობის ენასაც  მივიღებთ.

 

Advertisements
Innovations in Scholarly Communication

Changing Research Workflows

Crazy illusion

Thinking Aloud.

gypsyrepresent

Thinking critically about Romani representation in pop culture

ფილოლოგი

ქართული ფილოლოგია

Global Hinduism

Way of living Life

Learn to Teach Vedic Maths

Magical Methods-- World Leader in Vedic Mathematics

Defenders of Ma'at

Teach, Coach, Live, Learn, Train, Help, Inspire

Asheville Vedic Astrology

Vedic Astrology brought to you by Ryan Kurczak

Hamro dharma

Just another WordPress.com weblog

janeadamsart

An illustrated Journal of eastern and western wisdom

Sathya Sai Baba - Life, Love & Spirituality

Guru Bhagavan Sri Sathya Sai Baba Of Puttaparthi India

Soolaba's Blog

Ultimate Questions, Ultimate Answers

პიროვნული ზრდის სამყარო

„ჩვენ ვერასოდეს მივაღწევთ სიმშვიდეს გარე სამყაროში, სანამ არ მივაღწევთ მას შინაგანში“ - დალაი ლამა

მკითხველის ბლოგი

შთაბეჭდილებები კითხვის შემდეგ

Natia Kentchiashvili

natiakentchiashvili.WordPress.com site

კეჟერაძის ბლოგი

სამშობლოს, ადამიანებისა და ლიტერატურის მოყვარული რიგითი კლიმი

GeoSexMD.com - სამედიცინო სექსოლოგია

სექსუალური განათლება საქართველოში

აჭარა დღეს!

ჩვენ გვიყვარს ჩვენი კუთხე, საქართველოს ერთ–ერთი ულამაზესი მხარე, ჩვენი აჭარა.

Molly Bloom's Day™

ბებია ასტრიდი 1907-2017

მარო მაყაშვილის დღიური

გაფითრებული თებერვლის ლანდი

სემიოტიკა Semiotics

ცირა ბარბაქაძე _ შეხედეთ სამყაროს სემიოტიკის თვალით და აღმოაჩინეთ საკუთარი თავი მრავალ განზომილებაში

ბურუსი - BURUSI

თენგიზ ვერულავა - TENGIZ VERULAVA

Free Yourself

Just say "I am free!"

konspace

კოტეს ბლოგი ყველაფერზე

Barcelonisimo's Blog

ბლოგი მეგობრებისთვის და მათი მეგობრებისთვის...

My Civil Society

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის ბლოგი

ბაბუაწვერა

ოცნებებში გაფანტული ბლოგი ☮

kalatozishvili

КРИТИК - Мы страшные, потому что работаем над этим.

აღმოაჩინე შენთვის საინტერესო / Discover Things That Interest You

აღმოაჩინე შენთვის საინტერესო – ამოუცნობი,არქიტექტურა, აღმოჩენა ,ახალი ამბები, ბუნება, გასართობი, დიზაინი ,დოკუმენტური, ვიდეო ,თამაშები ,ივენთები, კინო / თეატრი ,კოსმოსი, კრეატივი ,მედიცინა ,მეცნიერება ,მისტიკა, მოგზაურობა, მოდა ,მუსიკა ,ნოვაცია ,პიროვნებები ,რელიგია ,სასარგებლო, საჭმელ / სასმელი ,სპორტი, სურათები, ტექნოლოგია ,ფოტოები, ფუფუნების საგნები ,შპალერები, წიგნები, ხელოვნება

Savidge Reads

The Chronicles of a Book Addict

%d bloggers like this: